სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ესტონეთში სკანდალი აგორდა იმის გამო, რომ პრეზიდენტი სოროსის ქორწილს ფარულად ეწვია
ესტონეთში სკანდალი აგორდა იმის გამო, რომ პრეზიდენტი სოროსის ქორწილს ფარულად ეწვია

ეს­ტო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ტო­მას ჰენ­დრიკ ილ­ვეს­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამე­რი­კე­ლი მი­ლი­არ­დე­რის ჯორჯ სო­რო­სის ქორ­წილს, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო პირი სტუმ­რობ­და, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ არა­ვის­თვის უთ­ქვამს. ამ სა­კი­თხზე კი ეს­ტო­ნეთ­ში სკან­და­ლი აგორ­და.

ილ­ვე­სი აშშ-ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბა. 25 სექ­ტემ­ბერს იგი გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის 68-ე სე­სი­ა­ზე სი­ტყვით უნდა გა­მო­ვი­დეს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­ზი­დენ­ტის პრეს-სამ­სა­ხურ­მა ეს­ტო­ნე­თის ლი­დე­რის აშშ-ში ვი­ზი­ტის დე­ტა­ლუ­რი პროგ­რა­მა წარ­მო­ად­გი­ნა, ილ­ვე­სის სო­რო­სის ქორ­წილ­ში ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ, სა­დაც იგი არა რო­გორც კერ­ძო პირი, არა­მედ, რო­გორც ეს­ტო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი იყო და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი, არა­ფე­რი უთ­ქვამს. ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ზე­თი Õhtuleht-ი წერს.

პა­სუ­ხად პრე­ზი­დენ­ტის პრეს-სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, "რომ სო­რო­სის ოჯა­ხი და­ქორ­წი­ნე­ბას პი­რად მოვ­ლე­ნად გა­ნი­ხი­ლავს და ნე­ბის­მი­ე­რი წი­ნას­წა­რი პუბ­ლი­კა­ცია და­უშ­ვე­ბე­ლი იყო".

ამას­თან, დღემ­დე უც­ნო­ბია ვინ გა­და­ი­ხა­და სო­რო­სის სა­ჩუქ­რის, ეს­ტო­ნე­ლი მხატ­ვრის მალ ნუ­კე­სის ნა­ხა­ტის ანა­ზღა­უ­რე­ბა - პრე­ზი­დენ­ტმა, რო­გორც კერ­ძო პირ­მა, თუ სა­ხელ­მწი­ფომ.

ცნო­ბი­ლი მი­ლი­არ­დე­რი ჯორჯ სო­რო­სი 21 სექ­ტემ­ბერს მე­სა­მედ და­ქორ­წინ­და. 83 წლის ფი­ნან­სის­ტის რჩე­უ­ლი 42 წლის ტა­მი­კო ბოლ­ტო­ნია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Õhtuleht-ის მი­ხედ­ვით.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცნობისმოყვარე
0

თაფლობის თვე სად გაატარეს, საქორწილო მოგზაურობაში იყვნენ ?

შეშფოთებული
1

ე.ი. ვისი ადგილი არაა ევროპაში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ესტონეთში სკანდალი აგორდა იმის გამო, რომ პრეზიდენტი სოროსის ქორწილს ფარულად ეწვია

ესტონეთში სკანდალი აგორდა იმის გამო, რომ პრეზიდენტი სოროსის ქორწილს ფარულად ეწვია

ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა განაცხადა, რომ ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის ქორწილს, როგორც სახელმწიფო პირი სტუმრობდა, მაგრამ ამის შესახებ არავისთვის უთქვამს. ამ საკითხზე კი ესტონეთში სკანდალი აგორდა.

ილვესი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 25 სექტემბერს იგი გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა ესტონეთის ლიდერის აშშ-ში ვიზიტის დეტალური პროგრამა წარმოადგინა, ილვესის სოროსის ქორწილში ვიზიტის შესახებ, სადაც იგი არა როგორც კერძო პირი, არამედ, როგორც ესტონეთის პრეზიდენტი იყო დაპატიჟებული, არაფერი უთქვამს. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Õhtuleht-ი წერს.

პასუხად პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, "რომ სოროსის ოჯახი დაქორწინებას პირად მოვლენად განიხილავს და ნებისმიერი წინასწარი პუბლიკაცია დაუშვებელი იყო".

ამასთან, დღემდე უცნობია ვინ გადაიხადა სოროსის საჩუქრის, ესტონელი მხატვრის მალ ნუკესის ნახატის ანაზღაურება - პრეზიდენტმა, როგორც კერძო პირმა, თუ სახელმწიფომ.

ცნობილი მილიარდერი ჯორჯ სოროსი 21 სექტემბერს მესამედ დაქორწინდა. 83 წლის ფინანსისტის რჩეული 42 წლის ტამიკო ბოლტონია.

მომზადებულია Õhtuleht-ის მიხედვით.