იტალიაში, პემონტის რეგიონში ტრადიციული ყველის ფესტივალი გაიმართა. წელს ფესტივალის სტუმრებს ჩვეულებრივი ყველის გარდა, შეეძლოთ უჩვეულო შემადგენლობის ყველი გაესინჯათ. მაგალითად ყველი, რომელიც ოქროს მტვერს შეიცავს.
თავდაპირველად ფესტივალი ჯანსაღი საკვების დღესასწაული იყო. ამჟამად, მოძრაობა Slow Food-ის აქტივისტები დეგუსტაციის პარალელურად, სტუმრებისთვის სემინარებს, მასტერ-კლასებს ატარებენ და სხვადასხვა სახეობის ყველის ერთმანეთისგან გარჩევას ასწავლიან.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოქროს საკვებში იყენებენ. ოქროს გამოყენებით დესერტებიც დაუმზადებიათ.
მომზადეულია itar-tass.com-ის მიხედვით.