საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით პაიჭაძე - "ჩვენ შეგვეხო პოლიტიკური ნება"
დავით პაიჭაძე - "ჩვენ შეგვეხო პოლიტიკური ნება"

ჟურ­ნა­ლის­ტი და­ვით პა­ი­ჭა­ძე "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­დან" ეკა კვე­სი­ტა­ძი­სა და მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას პო­ლი­ტი­კურ ნე­ბას უკავ­ში­რებს და არა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თას. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან’ სა­უბ­რობს.

"არა­ნა­ი­რი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვენ შეგ­ვე­ხო პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, რო­მე­ლიც აღას­რუ­ლა გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა. ეკა კვე­სი­ტა­ძე და მე ტე­ლე­ე­თერს ჩა­მოგ­ვა­შო­რეს.

ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბის და­ხურ­ვის მი­ზე­ზე­ბი არა­ვის­გან მოგ­ვის­მე­ნია. აი­ღეს და ხე­ლის ერთი მოს­მით და­ხუ­რეს. მი­კერ­ძო­ე­ბას ახ­სე­ნებ­და გენ­დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, მაგ­რამ ის არც ერთხელ არ შეგ­ვხვედ­რია, არა­ფე­რი გა­ნუ­მარ­ტავს და მის ბრძა­ნე­ბა­ში ჩვე­ნი შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის შემ­დგო­მი ბე­დის შე­სა­ხებ არა­ფე­რი წე­რია. მი­ვიჩ­ნევ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი სა­ძი­ე­ბე­ლია არა ჩვენს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მში, არა­მედ სხვა­გან, კერ­ძოდ, პო­ლი­ტი­კის სიბ­რტყე­ში.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თის ბუნ­დო­ვა­ნი ცნე­ბით ვე­რა­ვინ შე­ნიღ­ბავს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის პო­ლი­ტი­კურ სა­ფა­ნელს", - აცხა­დებს პა­ი­ჭა­ძე.

თუმ­ცა იქვე გან­მარ­ტავს, რომ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს" არა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თის, არა­მედ კა­ნო­ნით და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ევა­ლე­ბა.

"სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს" ევა­ლე­ბა არა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თის შეს­რუ­ლე­ბა, არა­მედ მის­თვის კა­ნო­ნით და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა. შე­გიძ­ლი­ათ ჩა­ხე­დოთ "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მის თავს, ასე­ვე სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსს, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბის წინა პე­რი­ოდ­ში გან­სა­ზღვრავს მა­უ­წყებ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას", - აღ­ნიშ­ნა პა­ი­ჭა­ძემ.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ალო­გი­კურს უწო­დებს ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მა­შინ, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ რა­დი­ო­ში დარ­ჩე­ნის შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო.

"რა­დი­ო­ში დარ­ჩე­ნას დავ­თანხდი. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ რა­დი­ო­ში მუ­შა­ო­ბა 2006 წელს და­ვი­წყე, ტე­ლეპ­რო­ექ­ტამ­დე სამ­წლი­ნა­ხევ­რით ადრე და დღემ­დე არ შე­მი­წყვე­ტია. ასე რომ, რა­დი­ო­ში მუ­შა­ო­ბას ვაგ­რძე­ლებ. ესეც კი­დევ ერთი უც­ნა­უ­რო­ბაა - მე რა­დი­ო­შიც და ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც ერთი ვარ; არ მი­მაჩ­ნია, რომ რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი სხვა ვარ ტე­ლე­ე­თერ­ში და სხვა - რა­დი­ო­ში. ერ­თგან დამ­ტო­ვეს, მე­ო­რე - და­მა­ტო­ვე­ბი­ნეს; ლო­გი­კას ხე­დავთ?", - ამ­ბობს პა­ი­ჭა­ძე.

კვე­სი­ტა­ძი­სა და პა­ი­ჭა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად აფა­სებს ასე­ვე მე­დი­ა­ექ­სპერ­ტი ზვი­ად ქო­რი­ძე და აცხა­დებს, რომ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად ორი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ბრძო­ლა უკვე აშ­კა­რაა.

"რა თქმა უნდა, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო პა­ი­ჭა­ძი­სა და კვე­სი­ტა­ძის გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვა. ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ძა­ლი­ან ცუ­დია, როცა ბორ­დი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე თვე-ნა­ხევ­რით ადრე გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს ათა­ვი­სუფ­ლებს.

სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აკონ­ტრო­ლებს, ხოლო მე­ნე­ჯმენტს - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა". პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში" აქამ­დე და­ფა­რუ­ლი იყო. მას შემ­დეგ, რაც სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭომ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ინ­ტე­რე­სი აშ­კა­რა გახ­და. აშ­კა­რაა ორი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" სივ­რცე­ში", - აღ­ნიშ­ნა ქო­რი­ძემ.

მე­დი­ა­ექ­სპერ­ტი სო­ცი­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბობს, რომ პირ­ვე­ლი არხი ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რივ დაკ­ვე­თას არ ას­რუ­ლებ­და და მას ხალ­ხი არ უყუ­რებ­და.

ბოლო 9 წელი ეს ტე­ლე­ვი­ზია მთლი­ა­ნად პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო. თუ სწო­რად შე­ვა­ფა­სებთ ყვე­ლა გა­და­ცე­მას, სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბით გა­მოვ­ლე­ნილ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბას, და­ვი­ნა­ხავთ, რომ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს" ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ უყუ­რებ­და", - გა­ნა­ცხა­და ქო­რი­ძემ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძემ წამ­ყვა­ნე­ბი - და­ვით პა­ი­ჭა­ძე და ეკა კვე­სი­ტა­ძე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

იხი­ლეთ ბმუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

დავით პაიჭაძე - "ჩვენ შეგვეხო პოლიტიკური ნება"

დავით პაიჭაძე - "ჩვენ შეგვეხო პოლიტიკური ნება"

ჟურნალისტი დავით პაიჭაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" ეკა კვესიტაძისა და მის გათავისუფლებას პოლიტიკურ ნებას უკავშირებს და არა საზოგადოების დაკვეთას. ამის შესახებ ჟურნალისტი გაზეთ "კვირის პალიტრასთან’ საუბრობს.

"არანაირი რეორგანიზაცია არ მიმდინარეობს. ჩვენ შეგვეხო პოლიტიკური ნება, რომელიც აღასრულა გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა. ეკა კვესიტაძე და მე ტელეეთერს ჩამოგვაშორეს.

ჩვენი პროექტების დახურვის მიზეზები არავისგან მოგვისმენია. აიღეს და ხელის ერთი მოსმით დახურეს. მიკერძოებას ახსენებდა გენდირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სხვადასხვა მედიასაშუალებასთან ინტერვიუში, მაგრამ ის არც ერთხელ არ შეგვხვედრია, არაფერი განუმარტავს და მის ბრძანებაში ჩვენი შრომითი ხელშეკრულებების შემდგომი ბედის შესახებ არაფერი წერია. მივიჩნევ, რომ გადაწყვეტილების საფუძველი საძიებელია არა ჩვენს პროფესიონალიზმში, არამედ სხვაგან, კერძოდ, პოლიტიკის სიბრტყეში.

საზოგადოების დაკვეთის ბუნდოვანი ცნებით ვერავინ შენიღბავს ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ საფანელს", - აცხადებს პაიჭაძე.

თუმცა იქვე განმარტავს, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" არა საზოგადოების დაკვეთის, არამედ კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულება ევალება.

"საზოგადოებრივ მაუწყებელს" ევალება არა საზოგადოების დაკვეთის შესრულება, არამედ მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებებისა. შეგიძლიათ ჩახედოთ "მაუწყებლობის შესახებ" კანონის შესაბამის თავს, ასევე საარჩევნო კოდექსს, რომელიც არჩევნების წინა პერიოდში განსაზღვრავს მაუწყებლის ვალდებულებას", - აღნიშნა პაიჭაძემ.

ტელეწამყვანი ალოგიკურს უწოდებს ტელევიზიიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას მაშინ, როდესაც საზოგადოებრივ რადიოში დარჩენის შეთავაზება მიიღო.

"რადიოში დარჩენას დავთანხდი. საზოგადოებრივ რადიოში მუშაობა 2006 წელს დავიწყე, ტელეპროექტამდე სამწლინახევრით ადრე და დღემდე არ შემიწყვეტია. ასე რომ, რადიოში მუშაობას ვაგრძელებ. ესეც კიდევ ერთი უცნაურობაა - მე რადიოშიც და ტელევიზიაშიც ერთი ვარ; არ მიმაჩნია, რომ როგორც ჟურნალისტი სხვა ვარ ტელეეთერში და სხვა - რადიოში. ერთგან დამტოვეს, მეორე - დამატოვებინეს; ლოგიკას ხედავთ?", - ამბობს პაიჭაძე.

კვესიტაძისა და პაიჭაძის გათავისუფლებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს ასევე მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე და აცხადებს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელში ჩასაგდებად ორი პოლიტიკური ძალის ბრძოლა უკვე აშკარაა.

"რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო პაიჭაძისა და კვესიტაძის გადაცემების დახურვა. ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლება. ძალიან ცუდია, როცა ბორდი არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე გენერალურ დირექტორს ათავისუფლებს.

სამეურვეო საბჭოს "ნაციონალური მოძრაობა" აკონტროლებს, ხოლო მენეჯმენტს - "ქართული ოცნება". პოლიტიკური აქტივობა "საზოგადოებრივ მაუწყებელში" აქამდე დაფარული იყო. მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორი გაათავისუფლა, "ქართული ოცნების" ინტერესი აშკარა გახდა. აშკარაა ორი პოლიტიკური ჯგუფის მწვავე დაპირისპირება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სივრცეში", - აღნიშნა ქორიძემ.

მედიაექსპერტი სოციოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით ამბობს, რომ პირველი არხი ბოლო ათწლეულის განმავლობაში საზოგადოებრივ დაკვეთას არ ასრულებდა და მას ხალხი არ უყურებდა.

ბოლო 9 წელი ეს ტელევიზია მთლიანად პოლიტიკური ზემოქმედების ქვეშ იყო. თუ სწორად შევაფასებთ ყველა გადაცემას, სოციოლოგიური კვლევებით გამოვლენილ საზოგადოების განწყობას, დავინახავთ, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ჩვენი საზოგადოება არ უყურებდა", - განაცხადა ქორიძემ.

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ წამყვანები - დავით პაიჭაძე და ეკა კვესიტაძე გაათავისუფლა.

იხილეთ ბმული

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები