პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯეოსელის" დამფუძნებელმა კომპანია "თელიასონერამ" შესაძლოა, საქართველო დატოვოს
"ჯეოსელის" დამფუძნებელმა კომპანია "თელიასონერამ" შესაძლოა, საქართველო დატოვოს

"თე­ლი­ა­სო­ნე­რა" სა­ქარ­თვე­ლო­დან გას­ვლი­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გა­ტა­ნის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს, - შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა კომ­პა­ნია "ჯე­ო­სე­ლის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ლე­ვან გი­ორ­გა­ძემ პარ­ლა­მენ­ტში, კო­ნუ­მი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლელ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა.

გი­ორ­გა­ძემ კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ლი­ცენ­ზი­ის მოქ­მე­დე­ბის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე, ლი­ცენ­ზი­ის გაგ­რძე­ლე­ბი­სას სა­ფა­სუ­რის გა­მოთ­ვლის წეს­სა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კო­მი­სი­ის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

კერ­ძოდ, რო­გორც კომ­პა­ნია "ჯე­ო­სე­ლის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გან­მარ­ტა, კო­ნუ­მი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ მიმ­დი­ნა­რე წლის 17 ივ­ლისს აუქ­ცი­ო­ნის გა­მარ­თვის დე­ბუ­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნა და იმგვა­რი ფორ­მუ­ლა მი­ი­ღო, რომ თუკი "ჯე­ო­სელს" მთე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თავ­და­პირ­ვე­ლი ფორ­მუ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ლი­ცენ­ზი­ის გა­საგ­რძე­ლებ­ლად 34 მი­ლი­ო­ნი გა­დახ­და უწევ­და, ახა­ლი ფორ­მუ­ლით 48 მი­ლი­ო­ნი გა­და­ი­ხა­და.

"რო­გორც ახ­სნეს, ეს არის და­ზუს­ტე­ბა და რო­გო­რი და­ზუს­ტე­ბაა, როცა ერთი და იგი­ვე მუხ­ლის ინ­ტერპრე­ტა­ცია 14-მი­ლი­ო­ნი­ან სხვა­ო­ბას იძ­ლე­ვა?! ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო არის ის, რომ ვცდი­ლობ­დი, ამ ხალ­ხის­თვის მარ­ტი­ვი ლო­გი­კა ამეხ­სნა - და­ვუშ­ვათ, ჩვენ ვართ სუ­ბი­ექ­ტუ­რე­ბი, არ გვინ­და ზედ­მე­ტი თან­ხის გა­დახ­და, არ ვზრუ­ნავთ სა­ხელ­მწი­ფო­ზე და ასე შემ­დეგ, რაც მათი მხრი­დან ერთ-ერთ მო­ტი­ვა­ცი­ად იყო გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი, ვე­უბ­ნე­ბი, რომ თუ თქვენ მარ­თლე­ბი ხართ, გა­მო­დის რომ, მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, კო­მი­სი­ის ყვე­ლა წევ­რი კა­ნონს არ­ღვევ­და და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს დიდი ოდე­ნო­ბით ზი­ანს აყე­ნებ­და. მე მათი ლო­გი­კა ვერ ავ­ხსე­ნი, მაგ­რამ ფაქ­ტად მი­ვი­ღეთ ის, რომ ცალ­სა­ხად უკა­ნო­ნოდ 48 მი­ლი­ონს ვიხ­დით, რო­მე­ლიც მძი­მე ტვირ­თია და ოთხი ასე­თი ლი­ცენ­ზია გვაქვს, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის ინ­ტერ­ვა­ლით უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ და დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის მხრი­დან - რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი "თე­ლი­ა­სო­ნე­რაა", უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად მი­დის სა­უ­ბა­რი, რომ ქვეყ­ნი­დან გა­ვი­დეს და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გა­მო­ი­თხო­ვოს", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გი­ორ­გა­ძემ კო­მი­სი­ის დღე­ვან­დერლ სხდო­მა­ზე.

ამას­თან, მან ხაზი გა­უს­ვა იმა­საც, რომ კო­მი­სი­ამ ამ­გვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო იმ პე­რი­ოდ­ში, როცა მათ საქ­მი­ა­ნო­ბას პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია სწავ­ლობს.

გარ­და ამი­სა, ლი­ცენ­ზი­ე­ბის გა­ცე­მის ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით "მაგ­თი­კო­მის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, გია კო­ჟო­რი­ძემ კო­მი­სი­ას მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ 2004 წელს, ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რის ფონდში აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი 70 მი­ლი­ო­ნით შე­ძე­ნილ იქნა ფიქ­ტი­უ­რი ლი­ცენ­ზია, არა­სა­ჭი­რო სიხ­ში­რე­ზე და შემ­დგომ­ში კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ლი­ცენ­ზი­ის ფასი აქე­დან დგინ­დე­ბო­და.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის მი­მართ ფი­ჭუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ჩივ­რებს ის­მენს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

"ჯეოსელის" დამფუძნებელმა კომპანია "თელიასონერამ" შესაძლოა, საქართველო დატოვოს

"ჯეოსელის" დამფუძნებელმა კომპანია "თელიასონერამ" შესაძლოა, საქართველო დატოვოს

"თელიასონერა" საქართველოდან გასვლისა და ინვესტიციების გატანის საკითხს განიხილავს, - შესაბამისი განცხადება კომპანია "ჯეოსელის" წარმომადგენელმა, ლევან გიორგაძემ პარლამენტში, კონუმიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა.

გიორგაძემ კომისიის სხდომაზე ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ლიცენზიის გაგრძელებისას საფასურის გამოთვლის წესსა და ამ მიმართულებით კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გაამახვილა ყურადღება.

კერძოდ, როგორც კომპანია "ჯეოსელის" წარმომადგენელმა განმარტა, კონუმიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მიმდინარე წლის 17 ივლისს აუქციონის გამართვის დებულებაში ცვლილება შეიტანა და იმგვარი ფორმულა მიიღო, რომ თუკი "ჯეოსელს" მთელი წლების განმავლობაში, თავდაპირველი ფორმულის გამოყენებით, ერთი კონკრეტული ლიცენზიის გასაგრძელებლად 34 მილიონი გადახდა უწევდა, ახალი ფორმულით 48 მილიონი გადაიხადა.

"როგორც ახსნეს, ეს არის დაზუსტება და როგორი დაზუსტებაა, როცა ერთი და იგივე მუხლის ინტერპრეტაცია 14-მილიონიან სხვაობას იძლევა?! ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ვცდილობდი, ამ ხალხისთვის მარტივი ლოგიკა ამეხსნა - დავუშვათ, ჩვენ ვართ სუბიექტურები, არ გვინდა ზედმეტი თანხის გადახდა, არ ვზრუნავთ სახელმწიფოზე და ასე შემდეგ, რაც მათი მხრიდან ერთ-ერთ მოტივაციად იყო გაჟღერებული, ვეუბნები, რომ თუ თქვენ მართლები ხართ, გამოდის რომ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კომისიის ყველა წევრი კანონს არღვევდა და სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანს აყენებდა. მე მათი ლოგიკა ვერ ავხსენი, მაგრამ ფაქტად მივიღეთ ის, რომ ცალსახად უკანონოდ 48 მილიონს ვიხდით, რომელიც მძიმე ტვირთია და ოთხი ასეთი ლიცენზია გვაქვს, რომელიც დაახლოებით ორი წლის ინტერვალით უნდა გავაგრძელოთ და დამფუძნებლების მხრიდან - როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დამფუძნებელი "თელიასონერაა", უკვე სერიოზულად მიდის საუბარი, რომ ქვეყნიდან გავიდეს და ინვესტიციები გამოითხოვოს", - განაცხადა ლევან გიორგაძემ კომისიის დღევანდერლ სხდომაზე.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კომისიამ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო იმ პერიოდში, როცა მათ საქმიანობას პარლამენტის საგამოძიებო კომისია სწავლობს.

გარდა ამისა, ლიცენზიების გაცემის ფასთან დაკავშირებით "მაგთიკომის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, გია კოჟორიძემ კომისიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2004 წელს, ე.წ. პროკურატურის ფონდში აკუმულირებული 70 მილიონით შეძენილ იქნა ფიქტიური ლიცენზია, არასაჭირო სიხშირეზე და შემდგომში კომპანიებისთვის ლიცენზიის ფასი აქედან დგინდებოდა.

საგამოძიებო კომისია მარეგულირებელი კომისიის მიმართ ფიჭური კომპანიების საჩივრებს ისმენს.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ