პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან პირველი "მრეწველთა პარტიაში" ახალგაზრდული ფრთის შექმნას გეგმავს
ლევან პირველი "მრეწველთა პარტიაში" ახალგაზრდული ფრთის შექმნას გეგმავს

ავ­სტრი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან პირ­ვე­ლი პარ­ტია "მრეწ­ვე­ლებ­ში" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის შექ­მნას გეგ­მავს.

რო­გორც ლე­ვან პირ­ველ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, იგი პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას კვლა­ვაც პარ­ტია "მრეწ­ვე­ლებ­ში" გა­ნაგ­რძობს და გრძელ­ვა­დი­ან პო­ლი­ტი­კურ პე­რი­ოდ­ზე გათ­ვლილ ახალ­გაზ­რდულ ფრთას შექ­მნის.

"მრეწ­ველ­თა" პარ­ტი­ის წევ­რე­ბი იყ­ვნენ ავ­სტრი­ა­ში ჩა­მო­სუ­ლე­ბი, იქ გვქონ­და თათ­ბი­რი და გა­და­წყდა ჩემი დაბ­რუ­ნე­ბა. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა კი­დევ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კას­თა­ნაც, რო­მელ­შიც მე, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყო­ველ­თვის ვი­ყა­ვი და არ­სად წავ­სულ­ვარ. ქვეყ­ნის გა­რეთ კი­დევ უფრო მე­ტად ფეთ­ქავ­და ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა. მოვა დრო და ბევ­რი რამ გა­მო­აშ­კა­რავ­დე­ბა რა რა ხდე­ბო­და ქვეყ­ნის გა­რეთ. "მრეწ­ვე­ლებ­ში" ვი­ყა­ვი, ვრჩე­ბი და ვაგ­რძე­ლებ ჩემს პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას, უნდა შევ­ქმნა ძლი­ე­რი ახალ­გაზდ­რუ­ლი ფრთა გათ­ვლი­ლი მო­მა­ვალ პო­ლი­ტი­კა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან პირ­ველ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" არი­ან პარ­ტი­ე­ბი, რო­მელ­თა­ნაც იგი ყო­ველ­თვის ოპო­ნი­რე­ბა­ში იყო და ეს ოპო­ნი­რე­ბა არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, თუმ­ცა ლე­ვან პირ­ვე­ლის შე­ფა­სე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი დაღ­ვინ­დე­ბა და კო­ა­ლი­ცი­ა­საც უფრო კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფერი და იერი ექ­ნე­ბა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, იგი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე კო­ა­ლი­ცი­ის კან­დი­დატს და­უ­ჭერს მხარს.

ლე­ვან პირ­ველ­მა მისი პარ­ტი­ის ხედ­ვა­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა ნა­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა არ არის ერ­თა­დერ­თი სწო­რი გზა ქვეყ­ნის­თვის და ავ­სტრი­ის მა­გა­ლით­ზე ისა­უბ­რა.

ლე­ვან პირ­ვე­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ თეა წუ­ლუ­კი­ან­მა მისი საქ­მის შეს­წავ­ლის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

"ჩემ­თვის პა­რა­დოქ­სია, ქვეყ­ნის პირ­ველ­მა იუ­რის­ტმა ჯერ უნდა შე­ის­წავ­ლოს საქ­მე და მერე გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბა, მაგ­რამ ეს გა­უ­გებ­რო­ბა აღარ არ­სე­ბობს. რო­გორც ჩანს, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ყვე­ლა­ფერ­ში გა­ერ­კვა. მე გა­მო­მიგ­ზავ­ნეს ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტი, რო­მე­ლიც არის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ახ­ლავს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს წე­რი­ლი, ე.ი. გა­უ­გებ­რო­ბა აღარ არის", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან პირ­ველ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ი­დან პარ­ლა­მენტს თავი თვი­თონ ამო­ა­ღე­ბი­ნა, რად­გან მისი თქმით, ამ სტა­ტუსს დამ­ტკი­ცე­ბა არ სჭირ­დე­ბა.

"ევ­რო­კავ­შირ­მა მო­მა­ნი­ჭა პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი, მე არ მინ­დო­და იმის მო­ნი­ჭე­ბა, რაც მო­ნი­ჭე­ბუ­ლი მაქვს", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან პირ­ველ­მა.

ჟუ­ნა­ლის­ტებ­მა ლე­ვან პირ­ველს რეს­ტო­რან "თა­მა­რი­ონ­ში" ნიკა უჩა­ნე­იშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის შე­სა­ხე­ბაც და­უს­ვეს კი­თხვე­ბი, რა­ზეც ბიზ­ნეს­მენ­მა უპა­სუ­ხა, რომ იგი აღ­ნიშ­ნულ მკვლე­ლო­ბას­თან კავ­შირ­ში არ არის და ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა.

"ეს შავი პი­ა­რი­სა და დე­მა­გო­გი­ის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თია", - გან­მარ­ტა ლე­ვან პირ­ველ­მა.

მისი თქმით, შავი პი­ა­რი აა­გო­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დმა, რო­მე­ლიც იყო სექ­ტა "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­შირ­ში". რო­გორც ლე­ვან პირ­ველ­მა აღ­ნიშ­ნა, მას შე­ტა­ნი­ლი აქვს ცი­ლის­წა­მე­ბის გამო სარ­ჩე­ლი კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან ონ­ლა­ი­ნის" წი­ნა­აღ­მდეგ და გამ­ზა­დე­ბუ­ლი არის სარ­ჩე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­დეგ. ბიზ­ნეს­მენ­მა ნიკა უჩა­ნე­იშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ დე­ტა­ლებ­ზე არ ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მარ­თლე­ბუ­ლი მისი დაც­ვის წევ­რის ოჯახ­ში გუ­შინ იმ­ყო­ფე­ბო­და.

ლე­ვან პირ­ველ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან მისი წას­ვლის მი­ზე­ზებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნა რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან მე­ო­რე დღეს, 2003 წლის 24 ნო­ემ­ბერს და­ტო­ვა.

"მე და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რი ვი­ყა­ვი ამ ჯგუ­ფის, ბან­დის, რა თქმა უნდა, ვი­ცო­დი, ვი­საც ვე­ო­მე­ბო­დი, რა ტყუ­ი­ლებს, დე­მა­გო­გი­ას, ხრი­კებს და ილე­თებ­საც იყე­ნებ­და ეს ხალ­ხი, ჩემ­თვის ნა­თე­ლი იყო. ჩემ­თვის აშ­კა­რა სა­შიშ­რო­ე­ბა იყო ერთი დღეც კი დარ­ჩე­ნა მათ ხელ­ში", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან პირ­ველ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ მას აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­პა­ტიმ­რებ­დნენ.

გარ­და ამი­სა, რო­გორც დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ბიზ­ნეს­მენ­მა აღ­ნიშ­ნა, ვე­ნა­ში ყოფ­ნის დროს მას ჰქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი "გაქ­ცე­ულ ბად­რი ბი­წა­ძეს­თან". მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ნა­ი­რი ბიზ­ნე­სი არ გა­აჩ­ნია და ამ ეტაპ­ზე, უმ­სხვი­ლე­სი გერ­მა­ნუ­ლი ენერ­გო­კომ­პა­ნი­ის ბორ­დის წევ­რი და ნა­წი­ლობ­რივ მფლო­ბე­ლია. ლე­ვან პირ­ველს აღ­ნიშ­ნუ­ლი ენერ­გო­კომ­პა­ნი­ის სა­ხე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ლევან პირველი "მრეწველთა პარტიაში" ახალგაზრდული ფრთის შექმნას გეგმავს

ლევან პირველი "მრეწველთა პარტიაში" ახალგაზრდული ფრთის შექმნას გეგმავს

ავსტრიიდან საქართველოში დაბრუნებული ბიზნესმენი ლევან პირველი პარტია "მრეწველებში" ახალგაზრდული ფრთის შექმნას გეგმავს.

როგორც ლევან პირველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი პოლიტიკურ საქმიანობას კვლავაც პარტია "მრეწველებში" განაგრძობს და გრძელვადიან პოლიტიკურ პერიოდზე გათვლილ ახალგაზრდულ ფრთას შექმნის.

"მრეწველთა" პარტიის წევრები იყვნენ ავსტრიაში ჩამოსულები, იქ გვქონდა თათბირი და გადაწყდა ჩემი დაბრუნება. სახლში დაბრუნება კიდევ დაკავშირებულია პოლიტიკასთანაც, რომელშიც მე, პრაქტიკულად, ყოველთვის ვიყავი და არსად წავსულვარ. ქვეყნის გარეთ კიდევ უფრო მეტად ფეთქავდა ქართული პოლიტიკური ცხოვრება. მოვა დრო და ბევრი რამ გამოაშკარავდება რა რა ხდებოდა ქვეყნის გარეთ. "მრეწველებში" ვიყავი, ვრჩები და ვაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას, უნდა შევქმნა ძლიერი ახალგაზდრული ფრთა გათვლილი მომავალ პოლიტიკაზე", - განაცხადა ლევან პირველმა.

მისივე თქმით, კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არიან პარტიები, რომელთანაც იგი ყოველთვის ოპონირებაში იყო და ეს ოპონირება არ დამთავრებულა, თუმცა ლევან პირველის შეფასებით, ყველაფერი დაღვინდება და კოალიციასაც უფრო კონკრეტული პოლიტიკური ფერი და იერი ექნება. მისივე განცხადებით, იგი საპრეზიდენტო არჩევნებზე კოალიციის კანდიდატს დაუჭერს მხარს.

ლევან პირველმა მისი პარტიის ხედვაზეც გაამახვილა ყურადღება ნატოსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ნატოში გაწევრიანება არ არის ერთადერთი სწორი გზა ქვეყნისთვის და ავსტრიის მაგალითზე ისაუბრა.

ლევან პირველი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თეა წულუკიანმა მისი საქმის შესწავლის შესახებ ისაუბრა.

"ჩემთვის პარადოქსია, ქვეყნის პირველმა იურისტმა ჯერ უნდა შეისწავლოს საქმე და მერე გააკეთოს განცხადება, მაგრამ ეს გაუგებრობა აღარ არსებობს. როგორც ჩანს, იუსტიციის სამინისტრო ყველაფერში გაერკვა. მე გამომიგზავნეს ქართული პასპორტი, რომელიც არის იუსტიციის სამინისტროს მიერ დამზადებული და ახლავს იუსტიციის სამინისტროს წერილი, ე.ი. გაუგებრობა აღარ არის", - განაცხადა ლევან პირველმა და აღნიშნა, რომ პოლიტპატიმართა სიიდან პარლამენტს თავი თვითონ ამოაღებინა, რადგან მისი თქმით, ამ სტატუსს დამტკიცება არ სჭირდება.

"ევროკავშირმა მომანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი, მე არ მინდოდა იმის მონიჭება, რაც მონიჭებული მაქვს", - განაცხადა ლევან პირველმა.

ჟუნალისტებმა ლევან პირველს რესტორან "თამარიონში" ნიკა უჩანეიშვილის მკვლელობის საქმის შესახებაც დაუსვეს კითხვები, რაზეც ბიზნესმენმა უპასუხა, რომ იგი აღნიშნულ მკვლელობასთან კავშირში არ არის და ეჭვმიტანილი არასდროს ყოფილა.

"ეს შავი პიარისა და დემაგოგიის კლასიკური მაგალითია", - განმარტა ლევან პირველმა.

მისი თქმით, შავი პიარი ააგორა მიხეილ სააკაშვილის გუნდმა, რომელიც იყო სექტა "მოქალაქეთა კავშირში". როგორც ლევან პირველმა აღნიშნა, მას შეტანილი აქვს ცილისწამების გამო სარჩელი კომპანია "ჯორჯიან ონლაინის" წინააღმდეგ და გამზადებული არის სარჩელი ცილისწამებისთვის მიხეილ სააკაშვილის წინააღდეგ. ბიზნესმენმა ნიკა უჩანეიშვილის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამართლებული მისი დაცვის წევრის ოჯახში გუშინ იმყოფებოდა.

ლევან პირველმა საქართველოდან მისი წასვლის მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა რევოლუციიდან მეორე დღეს, 2003 წლის 24 ნოემბერს დატოვა.

"მე დაუძინებელი მტერი ვიყავი ამ ჯგუფის, ბანდის, რა თქმა უნდა, ვიცოდი, ვისაც ვეომებოდი, რა ტყუილებს, დემაგოგიას, ხრიკებს და ილეთებსაც იყენებდა ეს ხალხი, ჩემთვის ნათელი იყო. ჩემთვის აშკარა საშიშროება იყო ერთი დღეც კი დარჩენა მათ ხელში", - განაცხადა ლევან პირველმა და აღნიშნა, რომ მას აუცილებლად დააპატიმრებდნენ.

გარდა ამისა, როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიზნესმენმა აღნიშნა, ვენაში ყოფნის დროს მას ჰქონდა შეხვედრები "გაქცეულ ბადრი ბიწაძესთან". მისივე თქმით, საქართველოში არანაირი ბიზნესი არ გააჩნია და ამ ეტაპზე, უმსხვილესი გერმანული ენერგოკომპანიის ბორდის წევრი და ნაწილობრივ მფლობელია. ლევან პირველს აღნიშნული ენერგოკომპანიის სახელი ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა