პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა ფიფია: "წინა წელთან შედარებით პრინციპულად განსხვავებული რთველია"
შალვა ფიფია: "წინა წელთან შედარებით პრინციპულად განსხვავებული რთველია"

წინა წელ­თან შე­და­რე­ბით პრინ­ცი­პუ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რთვე­ლია. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა შალ­ვა ფი­ფი­ამ გა­ნუ­ცხა­და, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, გლე­ხებ­მა კა­ხე­თის მას­შტა­ბით უკვე 55 ათას ტო­ნა­ზე მეტი ყუ­რძე­ნი ჩა­ა­ბა­რეს.

ფი­ფი­ას თქმით, რთვე­ლი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"70-მდე კერ­ძო კომ­პა­ნია აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ყუ­რძნის ჩა­ბა­რე­ბის პრო­ცეს­ში. წინა წელ­თან შე­და­რე­ბით პრინ­ცი­პუ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რთვე­ლია. იცით, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ სუბ­სი­დი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი შე­ი­მუ­შა­ვა, ოღონდ სუბ­სი­დი­რე­ბა არა­პირ­და­პი­რი გზით ხდე­ბა. სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­რე­ვა, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, უფრო რბი­ლია. სა­ხელ­მწი­ფო არაა მთა­ვა­რი მო­თა­მა­შე, მთა­ვა­რი მო­თა­მა­შე­ე­ბი კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ყუ­რძენს იბა­რე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და ფი­ფი­ამ.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაკ­რე­ფი­ლი 55 ათას ტონა ყუ­რძნი­დან "სა­ფე­რა­ვის" ჯი­შის 22, 500 ტო­ნაა, "რქა­წი­თე­ლი" და "კა­ხუ­რი მწვა­ნე" - 29, 500 ტონა, სხვა ჯი­შის ყუ­რძე­ნი კი - 1000 ტონა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცით, ყუ­რძნის მი­ღე­ბა-გა­და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში მხო­ლოდ 2 სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია - "აკუ­რა" და "გრუზ­ვინპ­რო­მი" მო­ნა­წი­ლობს, სა­დაც ყუ­რძნის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 10%-მდე გა­და­მუ­შავ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სუბ­სი­დი­რე­ბის მე­ქა­ნიზმს, სუბ­სი­დია 1 კგ "რქა­წი­თელ­სა" და "მწვა­ნე კა­ხურ­ზე" 40 თეთ­რს შე­ად­გენს, 1 კგ "სა­ფე­რავ­ზე" კი დახ­მა­რე­ბა 5 თეთ­რია.

რთვე­ლი დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ო­ნი­დან და­ი­წყო და ამ ეტა­პის­თვის ყუ­რძნის მო­სავ­ლის აღე­ბის პრო­ცეს­მა 8-ვე რე­გი­ო­ნი მო­იც­ვა.

რა? სად? რა ფა­სად?

გა­ი­გეთ "რა­დიო მარ­კეტ­ში"

ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:50 და 11:50 სა­ათ­ზე

რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში - FM 103.9

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შალვა ფიფია: "წინა წელთან შედარებით პრინციპულად განსხვავებული რთველია"

შალვა ფიფია: "წინა წელთან შედარებით პრინციპულად განსხვავებული რთველია"

წინა წელთან შედარებით პრინციპულად განსხვავებული რთველია. ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ განუცხადა, დღეის მდგომარეობით, გლეხებმა კახეთის მასშტაბით უკვე 55 ათას ტონაზე მეტი ყურძენი ჩააბარეს.

ფიფიას თქმით, რთველი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს.

"70-მდე კერძო კომპანია აქტიურადაა ჩართული ყურძნის ჩაბარების პროცესში. წინა წელთან შედარებით პრინციპულად განსხვავებული რთველია. იცით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სუბსიდირების მექანიზმი შეიმუშავა, ოღონდ სუბსიდირება არაპირდაპირი გზით ხდება. სახელმწიფოს ჩარევა, წინა წლებთან შედარებით, უფრო რბილია. სახელმწიფო არაა მთავარი მოთამაშე, მთავარი მოთამაშეები კერძო კომპანიები არიან, რომლებიც ყურძენს იბარებენ", - განაცხადა ფიფიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, დაკრეფილი 55 ათას ტონა ყურძნიდან "საფერავის" ჯიშის 22, 500 ტონაა, "რქაწითელი" და "კახური მწვანე" - 29, 500 ტონა, სხვა ჯიშის ყურძენი კი - 1000 ტონა.

მათივე ინფორმაცით, ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში მხოლოდ 2 სახელმწიფო კომპანია - "აკურა" და "გრუზვინპრომი" მონაწილობს, სადაც ყურძნის საერთო რაოდენობის 10%-მდე გადამუშავდა.

რაც შეეხება სუბსიდირების მექანიზმს, სუბსიდია 1 კგ "რქაწითელსა" და "მწვანე კახურზე" 40 თეთრს შეადგენს, 1 კგ "საფერავზე" კი დახმარება 5 თეთრია.

რთველი დედოფლისწყაროს რაიონიდან დაიწყო და ამ ეტაპისთვის ყურძნის მოსავლის აღების პროცესმა 8-ვე რეგიონი მოიცვა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ