მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთი მელუა ქმარს მადლობას უხდის
ქეთი მელუა ქმარს მადლობას უხდის

ბრი­ტა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა, ქეთი მე­ლუ­ამ ჟურ­ნალ The Sun-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღი­ა­რა, რომ გარ­კვე­უ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბი­სა და გეგ­მე­ბის ჩაშ­ლის შემ­დეგ, მო­ტომრბო­ლე­ლი მე­უღ­ლე, ჯე­იმს ტა­უზ­ლენ­დი და­ეხ­მა­რა, ცხოვ­რე­ბა­ში ბა­ლან­სი ეპო­ვა.

"იყო გარ­კვე­უ­ლი მარ­ცხი. თუმ­ცა, ჯე­იმ­სი მუ­დამ მხარ­ში მიდ­გას. ქორ­წი­ნე­ბამ რა­დი­კა­ლუ­რად შემ­ცვა­ლა. გე­ტყვით, რო­დის გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბის მას­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბა მსურ­და - პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მან გა­ი­თა­ვი­სა, რომ მუ­სი­კა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ერთხელ ასე­თი რამ მი­თხრა: "კარ­გად მეს­მის, რას ნიშ­ნავს გქონ­დეს საქ­მე, რომ­ლის­თვი­საც თავს გა­წი­რავ, ან მის გამო ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბო", - გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­სავ­ლურ პრე­სა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მომ­ღე­რა­ლი ქმარს და­შორ­და და კვლავ მარ­ტოა. ბრი­ტა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წერ­დნენ, რომ ამ თე­მა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რის მი­ღე­ბა ვერ შეძ­ლეს, რად­გან ვარ­სკვლა­ვის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არ სა­უბ­რობ­და. შე­გახ­სე­ნებთ, წყვი­ლი 2012 წლის პირ­ველ სექ­ტემ­ბერს და­ქორ­წინ­და. ცე­რე­მო­ნია ლონ­დო­ნის და­სავ­ლე­თით, კევ­ში, სა­მე­ფო ბა­ღებ­ში მდე­ბა­რე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში გა­ი­მარ­თა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Sun-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ქეთი მელუა ქმარს მადლობას უხდის

ქეთი მელუა ქმარს მადლობას უხდის

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, ქეთი მელუამ ჟურნალ The Sun-თან ინტერვიუში აღიარა, რომ გარკვეული იმედგაცრუებისა და გეგმების ჩაშლის შემდეგ, მოტომრბოლელი მეუღლე, ჯეიმს ტაუზლენდი დაეხმარა, ცხოვრებაში ბალანსი ეპოვა.

"იყო გარკვეული მარცხი. თუმცა, ჯეიმსი მუდამ მხარში მიდგას. ქორწინებამ რადიკალურად შემცვალა. გეტყვით, როდის გავაცნობიერე, რომ დარჩენილი ცხოვრების მასთან ერთად გატარება მსურდა - პირველივე დღიდან მან გაითავისა, რომ მუსიკა ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ერთხელ ასეთი რამ მითხრა: "კარგად მესმის, რას ნიშნავს გქონდეს საქმე, რომლისთვისაც თავს გაწირავ, ან მის გამო ყველაფერს გააკეთებო", - განაცხადა მომღერალმა.

რამდენიმე თვის წინ დასავლურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი ქმარს დაშორდა და კვლავ მარტოა. ბრიტანელი ჟურნალისტები წერდნენ, რომ ამ თემაზე ოფიციალური კომენტარის მიღება ვერ შეძლეს, რადგან ვარსკვლავის წარმომადგენელი მის პირად ცხოვრებაზე არ საუბრობდა. შეგახსენებთ, წყვილი 2012 წლის პირველ სექტემბერს დაქორწინდა. ცერემონია ლონდონის დასავლეთით, კევში, სამეფო ბაღებში მდებარე კონსერვატორიაში გაიმართა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება