დღეს გამოვიდა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნი სტივ ჯობსის შესახებ, სერიიდან "ბიზნესის გენია", სადაც ბევრი უცნობი დეტალია მოთხრობილი მის ცხოვრებაზე. წიგნი გაზეთ "ყველა სიახლესთან" ერთად იყიდება, გთავაზობთ ერთ-ერთ საინტერესო ამონარიდს წიგნიდან, იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა კომპანია "Apple".
1960-იანი წლების მეორე ნახევარში სან-ფრანცისკოსა და სილიკონის ველზე კვლავაც გამალებით გრძელდებოდა ტექნიკური რევოლუცია. იწყებოდა ახალი ერა, რადიოტექნიკური პროდუქციის, მიკროსქემების, ვიდეოთამაშებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების! ასევე ვითარდებოდა ჰაკერთა სუბკულტურა, მათ შორის იყვნენ როგორც ქსელის სპეციალისტები, ასევე სატელეფონო თაღლითები, ჩვეულებრივი მოყვარულები და ის ინჟინრები, რომლებიც ვერ ჩაეწერნენ hp-ის იერარქიაში. ერთ-ერთი მათგანი დაგ ენგელბარტი იყო, რომელმაც დაამუშავა კომპიუტერული თაგვი და გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისები. ყველაზე კარგი ნიმუში ჰიპებისა და ხაკერების სუბკულტურის გაერთიანებისა იყო სტივ ჯობსი. ის დილაობით მედიტირებდა, შემდეგ ისმენდა ფიზიკის ლექციებს სტენფორდში უნივერსიტეტში, საღამოს კი მუშაობდა Atari-ში და ოცნებობდა საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე. წლების მერე ჯობსი U2-ს ლიდერ ბონოსთან, ხშირად განიხილავდა თემას, თუ როგორ მოხდა, რომ ეს არაფორმალი მოჯანყეები სან-ფრანცისკოსა და მიმდებარე ტერიტორიებიდან, რომელბიც როკისა და ნარკოტიკების სიყვარულით გამოირჩეოდნენ, ბოლოს და ბოლოს პერსონალურ კომპიუტერამდე მივიდნენ", - წერს ჯობსის ბიოგრაფი უოლტერ აიზეკსონი.
1975 წელს Apple 1 -ის შექმნისკენ მეგობრებს ჟურნალმა Popular Mechanics უბიძგა, რომლის პირველ გვერდზე დაიბეჭდა პირველი პერსონალური კომპიუტერის Altair-ის ნაკრები, და ეს დეტალები 495 დოლარი ღირდა. ელექტრობის მოყარულებისთვის ეს ახალი ერის დასაწყისად იქცა. ბილ გეთსმა და პოლ ალენმა წაიკითხეს რა ეს სტატია, შექმნეს ბეისიკის ენის ახალი ვერსია, ჯობსმა და ვოზნიაკმა კი დაიწყეს მუშაობა კომპიუტერის იმგავარად დაპროექტებაზე, რომ ის უფრო მეტად მოსახერხებელი და პერსონალური ყოფილიყო.
ვოზი ამბობდა, რომ თავისთვის აკეთებდა ამ კომპიუტერს და როდესაც სტივმა მისი გაყიდვა შესთავაზა სასაცილოდ არ ეყო, ვერ წარმოედგინა, რომ ამის ყიდვას ვინმე მოისურვებდა. თუმცა მას მერე, რაც მან და სტივმა 1976 წლის აპრილში ეს კომპიუტერი წარადგინეს "თვითნაკეთი კომპიუტერების კლუბში", იქ მოხდენილმა ფურორმა ვოზნიაკი დააფიქრა იმაზე, რომ მართლაც რაღაც ღირებული შექმნა. ეს ხდებოდა კალიფორნიის ქალაქ პოლო-ალტოში. ყველაზე მნიშვნელოვნად ვოზნიაკს ის მიაჩნდა, რომ შესაძლებელი გახდა კლავიატურის საშუალებით შეეყვანა მონაცემები, რომელიც მომენტალურად აისახებოდა ეკრანზე. აქ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. მას მერე რაც ბილ გეითსმა, რომელმაც ალენთან ერთად პერსონალური კომპიუტერებისთვის დაამუშავა პროგრამირების ენა ბეისიკი, გაიგო, რომ ეს ანბანი "თვითნკეთი კომპიუტერების კლუბში" ხელიდან ხელში გადადიოდა, საშინლად აღშფოთდა. განსაკუთრებით გააბრაზა იმ ფაქტმა, რომ მის გამოგონებას ისე იყენებდენ, რომ ცენტსაც არ უხდიდნენ. აი, მაშინ მან დაწერა თავისი ცნობილი წერილი: პირველი კომპიუტერისთვის ვოზმა თავისი კალკულატორი, ჯობსმა კი მანქანა გაყიდა. ამ პროცესში მათი სამუშაო კაპიტალი 1300 დოლარი, ნახაზები და გეგმა იყო.
ჯობსმა თავიდანვე გადაწყვიტა, რომ ვოზნიაკის შედევრი უნდა გაეყიდა, ამიტომაც კატეგორიულად გააფრთხილა ვოზი არავისთვის გადაეცა ნახაზები, არადა ვოზნიაკს აზრადაც არ მოსვლია, რომ ეს ნახაზები ვინმესთვის დაემლა. მეტიც, ვინაიდან იმ პერიოდში hp-ში მუშობდა და სწორედ კომპანიის სახელოსნოში აწყობდა კომპიუტერს, საკუთარ მოვალეობად მიიჩნია, თავისი გამოგონება ჯერ სწორედ ამ კომპანიის ხელმძღვანელობისთვის წარედინა, ჯობსმა ვირივით გაჯიუტებულ ვოზს ეს ვერაფრით გადაათქმევინა, თუმცა hp-ის ხელმძღვანელობა ამ გამოგონებით არ დაინტერესდა და მის სერიულ წარმოებაზეც ვოზს უარი უთხრეს. მაშინ უკვე დაჰყვა ვოზი ჯობსის სურვილს, რომ გამოგონების წარმოებაზე თვითონვე ეზრუნათ. მოკლედ, სტივის დიდი დაჟინების შემდე ვოზი დათანხმდა კომპანიის შექმნას, ჯერი სახელის შერჩევაზე მიდგა, ჯობსი ელექტრომოყვარულთა ერთ-ერთი ფორუმიდან ბრუნდებოდა, ვოზი აეროპორტში დახვდა, გზად ლოს-ალტოსისკენ მეგობრები ფიქრობდნენ სახელზე, თითქოს მოიფიქრეს კიდეც სტანდარტული სახელწოდება, რომელიც წმინდად ტექნიკურ ასპექტებს ასახავდა, თუმცა ჯობს ეს არ მოსწონდა და მთელი გზა ბუზღუნებდა. დილით უკვე უნდა დაერეგისტრირებინათ ფირმა და უნდა შეერჩიათ რამე. ბოლოს და ბოლოს ჯობსმა მოიფიქრა: Apple Computer. "იმჟამად სწორედ ვაშლის დიეტაზე ვიყავი, სწორედ ამან გამახსენა ვაშლი. სახელი მართლაც საინტერესოდ, ენერგიულად და არა საშიშად ჟღერდა, თანაც სატელეფონო ცნობარში ჩვენ უფრო წინ ვიქნებოდით, ვიდრე Atari", - იხსენებდა ჯობსი. მართლაც ძალიან ჭკვიანური არჩევანი იყო, იყო მასში რაღაც კონტრკულტურული, დაბრუნება ბუნებასთან. ის, რომ ვაშლს და კომპიუტერს საერთო არაფერი ჰქონდათ, სწორედ ამაში იყო მთელი ინტრიგა. "ეს ერთი შეხედვით სისულელე იყო, - ყვებოდა მერე მაიკ მარკკულა, რომელიც მალევე გახდა ამ კომპანიის პირველი დირექტორი, - მაგრამ გაიძულებდა დაფიქრებულიყავი, რა ჰქონდა ვაშლსა და კომპიუტერს საერთო და ამასობაში ყველას, ვინც ყურს მოჰკრავდა ამ სახელს, ამახსოვრდებოდა ის."
"პალიტრა L" - ის მთავარი რედაქტორი საუბრობს წიგნის შესახებ, გადაცემა საქმე, პალიტრა TV