მსახიობმა რობერტ პატინსონმა, ისე რომ კრისტენ სტიუარტის სახელი არ უხსენებია, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ არასდროს პატიობს იმ ადამიანებს, რომლებმაც გული ატკინეს. ამის შესახებ fakty.ictv.ua იუწყება.
"არასდროს ვგრძნობ იმის აუცილებლობას, რომ ვინმეს ვაპატიო და ამას არც სხვებისგან ვითხოვ. მე ადამიანებს მათი საქციელის მიხედვით განვსჯი. არ მაინტერესებს, სწორია თუ არა ეს. მე მივეცი ადამიანებს არჩევანის საშუალება. თუკი ისინი აკეთებენ ჩემთვის მიუღებელ რამეს, მე მათ უბრალოდ ვშლი ჩემი ცხოვრებიდან", - განაცხადა პატინსონმა.
შეგახსენებთ, რობერტ პატინსონი კრისტენ სტიუარტს მას შემდეგ დაშორდა, რაც პრესაში გაჩნდა ინფორმაცია კრისტენისა და რეჟისორ რუპერტ სანდერსის რომანის შესახებ. ამის შემდეგ წყვილი რამდენჯერმე შერიგდა და დაშორდა კიდეც.
მომზადებულია fakty.ictv.ua-ს მიხედვით.