საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოტე თოლორდავა: "ილია ჭავჭავაძეს ვთამაშობ იმის ფონზე, რაც მთელი საქართველო "ბაბულიკას" მეძახის"
კოტე თოლორდავა: "ილია ჭავჭავაძეს ვთამაშობ იმის ფონზე, რაც მთელი საქართველო "ბაბულიკას" მეძახის"

პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, კოტე თო­ლორ­და­ვას ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლეა, მას ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის რო­ლის გა­სა­ხი­ე­რე­ბა უწევს. ფილ­მს პირ­ველ ეტაპ­ზე, სა­მუ­შაო სა­ხელ­წო­დე­ბად "ვინ მოკ­ლა ილია?" და­არ­ქვეს. ვი­ნა­ი­დან პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროა, ამი­ტომ ამ საქ­მეს თა­ვად­ვე უდ­გას სა­თა­ვე­ში. რე­ჟი­სო­რი მიშა ბე­რი­ნაშ­ვი­ლი გახ­ლავთ. ნა­მუ­შე­ვა­რი მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტუ­რი ჟან­რის იქ­ნე­ბა და წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­და­ღე­ბე­ბი 10 ოქ­ტომ­ბერს უნდა დას­რულ­დეს.

"ამ­ბე­ბი.გე" მსა­ხი­ობ კოტე თო­ლორ­და­ვას და­უ­კავ­შირ­და:

- კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ითა­მა­შო ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის როლი და ამი­ტომ ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, ამ ყვე­ლა­ფერს რამ­ხე­ლა ემო­ცი­უ­რი მუხ­ტი ახ­ლავს... რო­გორც კი გა­ვი­გე, რომ ფილმში ეს როლი უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა, მა­შინ­ვე უწ­მინ­დეს­თან გავ­ვარ­დი და მის­გან ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მი­ვი­ღე. ილია ხომ წმინ­და­ნად არის შე­რა­ცხუ­ლი და ასე­თი რო­ლის თა­მა­ში­სას მინ­დო­და, რომ ემო­ცი­უ­რა­დაც დავ­მუხ­ტუ­ლი­ყა­ვი და სუ­ლი­ე­რად გავძლი­ე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი... პატ­რი­არ­ქმა დამ­ლო­ცა და წარ­მა­ტე­ბე­ბი მი­სურ­ვა.

ფილ­მის სცე­ნა­რი იმ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და დო­კუ­მენ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით არის აგე­ბუ­ლი, რაც ზო­გა­დად, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის შე­სა­ხებ არ­სე­ბობს და გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რა­დღე­ბა მახ­ვილ­დე­ბა იმ ეპი­ზო­დებ­ზე, რაც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არ­ქივ­ში ბოლო დროს მო­ი­ძებ­ნა.

მინ­და, რომ ჩემ მიერ შექ­ნი­ლი ილი­ას სახე მაქ­სი­მა­ლუ­რად მიმსგავ­სე­ბუ­ლი იყოს ნამ­დვილ ილი­ას­თან. მისი ნი­შან-თვი­სე­ბე­ბი, ხა­სი­ა­თი, რაც ის­ტო­რი­ას შე­მორ­ჩა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც ყვე­ლა­ფერს ვით­ვა­ლის­წი­ნებ, თუმ­ცა როლს ჩე­მე­უ­ლიც მინ­და, რომ შევ­ძი­ნო, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რე­ჟი­სორ­თან შე­თან­ხმე­ბით, რა­საც უკვე შემ­დეგ მა­ყუ­რე­ბე­ლი იხი­ლავს.

- მოკ­ლედ, რო­გორც მსა­ხი­ობს სე­რი­ო­ზუ­ლად გა­გი­მარ­თლა...

- კი, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, მაგ­რამ ჩემ­თვის რო­გორც მსა­ხი­ო­ბის­თვის წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­ხე­ლა ნახ­ტო­მია. თე­ატ­რში არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო როლი მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი, მაგ­რამ ეკ­რან­ზე ილია ჭვჭა­ვა­ძის გან­სა­ხი­ე­რე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა იმის ფონ­ზე, რომ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო სე­რი­ა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "ბა­ბუ­ლი­კას" მე­ძა­ხის. ამი­ტომ, ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, და­ვან­გრიო კლი­შე, რომ კოტე თო­ლორ­და­ვას მხო­ლოდ მოძ­ველ­ბი­ჭო ტი­პე­ბის თა­მა­ში შე­უძ­ლია. ახლა ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო დი­ა­პა­ზო­ნი იზ­რდე­ბა...

ამას­თან, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პარტნი­ო­რი მყავს, ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძის სა­ხით. ის ოლღა გუ­რა­მიშ­ვი­ლის როლს თა­მა­შობს და შე­უ­და­რე­ბე­ლია... თან, გა­და­ღე­ბა ურ­თუ­ლე­სი სცე­ნით, მკვლე­ლო­ბით და­ვი­წყეთ. ვი­ნა­ი­დან ფილ­მი ბო­ლომ­დე მხატ­ვრუ­ლი არ არის და მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტუ­რი გახ­ლავთ, ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი ილი­ას მკვლე­ლო­ბის შემ­დგომ, მის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ზე კეთ­დე­ბა, ფილ­მს უმე­ტე­სად სა­გა­მო­ძი­ე­ბო მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს. მოკ­ლედ, სა­ო­ცა­რი დე­ტა­ლე­ბია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი - თვით ტყვი­ის ტრა­ექ­ტო­რი­აც კი დად­გე­ნი­ლია... მოკ­ლედ, ამ ნა­მუ­შევ­რით ბევ­რი ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია და დე­ტა­ლი გამ­ჟღავ­ნდე­ბა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დღემ­დე არ იცის და ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს.

- ისე, პირ­ვე­ლად ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს ვინ მი­გამ­სგავ­სა?

- ცოტა ხნის წინ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­და­ცე­მა "ფრაგ­მენ­ტი" მიმ­ყავ­და, სა­დაც წამ­ყვა­ნი ვი­ყა­ვი და პერ­სო­ნა­ჟებ­საც ვა­სა­ხი­ე­რებ­დი. ერთ-ერთი გა­და­ცე­მა ოლღა გუ­რა­მიშ­ვილ­ზე იყო, რო­მე­ლიც თან მიმ­ყავ­და და თან ილი­ას როლი მქონ­და, ოღონდ, უფრო ახალ­გაზ­რდა ილია გახ­ლდით. ტექ­სტში პო­ე­ტის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ამ­ბებ­ზე, ოლ­ღას მი­მართ მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ვსა­უბ­რობ­დი. მოკ­ლედ, პრო­ექ­ტის ავ­ტო­რებ­მა ის "ფრაგ­მენ­ტი" ნა­ხეს და იდე­აც აქე­დან გა­უჩ­ნდათ. თან ისე, რომ როლ­ზე ყო­ველ­გვა­რი კას­ტინ­გის გა­რე­შე და­მამ­ტკი­ცეს. უბ­რა­ლოდ, და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, - ბა­ტო­ნო კონ­სტან­ტი­ნე, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის როლი უნდა გა­ნა­სა­ხი­ე­რო­თო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა და­მე­მარ­თე­ბო­და? ეს ადა­მი­ა­ნი ერის მამა გახ­ლდათ და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით უპ­როგ­რე­სუ­ლე­სი პი­როვ­ნე­ბა იყო. რაც მან იმ პე­რი­ოდ­ში თუნ­დაც სა­ბან­კო რე­ფორ­მე­ბის სა­ხით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, გა­სა­ო­ცა­რია... ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბი­სას დროს უს­წრებ­და და მისი უნი­კა­ლუ­რო­ბაც სწო­რედ ამა­ში მდგო­მა­რე­ობს...

მოკ­ლედ, ამ ფილ­მით იმის გა­მო­ძი­ე­ბა ხდე­ბა, თუ რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად იმ ავ­ბე­დით დღეს. ვინ მოკ­ლა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე?

- ფილმზე მუ­შა­ო­ბი­სას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით შენი ფო­ტო­ე­ბი გავ­რცელ­და. გა­რეგ­ნუ­ლად მარ­თლა ჰგავ­ხარ შენს პერ­სო­ნაჟს, რა­საც ყვე­ლა ადას­ტუ­რებს. რას იტყვი ამა­ზე?

- ჰო, მაგ­რამ ეგ ფო­ტო­ე­ბი მა­ლე­ვე აიკ­რძა­ლა, რად­გა­ნაც ჯერ სა­ნამ ფილ­მი მზად არ იქ­ნე­ბა, მისი გავ­რცე­ლე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის.

ისე კი, რომ იცო­დეთ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დით, თუ ასე­თი მსგავ­სე­ბა იქ­ნე­ბო­დაო, ყვე­ლა გა­ოგ­ნე­ბუ­ლია, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თვი­თონ მეც... ამი­ტომ დიდი მად­ლო­ბა მა­რი­ნა კო­სენ­კოს, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის გრი­მი­ორს. მან ფილ­მის თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნაჟ­თან სა­ო­ცა­რი სა­მუ­შაო გას­წია და ყო­ჩაღ მას!

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

კოტე თოლორდავა: "ილია ჭავჭავაძეს ვთამაშობ იმის ფონზე, რაც მთელი საქართველო "ბაბულიკას" მეძახის"

კოტე თოლორდავა: "ილია ჭავჭავაძეს ვთამაშობ იმის ფონზე, რაც მთელი საქართველო "ბაბულიკას" მეძახის"

პოპულარული მსახიობის, კოტე თოლორდავას ცხოვრებაში სიახლეა, მას ილია ჭავჭავაძის როლის გასახიერება უწევს. ფილმს პირველ ეტაპზე, სამუშაო სახელწოდებად "ვინ მოკლა ილია?" დაარქვეს. ვინაიდან პროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, ამიტომ ამ საქმეს თავადვე უდგას სათავეში. რეჟისორი მიშა ბერინაშვილი გახლავთ. ნამუშევარი მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის იქნება და წინასწარი მონაცემებით, გადაღებები 10 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

"ამბები.გე" მსახიობ კოტე თოლორდავას დაუკავშირდა:

- კარგად მოგეხსენებათ, რამხელა პასუხისმგებლობაა, ითამაშო ილია ჭავჭავაძის როლი და ამიტომ ადვილი წარმოსადგენია, ამ ყველაფერს რამხელა ემოციური მუხტი ახლავს... როგორც კი გავიგე, რომ ფილმში ეს როლი უნდა შემესრულებინა, მაშინვე უწმინდესთან გავვარდი და მისგან ლოცვა-კურთხევა მივიღე. ილია ხომ წმინდანად არის შერაცხული და ასეთი როლის თამაშისას მინდოდა, რომ ემოციურადაც დავმუხტულიყავი და სულიერად გავძლიერებულიყავი... პატრიარქმა დამლოცა და წარმატებები მისურვა.

ფილმის სცენარი იმ ინფორმაციასა და დოკუმენტებზე დაყრდნობით არის აგებული, რაც ზოგადად, ილია ჭავჭავაძის შესახებ არსებობს და განსაკუთრებით ყურადღება მახვილდება იმ ეპიზოდებზე, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ბოლო დროს მოიძებნა.

მინდა, რომ ჩემ მიერ შექნილი ილიას სახე მაქსიმალურად მიმსგავსებული იყოს ნამდვილ ილიასთან. მისი ნიშან-თვისებები, ხასიათი, რაც ისტორიას შემორჩა, იქიდან გამომდინარეც ყველაფერს ვითვალისწინებ, თუმცა როლს ჩემეულიც მინდა, რომ შევძინო, რასაკვირველია, რეჟისორთან შეთანხმებით, რასაც უკვე შემდეგ მაყურებელი იხილავს.

- მოკლედ, როგორც მსახიობს სერიოზულად გაგიმართლა...

- კი, უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩემთვის როგორც მსახიობისთვის წარმოიდგინეთ, რამხელა ნახტომია. თეატრში არაერთი საინტერესო როლი მაქვს ნათამაშები, მაგრამ ეკრანზე ილია ჭვჭავაძის განსახიერება სერიოზული გამოწვევაა იმის ფონზე, რომ მთელი საქართველო სერიალიდან გამომდინარე, "ბაბულიკას" მეძახის. ამიტომ, ჩემთვის საუკეთესო საშუალებაა, დავანგრიო კლიშე, რომ კოტე თოლორდავას მხოლოდ მოძველბიჭო ტიპების თამაში შეუძლია. ახლა ჩემი სამსახიობო დიაპაზონი იზრდება...

ამასთან, არაჩვეულებრივი პარტნიორი მყავს, ნანუკა ხუსკივაძის სახით. ის ოლღა გურამიშვილის როლს თამაშობს და შეუდარებელია... თან, გადაღება ურთულესი სცენით, მკვლელობით დავიწყეთ. ვინაიდან ფილმი ბოლომდე მხატვრული არ არის და მხატვრულ-დოკუმენტური გახლავთ, ძირითადი აქცენტი ილიას მკვლელობის შემდგომ, მის საგამოძიებო ნაწილზე კეთდება, ფილმს უმეტესად საგამოძიებო მიმართულება აქვს. მოკლედ, საოცარი დეტალებია გათვალისწინებული - თვით ტყვიის ტრაექტორიაც კი დადგენილია... მოკლედ, ამ ნამუშევრით ბევრი ახალი ინფორმაცია და დეტალი გამჟღავნდება, რაც საზოგადოებამ დღემდე არ იცის და ძალიან აინტერესებს.

- ისე, პირველად ილია ჭავჭავაძეს ვინ მიგამსგავსა?

- ცოტა ხნის წინ არაჩვეულებრივი გადაცემა "ფრაგმენტი" მიმყავდა, სადაც წამყვანი ვიყავი და პერსონაჟებსაც ვასახიერებდი. ერთ-ერთი გადაცემა ოლღა გურამიშვილზე იყო, რომელიც თან მიმყავდა და თან ილიას როლი მქონდა, ოღონდ, უფრო ახალგაზრდა ილია გახლდით. ტექსტში პოეტის სასიყვარულო ამბებზე, ოლღას მიმართ მის დამოკიდებულებაზე ვსაუბრობდი. მოკლედ, პროექტის ავტორებმა ის "ფრაგმენტი" ნახეს და იდეაც აქედან გაუჩნდათ. თან ისე, რომ როლზე ყოველგვარი კასტინგის გარეშე დამამტკიცეს. უბრალოდ, დამირეკეს და მითხრეს, - ბატონო კონსტანტინე, ილია ჭავჭავაძის როლი უნდა განასახიეროთო. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა? ეს ადამიანი ერის მამა გახლდათ და ყველა მიმართულებით უპროგრესულესი პიროვნება იყო. რაც მან იმ პერიოდში თუნდაც საბანკო რეფორმების სახით განახორციელა, გასაოცარია... ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისას დროს უსწრებდა და მისი უნიკალურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს...

მოკლედ, ამ ფილმით იმის გამოძიება ხდება, თუ რა მოხდა რეალურად იმ ავბედით დღეს. ვინ მოკლა ილია ჭავჭავაძე?

- ფილმზე მუშაობისას სოციალური ქსელის საშუალებით შენი ფოტოები გავრცელდა. გარეგნულად მართლა ჰგავხარ შენს პერსონაჟს, რასაც ყველა ადასტურებს. რას იტყვი ამაზე?

- ჰო, მაგრამ ეგ ფოტოები მალევე აიკრძალა, რადგანაც ჯერ სანამ ფილმი მზად არ იქნება, მისი გავრცელება მიზანშეწონილი არ არის.

ისე კი, რომ იცოდეთ, რამდენი ადამიანი მირეკავს და მეუბნება, ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ ასეთი მსგავსება იქნებოდაო, ყველა გაოგნებულია, წარმოიდგინეთ, თვითონ მეც... ამიტომ დიდი მადლობა მარინა კოსენკოს, მარჯანიშვილის თეატრის გრიმიორს. მან ფილმის თითოეული პერსონაჟთან საოცარი სამუშაო გასწია და ყოჩაღ მას!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება