მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხვდა ჯანეტ ქერდიყოშვილი "ვია გრადან" "დღის შოუში"
როგორ მოხვდა ჯანეტ ქერდიყოშვილი "ვია გრადან" "დღის შოუში"

მას მერე, რაც "ვია გრას" წევ­რო­ბა­ზე უარი თქვა, "მის სა­ქარ­თვე­ლო 2011" ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და, 23 სექ­ტემ­ბერს "იმე­დის" ეთერ­ში მა­ყუ­რე­ბელს ახალ სე­ზონ­ზე "დღის შოუს" ერთ-ერთ წამ­ყვა­ნად მო­ევ­ლი­ნა. ის ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს "მის სამ­ყა­რო­ზე" აპი­რებს გამ­გზავ­რე­ბას, რის­თვი­საც სე­რი­ო­ზუ­ლად ემ­ზა­დე­ბა. "ამ­ბე­ბი.გე" ჯა­ნეტს და­უ­კავ­შირ­და.

- ჯა­ნეტ, რა­ტომ წა­მოხ­ვე­დი "ვია გრა­დან"?

- კონ­კურ­სში "ვია გრა­ში მინ­და" ფი­ნა­ლამ­დე გა­ვე­დი, ყვე­ლა ტური გა­ვი­ა­რე, რაც გა­სავ­ლე­ლი იყო და რო­დე­საც 24 გო­გოს შო­რის მოვ­ხვდი და უკვე კონ­ტრაქ­ტზე უნდა მო­მე­წე­რა ხელი, გა­დავ­წყვი­ტე, სახ­ლში წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი.

- რა­ტომ?

- ჩემი ოჯა­ხი არ იყო მომ­ხრე, "ვია გრას" წევ­რი გავმხდა­რი­ყა­ვი და მხარ­ში არ მედგნენ. უარი მთლად ამი­ტო­მაც არ მით­ქვამს, რომ გი­თხრათ, ძა­ლი­ან მინ­დო­და მისი წევ­რო­ბა, ერთი სული მქონ­და, იქ რო­დის მოვ­ხვდე­ბო­დი და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ვუ­ყუ­რებ­დი იმ შოუს-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. უბ­რა­ლოდ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, თუ რას შევ­ძლებ­დი.

- კონ­კრე­ტუ­ლად, რა გინ­დო­და?

- სა­ინ­ტე­რე­სო იყო, გა­ვი­დო­დი თუ არა ფი­ნა­ლამ­დე. რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ შოუს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მთე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით მი­ყუ­რებ­დნენ და ვგრძნობ­დი, რომ ამ შო­უ­ში რი­გი­თი მო­ნა­წი­ლე არ ვი­ყა­ვი, სა­ბო­ლო­ოდ უარი ვთქვი.

- მოკ­ლედ, ამის­თვის არ იყა­ვი მზად?

- კი, პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი ოჯა­ხია, მერე ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს "მის სამ­ყა­რო­ა­ზე" მი­ვემ­გზავ­რე­ბი და შე­საძ­ლოა, ამა­შიც შემ­შლო­და ხელი, რად­გა­ნაც იქ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ვერ წა­ვი­დო­დი...

მოკ­ლედ, რო­დე­საც უნდა გა­და­მე­წყვი­ტა, წა­ვი­დო­დი თუ არა "ვია გრი­დან", "ფე­ის­ბუქ­ზე" მომ­წე­რეს, რომ "დღის შოუს" წამ­ყვა­ნებ­ზე კას­ტინ­გი ტარ­დე­ბო­და და ხომ არ მქონ­და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი. აზრი მო­მე­წო­ნა, მი­ვე­დი, კას­ტინ­გიც გა­ვი­ა­რე და გა­სა­უბ­რე­ბაც მქონ­და... გუ­შინ ეთერ­ში გა­ვე­დით. რო­გორც დღის შოუს ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სტუ­დი­ი­დან ამა­ყი და ბედ­ნი­ე­რი გა­მო­ვე­დი, ყვე­ლამ კარ­გად შე­მა­ფა­სა, თუმ­ცა გა­და­ცე­მა მე ჯერ არ მი­ნა­ხავს.

- შო­უ­ში თა­ვად რო­გორ გრძნობ­დი თავს?

- თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ და­ვი­ძა­ბე­ბო­დი, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თა­ვით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ისე, სა­ნამ და­ი­წყე­ბო­და, ცოტა კი ვი­ნერ­ვი­უ­ლე, მაგ­რამ კა­მე­რე­ბი რომ ჩა­ირ­თო, და­ძა­ბუ­ლო­ბა მა­შინ­ვე მო­მეხ­სნა.

არ მინ­და, რომ ეკ­რან­ზე ვჩან­დე, რო­გორც ერთი ლა­მა­ზი გოგო, რო­მე­ლიც შიგ­ნით ცა­რი­ე­ლია. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შრო­მა მო­მი­წევს და მგო­ნი, ყვე­ლა­ფერს შევ­ძლებ.

- სტუ­დი­ა­ში გა­მოც­დი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და წამ­ყვა­ნე­ბი (ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე და სოფო ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი) გყავ­და, რომ­ლებ­საც პირ­და­პირ ეთერ­ში მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლებ აქვთ. რო­გო­რი პარტნი­ო­რო­ბა გა­გი­წი­ეს?

- მარ­თლა გა­მი­მარ­თლა და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სტუ­დი­ა­ში ძა­ლი­ან მა­გა­რი გო­გო­ე­ბი გვყავს. ისე­თი ჯგუ­ფი შე­იკ­რა, რომ შენ ჩემ­ზე უფ­რო­სი ხარ, ან პი­რი­ქით, ასე არ არის. ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბო­დით, მხარ­ში ვუ­დე­ქით. ალ­ბათ, ასეც უნდა იყოს.

- პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი ხარ?

- კი, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ, მე­ო­თხე კურ­სზე ვარ...

- ყო­ჩაღ, რამ­დენს ას­წრებ? …

- ჰო, ვცდი­ლობ.

- და­ო­ჯა­ხე­ბას რო­დის აპი­რებ?

- ეგ სა­კი­თხი მე­ო­რე პლან­ზე მაქვს გა­და­წე­უ­ლი.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ მოხვდა ჯანეტ ქერდიყოშვილი "ვია გრადან" "დღის შოუში"

როგორ მოხვდა ჯანეტ ქერდიყოშვილი "ვია გრადან" "დღის შოუში"

მას მერე, რაც "ვია გრას" წევრობაზე უარი თქვა, "მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი სამშობლოში დაბრუნდა, 23 სექტემბერს "იმედის" ეთერში მაყურებელს ახალ სეზონზე "დღის შოუს" ერთ-ერთ წამყვანად მოევლინა. ის ოქტომბრის ბოლოს "მის სამყაროზე" აპირებს გამგზავრებას, რისთვისაც სერიოზულად ემზადება. "ამბები.გე" ჯანეტს დაუკავშირდა.

- ჯანეტ, რატომ წამოხვედი "ვია გრადან"?

- კონკურსში "ვია გრაში მინდა" ფინალამდე გავედი, ყველა ტური გავიარე, რაც გასავლელი იყო და როდესაც 24 გოგოს შორის მოვხვდი და უკვე კონტრაქტზე უნდა მომეწერა ხელი, გადავწყვიტე, სახლში წამოვსულიყავი.

- რატომ?

- ჩემი ოჯახი არ იყო მომხრე, "ვია გრას" წევრი გავმხდარიყავი და მხარში არ მედგნენ. უარი მთლად ამიტომაც არ მითქვამს, რომ გითხრათ, ძალიან მინდოდა მისი წევრობა, ერთი სული მქონდა, იქ როდის მოვხვდებოდი და ძალიან სერიოზულად ვუყურებდი იმ შოუს-მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ მაინტერესებდა, თუ რას შევძლებდი.

- კონკრეტულად, რა გინდოდა?

- საინტერესო იყო, გავიდოდი თუ არა ფინალამდე. როდესაც გავიგე, რომ შოუს ორგანიზატორები მთელი სერიოზულობით მიყურებდნენ და ვგრძნობდი, რომ ამ შოუში რიგითი მონაწილე არ ვიყავი, საბოლოოდ უარი ვთქვი.

- მოკლედ, ამისთვის არ იყავი მზად?

- კი, პირველი მიზეზი ოჯახია, მერე ოქტომბრის ბოლოს "მის სამყაროაზე" მივემგზავრები და შესაძლოა, ამაშიც შემშლოდა ხელი, რადგანაც იქ როგორც საქართველოს წარმომადგენელი, ვერ წავიდოდი...

მოკლედ, როდესაც უნდა გადამეწყვიტა, წავიდოდი თუ არა "ვია გრიდან", "ფეისბუქზე" მომწერეს, რომ "დღის შოუს" წამყვანებზე კასტინგი ტარდებოდა და ხომ არ მქონდა მასში მონაწილეობის სურვილი. აზრი მომეწონა, მივედი, კასტინგიც გავიარე და გასაუბრებაც მქონდა... გუშინ ეთერში გავედით. როგორც დღის შოუს ერთ-ერთი წამყვანი სტუდიიდან ამაყი და ბედნიერი გამოვედი, ყველამ კარგად შემაფასა, თუმცა გადაცემა მე ჯერ არ მინახავს.

- შოუში თავად როგორ გრძნობდი თავს?

- თავიდან მეგონა, რომ დავიძაბებოდი, მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. ისე, სანამ დაიწყებოდა, ცოტა კი ვინერვიულე, მაგრამ კამერები რომ ჩაირთო, დაძაბულობა მაშინვე მომეხსნა.

არ მინდა, რომ ეკრანზე ვჩანდე, როგორც ერთი ლამაზი გოგო, რომელიც შიგნით ცარიელია. ამ მიმართულებით შრომა მომიწევს და მგონი, ყველაფერს შევძლებ.

- სტუდიაში გამოცდილი ჟურნალისტები და წამყვანები (ნანიკო ხაზარაძე და სოფო ნარჩემაშვილი) გყავდა, რომლებსაც პირდაპირ ეთერში მუშაობის დიდი გამოცდილებ აქვთ. როგორი პარტნიორობა გაგიწიეს?

- მართლა გამიმართლა და ბედნიერი ვარ, რომ სტუდიაში ძალიან მაგარი გოგოები გვყავს. ისეთი ჯგუფი შეიკრა, რომ შენ ჩემზე უფროსი ხარ, ან პირიქით, ასე არ არის. ყველანი ერთმანეთს ვეხმარებოდით, მხარში ვუდექით. ალბათ, ასეც უნდა იყოს.

- პროფესიით ჟურნალისტი ხარ?

- კი, ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მეოთხე კურსზე ვარ...

- ყოჩაღ, რამდენს ასწრებ? …

- ჰო, ვცდილობ.

- დაოჯახებას როდის აპირებ?

- ეგ საკითხი მეორე პლანზე მაქვს გადაწეული.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება