პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის ნახულობს ივანა მელაი საქართველოს პრეზიდენტს და რა სთხოვა ბიძინა ივანიშვილს
როდის ნახულობს ივანა მელაი საქართველოს პრეზიდენტს და რა სთხოვა ბიძინა ივანიშვილს

უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღერ­ლის ივა­ნა მე­ლა­ის მი­მართ ძა­ლი­ან ბევ­რი შე­კი­თხვა დაგ­როვ­და... მას შემ­დეგ, რაც ივა­ნამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ სვა­ნეთ­ში ახა­ლი წლის ღა­მეს კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა, ამას მოჰ­ყვა უამ­რა­ვი ჭორი მას­ზე, მისი და პრე­ზი­დენ­ტის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე... ცოტა ხნის წინ ისიც გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ მომ­ღერ­ლის ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნილ­მა მა­მამ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო, შე­დე­გად დღეს ივა­ნას ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს... ინ­ტე­რე­სი მომ­ღერ­ლის მი­მართ კი­დევ მა­შინ გა­ი­ზარ­და, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტარ­მა ირი­ნა იმერ­ლიშ­ვილ­მა სხვა დო­კუ­მენ­ტებ­თან ერ­თად აღ­მო­ა­ჩი­ნა ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მას 982 ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი სამ­კა­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ხა­ზი­ნის ხარ­ჯზე უყი­და... სწო­რედ ამ თე­მებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ სა­ქარ­თვე­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბულ და ახლა უკვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ივა­ნა მე­ლა­ის.

- ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად აღარ ჩან­დით ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა თუ პრე­სა­ში, რა გახ­და ამის მი­ზე­ზი?

- ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმოგ­ზა­უ­რობ­დი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, გახ­ლდით დუ­ბა­ი­ში, აბუ­და­ბი­ში, მი­ლან­ში და ვცდი­ლობ­დი, სა­სი­ა­მოვ­ნო სა­სარ­გებ­ლოს­თვის შე­მე­თავ­სე­ბი­ნა, თან ვის­ვე­ნებ­დი და თან ვა­წარ­მო­ებ­დი მო­ლა­პა­რა­კე­ბებს პრო­დი­უ­სე­რებ­თან ახალ კონ­ტრაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა ახ­ლაც მე­ლო­დე­ბა ახა­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბით. გარ­და ამი­სა, მე მქონ­და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ექ­სპე­რი­მენ­ტი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მალე გახ­დეს ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ამა­ზე სა­უბ­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, ამას­თა­ნა­ვე ვმუ­შა­ობ ახალ სიმ­ღე­რებ­ზე. მე არ ვარ მან­ქა­ნა, ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ღმერ­თმა აჩუ­ქა ნიჭი და რომ­ლის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა რა­ო­დე­ნო­ბა, არა­მედ ხა­რის­ხი (იღი­მის).

- რა შე­იც­ვა­ლა თქვენ­თვის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის და უკვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­თვის, მთავ­რო­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ?

- გარ­და იმი­სა, რომ და­ი­ხუ­რა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პიკი" , ჩემ­თვის პი­რა­დად არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, მა გრამ "პი­კის" და­ხურ­ვით ასო­ბით ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა უმუ­შე­ვა­რი და ეს კარ­გი ნამ­დვი­ლად არ არის. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ ამის გამო, გულ­წრფე­ლად ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბებს მათ. გარ­და ამი­სა, რო­გორც ხე­ლო­ვა­ნი, გა­მა­ო­ცა, რომ გა­სულ ახალ წელს არ იყო კონ­ცერ­ტე­ბი, როცა უკ­რა­ი­ნის თით­ქმის ყვე­ლა ქა­ლაქ­ში იმარ­თე­ბა სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა ამ დღე­სას­წა­უ­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, ეს ცვლი­ლე­ბა არც მე მომ­წონს და ალ­ბათ არც ხალ­ხს, რად­გან კონ­ცერ­ტი და გან­ტვირ­თვა ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­თვის სჭირ­დე­ბათ.

- ამ­ბო­ბენ, ივა­ნა "პიკ­ში" ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი წამ­ყვა­ნი იყოო, რით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი თქვე­ნი მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი?

- ეს ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა. მე მიმ­ყავ­და გა­და­ცე­მა უკ­რა­ი­ნულ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში, რომ­ლის შე­მო­სა­ვა­ლიც წე­ლი­წად­ში ათა­სო­ბით დო­ლა­რი იყო. რო­დე­საც მე წა­მო­ვე­დი ამ პრო­ექ­ტი­დან, გა­და­ცე­მა და­ი­ხუ­რა, სპონ­სო­რებ­მა უარი თქვეს გა­და­ცე­მის ჩემ გა­რე­შე და­ფი­ნან­სე­ბა­ზე... ჩემი სტა­ტუ­სი­სა და რე­ი­ტინ­გის გამო მოხ­და ეს და სა­ქარ­თვე­ლო­შიც სწო­რედ ეს იყო ჩემი ანა­ზღა­უ­რე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი. გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის შემ­დეგ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მწერს, კი­თხუ­ლო­ბენ, რო­დის აღ­დგე­ბა ეს გა­და­ცე­მა და გუ­ლის­ტკი­ვილს გა­მო­ხა­ტა­ვენ მისი და­ხურ­ვის გამო, ამის­თვის მად­ლო­ბე­ლი ვარ, ეს ფას­და­უ­დე­ბე­ლი შრო­მაა.

- ამ­ბო­ბენ, ივა­ნა მე­ლაი უკ­რა­ი­ნა­ში სა­შუ­ა­ლოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლია და სუ­ლაც არაა საქ­მე ისე, რო­გორ პი­არ­საც უკე­თე­ბენ, ბევ­რმა უკ­რა­ი­ნელ­მა არც იცის, ვინ არის ეს მომ­ღე­რა­ლიო, ამა­ზე რა კო­მენ­ტარს გა­ა­კე­თებთ?

- ჩემი პირ­ვე­ლი ალ­ბო­მი რა­დი­ო­სად­გუ­რებ­ში უკვე 11 წე­ლია ტრი­ა­ლებს, ჩემი სიმ­ღე­რე­ბი ის­მის უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა "მაკ­დო­ნალდსში" , ყვე­ლა დიდ სუ­პერ­მარ­კეტ­ში, ჩემი რე­ალ­ტო­ნე­ბი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ყვე­ლა მო­ბი­ლურ ქსელ­ში... და ეს არა­ფერს გე­უბ­ნე­ბათ? ამის ფონ­ზე თა­ვად შე­გიძ­ლი­ათ გან­სა­ზღვროთ, რამ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი ვარ უკ­რა­ი­ნა­ში. ერ­თია რას ამ­ბობს ხალ­ხი, ფაქ­ტი კი სულ სხვაა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როდის ნახულობს ივანა მელაი საქართველოს პრეზიდენტს და რა სთხოვა ბიძინა ივანიშვილს

როდის ნახულობს ივანა მელაი საქართველოს პრეზიდენტს და რა სთხოვა ბიძინა ივანიშვილს

უკრაინელი მომღერლის ივანა მელაის მიმართ ძალიან ბევრი შეკითხვა დაგროვდა... მას შემდეგ, რაც ივანამ რამდენიმე წლის წინ სვანეთში ახალი წლის ღამეს კონცერტი გამართა, ჩვენს ქვეყანაში პოპულარობა მოიპოვა, ამას მოჰყვა უამრავი ჭორი მასზე, მისი და პრეზიდენტის ურთიერთობაზე... ცოტა ხნის წინ ისიც გახდა ცნობილი, რომ მომღერლის ინტერპოლით ძებნილმა მამამ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, შედეგად დღეს ივანას ოჯახი საქართველოში ცხოვრობს... ინტერესი მომღერლის მიმართ კიდევ მაშინ გაიზარდა, როდესაც პარლამენტარმა ირინა იმერლიშვილმა სხვა დოკუმენტებთან ერთად აღმოაჩინა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილმა მას 982 ლარად ღირებული სამკაული სახელმწიფო ხაზინის ხარჯზე უყიდა... სწორედ ამ თემებზე ვესაუბრეთ საქართველოზე შეყვარებულ და ახლა უკვე საქართველოს მოქალაქე ივანა მელაის.

- ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად აღარ ჩანდით ტელევიზიასა თუ პრესაში, რა გახდა ამის მიზეზი?

- ბოლო თვეების განმავლობაში ვმოგზაურობდი სხვადასხვა ქვეყანაში, გახლდით დუბაიში, აბუდაბიში, მილანში და ვცდილობდი, სასიამოვნო სასარგებლოსთვის შემეთავსებინა, თან ვისვენებდი და თან ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს პროდიუსერებთან ახალ კონტრაქტებთან დაკავშირებით, რამდენიმე ქვეყანა ახლაც მელოდება ახალი წინადადებებით. გარდა ამისა, მე მქონდა შემოქმედებითი ექსპერიმენტი, რომელიც შეიძლება, საზოგადოებისთვის მალე გახდეს ცნობილი, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ამასთანავე ვმუშაობ ახალ სიმღერებზე. მე არ ვარ მანქანა, ვარ ადამიანი, რომელსაც ღმერთმა აჩუქა ნიჭი და რომლისთვისაც მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი (იღიმის).

- რა შეიცვალა თქვენთვის, როგორც საქართველოზე შეყვარებული ადამიანისთვის და უკვე საქართველოს მოქალაქისთვის, მთავრობის ცვლილების შემდეგ?

- გარდა იმისა, რომ დაიხურა ტელეკომპანია ''პიკი'' , ჩემთვის პირადად არაფერი შეცვლილა, მა გრამ ''პიკის'' დახურვით ასობით ადამიანი დარჩა უმუშევარი და ეს კარგი ნამდვილად არ არის. ძალიან ვწუხვარ ამის გამო, გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს მათ. გარდა ამისა, როგორც ხელოვანი, გამაოცა, რომ გასულ ახალ წელს არ იყო კონცერტები, როცა უკრაინის თითქმის ყველა ქალაქში იმართება სხვადასხვა ღონისძიება ამ დღესასწაულის აღსანიშნავად, ეს ცვლილება არც მე მომწონს და ალბათ არც ხალხს, რადგან კონცერტი და განტვირთვა ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ.

- ამბობენ, ივანა ''პიკში'' ყველაზე მაღალანაზღაურებადი წამყვანი იყოო, რით იყო განპირობებული თქვენი მაღალი ხელფასი?

- ეს ნორმალური მოვლენაა. მე მიმყავდა გადაცემა უკრაინულ ტელეკომპანიაში, რომლის შემოსავალიც წელიწადში ათასობით დოლარი იყო. როდესაც მე წამოვედი ამ პროექტიდან, გადაცემა დაიხურა, სპონსორებმა უარი თქვეს გადაცემის ჩემ გარეშე დაფინანსებაზე... ჩემი სტატუსისა და რეიტინგის გამო მოხდა ეს და საქართველოშიც სწორედ ეს იყო ჩემი ანაზღაურების განმსაზღვრელი. გადაცემის დახურვის შემდეგ უამრავი ადამიანი მწერს, კითხულობენ, როდის აღდგება ეს გადაცემა და გულისტკივილს გამოხატავენ მისი დახურვის გამო, ამისთვის მადლობელი ვარ, ეს ფასდაუდებელი შრომაა.

- ამბობენ, ივანა მელაი უკრაინაში საშუალოდ პოპულარული მომღერალია და სულაც არაა საქმე ისე, როგორ პიარსაც უკეთებენ, ბევრმა უკრაინელმა არც იცის, ვინ არის ეს მომღერალიო, ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

- ჩემი პირველი ალბომი რადიოსადგურებში უკვე 11 წელია ტრიალებს, ჩემი სიმღერები ისმის უკრაინის ყველა ''მაკდონალდსში'' , ყველა დიდ სუპერმარკეტში, ჩემი რეალტონები ძალიან პოპულარულია ყველა მობილურ ქსელში... და ეს არაფერს გეუბნებათ? ამის ფონზე თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ, რამდენად პოპულარული ვარ უკრაინაში. ერთია რას ამბობს ხალხი, ფაქტი კი სულ სხვაა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება