მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მევლუდ ადუაშვილი ბიზნესმენი ძმის მკვლელობის მოტივს ამხელს
მევლუდ ადუაშვილი ბიზნესმენი ძმის მკვლელობის მოტივს ამხელს

ბიზ­ნეს­მენ ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლის ძმა, მევ­ლუდ ადუ­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მისი ძმის მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თად რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე მომ­ღე­რალ სოსო პავ­ლი­აშ­ვილს ასა­ხე­ლებს, მკვლე­ლო­ბის მო­ტივ­ზე ალა­პა­რაკ­და. ადუ­აშ­ვი­ლი გა­ზეთ "პრა­იმ ტა­იმ­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ სოსო პავ­ლი­აშ­ვილს შე­მო­სავ­ლე­ბის და­კარ­გვის შე­ე­შინ­და, ვი­ნა­ი­დან მისი ძმა მომ­ღე­რალ­თან სა­ერ­თო ბიზ­ნე­სი­დან გა­მოს­ვლას აპი­რებ­და.

"ივ­ნის­ში თურ­ქეთ­ში იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი ვანო ჩხა­პე­ლია და მისი ცოლი მაკა, მოს­კო­ვი­დან ჩა­ვი­და სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი. ყვე­ლა­ფე­რი სწო­რედ იმ სა­ო­ჯა­ხო თავ­ყრი­ლო­ბა­ზე და­ი­გეგ­მა. ამ დროს სო­სომ უკვე იცო­და, რომ ჩემს ძმას ბიზ­ნე­სის გა­ყო­ფა უნ­დო­და და არ­ცთუ ცოტა ფუ­ლის გა­მო­ტა­ნას აპი­რებ­და. ეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ აწყობ­დათ პავ­ლი­აშ­ვი­ლებს. ჩხა­პე­ლია რომ ჩა­მო­ვი­და თურ­ქე­თი­დან სამ­სა­ხურს თავი და­ა­ნე­ბა, "ყვი­თელ ავ­ტო­ბუ­სებ­ში" მუ­შა­ობ­და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში და საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბაც ჰქონ­და. მა­შინ გა­მიკ­ვირ­და, თუმ­ცა ახლა უკვე ვიცი, რა­ტომ წა­მო­ვი­და სამ­სა­ხუ­რი­დან. შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ 2000 ევრო და­უ­ნიშ­ნა ხელ­ფა­სი სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა. ასე და­ი­წყო ვა­ხომ ხალ­ხის მოგ­რო­ვე­ბა. და მოხ­და ის, რაც მოხ­და. 24-ში უნდა წა­სუ­ლი­ყო ავთო სო­სოს­თან შე­სახ­ვედ­რად, სა­დაც ეს ბიზ­ნეს­სა­კი­თხე­ბი უნდა გა­ერ­კვია სა­ბო­ლო­ოდ, მაგ­რამ წინა დღეს მო­ი­ცი­ლეს ჩემი ძმა", - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის ძმა.

მევ­ლუდ ადუ­აშ­ვი­ლის თქმით, გარ­დაც­ვლი­სა­სა და სოსო პავ­ლი­აშ­ვილს სა­ერ­თო ბიზ­ნე­სი ჰქონ­დათ, გარ­და ამი­სა, პავ­ლი­აშ­ვი­ლი მოს­კოვ­ში კა­ფეს ფლობს, რო­მე­ლიც სხვის სა­ხელ­ზე აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

"ის (ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლი) მფარ­ვე­ლობ­და ყველ­გან რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რად, ისე სხვა კუ­თხით. 90-იან წლებ­ში, ალ­ბათ, გახ­სოვთ, რა სი­ტუ­ა­ცია იყო და ავ­თოს ხათ­რით მას ვე­რა­ვინ ეკა­რე­ბო­და. გარ­და ამი­სა, ავთო უკე­თებ­და კონ­ცერ­ტებს. მოკ­ლედ, ავთო ით­ვლე­ბო­და, რო­გორც პავ­ლი­აშ­ვი­ლის ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი და მთლი­ა­ნად ის აფი­ნან­სებ­და, ცდი­ლობ­და, მის­გან წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი შე­ექ­მნა. მოს­კოვ­ში ბინა, სტუ­დია და რა ვიცი, რა აღარ... რომ არა ავთო, სოსო პავ­ლი­აშ­ვილს ეს ყვე­ლა­ფე­რი არ ექ­ნე­ბო­და და ვერც ასეთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ­და...

სო­სომ ბინა გა­ყი­და მოს­კოვ­ში, რო­მე­ლიც ავ­თოს შე­ძე­ნი­ლი იყო. ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნად გა­ას­ხვი­სა. ავთო ჩაფ­რინ­და, მო­ი­ლა­პა­რა­კეს და ეს ფული ჩა­ი­დო ბიზ­ნეს­ში. ეს ხდე­ბა 1998 წელს, მას შემ­დეგ, ცხა­დია, ეს ფული გა­ი­ზარ­და ხომ?! სხვა­თა შო­რის, ეს ვაჟ­ბა­ტო­ნი რუ­სულ ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან ყვე­ბა, არა­ნა­ი­რი ბიზ­ნე­სი არ მაქვს და თავს სიმ­ღე­რით ვირ­ჩე­ნო. აგერ, შე­მიძ­ლია, გა­ნა­ხოთ მისი ძმა­კა­ცის, ზაზა გა­ბე­და­ვას ინ­ტერ­ვიუ. ეს გა­ბე­და­ვა, გე­ცო­დი­ნე­ბათ, რუ­სეთ­ში გაქ­ცე­უ­ლი ცნო­ბი­ლი ტე­რო­რის­ტია, გოჩა ბა­ხი­ას "პად­დელ­ნი­კი". ის წერს გა­ზეთ­ში, რომ ვი­თომ ავ­თოს­თან პავ­ლი­აშ­ვილს არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს და ჭო­რებს უგო­რე­ბენ, სო­სოს მოს­კოვ­ში თა­ვი­სი კაფე აქვს სა­მას­კა­ცი­ა­ნიო. ახლა "ენ­ტე­ვე­ზე" რომ იყო გა­და­ცე­მა, ამ­ბობს, არა­ნა­ი­რი ბიზ­ნე­სი არ მაქ­ვსო. ან ეს კაფე ვი­სია მა­შინ, ან ხარ­კო­ვის ხორცკომ­ბი­ნა­ტი? სხვის სა­ხელ­ზე რომ აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი, არ ეგო­ნოს, რომ არა­ვინ არა­ფე­რი იცის. მოკ­ლედ, ის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ჩა­დეს ბიზ­ნეს­ში, მათ შო­რის იყო მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი და სხვა­დას­ხვა საქ­მე­ე­ბი", - ამ­ბობს ბიზ­ნეს­მე­ნის ძმა.

"პრა­იმ­ტა­იმ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ადუ­აშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში სდებს ბრალს მომ­ღერ­ლის დას, მაკა პავ­ლი­აშ­ვილ­საც. მევ­ლუდ ადუ­აშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რას და-ძმა პავ­ლი­აშ­ვი­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნა­სა და სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას სთხოვს.

"რა­ტომ არ არის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი, ან მი­ნი­მუმ და­კი­თხუ­ლი მაკა პავ­ლი­აშ­ვი­ლი, სო­სოს და, რო­მელ­მაც ქი­ლე­რე­ბის­თვის გა­და­სახ­დე­ლი ფული პი­რა­დად წა­მო­ი­ღო ერევ­ნი­დან. რო­გორც მი­ნი­მუმ, ის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში უნდა მი­ე­ცეს და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის, თუმ­ცა ის და­ნა­შა­ულს კი არ ფა­რავ­და, არა­მედ თა­ვად იყო თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ამ და­ნა­შა­უ­ლის.

რაც შე­ე­ხე­ბა მის ამ­ჟა­მინ­დელ ად­გილ­სამ­ყო­ფელს, რო­გორც კი ვახო აიყ­ვა­ნეს, მა­კამ იმა­ვე ღა­მეს და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა. დედ-მა­მაც კი გა­ხიზ­ნა, თით­ქოს ვინ­მე რა­მეს ერ­ჩო­და. მაგ­დე­ნი შეგ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად გვაქვს. გა­ინ­ტე­რე­სებთ, რა­ტომ წა­იყ­ვა­ნა სო­სომ, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვი­სი და ქვეყ­ნი­დან? იმი­ტომ რომ მაკა სვამს, მისი და­კი­თხვა და პი­რის გა­ღე­ბა ერთი და იგი­ვე იქ­ნე­ბო­და. ეში­ნო­და, ყვე­ლა­ფე­რი არ და­ეფ­ქვა და სი­ტუ­ა­ცი­ას გა­ა­რი­და. ეს მკვლე­ლო­ბა და­გეგ­მეს და-ძმა პავ­ლი­აშ­ვი­ლებ­მა და მო­ვუ­წო­დებთ პრო­კუ­რა­ტუ­რას, ცოტა ადეკ­ვა­ტუ­რად იმოქ­მე­დონ", - აღ­ნიშ­ნა მევ­ლუდ ადუ­აშ­ვილ­მა.

2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში თბი­ლის­ში, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლი მოკ­ლეს. ბიზ­ნეს­მე­ნის ნა­თე­სა­ვებს ეჭვი არ ეპა­რე­ბათ, რომ მისი სიკ­ვდი­ლი პავ­ლი­აშ­ვილ­მა და­უკ­ვე­თა. სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლი რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ა­კა­ვეს. ის სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის სიძე, ვახ­ტანგ ჩხა­პე­ლია აღ­მოჩ­ნდა. და­კი­თხვა­ზე მან გა­ნა­ცხა­და, რომ მკვლე­ლო­ბა პავ­ლი­აშ­ვილ­მა შე­უკ­ვე­თა, თუმ­ცა შემ­დეგ ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლა. თა­ვად მომ­ღე­რა­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი სი­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში გა­რე­ვა ვი­ღა­ცას ხელს აძ­ლევ­და და ის, უბ­რა­ლოდ, მსხვერ­პლია.

ბიზ­ნეს­მენ ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ის უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­კი­თხონ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მევლუდ ადუაშვილი ბიზნესმენი ძმის მკვლელობის მოტივს ამხელს

მევლუდ ადუაშვილი ბიზნესმენი ძმის მკვლელობის მოტივს ამხელს

ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის ძმა, მევლუდ ადუაშვილი, რომელიც მისი ძმის მკვლელობის დამკვეთად რუსეთში მოღვაწე მომღერალ სოსო პავლიაშვილს ასახელებს, მკვლელობის მოტივზე ალაპარაკდა. ადუაშვილი გაზეთ "პრაიმ ტაიმთან" საუბარში აცხადებს, რომ სოსო პავლიაშვილს შემოსავლების დაკარგვის შეეშინდა, ვინაიდან მისი ძმა მომღერალთან საერთო ბიზნესიდან გამოსვლას აპირებდა.

"ივნისში თურქეთში იყვნენ ჩასულები ვანო ჩხაპელია და მისი ცოლი მაკა, მოსკოვიდან ჩავიდა სოსო პავლიაშვილი. ყველაფერი სწორედ იმ საოჯახო თავყრილობაზე დაიგეგმა. ამ დროს სოსომ უკვე იცოდა, რომ ჩემს ძმას ბიზნესის გაყოფა უნდოდა და არცთუ ცოტა ფულის გამოტანას აპირებდა. ეს, რასაკვირველია, არ აწყობდათ პავლიაშვილებს. ჩხაპელია რომ ჩამოვიდა თურქეთიდან სამსახურს თავი დაანება, "ყვითელ ავტობუსებში" მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურში და საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაც ჰქონდა. მაშინ გამიკვირდა, თუმცა ახლა უკვე ვიცი, რატომ წამოვიდა სამსახურიდან. შემდეგ გავიგე, რომ 2000 ევრო დაუნიშნა ხელფასი სოსო პავლიაშვილმა. ასე დაიწყო ვახომ ხალხის მოგროვება. და მოხდა ის, რაც მოხდა. 24-ში უნდა წასულიყო ავთო სოსოსთან შესახვედრად, სადაც ეს ბიზნესსაკითხები უნდა გაერკვია საბოლოოდ, მაგრამ წინა დღეს მოიცილეს ჩემი ძმა", - აცხადებს გარდაცვლილის ძმა.

მევლუდ ადუაშვილის თქმით, გარდაცვლისასა და სოსო პავლიაშვილს საერთო ბიზნესი ჰქონდათ, გარდა ამისა, პავლიაშვილი მოსკოვში კაფეს ფლობს, რომელიც სხვის სახელზე აქვს გაფორმებული.

"ის (ავთანდილ ადუაშვილი) მფარველობდა ყველგან როგორც ეკონომიკურად, ისე სხვა კუთხით. 90-იან წლებში, ალბათ, გახსოვთ, რა სიტუაცია იყო და ავთოს ხათრით მას ვერავინ ეკარებოდა. გარდა ამისა, ავთო უკეთებდა კონცერტებს. მოკლედ, ავთო ითვლებოდა, როგორც პავლიაშვილის ფინანსური დირექტორი და მთლიანად ის აფინანსებდა, ცდილობდა, მისგან წარმატებული პროექტი შეექმნა. მოსკოვში ბინა, სტუდია და რა ვიცი, რა აღარ... რომ არა ავთო, სოსო პავლიაშვილს ეს ყველაფერი არ ექნებოდა და ვერც ასეთ წარმატებას მიაღწევდა...

სოსომ ბინა გაყიდა მოსკოვში, რომელიც ავთოს შეძენილი იყო. ნახევარ მილიონად გაასხვისა. ავთო ჩაფრინდა, მოილაპარაკეს და ეს ფული ჩაიდო ბიზნესში. ეს ხდება 1998 წელს, მას შემდეგ, ცხადია, ეს ფული გაიზარდა ხომ?! სხვათა შორის, ეს ვაჟბატონი რუსულ ტელევიზიასთან ყვება, არანაირი ბიზნესი არ მაქვს და თავს სიმღერით ვირჩენო. აგერ, შემიძლია, განახოთ მისი ძმაკაცის, ზაზა გაბედავას ინტერვიუ. ეს გაბედავა, გეცოდინებათ, რუსეთში გაქცეული ცნობილი ტერორისტია, გოჩა ბახიას "პადდელნიკი". ის წერს გაზეთში, რომ ვითომ ავთოსთან პავლიაშვილს არანაირი შეხება არ აქვს და ჭორებს უგორებენ, სოსოს მოსკოვში თავისი კაფე აქვს სამასკაციანიო. ახლა "ენტევეზე" რომ იყო გადაცემა, ამბობს, არანაირი ბიზნესი არ მაქვსო. ან ეს კაფე ვისია მაშინ, ან ხარკოვის ხორცკომბინატი? სხვის სახელზე რომ აქვს გაფორმებული, არ ეგონოს, რომ არავინ არაფერი იცის. მოკლედ, ის ნახევარი მილიონი ჩადეს ბიზნესში, მათ შორის იყო მაღაზიათა ქსელი და სხვადასხვა საქმეები", - ამბობს ბიზნესმენის ძმა.

"პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ადუაშვილი მკვლელობის თანამონაწილეობაში სდებს ბრალს მომღერლის დას, მაკა პავლიაშვილსაც. მევლუდ ადუაშვილი პროკურატურას და-ძმა პავლიაშვილების საქართველოში ჩამოყვანასა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას სთხოვს.

"რატომ არ არის პასუხისგებაში მიცემული, ან მინიმუმ დაკითხული მაკა პავლიაშვილი, სოსოს და, რომელმაც ქილერებისთვის გადასახდელი ფული პირადად წამოიღო ერევნიდან. როგორც მინიმუმ, ის პასუხისგებაში უნდა მიეცეს დანაშაულის დაფარვისთვის, თუმცა ის დანაშაულს კი არ ფარავდა, არამედ თავად იყო თანამონაწილე ამ დანაშაულის.

რაც შეეხება მის ამჟამინდელ ადგილსამყოფელს, როგორც კი ვახო აიყვანეს, მაკამ იმავე ღამეს დატოვა ქვეყანა. დედ-მამაც კი გახიზნა, თითქოს ვინმე რამეს ერჩოდა. მაგდენი შეგნება ნამდვილად გვაქვს. გაინტერესებთ, რატომ წაიყვანა სოსომ, პირველ რიგში, თავისი და ქვეყნიდან? იმიტომ რომ მაკა სვამს, მისი დაკითხვა და პირის გაღება ერთი და იგივე იქნებოდა. ეშინოდა, ყველაფერი არ დაეფქვა და სიტუაციას გაარიდა. ეს მკვლელობა დაგეგმეს და-ძმა პავლიაშვილებმა და მოვუწოდებთ პროკურატურას, ცოტა ადეკვატურად იმოქმედონ", - აღნიშნა მევლუდ ადუაშვილმა.

2012 წლის ნოემბერში თბილისში, საკუთარ მანქანაში ავთანდილ ადუაშვილი მოკლეს. ბიზნესმენის ნათესავებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მისი სიკვდილი პავლიაშვილმა დაუკვეთა. სავარაუდო მკვლელი რამდენიმე დღეში დააკავეს. ის სოსო პავლიაშვილის სიძე, ვახტანგ ჩხაპელია აღმოჩნდა. დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ მკვლელობა პავლიაშვილმა შეუკვეთა, თუმცა შემდეგ ჩვენება შეცვალა. თავად მომღერალი დარწმუნებულია, რომ მისი სიძის მკვლელობის საქმეში გარევა ვიღაცას ხელს აძლევდა და ის, უბრალოდ, მსხვერპლია.

ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. პროკურატურის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ის უახლოეს პერიოდში დაკითხონ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ