მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა ნათელაშვილის მეუღლე "ელიავას მუშებს" ჩანახატს უძღვნის
შალვა ნათელაშვილის მეუღლე "ელიავას მუშებს" ჩანახატს უძღვნის

"ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის" ლი­დე­რის, შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ბელა ალა­ნია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე "ელი­ა­ვას მუ­შებს" ჩა­ნა­ხატს უძღვნის.

"დგა­ნან ხი­დის ქვეშ ჩრდილსშე­ფა­რე­ბუ­ლე­ბი. ზოგი ჯი­ბე­ებ­ში ხე­ლებ­ჩა­წყო­ბი­ლი, ზოგი გულ­ზე ხე­ლებ­გა­დაჭ­დო­მი­ლი,ზოგი თავ­ზე ხე­ლებ­შე­მო­წყო­ბი­ლი, ხან ფე­ხებ­გა­ჩა­ჩხუ­ლი, დო­ინ­ჯშე­მოყ­რი­ლი, ზო­გიც ზურ­გზე ხე­ლებ­და­წყო­ბი­ლი... დგა­ნან კა­ცე­ბი სა­მუ­შა­ოს მო­ლო­დინ­ში, ხან მთე­ლი დღე უშე­დე­გოდ. საკ­მა­რი­სია, ვინ­მეს მან­ქა­ნა მი­უ­ახ­ლოვ­დეთ, შე­მო­ე­სე­ვი­ან მა­შინ­ვე ან მო­იმ­წყვდე­ვენ წრე­ში და სთა­ვა­ზო­ბენ ზოდი რა სა­მუ­შა­ოს და ზოგი რას.

აქე­დან ვი­საც ამო­ირ­ჩე­ვენ, დღეს მას გა­უ­მარ­თლა. დღეს ის იშო­ვის ლუკ­მა-პურს, სარ­ჩო-სა­ბა­დე­ბელს. და­ნარ­ჩე­ნე­ბი ისევ იდ­გე­ბი­ან მო­ლო­დინ­ში... ზოგი ნირ­წამ­ხდა­რი დგო­მით დაღ­ლი­ლი; ზოგი მო­ბუ­ზუ­ლი და ქან­ცგა­წყვე­ტი­ლი; ზოგი თავ­ჩა­ქინ­დრუ­ლი და უი­მე­დო; ზოგი მკვირ­ცხლი, იმე­დი­ა­ნი და მხი­ა­რუ­ლი,

მან­ქა­ნი­დან მოცქი­რა­ლი კლი­ენ­ტის მომ­ლო­დი­ნე.

კლი­ენ­ტი კი მათ­გან გა­ბეზ­რე­ბუ­ლი, გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი, მზე­რით ტო­ვებს ფე­ხებ­ში აბ­ლან­დუ­ლებს, ან ბორ­ბლებ­მო­დე­ბუ­ლებს.

კა­ცე­ბი კი რჩე­ბი­ან, მო­წყა­ლე­ბას არ ითხო­ვენ, არამ ლუკ­მას არ იღე­ბენ, მუქ­თა არა­ფე­რი სჭირ­დე­ბათ. დგა­ნან სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დად და­კოჟ­რი­ლი ხე­ლე­ბით, ახარ­ხუ­ლი ხელ­სა­წყო­ე­ბით თუ ზურგჩან­თე­ბით. დგა­ნან იღ­ბალს მინ­დო­ბი­ლე­ბი...", - წერს ბელა ალა­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

შალვა ნათელაშვილის მეუღლე "ელიავას მუშებს" ჩანახატს უძღვნის

შალვა ნათელაშვილის მეუღლე "ელიავას მუშებს" ჩანახატს უძღვნის

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ელიავას მუშებს" ჩანახატს უძღვნის.

"დგანან ხიდის ქვეშ ჩრდილსშეფარებულები. ზოგი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, ზოგი გულზე ხელებგადაჭდომილი,ზოგი თავზე ხელებშემოწყობილი, ხან ფეხებგაჩაჩხული, დოინჯშემოყრილი, ზოგიც ზურგზე ხელებდაწყობილი... დგანან კაცები სამუშაოს მოლოდინში, ხან მთელი დღე უშედეგოდ. საკმარისია, ვინმეს მანქანა მიუახლოვდეთ, შემოესევიან მაშინვე ან მოიმწყვდევენ წრეში და სთავაზობენ ზოდი რა სამუშაოს და ზოგი რას.

აქედან ვისაც ამოირჩევენ, დღეს მას გაუმართლა. დღეს ის იშოვის ლუკმა-პურს, სარჩო-საბადებელს. დანარჩენები ისევ იდგებიან მოლოდინში... ზოგი ნირწამხდარი დგომით დაღლილი; ზოგი მობუზული და ქანცგაწყვეტილი; ზოგი თავჩაქინდრული და უიმედო; ზოგი მკვირცხლი, იმედიანი და მხიარული,

მანქანიდან მოცქირალი კლიენტის მომლოდინე.

კლიენტი კი მათგან გაბეზრებული, განებივრებული, მზერით ტოვებს ფეხებში აბლანდულებს, ან ბორბლებმოდებულებს.

კაცები კი რჩებიან, მოწყალებას არ ითხოვენ, არამ ლუკმას არ იღებენ, მუქთა არაფერი სჭირდებათ. დგანან საკუთარი თავის იმედად დაკოჟრილი ხელებით, ახარხული ხელსაწყოებით თუ ზურგჩანთებით. დგანან იღბალს მინდობილები...", - წერს ბელა ალანია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს