Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქიმიური იარაღის სამარხი ბალტიის ზღვას წამლავს
ქიმიური იარაღის სამარხი ბალტიის ზღვას წამლავს

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, ბალ­ტი­ის ზღვა­ში და­ძი­რუ­ლი ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი თევ­ზებ­ში გე­ნე­ტი­კურ ცვლი­ლე­ბებ­სა და მუ­ტა­ცი­ას იწ­ვევს. ამის შე­სა­ხებ ერ­თობ­ლივ დას­კვნას ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის მეც­ნი­ე­რე­ბი აკე­თე­ბენ.

ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის სა­მარ­ხე­ბის ად­გი­ლას გე­ნე­ტი­კუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის მქო­ნე თევ­ზე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი ცნო­ბე­ბი ჯერ კი­დევ 15-20 წლის წინ გაჩ­ნდა. გერ­მა­ნე­ლი და და­ნი­ე­ლი მეც­ნი­ერ­თა თქმით, ბალ­ტი­ის ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის გე­ნე­ტი­კუ­რი მუ­ტა­ცია თევ­ზებ­თან ერ­თად ფრინ­ვე­ლებ­შიც შე­იმ­ჩნე­ვა.

საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ნა­წი­ლი ზღვის მა­რი­ლი­ა­ნი წყლის ზე­მოქ­მე­დე­ბით სწრა­ფად იჟან­გე­ბა და ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზღვა­ში გა­ჟონ­ვის ფაქ­ტე­ბი ბოლო დროს გახ­შირ­და. ადა­მი­ა­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ საფრ­თხეს სწო­რედ ზღვის ასეთ რა­ი­ო­ნებ­ში და­ჭე­რი­ლი თევ­ზი წარ­მო­ად­გენს.

გერ­მა­ნი­ის კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის შემ­დეგ, ან­ტი­ჰიტ­ლე­რუ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის ქვეყ­ნებ­მა მე­სა­მე რა­ი­ხის ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­ნად­გუ­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს. ამ მო­მენ­ტის­თვის ვერ­მახ­ტის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შემ­ცვლე­ლი სა­არ­ტი­ლე­რიო ჭურ­ვე­ბი, სა­ა­ვი­ა­ციო ბომ­ბე­ბი, ნაღ­მე­ბი და ხელ­ყუმ­ბა­რე­ბი იყო. ყვე­ლა მათ­გა­ნი სხვა­დას­ხვა სა­ხის მომ­წამ­ვლელ ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავ­და. მათ შო­რის იყო იპ­რი­ტი, ფოს­გე­ნი, დი­ფოს­გე­ნი, ადა­მი­ტი და ზა­რი­ნი.

იმ დრო­ის ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­ნად­გუ­რე­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ჯერ კი­დევ არ არ­სე­ბობ­და. ამი­ტო­მაც სამ­ხედ­რო­ებ­მა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი გზა აირ­ჩი­ეს და ყვე­ლა­ფე­რი ზღვა­ში გა­და­ყა­რეს. სა­ერ­თო ჯამ­ში ბალ­ტი­ის ზღვის ექვს რა­ი­ონ­ში 302 875 ტონა სა­ერ­თო მა­სის ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი და­ძი­რეს. და­მა­ტე­ბი­თად 120 000 ტონა ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნი­სა და ლა-მან­შის სრუ­ტის და­სავ­ლეთ ნა­წი­ლის ფსკერ­ზე აღ­მოჩ­ნდა.

ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი იპ­რი­ტია. წყალ­თან შე­რე­ვი­სას ის ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბებს წარ­მოქ­მნის, რომ­ლე­ბიც თა­ვის მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ ძა­ლას ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინარ­ჩუ­ნებს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ topwar.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ქიმიური იარაღის სამარხი ბალტიის ზღვას წამლავს

ქიმიური იარაღის სამარხი ბალტიის ზღვას წამლავს

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბალტიის ზღვაში დაძირული ქიმიური იარაღი თევზებში გენეტიკურ ცვლილებებსა და მუტაციას იწვევს. ამის შესახებ ერთობლივ დასკვნას ევროპის რამდენიმე ქვეყნის მეცნიერები აკეთებენ.

ნაცისტური გერმანიის ქიმიური იარაღის სამარხების ადგილას გენეტიკური დარღვევების მქონე თევზების შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ 15-20 წლის წინ გაჩნდა. გერმანელი და დანიელი მეცნიერთა თქმით, ბალტიის ზღვის აკვატორიაში სხვადასხვა სახის გენეტიკური მუტაცია თევზებთან  ერთად ფრინველებშიც შეიმჩნევა.

საბრძოლო მასალის ნაწილი ზღვის მარილიანი წყლის ზემოქმედებით სწრაფად იჟანგება და ქიმიური ნივთიერებების ზღვაში გაჟონვის ფაქტები ბოლო დროს გახშირდა. ადამიანისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს სწორედ ზღვის ასეთ რაიონებში დაჭერილი თევზი წარმოადგენს.

გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნებმა მესამე რაიხის ქიმიური იარაღის განადგურება გადაწყვიტეს. ამ მომენტისთვის ვერმახტის შეიარაღებაში ქიმიური ნივთიერებების შემცვლელი საარტილერიო ჭურვები, საავიაციო ბომბები, ნაღმები და ხელყუმბარები იყო. ყველა მათგანი სხვადასხვა სახის მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავდა. მათ შორის იყო იპრიტი, ფოსგენი, დიფოსგენი, ადამიტი და ზარინი.

იმ დროის ქიმიური იარაღის განადგურების ოპტიმალური საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობდა. ამიტომაც სამხედროებმა საკმაოდ მარტივი გზა აირჩიეს და ყველაფერი ზღვაში გადაყარეს. საერთო ჯამში ბალტიის ზღვის ექვს რაიონში 302 875 ტონა საერთო მასის ქიმიური იარაღი დაძირეს. დამატებითად 120 000 ტონა ატლანტიკის ოკეანისა და ლა-მანშის სრუტის დასავლეთ ნაწილის ფსკერზე აღმოჩნდა.

ყველაზე საშიში ქიმიური იარაღი იპრიტია. წყალთან შერევისას ის ტოქსიკურ ნივთიერებებს წარმოქმნის, რომლებიც თავის მომაკვდინებელ ძალას ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა