სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სინოპტიკოსები ევროპაში 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივ ზამთარს პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები ევროპაში 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივ ზამთარს პროგნოზირებენ

ევ­რო­პას 100 წლის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე ცივი ზამ­თა­რი ელო­დე­ბა, ამას­თან ყინ­ვე­ბი აპ­რი­ლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, - პროგ­ნო­ზი­რე­ბენ ევ­რო­პე­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი.

ამე­რი­კე­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი ჯო ბას­ტარ­დი აცხა­დებს, რომ ევ­რო­პას კვლავ ცივი ზამ­თა­რი ელო­დე­ბა, რად­გან კონ­ტი­ნენტს უზარ­მა­ზა­რი ან­ტი­ციკ­ლო­ნი და­ფა­რავს.

გარ­და ამი­სა, მზის და­ბალ­მა აქ­ტი­ვო­ბამ ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ოს­ცი­ლა­ცი­ას­თან (ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის ზე­და­პირ­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რის ვარ­დნა) ურ­თი­ერთქმე­დე­ბით შე­იძ­ლე­ბა ანო­მა­ლუ­რი და ხან­გრძლი­ვი სი­ცი­ვე­ე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. ასე­თი მოვ­ლე­ნა 20-ე სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში და­ფიქ­სირ­და.

ამ მო­ნა­ცე­მებს ეთან­ხმე­ბა გერ­მა­ნე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი დო­მი­ნიკ იუნ­გი. მისი თქმით, "მას აშ­ფო­თებს შე­დე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც მის­მა კომ­პი­უ­ტე­რულ­მა მო­დელ­მა უჩ­ვე­ნა". სპე­ცი­ა­ლის­ტებს რუ­სე­თის აღ­მო­სავ­ლე­თი­დან ძლი­ე­რი ქა­რიც აში­ნებთ.

მაგ­რამ ამ მო­საზ­რე­ბებს ყვე­ლა მე­ტე­ო­რო­ლო­გი არ იზი­ა­რებს. მა­გა­ლი­თად, შვე­ი­ცა­რელ­მა სი­ნოპ­ტი­კოს­მა იორგ კა­ჩელ­მან­მა ასეთ პროგ­ნოზს "თაღ­ლი­თო­ბა" უწო­და.

ევ­რო­პე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის პროგ­ნოზს არ ეთან­ხმე­ბა რუ­სე­თის ჰიდ­რო­მეტ­ცენ­ტრიც. ჰიდ­რო­მეტ­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, რო­მან ვილ­ფან­დის თქმით, ევ­რო­პა­სა და რუ­სეთს ჩვე­უ­ლი ზამ­თა­რი ელის.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ცივი ზამ­თრის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არც ქარ­თვე­ლი სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ჯე­მალ დო­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ევ­რო­პა­ში არ­ნა­ხუ­ლი სი­ცი­ვე და­ფიქ­სირ­დე­ბა, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ვი­ნა­ი­დან ზუს­ტი გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზის შეგ­დე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

სინოპტიკოსები ევროპაში 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივ ზამთარს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები ევროპაში 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივ ზამთარს პროგნოზირებენ

ევროპას 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი ზამთარი ელოდება, ამასთან ყინვები აპრილამდე გაგრძელდება, - პროგნოზირებენ ევროპელი მეტეოროლოგები.

ამერიკელი მეტეოროლოგი ჯო ბასტარდი აცხადებს, რომ ევროპას კვლავ ცივი ზამთარი ელოდება, რადგან კონტინენტს უზარმაზარი ანტიციკლონი დაფარავს.

გარდა ამისა, მზის დაბალმა აქტივობამ ჩრდილოატლანტიკურ ოსცილაციასთან (ატლანტის ოკეანის ზედაპირზე ტემპერატურის ვარდნა) ურთიერთქმედებით შეიძლება ანომალური და ხანგრძლივი სიცივეები გამოიწვიოს. ასეთი მოვლენა 20-ე საუკუნის 50-იან წლებში დაფიქსირდა.

ამ მონაცემებს ეთანხმება გერმანელი სპეციალისტი დომინიკ იუნგი. მისი თქმით, "მას აშფოთებს შედეგები, რომლებიც მისმა კომპიუტერულმა მოდელმა უჩვენა". სპეციალისტებს რუსეთის აღმოსავლეთიდან ძლიერი ქარიც აშინებთ.

მაგრამ ამ მოსაზრებებს ყველა მეტეოროლოგი არ იზიარებს. მაგალითად, შვეიცარელმა სინოპტიკოსმა იორგ კაჩელმანმა ასეთ პროგნოზს "თაღლითობა" უწოდა.

ევროპელი სპეციალისტების პროგნოზს არ ეთანხმება რუსეთის ჰიდრომეტცენტრიც. ჰიდრომეტცენტრის ხელმძღვანელის, რომან ვილფანდის თქმით, ევროპასა და რუსეთს ჩვეული ზამთარი ელის.

განსაკუთრებულად ცივი ზამთრის შესახებ ინფორმაციას არც ქართველი სინოპტიკოსები ადასტურებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ჯემალ დოლიძემ განაცხადა, რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროპაში არნახული სიცივე დაფიქსირდება, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ზუსტი გრძელვადიანი პროგნოზის შეგდენა შეუძლებელია.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია