მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრანგებმა ცნობილი მფრინავის, როლან გაროსის მარშრუტი გაიმეორეს
ფრანგებმა ცნობილი მფრინავის, როლან გაროსის მარშრუტი გაიმეორეს

მო­ხა­ლი­სე ფრან­გებ­მა ცნო­ბი­ლი ავი­ა­ტო­რის, რო­ლან გა­რო­სის მარ­შრუ­ტი გა­ი­მე­ო­რეს. ავი­ა­ცი­ის ის­ტო­რი­ა­ში ის პირ­ვე­ლი იყო, ვინც თვითმფრი­ნა­ვით ხმელ­თა­შუა ზღვა გა­დაკ­ვე­თა.

100 წლის წი­ნან­დე­ლი რე­კორ­დის გა­სა­მე­ო­რებ­ლად, ენ­თუ­ზი­ას­ტებ­მა გა­რო­სის თვითმფრი­ნავ Morane-Saulnier G-ის ზუს­ტი ასლი აა­წყვეს, რო­მე­ლიც 1913 წელს შექ­მნი­ლი ორი­გი­ნა­ლის მსგავ­სად, ნაჭ­რი­სა და ხის­გან იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

გა­დაფ­რე­ნა 29 წლის ფრან­გმა პი­ლოტ­მა ბა­ტისტ სა­ლიმ შე­ას­რუ­ლა. მოყ­ვა­რუ­ლი პი­ლო­ტის ლი­ცენ­ზია მან ჯერ კი­დევ 16 წლის ასაკ­ში მი­ი­ღო. 22 სექ­ტემ­ბერს, საფ­რან­გე­თის სამ­ხრეთ ნა­წი­ლი­დან აფ­რე­ნის შემ­დეგ, სამ თან­მხლებ თვითმფრი­ნავ­თან ერ­თად ბა­ტის­ტა სა­ლის საფ­რენ­მა აპა­რატ­მა ხმელ­თა­შუა ზღვა გა­დაკ­ვე­თა და ტუ­ნის­ში წარ­მა­ტე­ბით და­ეშ­ვა.

თა­ვად რო­ლან გა­რო­სი 1888 წლის 6 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ბა­და. პირ­ვე­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მის შე­სა­ხებ სწო­რედ 1913 წელს თვითმფრი­ნა­ვით ხმელ­თა­შუა ზღვის გა­დაკ­ვე­თის შემ­დეგ გა­ი­გო. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ის ფრან­გულ არ­მი­ა­ში ჩა­ე­წე­რა. პა­რა­ლე­ლუ­რად, ფირ­მა "მო­რან­ში" მფრი­ნავ-გა­მომ­ცდე­ლად მუ­შა­ობ­და. ის პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლის გა­სა­მარ­ტი­ვებ­ლად, თვითმფრი­ნა­ვებ­ზე სა­კუ­თა­რი კონ­სტრუქ­ცი­ის სინ­ქრო­ნი­ზა­ტო­რი და­ა­ყე­ნა. ამ მო­წყო­ბი­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით მფრი­ნავს და­უბ­რკო­ლებ­ლად სრო­ლა მბრუ­ნა­ვი ხრახ­ნის სიბ­რტყე­ში, ამ უკა­ნას­კნე­ლის და­ზი­ა­ნე­ბის გა­რე­შე შე­ეძ­ლო.

1915 წლის თე­ბერ­ვალს ფრონტზე გა­მო­ჩე­ნილ­მა გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ­მა რამ­დე­ნი­მე დღე­ში 3 გერ­მა­ნუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დო. გა­მა­ნად­გუ­რებ­ლის პი­ლო­ტი რო­ლან გა­რო­სი გახ­ლდათ. 18 აპ­რილს ფრან­გი ავი­ა­ტო­რი ტყვედ ჩა­ვარ­და და გერ­მა­ნე­ლებს მხო­ლოდ 1918 წელს და­უსხლტა. იმა­ვე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მო­რი­გი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას რო­ლან გა­რო­სი და­ი­ღუ­პა.

დღეს მის სა­ხელს საფ­რან­გე­თის ღია სა­ჩოგ­ბურ­თო ტურ­ნი­რი ატა­რებს, რო­მელ­საც მე­ო­რე­ნა­ი­რად, "რო­ლან გა­რო­სის ტურ­ნი­რის" სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

newsru.com-ის მი­ხედ­ვით მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ფრანგებმა ცნობილი მფრინავის, როლან გაროსის მარშრუტი გაიმეორეს

ფრანგებმა ცნობილი მფრინავის, როლან გაროსის მარშრუტი გაიმეორეს

მოხალისე ფრანგებმა ცნობილი ავიატორის, როლან გაროსის მარშრუტი გაიმეორეს. ავიაციის ისტორიაში ის პირველი იყო, ვინც თვითმფრინავით ხმელთაშუა ზღვა გადაკვეთა.

100 წლის წინანდელი რეკორდის გასამეორებლად, ენთუზიასტებმა გაროსის თვითმფრინავ Morane-Saulnier G-ის ზუსტი ასლი ააწყვეს, რომელიც 1913 წელს შექმნილი ორიგინალის მსგავსად, ნაჭრისა და ხისგან იყო დამზადებული.

გადაფრენა 29 წლის ფრანგმა პილოტმა ბატისტ სალიმ შეასრულა. მოყვარული პილოტის ლიცენზია მან ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში მიიღო. 22 სექტემბერს, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილიდან აფრენის შემდეგ, სამ თანმხლებ თვითმფრინავთან ერთად ბატისტა სალის საფრენმა აპარატმა ხმელთაშუა ზღვა გადაკვეთა და ტუნისში წარმატებით დაეშვა.

თავად როლან გაროსი 1888 წლის 6 ოქტომბერს დაიბადა. პირველად საზოგადოებამ მის შესახებ სწორედ 1913 წელს თვითმფრინავით ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის შემდეგ გაიგო. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ის ფრანგულ არმიაში ჩაეწერა. პარალელურად, ფირმა „მორანში“ მფრინავ-გამომცდელად მუშაობდა. ის პირველი იყო, რომელმაც საჰაერო ბრძოლის გასამარტივებლად, თვითმფრინავებზე საკუთარი კონსტრუქციის სინქრონიზატორი დააყენა. ამ მოწყობილობის მეშვეობით მფრინავს დაუბრკოლებლად სროლა მბრუნავი ხრახნის სიბრტყეში, ამ უკანასკნელის დაზიანების გარეშე შეეძლო.

1915 წლის თებერვალს ფრონტზე გამოჩენილმა გამანადგურებელმა რამდენიმე დღეში 3 გერმანული თვითმფრინავი ჩამოაგდო. გამანადგურებლის პილოტი როლან გაროსი გახლდათ. 18 აპრილს ფრანგი ავიატორი ტყვედ ჩავარდა და გერმანელებს მხოლოდ 1918 წელს დაუსხლტა. იმავე წლის ოქტომბერში მორიგი დავალების შესრულებისას როლან გაროსი დაიღუპა.

დღეს მის სახელს საფრანგეთის ღია საჩოგბურთო ტურნირი ატარებს, რომელსაც მეორენაირად, „როლან გაროსის ტურნირის“ სახელით მოიხსენიებენ.

newsru.com-ის მიხედვით მოამზადა ნუკრი მგელაძემ.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე