პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი მთავრობას მოუწოდებს, რუსეთთან "კუდის ქიცინს" თავი დაანებოს
 მიხეილ სააკაშვილი მთავრობას მოუწოდებს, რუსეთთან "კუდის ქიცინს" თავი დაანებოს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დებს, რუ­სეთ­თან "კუ­დის ქი­ცინს" თავი და­ა­ნე­ბოს და შიდა ქარ­თლში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის საპ­რო­ტეს­ტოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნოს.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ფელ დვან­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ ერ­თად უნდა და­იც­ვას ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სი.

"ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ დავ­კარ­გეთ კონ­ტრო­ლი უფრო მეტ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წა­ზე, ვიდ­რე იყო ქურ­თა­ში და თა­მა­რა­შენ­ში და თან ამის შე­სა­ხებ, პრაქ­ტი­კუ­ლად, ვე­რა­ვინ გა­ი­გო, ეს გა­კეთ­და ისე, რომ რუ­სეთ­მა არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ფასი არ გა­და­ი­ხა­და. ხში­რად ამ­ბობ­დნენ - ყვე­ლა­ფე­რი იმის ბრა­ლი იყო, რომ პუ­ტი­ნი ვერ მი­ტან­და. ახლა ხომ დავ­რწმუნ­დით, რომ გეგ­მა­ზო­მი­ერ შე­ტე­ვას აქვს ად­გი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტულ სა­ზღვრებ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვინ არის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში?!", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მიერ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის დაც­ვის ერ­თა­დერ­თი შან­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა. "პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის ერ­თა­დერ­თი შან­სი სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის დაც­ვი­სა, არის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მხარ­და­ჭე­რა. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბოლო თვე­ებ­ში და­სავ­ლურ გა­მომ­ცემ­ლებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ამ­ბობს, რომ ომი სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­წყო, ამ­ბობს იმა­საც, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას თურ­მე არ უნდა ჰქონ­დეს არც მსოფ­ლიო და არც რე­გი­ო­ნუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი. თუ არა­ნა­ი­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი არ გვაქვს და ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი ბრა­ლი იყო, ვინ მოვა ჩვენს და­სა­ცა­ვად?! ჩვე­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი­დან გაქ­რა სი­ტყვა "ოკუ­პა­ცია", ამე­რი­კე­ლებ­მა და ევ­რო­პე­ლებ­მაც შე­წყვი­ტეს ოკუ­პა­ცი­ა­ზე ლა­პა­რა­კი. ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო ფაქ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში", - აღ­ნიშ­ნა ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა.

ამას­თან, სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხრი­დან რუ­სე­თი­სად­მი ბოლო პე­რი­ოდ­ში ბევ­რი "გა­უ­გე­ბა­რი რე­ვე­რან­სი გა­კეთ­და".

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რი არ ყო­ფი­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით მიწ­ვე­უ­ლი არც ამე­რი­კა­ში და არც და­სავ­ლეთ ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში. ამა­სო­ბა­ში კი, ჩვე­ნი პრო­კუ­რო­რი ერთი კვი­რა იმ­ყო­ფე­ბო­და ოკუ­პან­ტის დე­და­ქა­ლაქ მოს­კოვ­ში. ამას გარ­და ბევ­რი სხვა გა­უ­გე­ბა­რი რე­ვე­რან­სი გა­კეთ­და. ახლა კუ­დის ქი­ცი­ნის და წა­წო­ლის დრო არ არის - რაც უფრო წავ­წვე­ბით, მით უფრო ად­ვი­ლად გა­დაგ­ვივ­ლი­ან. ახლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის და ამ კუ­თხით ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბის დროა. რუ­სეთს ცბი­ე­რე­ბით და ეშ­მა­კო­ბით ვე­რა­ვინ მო­უ­გებს ამ სა­კი­თხებ­ში. რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ის უკან და­ხე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ მწყობ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში და არა იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ამე­რი­კის კონ­გრე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის შე­სა­ხებ იღებს რე­ზო­ლუ­ცი­ას. ადრე იღებ­დნენ რე­ზო­ლუ­ცი­ას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დე­ო­კუ­პა­ცია უნდა მოხ­დეს, ახლა კი მზად­დე­ბა რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და სხვა­დას­ხვა ასეთ თე­მებ­ზე. ჩვენ ახლა გვჭირ­დე­ბა ერ­თი­ა­ნო­ბა გა­ე­რო­ში - უნდა ვი­ლა­პა­რა­კებთ ამ სა­კი­თხზე, მაგ­რამ მხო­ლოდ ჩემი ლა­პა­რა­კი არ არის საკ­მა­რი­სი. ყვე­ლა ქარ­თულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ და მეც - ყვე­ლამ ერ­თად უნდა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ ერ­თი­ა­ნო­ბა და სიმ­ტკი­ცე და გა­მო­ვავ­ლი­ნოთ, რომ გვიყ­ვარს ჩვე­ნი სამ­შობ­ლო და მზად ვართ ვიბ­რძო­ლოთ მის­თვის", - დას­ძი­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აშშ-ში გა­ა­კე­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მიხეილ სააკაშვილი მთავრობას მოუწოდებს, რუსეთთან "კუდის ქიცინს" თავი დაანებოს

 მიხეილ სააკაშვილი მთავრობას მოუწოდებს, რუსეთთან "კუდის ქიცინს" თავი დაანებოს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობას მოუწოდებს, რუსეთთან "კუდის ქიცინს" თავი დაანებოს და შიდა ქართლში მიმდინარე პროცესების საპროტესტოდ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება მოახდინოს.

როგორც სააკაშვილმა სოფელ დვანში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთად უნდა დაიცვას ქვეყნის ინტერესი.

"ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ დავკარგეთ კონტროლი უფრო მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, ვიდრე იყო ქურთაში და თამარაშენში და თან ამის შესახებ, პრაქტიკულად, ვერავინ გაიგო, ეს გაკეთდა ისე, რომ რუსეთმა არანაირი პოლიტიკური ფასი არ გადაიხადა. ხშირად ამბობდნენ - ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ პუტინი ვერ მიტანდა. ახლა ხომ დავრწმუნდით, რომ გეგმაზომიერ შეტევას აქვს ადგილი საქართველოს სუვერენიტეტულ საზღვრებზე, მიუხედავად იმისა, ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში?!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ საკუთარი პოზიციების დაცვის ერთადერთი შანსი საერთაშორისო მხარდაჭერის შენარჩუნებაა. "პატარა ქვეყნისთვის ერთადერთი შანსი საკუთარი პოზიციების დაცვისა, არის საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბოლო თვეებში დასავლურ გამომცემლებთან ინტერვიუებში ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ამბობს იმასაც, რომ ჩვენს ქვეყანას თურმე არ უნდა ჰქონდეს არც მსოფლიო და არც რეგიონული ამბიციები. თუ არანაირი ამბიციები არ გვაქვს და ყველაფერი ჩვენი ბრალი იყო, ვინ მოვა ჩვენს დასაცავად?! ჩვენი ოფიციალური პირებიდან გაქრა სიტყვა "ოკუპაცია", ამერიკელებმა და ევროპელებმაც შეწყვიტეს ოკუპაციაზე ლაპარაკი. ეს არის უპრეცედენტო ფაქტი საქართველოს ისტორიაში", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

ამასთან, სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსეთისადმი ბოლო პერიოდში ბევრი "გაუგებარი რევერანსი გაკეთდა".

"საქართველოს პრემიერი არ ყოფილა ოფიციალური ვიზიტით მიწვეული არც ამერიკაში და არც დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ამასობაში კი, ჩვენი პროკურორი ერთი კვირა იმყოფებოდა ოკუპანტის დედაქალაქ მოსკოვში. ამას გარდა ბევრი სხვა გაუგებარი რევერანსი გაკეთდა. ახლა კუდის ქიცინის და წაწოლის დრო არ არის - რაც უფრო წავწვებით, მით უფრო ადვილად გადაგვივლიან. ახლა საერთაშორისო საზოგადოების პოზიციების მობილიზაციის და ამ კუთხით ჩვენი ერთიანობის დემონსტრირების დროა. რუსეთს ცბიერებით და ეშმაკობით ვერავინ მოუგებს ამ საკითხებში. რუსეთის ოკუპაციის უკან დახევა შესაძლებელია მხოლოდ მწყობრი საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების პირობებში და არა იმ პირობებში, როდესაც ამერიკის კონგრესი საქართველოში დემოკრატიის შესახებ იღებს რეზოლუციას. ადრე იღებდნენ რეზოლუციას, რომ საქართველოს დეოკუპაცია უნდა მოხდეს, ახლა კი მზადდება რეზოლუციები დემოკრატიასა და სხვადასხვა ასეთ თემებზე. ჩვენ ახლა გვჭირდება ერთიანობა გაეროში - უნდა ვილაპარაკებთ ამ საკითხზე, მაგრამ მხოლოდ ჩემი ლაპარაკი არ არის საკმარისი. ყველა ქართულმა პოლიტიკურმა ძალამ და მეც - ყველამ ერთად უნდა გამოვიჩინოთ ერთიანობა და სიმტკიცე და გამოვავლინოთ, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და მზად ვართ ვიბრძოლოთ მისთვის", - დასძინა პრეზიდენტმა.

აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში გააკეთა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა