პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინი ცნობილაძე: "იმედია, იატაკზე ერთმანეთისთვის ზეთის დასხმა არ მოგვიწევს"
ნინი ცნობილაძე: "იმედია, იატაკზე ერთმანეთისთვის ზეთის დასხმა არ მოგვიწევს"

ნინი ცნო­ბი­ლა­ძე მა­ყუ­რე­ბელ­მა ახ­ლოს "ახა­ლი ხმის" I სე­ზო­ნი­დან გა­იც­ნო, ის ფი­ნალ­ში სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძეს­თან და­მარ­ცხდა. ამ­ჯე­რად ნინი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" პრო­ექ­ტში ჩა­ერ­თო, დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით გა­დის რე­პე­ტი­ცი­ებს და ახლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გაკ­ვირ­ვე­ბას ცეკ­ვით აპი­რებს.

- ნინი, ვინ გა­და­წყვი­ტა, რომ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვა­ლა­ვებ­ში" მი­გე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- ეს ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ, პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სერ­მა გა­და­წყვი­ტა და და­მი­კავ­შირ­და, მე­ლა­პა­რა­კა. თა­ვი­დან ვფიქ­რობ­დი, დავ­თან­ხმე­ბო­დი თუ არა, მაგ­რამ დავ­ფიქ­რდი და მივ­ხვდი, რომ სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლით სცე­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ვი­ღებ­დი, პლას­ტი­კას დავ­ხვე­წავ­დი და თან, თუ გა­ვი­მარ­ჯვებ კი­დეც, ყვე­ლა­ზე კარ­გი ეს იქ­ნე­ბა.

- "ახალ ხმა­ში" ფი­ნალ­ში მოხ­ვდი. ამ­ჯე­რად რო­გორ ფიქ­რობ, ფი­ნა­ლამ­დე მიხ­ვალ?

- მოვ­ხვდე­ბი თუ არა, არ ვიცი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ფი­ნა­ლამ­დე მი­ვი­დე, თუმ­ცა ბო­ლოს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ხალ­ხსა და მათ გა­და­სა­წყვე­ტი­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- რო­გო­როც ვიცი, მამა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე გყავს. თა­ვად თუ ცეკ­ვავ?

- დიახ, ცეკ­ვა გე­ნე­ტი­კა­ში მაქვს, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში არას­დროს მი­ცეკ­ვია. ბავ­შვო­ბა­ში ცეკ­ვა­ზე სი­ა­რუ­ლის სურ­ვი­ლი კი მქონ­და, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც არას­როს შე­მიყ­ვა­ნეს.

- რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე რას ატყობ, გა­მოგ­დის?

- ქო­რე­ო­გა­ფე­ბის აზრი ჩემ­ზე გად­მო­ცე­მით ვიცი. ამ­ბო­ბენ, რომ ცეკ­ვა კარ­გად გა­მომ­დის, მაგ­რამ ჯერ ჩემი თავი შო­რი­დან არ და­მი­ნა­ხავს. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა. იმე­დი მაქვს, რომ კარ­გად ვცეკ­ვავ. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ. ბევ­რს ვმუ­შა­ობ. ისე, ვიცი, რომ შრო­მა შე­დეგს ყო­ვეთ­ვის გა­მო­ი­ღებს. ალ­ბათ, ჩემ შემ­თხვე­ვა­შიც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. არ ვა­პი­რებ, რომ ენერ­გია დავ­ზო­გო. 5 დღეა, რაც რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და­ვი­წყეთ. ორ ნო­მერს წი­ნას­წარ გვამ­ზა­დე­ბი­ნე­ბენ. რე­პე­ტი­ცი­ის პრო­ცე­სი მომ­წონს, ძა­ლი­ან კარ­გი ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი გვყავს, საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც და­ვუ­ახ­ლოვ­დი კი­დეც. ამას­თან, რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე სი­ა­რუ­ლით ცო­ტას ვერ­თო­ბი კი­დეც, იქ ხან წა­ვიქ­ცე­ვი და ვი­ღაც გა­ი­ცი­ნებს...

- სიმ­ღე­რა­ში რო­გორ მი­დის საქ­მე?

- ვმუ­შა­ობ, ჩემს სიმ­ღე­რებს ვა­კე­თებ და გა­ჩე­რე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არ ვარ.

- მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძეს­თან ერ­თად, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გა­მო­ცე­მას ინ­ტერ­ვიუ მი­ე­ცი, რო­გორც იმ სტა­ტი­ი­დან შე­ვი­ტყვე, თქვენ ახლო მე­გობ­რე­ბი ხართ... გი­ორ­გი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" II სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. რას გირ­ჩია მან?

- კი, მე­გობ­რე­ბი ვართ, მაგ­რამ მაგ ინ­ტერ­ვი­უ­ში ზედ­მე­ტი მო­უ­ვი­დათ, როცა მე და გი­ორ­გი ახლო მე­გობ­რე­ბად გა­მოგ­ვა­ცხა­დეს. ჩვენ შო­რის მარ­თლა არა­ფე­რი ხდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გის, მან მირ­ჩია და მი­თხრა, რომ ბევ­რი უნდა ვი­მუ­შა­ვო, ეს ყვე­ლა­ფე­რი ცო­ტა­თი დამ­ღლის კი­დეც, რომ ამის­თვის მზად უნდა ვიყო.

- რომ მო­ი­გო ეს კონ­კურ­სი?

- ძა­ლი­ან მა­გა­რი იქ­ნე­ბა.

- შენს კონ­კუ­რენ­ტებს, 13-ივე მო­ნა­წი­ლეს იც­ნობ?

- ზო­გი­ერთს მა­ნამ­დეც ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ყვე­ლას გაც­ნო­ბა ჯერ ვერ მო­ვას­წა­რი.

- ამ­ბო­ბენ, რომ III სე­ზო­ნის კონ­კურ­სან­ტე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლე­ბი არი­ან...

- თა­ვი­დან ასე ხდე­ბა ხოლ­მე და მერე იძა­ბე­ბა სი­ტუ­ა­ცია. ეს კონ­კურ­სმა მას­წავ­ლა (სი­ცი­ლით ამ­ბობს). იმე­დია, ია­ტაკ­ზე ერ­თმა­ნე­თის­თვის ზე­თის დას­ხმა არ წავა... მა­ინც კონ­კურ­სია, ხომ იცით... თუმ­ცა, ვნა­ხოთ...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ნინი ცნობილაძე: "იმედია, იატაკზე ერთმანეთისთვის ზეთის დასხმა არ მოგვიწევს"

ნინი ცნობილაძე: "იმედია, იატაკზე ერთმანეთისთვის ზეთის დასხმა არ მოგვიწევს"

ნინი ცნობილაძე მაყურებელმა ახლოს "ახალი ხმის" I სეზონიდან გაიცნო, ის ფინალში სალომე ქათამაძესთან დამარცხდა. ამჯერად ნინი "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროექტში ჩაერთო, დიდი ენთუზიაზმით გადის რეპეტიციებს და ახლა საზოგადოების გაკვირვებას ცეკვით აპირებს.

- ნინი, ვინ გადაწყვიტა, რომ "ცეკვავენ ვარსკვალავებში" მიგეღო მონაწილეობა?

- ეს ნოე სულაბერიძემ, პროექტის პროდიუსერმა გადაწყვიტა და დამიკავშირდა, მელაპარაკა. თავიდან ვფიქრობდი, დავთანხმებოდი თუ არა, მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი, რომ სცენაზე გამოსვლით სცენასთან ურთიერთობის ახალი გამოცდილებას მივიღებდი, პლასტიკას დავხვეწავდი და თან, თუ გავიმარჯვებ კიდეც, ყველაზე კარგი ეს იქნება.

- "ახალ ხმაში" ფინალში მოხვდი. ამჯერად როგორ ფიქრობ, ფინალამდე მიხვალ?

- მოვხვდები თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფინალამდე მივიდე, თუმცა ბოლოს ყველაფერი მაინც ხალხსა და მათ გადასაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

- როგოროც ვიცი, მამა სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე გყავს. თავად თუ ცეკვავ?

- დიახ, ცეკვა გენეტიკაში მაქვს, მაგრამ ცხოვრებაში არასდროს მიცეკვია. ბავშვობაში ცეკვაზე სიარულის სურვილი კი მქონდა, მაგრამ რატომღაც არასროს შემიყვანეს.

- რეპეტიციებზე რას ატყობ, გამოგდის?

- ქორეოგაფების აზრი ჩემზე გადმოცემით ვიცი. ამბობენ, რომ ცეკვა კარგად გამომდის, მაგრამ ჯერ ჩემი თავი შორიდან არ დამინახავს. ვნახოთ, რა იქნება. იმედი მაქვს, რომ კარგად ვცეკვავ. ყველაფერს ვაკეთებ. ბევრს ვმუშაობ. ისე, ვიცი, რომ შრომა შედეგს ყოვეთვის გამოიღებს. ალბათ, ჩემ შემთხვევაშიც ყველაფერი კარგად იქნება. არ ვაპირებ, რომ ენერგია დავზოგო. 5 დღეა, რაც რეპეტიციები დავიწყეთ. ორ ნომერს წინასწარ გვამზადებინებენ. რეპეტიციის პროცესი მომწონს, ძალიან კარგი ქორეოგრაფები გვყავს, საყვარლები არიან, რომლებსაც დავუახლოვდი კიდეც. ამასთან, რეპეტიციებზე სიარულით ცოტას ვერთობი კიდეც, იქ ხან წავიქცევი და ვიღაც გაიცინებს...

- სიმღერაში როგორ მიდის საქმე?

- ვმუშაობ, ჩემს სიმღერებს ვაკეთებ და გაჩერებული ნამდვილად არ ვარ.

- მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან ერთად, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გამოცემას ინტერვიუ მიეცი, როგორც იმ სტატიიდან შევიტყვე, თქვენ ახლო მეგობრები ხართ... გიორგი "ცეკვავენ ვარსკვლავების" II სეზონის გამარჯვებულია. რას გირჩია მან?

- კი, მეგობრები ვართ, მაგრამ მაგ ინტერვიუში ზედმეტი მოუვიდათ, როცა მე და გიორგი ახლო მეგობრებად გამოგვაცხადეს. ჩვენ შორის მართლა არაფერი ხდება. რაც შეეხება გიორგის, მან მირჩია და მითხრა, რომ ბევრი უნდა ვიმუშავო, ეს ყველაფერი ცოტათი დამღლის კიდეც, რომ ამისთვის მზად უნდა ვიყო.

- რომ მოიგო ეს კონკურსი?

- ძალიან მაგარი იქნება.

- შენს კონკურენტებს, 13-ივე მონაწილეს იცნობ?

- ზოგიერთს მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ ყველას გაცნობა ჯერ ვერ მოვასწარი.

- ამბობენ, რომ III სეზონის კონკურსანტები ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილები არიან...

- თავიდან ასე ხდება ხოლმე და მერე იძაბება სიტუაცია. ეს კონკურსმა მასწავლა (სიცილით ამბობს). იმედია, იატაკზე ერთმანეთისთვის ზეთის დასხმა არ წავა... მაინც კონკურსია, ხომ იცით... თუმცა, ვნახოთ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება