პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია ფარულავამ ჯვარი დაიწერა - "ტარიელმა თავბრუ დამახვია"
ია ფარულავამ ჯვარი დაიწერა - "ტარიელმა თავბრუ დამახვია"

მსა­ხი­ობ­მა ია ფა­რუ­ლა­ვამ ჯვა­რი ტა­რი­ელ სუ­ა­რი­ზე და­ი­წე­რა. ვირ­ტუ­ოზ­მა მუ­სი­კოს­მა და კლა­სი­კუ­რი გი­ტა­რის სა­ო­ცარ­მა შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ტა­რი­ელ სუ­ა­რიმ იას ხელი პირ­და­პირ "ნი­ჭი­ე­რის" ჩა­წე­რი­სას სთხო­ვა. "ამ­ბე­ბი.გე" ია ფა­რუ­ლა­ვას და­უ­კავ­შირ­და.

ია ფა­რუ­ლა­ვა:

- მე და ტა­რი­ე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ის ფრან­კფურ­ტში მოღ­ვა­წე მუ­სი­კო­სია, სა­უ­კე­თე­სო გი­ტა­რის­ტი, ბა­ხის­ტი, გი­ტა­რის პა­გა­ნინს უწო­დე­ბენ... ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი თვით, თა­ვის საქ­მე­ებ­ზე იყო ჩა­მო­სუ­ლი. 21 სექ­ტემ­ბერს კი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დარ­ბაზ­ში კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, რომ ტა­რი­ელ სუ­ა­რი მსოფ­ლიო დო­ნის ვირ­ტუ­ო­ზია...რო­დე­საც მისი წას­ვლის დრო მო­ახ­ლოვ­და, ჩემ­თან გან­შო­რე­ბა უჭირ­და, რა­საც ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და. ბო­ლოს პრო­ექტ "ნი­ჭი­ე­რის" ჩა­წე­რი­სას გა­ბე­და, სცე­ნა­ზე გა­მო­ვი­და და ხელი სა­ხალ­ხოდ მთხო­ვა, ამ ამ­ბავს რომ ვიხ­სე­ნებ, ახ­ლაც შოკ­ში ვარ. მეც ცო­ლო­ბა­ზე თან­ხმო­ბა ვუ­თხა­რი, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და...

"ნი­ჭი­ე­რის" ჩა­წე­რის შემ­დეგ მა­შინ­ვე წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ტა­ძარ­ში წა­ვე­დით და ჯვა­რი და­ვი­წე­რეთ. თან, მხო­ლოდ ხე­ლის­მომ­კი­დე­ე­ბი გვახ­ლდნენ, ჩვენ­თან ერ­თად, კი­დევ იყო რე­ჟი­სო­რი - გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლი. შემ­დეგ იმა­ვე ადა­მი­ა­ნებ­მა პა­ტარ სუფ­რას­თან აღ­ვნიშ­ნეთ ეს ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი დღე. ბო­ლოს მი­ვე­დით მას­თან სახ­ლში, ტა­რი­ელ­მა ჩა­ა­ლა­გა ჩე­მო­და­ნი და აე­რო­პორ­ტში გა­ვა­ცი­ლე.

- ახლა რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა?

- ალ­ბათ, ცოტა ხანს ერ­თად ყოფ­ნა არ მოგ­ვი­წევს, რად­გა­ნაც მე აქ გა­და­ღე­ბე­ბი მაქვს, მას კი იქ სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე­ე­ბი. თუმ­ცა ცოტა ხნით მას­თან ფრანკ-ფურ­ტში მის კონ­ცერ­ტზე მო­მი­წევს ჩას­ვლა და მისი ჯა­დოქ­რო­ბის კვლავ ხილ­ვა. მან მე ალ­ბო­მი მო­მი­ძღვნა... სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია, ისე­თი, რომ თავ­ბრუ და­მახ­ვია. მე ვა­მა­ყობ მი­სით!

"ამ­ბე­ბი.გე" ულო­ცავს იას და ტა­რი­ელს გა­ბედ­ნი­ე­რე­ბას.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ია ფარულავამ ჯვარი დაიწერა - "ტარიელმა თავბრუ დამახვია"

ია ფარულავამ ჯვარი დაიწერა - "ტარიელმა თავბრუ დამახვია"

მსახიობმა ია ფარულავამ ჯვარი ტარიელ სუარიზე დაიწერა. ვირტუოზმა მუსიკოსმა და კლასიკური გიტარის საოცარმა შემსრულებელმა ტარიელ სუარიმ იას ხელი პირდაპირ "ნიჭიერის" ჩაწერისას სთხოვა. ”ამბები.გე” ია ფარულავას დაუკავშირდა.

ია ფარულავა:

- მე და ტარიელი შეყვარებულები ვიყავით. ის ფრანკფურტში მოღვაწე მუსიკოსია, საუკეთესო გიტარისტი, ბახისტი, გიტარის პაგანინს უწოდებენ... ის საქართველოში ერთი თვით, თავის საქმეებზე იყო ჩამოსული. 21 სექტემბერს კი კონსერვატორიის დარბაზში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ტარიელ სუარი მსოფლიო დონის ვირტუოზია...როდესაც მისი წასვლის დრო მოახლოვდა, ჩემთან განშორება უჭირდა, რასაც ძალიან განიცდიდა. ბოლოს პროექტ "ნიჭიერის" ჩაწერისას გაბედა, სცენაზე გამოვიდა და ხელი სახალხოდ მთხოვა, ამ ამბავს რომ ვიხსენებ, ახლაც შოკში ვარ. მეც ცოლობაზე თანხმობა ვუთხარი, ყველაფერი ძალიან სწრაფად და მოულოდნელად მოხდა...

"ნიჭიერის" ჩაწერის შემდეგ მაშინვე წმინდა ნიკოლოზის ტაძარში წავედით და ჯვარი დავიწერეთ. თან, მხოლოდ ხელისმომკიდეები გვახლდნენ, ჩვენთან ერთად, კიდევ იყო რეჟისორი - გიორგი აბაშიშვილი. შემდეგ იმავე ადამიანებმა პატარ სუფრასთან აღვნიშნეთ ეს ღირსშესანიშნავი დღე. ბოლოს მივედით მასთან სახლში, ტარიელმა ჩაალაგა ჩემოდანი და აეროპორტში გავაცილე.

- ახლა როგორ გაგრძელდება  თქვენი ურთიერთობა?

- ალბათ, ცოტა ხანს ერთად ყოფნა არ მოგვიწევს, რადგანაც მე აქ გადაღებები მაქვს, მას კი იქ სერიოზული საქმეები. თუმცა ცოტა ხნით მასთან ფრანკ-ფურტში მის კონცერტზე მომიწევს ჩასვლა და მისი ჯადოქრობის კვლავ ხილვა. მან მე ალბომი მომიძღვნა... საოცარი ადამიანია, ისეთი, რომ თავბრუ დამახვია. მე ვამაყობ მისით!

"ამბები.გე" ულოცავს იას და ტარიელს გაბედნიერებას.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება