Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - ვანო მერაბიშვილის პოლიციის გაუარესება თეორიულად შეუძლებელია
დავით უსუფაშვილი - ვანო მერაბიშვილის პოლიციის გაუარესება თეორიულად შეუძლებელია

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პო­ლი­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბა თე­ო­რი­უ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს "პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მო­საზ­რე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, პო­ლი­ცია იქ­ნე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­სტი­ტუ­ტი ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ ქვეყ­ნის ხერ­ხე­მა­ლი იქ­ნე­ბა მო­ქა­ლა­ქე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

"არ მგო­ნია, ჩვე­ნი მხრი­დან სწო­რი საქ­ცი­ე­ლი იყოს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა ლა­პა­რა­კობ­დეს, რო­გორ იყო მო­წყო­ბი­ლი პო­ლი­ცია და ჩვენ დრო დავ­ხარ­ჯოთ ოპო­ნი­რე­ბა­ში. სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვუს­მენთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებს, იმ ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს, სა­დაც პო­ლი­ცია ქვეყ­ნის მე­ქა­ნიზ­მია და არა ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის მთა­ვა­რი საფრ­თხე. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არ უნდა გვე­უბ­ნე­ბო­დეს, რომ ამ კა­ნო­ნით პო­ლი­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბა გვინ­და. ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პო­ლი­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბა თე­ო­რი­უ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია?! რა თქმა უნდა, გა­უ­ა­რე­სე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ, ჩვენ სწორ ნა­ბი­ჯებს გა­დავ­დგამთ, პო­ლი­ცია იქ­ნე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­სტი­ტუ­ტი ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ ქვეყ­ნის ხერ­ხე­მა­ლი იქ­ნე­ბა მო­ქა­ლა­ქე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" "პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­სა­ტან რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბას შე­მაშ­ფო­თებ­ლად მი­იჩ­ნევს.

რო­გორც დე­პუ­ტატ­მა ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, "პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ" ახა­ლი კა­ნო­ნის მე-2 და მე-3 მოს­მე­ნით მი­ღე­ბას პარ­ლა­მენ­ტი მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში გეგ­მავს. მისი გან­მარ­ტე­ბით, არ შემ­დგა­რა კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მი­ი­ღებ­დნენ.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას მო­უ­წო­დებს, კა­ნო­ნის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­ხილ­ვა შე­ა­ჩე­როს, ჩა­ა­ტა­როს გან­ხილ­ვე­ბი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით და უარი თქვას "ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის შე­ვარ­დნა­ძი­სე­უ­ლი რე­ი­დე­ბის ეპო­ქა­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დავით უსუფაშვილი - ვანო მერაბიშვილის პოლიციის გაუარესება თეორიულად შეუძლებელია

დავით უსუფაშვილი - ვანო მერაბიშვილის პოლიციის გაუარესება თეორიულად შეუძლებელია

ვანო მერაბიშვილის პოლიციის გაუარესება თეორიულად შეუძლებელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს "პოლიციის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე "ნაციონალური მოძრაობის" მოსაზრების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიცია იქნება უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ქვეყანაში, მაგრამ ქვეყნის ხერხემალი იქნება მოქალაქე, თავისუფლება, პოლიტიკური არჩევანი და დაბალანსებული ხელისუფლება.

"არ მგონია, ჩვენი მხრიდან სწორი საქციელი იყოს, რომ "ნაციონალური მოძრაობა ლაპარაკობდეს, როგორ იყო მოწყობილი პოლიცია და ჩვენ დრო დავხარჯოთ ოპონირებაში. სიამოვნებით მოვუსმენთ საერთაშორისო ექსპერტებს, იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, სადაც პოლიცია ქვეყნის მექანიზმია და არა ქვეყნისა და ხალხის მთავარი საფრთხე. "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა გვეუბნებოდეს, რომ ამ კანონით პოლიციის გაუარესება გვინდა. ვანო მერაბიშვილის პოლიციის გაუარესება თეორიულად შესაძლებელია?! რა თქმა უნდა, გაუარესება შეუძლებელია. ამიტომ, ჩვენ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, პოლიცია იქნება უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ქვეყანაში, მაგრამ ქვეყნის ხერხემალი იქნება მოქალაქე, თავისუფლება, პოლიტიკური არჩევანი და დაბალანსებული ხელისუფლება", - განაცხადა უსუფაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობა" "პოლიციის შესახებ" კანონში შესატან რამდენიმე ცვლილებას შემაშფოთებლად მიიჩნევს.

როგორც დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, "პოლიციის შესახებ" ახალი კანონის მე-2 და მე-3 მოსმენით მიღებას პარლამენტი მიმდინარე კვირაში გეგმავს. მისი განმარტებით, არ შემდგარა კანონპროექტის საჯარო განხილვა, რომელშიც მონაწილეობას საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი და პოლიციელები მიიღებდნენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, კანონის დაჩქარებული წესით განხილვა შეაჩეროს, ჩაატაროს განხილვები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით და უარი თქვას "ქართული პოლიციის შევარდნაძისეული რეიდების ეპოქაში დაბრუნებაზე".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა