მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცენტრ პოინტის" ბედს კიდევ რამდენიმე სამშენებლო კომპანია გაიზიარებს - ახალ ბინებზე მოთხოვნა შემცირდა
"ცენტრ პოინტის" ბედს კიდევ რამდენიმე სამშენებლო კომპანია გაიზიარებს - ახალ ბინებზე მოთხოვნა შემცირდა

"ცენ­ტრ პო­ინ­ტის" ბედი, შე­საძ­ლოა, კი­დევ რამ­დე­ნი­მე სამ­შე­ნებ­ლო-დე­ვე­ლო­პე­რულ­მა კომ­პა­ნი­ამ გა­ი­ზი­ა­როს. გენპ­რო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, რომ კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან უწყე­ბა­ში არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბაა შე­სუ­ლი, რა­ზეც გა­მო­ძი­ე­ბაც უკვე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჯერ­ჯე­რო­ბით კომ­პა­ნი­ე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან გენპ­რო­კუ­რა­ტუ­რა­ში თავს იკა­ვე­ბენ.

სამ­შე­ნებ­ლო სფე­როს ექ­სპერ­ტე­ბი თვლი­ან, რომ "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" პრობ­ლე­მა ბა­ზარ­ზე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს, იუ­რის­ტე­ბი კი სა­პი­რის­პი­რო­ზე სა­უბ­რო­ბენ და არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ახა­ლი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა იპო­თე­კუ­რი კრი­ზი­სის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდეს.

გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნათ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "ცენ­ტრ პო­ინ­ტი ჯგუ­ფის" თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა გა­შიფ­რა და კომ­პა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ამ­ხა­ნა­გო­ბა "თა­ბუ­კაშ­ვი­ლი-88"-ის წევ­რე­ბის სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო და კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლებს რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს, მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს და ივა­ნე ცა­გუ­რი­ას ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა. სა­მი­ვე მათ­გა­ნი და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა "ცენ­ტრ პო­ინ­ტი ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­კა­ვე­ბი­დან მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ცა­გუ­რი­აც სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­მო­უშ­ვეს. სა­მი­ვე ბრალ­დე­ბულ­თან პრო­კუ­რა­ტუ­რამ საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა გა­ა­ფორ­მა და გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ, არა­სა­პა­ტიმ­რო ფორ­მა - თავ­დე­ბო­ბა გა­მო­ი­ყე­ნა.

ამით პრო­კუ­რა­ტუ­რამ თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის ნა­წი­ლი გა­შიფ­რა, როცა "ცენ­ტრ პო­ინ­ტი ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლად სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მით, სა­მარ­თალ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლებს მშე­ნებ­ლო­ბის­თვის მო­ზი­დუ­ლი 27 380 000 აშშ დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი ლა­რებ­ში თან­ხის თაღ­ლი­თუ­რი გზით მით­ვი­სე­ბას ედა­ვე­ბა, თუმ­ცა ხსე­ნე­ბულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია. რო­გორც არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, "ცენ­ტრ პო­ინ­ტი ჯგუ­ფის" სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბიც კი გა­მოჩ­ნდნენ.

რა შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას და გა­ი­ზი­ა­რებს თუ არა კი­დევ რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნია "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" ბედს, მო­მა­ვალ­ში გა­ირ­კვე­ვა. დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ სამ­შე­ნებ­ლო დე­ვე­ლო­პე­რულ ბა­ზარ­ზე "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" სკან­და­ლის შე­დე­გი უკვე სა­ხე­ზეა, რა­საც ახა­ლა­შე­ნე­ბულ ბი­ნებ­ზე მო­თხოვ­ნის შემ­ცი­რე­ბა მოწ­მობს.

სამ­შე­ნებ­ლო სფე­როს ექ­სპერ­ტე­ბი თვლი­ან, რომ "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" პრობ­ლე­მა ბა­ზარ­ზე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს, იუ­რის­ტე­ბი კი სა­პი­რის­პი­რო­ზე სა­უბ­რო­ბენ და არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ახა­ლი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა იპო­თე­კუ­რი კრი­ზი­სის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდეს.

იუ­რისტ ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლის თქმით, "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" ფაქ­ტორ­მა გავ­ლე­ნა სამ­შე­ნებ­ლო ბა­ზარ­ზე უკვე მო­ახ­დი­ნა და ციფ­რებ­ში ეს ნათ­ლად ჩანს. აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ბი­ნე­ბის გა­ყიდ­ვებს ასა­ხავს, "ცენ­ტრ პო­ინტთან" და­კაშ­ვი­რე­ბუ­ლი სკან­და­ლის შე­დე­გია. ალა­ფიშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფოს საკ­მა­ოდ ფრთხი­ლი და ძა­ლი­ან და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა მო­უ­წევს.

"სამ­შე­ნებ­ლო ბა­ზარ­ზე ბევ­რი კომ­პა­ნი­ის ბრა­ლე­უ­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თე­ბა. თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" საქ­მეა. ამ პრო­ცე­სე­ბის თვალ­სა­ჩი­ნო შე­დე­გია ის, რომ ახა­ლა­შე­ნე­ბულ ბი­ნებ­ზე მო­თხოვ­ნა შემ­ცირ­და. არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, აგ­ვის­ტო­ში, 2012 წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, მო­თხოვ­ნამ 10,4%-ით იკლო. ეს ფაქ­ტი გა­დამ­წყვე­ტი არაა, მაგ­რამ სამ­შე­ნებ­ლო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბის ერთ-ერთი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტია.

წინა წლებ­ში პა­ტარ-პა­ტა­რა დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მი­მართ ანა­ლო­გი­უ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი წარ­მო­ებ­და. დიდ კომ­პა­ნი­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც ბან­კებ­თან არი­ან და­კავ­ში­რე­ბულ­ნი, საქ­მე უფრო საფრ­თხი­ლოა", - აცხა­დებს ალა­ფიშ­ვი­ლი. მისი თქმით, თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრულ­ყო­ფი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აქვს ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც. თუმ­ცა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­შიც იგი­ვე რჩე­ბა.

"კა­ნონ­მდებ­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­იც­ვა­ლოს. რაც ახლა ხდე­ბა სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნეს­ში, გარ­კვე­ულ­წი­ლად, გა­ნა­პი­რო­ბა მომ­ხმა­რე­ბელ­მა, რო­მე­ლიც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნი­სას უფრო ფრთხი­ლი გახ­და. ვფიქ­რობ, 2014 წლის ამ დროს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა, და­დე­ბით ტენ­დენ­ცი­ებ­ზე ვი­სა­უბ­როთ, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს არ უნდა ვე­ლო­დოთ.

სამ­შე­ნებ­ლო-დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მი­მართ და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა მხო­ლოდ გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მე არ უნდა იყოს. თუ ეს საქ­მე­ე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის იმე­დად დარ­ჩა და არა სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის საგ­ნად, მა­შინ პრობ­ლე­მე­ბი გარ­და­უ­ვა­ლია. შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ ამე­რი­კა­ში იპო­თე­კუ­რი კრი­ზი­სის დროს ით­ქვა, რომ დე­ფოლ­ტამ­დე არც თუ ისე შორი გზა დაგ­ვრჩაო, ჩვენ­ნა­ი­რი ქვეყ­ნი­სათ­ვის კი, და­მერ­წმუ­ნეთ, ეს გზა კი­დევ უფრო და­მოკ­ლდე­ბა", - აცხა­დებს ალა­ფიშ­ვი­ლი.

სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­საზ­რე­ბი­საა ურ­ბა­ნის­ტი ლადო ვარ­დო­სა­ნი­ძე, რომ­ლის თქმი­თაც, გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და სკან­და­ლუ­რი სქე­მის გახ­მა­უ­რე­ბა სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნეს­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას უფრო მო­ა­წეს­რი­გებს.

"ადრე კომ­პა­ნი­ე­ბი თუ ჰა­ერს ყიდ­დნენ, დღეს შე­ეც­დე­ბი­ან, რომ უფრო პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დე­ბი გახ­დნენ და ჰა­ე­რის ნაც­ვლად, რე­ა­ლუ­რი ფარ­თი გა­ყი­დონ. ჩემი აზ­რით, "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" სკან­და­ლი ამ ბიზ­ნეს­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას უფრო მო­ა­წეს­რი­გებს, ვიდ­რე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს", - ამ­ბობს ვარ­დო­სა­ნი­ძე.

ანა­ლო­გი­უ­რი პო­ზი­ცია აქვს ექ­სპერტს სამ­შე­ნებ­ლო სა­კი­თხებ­ში მე­რაბ ჩხენ­კელს, რო­მე­ლიც თვლის, რომ "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" სკან­და­ლი მთლი­ა­ნად სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნეს­ზე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს.

"თუ მშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნია პა­ტი­ო­სა­ნი სქე­მე­ბით მუ­შა­ობს, ცხა­დია, მას ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერ­ში დას­დებს ბრალს. სა­ერ­თო­დაც, ვთვლი, რომ ის სკან­და­ლი, რაც "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" წი­ნა­აღ­მდეგ აგორ­და, სამ­შე­ნებ­ლო-დე­ვე­ლო­პე­რულ ბა­ზარ­ზე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს", - აცხა­დებს ჩხენ­კე­ლი.

მარი ჩი­ტა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"ცენტრ პოინტის" ბედს კიდევ რამდენიმე სამშენებლო კომპანია გაიზიარებს - ახალ ბინებზე მოთხოვნა შემცირდა

"ცენტრ პოინტის" ბედს კიდევ რამდენიმე სამშენებლო კომპანია გაიზიარებს - ახალ ბინებზე მოთხოვნა შემცირდა

"ცენტრ პოინტის" ბედი, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანიამ გაიზიაროს. გენპროკურატურაში აცხადებენ, რომ კომპანიების მიერ დაზარალებულების მხრიდან უწყებაში არაერთი განცხადებაა შესული, რაზეც გამოძიებაც უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ჯერჯერობით კომპანიების დასახელებისგან გენპროკურატურაში თავს იკავებენ.

სამშენებლო სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ "ცენტრ პოინტის" პრობლემა ბაზარზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს, იურისტები კი საპირისპიროზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ახალი ბრალდებულების გამოჩენის შემდეგ, ქვეყანა იპოთეკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს.

გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე თვის წინათ სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტი ჯგუფის" თაღლითური სქემა გაშიფრა და კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაზარალებული ამხანაგობა "თაბუკაშვილი-88"-ის წევრების საჩივრის საფუძველზე დაიწყო და კომპანიის დამფუძნებლებს რუსუდან კერვალიშვილს, მაია რჩეულიშვილს და ივანე ცაგურიას ბრალი წაუყენა. სამივე მათგანი დააკავეს, თუმცა "ცენტრ პოინტი ჯგუფის" დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი პროკურატურამ დაკავებიდან მალევე გაათავისუფლა, მოგვიანებით კი ცაგურიაც სასამართლო დარბაზიდან გამოუშვეს. სამივე ბრალდებულთან პროკურატურამ საპროცესო გარიგება გააფორმა და გამოძიებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, არასაპატიმრო ფორმა - თავდებობა გამოიყენა.

ამით პროკურატურამ თაღლითური სქემის ნაწილი გაშიფრა, როცა "ცენტრ პოინტი ჯგუფის" დამფუძნებლებმა წინასწარ შეთანხმებულად სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემით, სამართალსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს. პროკურატურა ბრალდებულებს მშენებლობისთვის მოზიდული 27 380 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში თანხის თაღლითური გზით მითვისებას ედავება, თუმცა ხსენებულ საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია. როგორც არჩილ კბილაშვილის უწყებაში აცხადებენ, არ არის გამორიცხული, "ცენტრ პოინტი ჯგუფის" სისხლის სამართლის საქმეში ახალი გარემოებები და ბრალდებულებიც კი გამოჩნდნენ.

რა შედეგი მოჰყვება გამოძიებას და გაიზიარებს თუ არა კიდევ რომელიმე კომპანია "ცენტრ პოინტის" ბედს, მომავალში გაირკვევა. დარგის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სამშენებლო დეველოპერულ ბაზარზე "ცენტრ პოინტის" სკანდალის შედეგი უკვე სახეზეა, რასაც ახალაშენებულ ბინებზე მოთხოვნის შემცირება მოწმობს.

სამშენებლო სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ "ცენტრ პოინტის" პრობლემა ბაზარზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს, იურისტები კი საპირისპიროზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ახალი ბრალდებულების გამოჩენის შემდეგ, ქვეყანა იპოთეკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს.

იურისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, "ცენტრ პოინტის" ფაქტორმა გავლენა სამშენებლო ბაზარზე უკვე მოახდინა და ციფრებში ეს ნათლად ჩანს. აგვისტოს მონაცემები, რომელიც ახალაშენებული ბინების გაყიდვებს ასახავს, "ცენტრ პოინტთან" დაკაშვირებული სკანდალის შედეგია. ალაფიშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში სახელმწიფოს საკმაოდ ფრთხილი და ძალიან დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.

"სამშენებლო ბაზარზე ბევრი კომპანიის ბრალეულობა გამოიკვეთება. თუმცა, ჯერჯერობით დადასტურებული მხოლოდ "ცენტრ პოინტის" საქმეა. ამ პროცესების თვალსაჩინო შედეგია ის, რომ ახალაშენებულ ბინებზე მოთხოვნა შემცირდა. არსებული მონაცემებით, აგვისტოში, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნამ 10,4%-ით იკლო. ეს ფაქტი გადამწყვეტი არაა, მაგრამ სამშენებლო ბაზარზე არსებული არასახარბიელო მდგომარეობის ერთ-ერთი დამახასიათებელი კომპონენტია.

წინა წლებში პატარ-პატარა დეველოპერული კომპანიების მიმართ ანალოგიური სამართლებრივი პროცედურები წარმოებდა. დიდ კომპანიებთან მიმართებაში, რომლებიც ბანკებთან არიან დაკავშირებულნი, საქმე უფრო საფრთხილოა", - აცხადებს ალაფიშვილი. მისი თქმით, თავისი წილი პასუხისმგებლობა, კანონმდებლობის სრულყოფილებასთან დაკავშირებით, აქვს ყოფილ ხელისუფლებასაც. თუმცა, კანონმდებლობა ახალი ხელისუფლების პირობებშიც იგივე რჩება.

"კანონმდებლობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. რაც ახლა ხდება სამშენებლო ბიზნესში, გარკვეულწილად, განაპირობა მომხმარებელმა, რომელიც უძრავი ქონების შეძენისას უფრო ფრთხილი გახდა. ვფიქრობ, 2014 წლის ამ დროს შესაძლებლობა გვექნება, დადებით ტენდენციებზე ვისაუბროთ, თუმცა მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების მიმართ დაწყებული გამოძიება მხოლოდ გამოძიების საქმე არ უნდა იყოს. თუ ეს საქმეები გამოძიების იმედად დარჩა და არა სახელმწიფო ზრუნვის საგნად, მაშინ პრობლემები გარდაუვალია. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამერიკაში იპოთეკური კრიზისის დროს ითქვა, რომ დეფოლტამდე არც თუ ისე შორი გზა დაგვრჩაო, ჩვენნაირი ქვეყნისათვის კი, დამერწმუნეთ, ეს გზა კიდევ უფრო დამოკლდება", - აცხადებს ალაფიშვილი.

საწინააღმდეგო მოსაზრებისაა ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე, რომლის თქმითაც, გამოძიების მიმდინარეობა და სკანდალური სქემის გახმაურება სამშენებლო ბიზნესში არსებულ სიტუაციას უფრო მოაწესრიგებს.

"ადრე კომპანიები თუ ჰაერს ყიდდნენ, დღეს შეეცდებიან, რომ უფრო პროგნოზირებადები გახდნენ და ჰაერის ნაცვლად, რეალური ფართი გაყიდონ. ჩემი აზრით, "ცენტრ პოინტის" სკანდალი ამ ბიზნესში არსებულ სიტუაციას უფრო მოაწესრიგებს, ვიდრე უარყოფით გავლენას მოახდენს", - ამბობს ვარდოსანიძე.

ანალოგიური პოზიცია აქვს ექსპერტს სამშენებლო საკითხებში მერაბ ჩხენკელს, რომელიც თვლის, რომ "ცენტრ პოინტის" სკანდალი მთლიანად სამშენებლო ბიზნესზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს.

"თუ მშენებელი კომპანია პატიოსანი სქემებით მუშაობს, ცხადია, მას ვერავინ ვერაფერში დასდებს ბრალს. საერთოდაც, ვთვლი, რომ ის სკანდალი, რაც "ცენტრ პოინტის" წინააღმდეგ აგორდა, სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს", - აცხადებს ჩხენკელი.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია