პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თომას ჰამერბერგი - ბოლოდროინდელი ისლამოფობიური და ჰომოფობიური აქტები უკიდურესად შემაშფოთებელია
თომას ჰამერბერგი - ბოლოდროინდელი ისლამოფობიური და ჰომოფობიური აქტები უკიდურესად შემაშფოთებელია

თო­მას ჰა­მერ­ბერ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს. "აუ­ცი­ლე­ბე­ლია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბა. სპონ­ტა­ნუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და კრი­ზის­ზე რე­ა­გი­რე­ბა, მტკი­ცედ დამ­კვიდ­რე­ბულ­მა და შე­თან­ხმე­ბულ­მა პრო­ცე­დუ­რებ­მა და უკე­თეს­მა თუ ახალ­მა ინ­სტი­ტუ­ტებ­მა უნდა ჩა­ა­ნაც­ვლონ. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ინ­სტი­ტუ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა - ის უკვე არა ერთი წე­ლია, რაც ქვე­ყა­ნა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და ეს აპა­რა­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს აკე­თებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბი­სა და დაც­ვის სფე­რო­ში. ვფიქ­რობ, უნდა გაგ­რძელ­დეს მისი მხარ­და­ჭე­რა", - გა­ნა­ცხა­და თო­მას ჰა­მერ­ბერ­გმა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე.

მი­სი­ვე თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია შემ­დგო­მი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ფორ­მე­ბი რე­ლი­გი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად. "თა­ვი­დან უნდა იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა მხო­ლოდ უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ტექ­სტში. ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ის­ლა­მო­ფო­ბი­უ­რი და ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი აქ­ტე­ბი უკი­დუ­რე­სად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია", - აღ­ნიშ­ნა ჰა­მერ­ბერ­გმა.

ამას­თან, ის და­დე­ბი­თად აფა­სებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­მო­ღე­ბის შე­სა­ხებ. "ეს ბრწყინ­ვა­ლე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს უწყე­ბა მთავ­რო­ბამ შექ­მნა, ინ­სპექ­ტო­რის აპა­რატ­მა სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა იმოქ­მე­დოს და შეძ­ლოს სა­კუ­თა­რი რო­ლი­სა და სტრუქ­ტუ­რის შემ­დგო­მი დახ­ვე­წა",- აღ­ნიშ­ნა ჰა­მერ­ბერ­გმა.

გარ­და ამი­სა, ჰა­მერ­ბერ­გის აზ­რით, უნდა გარ­ძელ­დეს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მა და მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვლის­წი­ნე­ბა - მათ შო­რის ხელი უნდა შე­ე­წყოს თი­თო­ე­უ­ლი მო­სა­მარ­თლის მიერ სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბას.

"სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­სა­მარ­თლე­თა, ასე­ვე პრო­კუ­რორ­თა და ად­ვო­კატ­თა კომ­პე­ტენ­ცი­ის და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა", - გა­ნა­ცხა­და ჰა­მერ­ბერ­გმა.

ასე­ვე, მი­სი­ვე აზ­რით, პო­ლი­ცი­ი­სა და პრო­კუ­რო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩივ­რე­ბის გან­ხილ­ვას დას­ჭირ­დე­ბა მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი, სან­დო, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­ქა­ნიზ­მის შე­მუშ­ვე­ბა.

"ის პო­ლი­ცი­ა­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის, ცოდ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა შე­იქ­მნას, მაგ­რამ ამ სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უნდა იყოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის როლს უნდა ას­რუ­ლებ­დეს, ომ­ბუდსმე­ნის მსგავ­სად. ამა­ვე კონ­ტექ­სტში შე­იძ­ლე­ბა იქ­ნას გან­ხი­ლუ­ლი და­კა­ვე­ბულ­თა, პა­ტი­მარ­თა მიერ სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის ან ბად­რა­გის თუ სხვა თა­ნამ­შრომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ტა­ნი­ლი სა­ჩივ­რე­ბის გან­ხილ­ვის პრო­ცე­დუ­რა", - გა­ნა­ცხა­და ჰა­მერ­ბერ­გმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თომას ჰამერბერგი - ბოლოდროინდელი ისლამოფობიური და ჰომოფობიური აქტები უკიდურესად შემაშფოთებელია

თომას ჰამერბერგი - ბოლოდროინდელი ისლამოფობიური და ჰომოფობიური აქტები უკიდურესად შემაშფოთებელია

თომას ჰამერბერგი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს. "აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განვითარება. სპონტანური ღონისძიებები და კრიზისზე რეაგირება, მტკიცედ დამკვიდრებულმა და შეთანხმებულმა პროცედურებმა და უკეთესმა თუ ახალმა ინსტიტუტებმა უნდა ჩაანაცვლონ. ასევე მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება - ის უკვე არა ერთი წელია, რაც ქვეყანაში ფუნქციონირებს და ეს აპარატი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ადამიანის უფლებების პოპულარიზებისა და დაცვის სფეროში. ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს მისი მხარდაჭერა", - განაცხადა თომას ჰამერბერგმა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, აუცილებელია შემდგომი ინსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმები რელიგიის თავისუფლების დასაცავად. "თავიდან უნდა იქნას აცილებული უმცირესობის საკითხის განხილვა მხოლოდ უსაფრთხოების კონტექსტში. ბოლოდროინდელი ისლამოფობიური და ჰომოფობიური აქტები უკიდურესად შემაშფოთებელია", - აღნიშნა ჰამერბერგმა.

ამასთან, ის დადებითად აფასებს ხელისუფლებაში მიღებულ გადაწყვეტილებას, მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობის შემოღების შესახებ. "ეს ბრწყინვალე გადაწყვეტილებაა, ეს აუცილებელია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს უწყება მთავრობამ შექმნა, ინსპექტორის აპარატმა სრულიად დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოს და შეძლოს საკუთარი როლისა და სტრუქტურის შემდგომი დახვეწა",- აღნიშნა ჰამერბერგმა.

გარდა ამისა, ჰამერბერგის აზრით, უნდა გარძელდეს მართლმსაჯულების რეფორმა და მიღებული გამოცდილების გათვლისწინება - მათ შორის ხელი უნდა შეეწყოს თითოეული მოსამართლის მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის შეგრძნებას.

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსამართლეთა, ასევე პროკურორთა და ადვოკატთა კომპეტენციის და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა", - განაცხადა ჰამერბერგმა.

ასევე, მისივე აზრით, პოლიციისა და პროკურორების წინააღმდეგ საჩივრების განხილვას დასჭირდება მათზე რეაგირების პროფესიული, სანდო, დამოუკიდებელი მექანიზმის შემუშვება.

"ის პოლიციასა და პროკურატურაში არსებული რეალობის, ცოდნის საფუძველზე უნდა შეიქმნას, მაგრამ ამ სტრუქტურებიდან დამოუკიდებელი უნდა იყოს და საზოგადოების მიუკერძოებელი წარმომადგენლის როლს უნდა ასრულებდეს, ომბუდსმენის მსგავსად. ამავე კონტექსტში შეიძლება იქნას განხილული დაკავებულთა, პატიმართა მიერ საპატიმროებში არსებული პირობების ან ბადრაგის თუ სხვა თანამშრომლის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების განხილვის პროცედურა", - განაცხადა ჰამერბერგმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა