საზოგადოება
პოლიტიკა

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ბურჯანაძე - მე შევძელი შეუძლებელი და ქვეყანა გადავარჩინე დაპირისპირებასა და სისხლისღვრას
ნინო ბურჯანაძე - მე შევძელი შეუძლებელი და ქვეყანა გადავარჩინე დაპირისპირებასა და სისხლისღვრას

პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე რე­გი­ო­ნებ­ში შეხ­ვედ­რებს გა­ნაგ­რძობს. რო­გორც ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ დღეს, წნორ­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და, რე­გი­ო­ნებ­ში სი­ა­რუ­ლი და მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რა მის­თვის ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო.

"მე ყო­ველ­თვის დავ­დი­ო­დი რა­ი­ო­ნებ­ში, რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას, მე ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვი­ყა­ვი 45 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და მა­შინ ჩემი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა და კონ­სტი­ტუ­ცი­ით და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იყო, რომ არ და­მეშ­ვა სის­ხლისღვრა, არ და­მეშ­ვა და­პი­რის­პი­რე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­სუ­ლი­ყო ერთი რე­ა­ლო­ბი­დან მე­ო­რე­ში და მე ეს ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბით შე­ვას­რუ­ლე. არ მიყ­ვარს ამა­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ მე ორ­ჯერ შევ­ძე­ლი ის, რომ ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სის დროს საფრ­თხი­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნე ისე, რომ მი­ვიყ­ვა­ნე მშვი­დო­ბი­ან ზღურ­ბლამ­დე. მე ისიც არა­სო­დეს მით­ქვამს, რომ პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პატ­რი­არ­ქმა სა­მე­ბის წმინ­და სა­კა­თედ­რი ტა­ძარ­ში სა­გან­გე­ბოდ გად­მომ­ცა ხატი და ხაზი გა­უს­ვა იმას, რომ მე შევ­ძე­ლი შე­უძ­ლე­ბე­ლი და ქვე­ყა­ნა გა­და­ვარ­ჩი­ნე და­პი­რის­პი­რე­ბა­სა და სის­ხლისღვრას. ეს ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი შე­ფა­სე­ბა და ყვე­ლა­ზე დიდი სა­ჩუ­ქა­რი იყო", – გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ნინო ბურჯანაძე - მე შევძელი შეუძლებელი და ქვეყანა გადავარჩინე დაპირისპირებასა და სისხლისღვრას

ნინო ბურჯანაძე - მე შევძელი შეუძლებელი და ქვეყანა გადავარჩინე დაპირისპირებასა და სისხლისღვრას

პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. როგორც ნინო ბურჯანაძემ დღეს, წნორში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა, რეგიონებში სიარული და მოსახლეობასთან შეხვედრა მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.

"მე ყოველთვის დავდიოდი რაიონებში, რაც შეეხება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, მე ამ თანამდებობაზე ვიყავი 45 დღის განმავლობაში და მაშინ ჩემი მთავარი ამოცანა და კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება იყო, რომ არ დამეშვა სისხლისღვრა, არ დამეშვა დაპირისპირება, რომ ქვეყანა მშვიდობიანად გადასულიყო ერთი რეალობიდან მეორეში და მე ეს ნამდვილად ძალიან წარმატებით შევასრულე. არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მე ორჯერ შევძელი ის, რომ ქვეყანა ძალიან სერიოზული კრიზისის დროს საფრთხიდან გამოვიყვანე ისე, რომ მივიყვანე მშვიდობიან ზღურბლამდე. მე ისიც არასოდეს მითქვამს, რომ პრეზიდენტის მოვალეობის დასრულების შემდეგ პატრიარქმა სამების წმინდა საკათედრი ტაძარში საგანგებოდ გადმომცა ხატი და ხაზი გაუსვა იმას, რომ მე შევძელი შეუძლებელი და ქვეყანა გადავარჩინე დაპირისპირებასა და სისხლისღვრას. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი შეფასება და ყველაზე დიდი საჩუქარი იყო", – განაცხადა ბურჯანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა