Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავრცელებული მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი ბურჯანაძეა, შავი პიარია"
"გავრცელებული მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი ბურჯანაძეა, შავი პიარია"

გახ­დე­ბა თუ არა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი ის სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში გა­აც­ნო ამომ­რჩე­ველს, ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელს, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

- დიდი პა­ტი­ვი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. სამი მი­ზე­ზის გამო ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა მაქვს: პირ­ვე­ლი - გი­ორ­გი პატ­რი­ო­ტი, ღირ­სე­უ­ლი, სუფ­თა წარ­სუ­ლის კა­ცია. ასე­თი კაცი წარ­მო­მედ­გი­ნა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტად და, რო­გორც იქნა, ასეთ კან­დი­დატს ვე­ღირ­სეთ; მე­ო­რე - მას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რე­ი­ტინ­გის ფონ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის დიდი შან­სი აქვს. მე­სა­მე ფაქ­ტო­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც გვერ­დზე გა­და­დო პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი, ხალ­ხთან დად­გა და ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა, რო­მე­ლიც თა­ვი­დან ბევ­რმა ვერ გა­ი­გო, მაგ­რამ ბო­ლოს აღ­მოჩ­ნდა, რომ მარ­თე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა. ივა­ნიშ­ვი­ლის სი­ტყვას დიდი ძალა აქვს, რო­დე­საც ამ­ბობს, მე თუ მენ­დო­ბით, გი­ორ­გი­საც უნდა ენ­დო­თო. ყო­ვე­ლი­ვე ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გი­ორ­გის რე­ა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ტი არც ჰყავს.

- სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამ არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას ეჭვქვეშ აყე­ნებს, რად­გან არ მი­ე­ცა უფ­ლე­ბა, კენ­ჭი ეყა­რა...

- კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს ამ არ­ჩევ­ნებ­ში მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ სა­ლა­პა­რა­კო არ გამ­ხდა­რი­ყო. კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მას არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უკ­რძა­ლავს, სას­წრა­ფოდ უნდა გა­მოს­წორ­დეს. ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ჭკვი­ა­ნი, გა­მოც­დი­ლი პო­ლი­ტი­კო­სია და ფლობს პი­არ­მე­თო­დებს. კარ­გად იცო­და, რომ კა­ნო­ნი არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უკ­რძა­ლავ­და, მაგ­რამ მა­ინც მო­ინ­დო­მა კენ­ჭი ეყა­რა. რო­დე­საც კა­ნო­ნი არ გაძ­ლევს ამის უფ­ლე­ბას, არას­წო­რია სპე­კუ­ლი­რე­ბა - შე­ე­შინ­დათ, რომ კენ­ჭი მე­ყა­რაო. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ან მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ვინ­მეს ეტყოდ­ნენ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცე­თო? ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი პი­არ­ფან­დია.

- ამ­ბობთ, რომ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს რე­ა­ლუ­რი ოპო­ნენ­ტი არ ჰყავს, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, კო­ა­ბი­ტა­ცი­ის ში­შით ხალ­ხი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის­კენ გა­და­ი­ხა­რაო.

- გან­ცხა­დე­ბე­ბი, ხალ­ხი "ოც­ნე­ბი­დან" ბურ­ჯა­ნა­ძეს­თან მი­დი­სო, ასე­ვე პი­არ­ფან­დია. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხო­ლოდ ორმა წევ­რმა და­ტო­ვა პარ­ტია. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის კონ­კუ­რენ­ტე­ბი რე­ა­ლუ­რად მე­ო­რე ად­გი­ლის­თვის იბ­რძვი­ან, რათა ძი­რი­თა­დი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რონ. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის პარ­ტი­ის იმ წევ­რებს, რომ­ლებ­მაც 2012 წლის არ­ჩევ­ნებ­ში ხმა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მის­ცეს, მაგ­რამ დღეს, ბუ­ნებ­რი­ვია, ისი­ნი ბურ­ჯა­ნა­ძეს და­უ­ჭე­რენ მხარს. ეს ხალ­ხი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" კი არ გა­და­სუ­ლა ბურ­ჯა­ნა­ძეს­თან, მას­თან იყ­ვნენ და არი­ან.

- ასე­ვე პი­არ­ფან­დია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბაც, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­სურ­ვე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი ბურ­ჯა­ნა­ძეა და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ფორ­მა­ლუ­რად და­სა­ხელ­დაო?

- ეს უკვე შავი პი­ა­რია. რო­დე­საც ასე­თი მო­საზ­რე­ბა გეს­მის, სჯობს, გა­ი­ცი­ნო. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ თქვა, და­ა­ნე­ბეთ თავი ამ ზღაპ­რებს, თუ ჩემი გჯე­რათ, ეს კა­ცია ჩემი კან­დი­და­ტი. თუ გი­ორ­გის აძ­ლევთ ხმას, ე.ი. ხმას მე მაძ­ლევ­თო...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"გავრცელებული მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი ბურჯანაძეა, შავი პიარია"

"გავრცელებული მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი ბურჯანაძეა, შავი პიარია"

გახდება თუ არა გიორგი მარგველაშვილის წარმატების საწინდარი ის საარჩევნო პროგრამა, რომელიც სპორტის სასახლეში გააცნო ამომრჩეველს, ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, დავით საგანელიძეს ვესაუბრეთ:

- დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა. სამი მიზეზის გამო ოპტიმისტური განწყობა მაქვს: პირველი - გიორგი პატრიოტი, ღირსეული, სუფთა წარსულის კაცია. ასეთი კაცი წარმომედგინა ქვეყნის პრეზიდენტად და, როგორც იქნა, ასეთ კანდიდატს ვეღირსეთ; მეორე - მას "ქართული ოცნების" რეიტინგის ფონზე გამარჯვების დიდი შანსი აქვს. მესამე ფაქტორი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც გვერდზე გადადო პირადი ინტერესები, ხალხთან დადგა და ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელიც თავიდან ბევრმა ვერ გაიგო, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ მართებული ყოფილა. ივანიშვილის სიტყვას დიდი ძალა აქვს, როდესაც ამბობს, მე თუ მენდობით, გიორგისაც უნდა ენდოთო. ყოველივე ამის გათვალისწინებით გიორგის რეალური კონკურენტი არც ჰყავს.

- სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს, რადგან არ მიეცა უფლება, კენჭი ეყარა...

- კარგი იქნებოდა, ქალბატონ სალომეს ამ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, თუნდაც იმიტომ, რომ სალაპარაკო არ გამხდარიყო. კანონი, რომელიც მას არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს, სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. ქალბატონი სალომე ჭკვიანი, გამოცდილი პოლიტიკოსია და ფლობს პიარმეთოდებს. კარგად იცოდა, რომ კანონი არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავდა, მაგრამ მაინც მოინდომა კენჭი ეყარა. როდესაც კანონი არ გაძლევს ამის უფლებას, არასწორია სპეკულირება - შეეშინდათ, რომ კენჭი მეყარაო. წარმოგიდგენიათ, რომ ივანიშვილი ან მარგველაშვილი ვინმეს ეტყოდნენ, სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეთო? ასეთი განცხადებები პიარფანდია.

- ამბობთ, რომ გიორგი მარგველაშვილს რეალური ოპონენტი არ ჰყავს, მაგრამ ადამიანები ამბობენ, კოაბიტაციის შიშით ხალხი ნინო ბურჯანაძისკენ გადაიხარაო.

- განცხადებები, ხალხი "ოცნებიდან" ბურჯანაძესთან მიდისო, ასევე პიარფანდია. "ქართული ოცნების" მხოლოდ ორმა წევრმა დატოვა პარტია. მარგველაშვილის კონკურენტები რეალურად მეორე ადგილისთვის იბრძვიან, რათა ძირითადი ოპოზიციური ძალის ადგილი დაიმკვიდრონ. მადლობა მინდა გადავუხადო ნინო ბურჯანაძის პარტიის იმ წევრებს, რომლებმაც 2012 წლის არჩევნებში ხმა "ქართულ ოცნებას" მისცეს, მაგრამ დღეს, ბუნებრივია, ისინი ბურჯანაძეს დაუჭერენ მხარს. ეს ხალხი "ქართული ოცნებიდან" კი არ გადასულა ბურჯანაძესთან, მასთან იყვნენ და არიან.

- ასევე პიარფანდია გავრცელებული მოსაზრებაც, ბიძინა ივანიშვილის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი ბურჯანაძეა და მარგველაშვილი ფორმალურად დასახელდაო?

- ეს უკვე შავი პიარია. როდესაც ასეთი მოსაზრება გესმის, სჯობს, გაიცინო. მარგველაშვილის პროგრამის პრეზენტაციაზე ბატონმა ბიძინამ თქვა, დაანებეთ თავი ამ ზღაპრებს, თუ ჩემი გჯერათ, ეს კაცია ჩემი კანდიდატი. თუ გიორგის აძლევთ ხმას, ე.ი. ხმას მე მაძლევთო...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა