ანუნა მდივნიშვილი: "ლა­მა­ზი ბი­ჭე­ბი არ მომ­წონს"

ანუნა მდივნიშვილი: "ლა­მა­ზი ბი­ჭე­ბი არ მომ­წონს"

ანუ­ნა მდივ­ნიშ­ვი­ლი მა­ყუ­რე­ბელ­მა მუსიკალურ პროექტ "ჯე­ოს­ტა­რით" გა­იც­ნო, სიმ­ღე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად ანუ­ნამ მსმე­ნელს თა­ვი მომ­ხიბ­ვლე­ლი გა­რეგ­ნო­ბი­თაც და­­ა­მახ­სოვ­რა. ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლი ბო­ლო დროს ჟურ­ნა­ლის­ტო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

-  "მეცხ­რე არ­ხზე" ვმუ­შა­ობ­დი და დი­ლის გა­და­ცე­მის­თვის სი­უ­ჟე­ტებს ვამ­ზა­დებ­დი, მაგ­რამ ტელეკომპანია და­ი­ხუ­რა და დრო­ე­ბით ვის­ვე­ნებ. ჩვენს შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს აქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ერთ-ერ­თი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის­გან, ახ­ლა დე­ტა­ლებს ვა­ზუს­ტებთ და მა­ლე ისევ დავ­ბრუნ­დე­ბი ეკ­რან­ზე. პა­რა­ლე­ლუ­რად ვსწავ­ლობ კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე.

-  სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბას ხომ არ აპი­რებ?

-  რომ გითხ­რა, ვა­პი­რებ­-მეთ­ქი, არ იქ­ნე­ბა მარ­თა­ლი. მაგ­რამ სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიქ­ნე­ბო­დი სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩი იტა­ლი­ა­ში. ეს ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და იტა­ლი­უ­რი ენის შეს­წავ­ლა გა­დავ­წყვი­ტე. მაქვს გეგ­მე­ბიც, ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი.

-  შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

-  არა. არ მომ­წონს ლა­მა­ზი ბი­ჭე­ბი, მა­მა­კა­ცი რომ მო­მე­წო­ნოს, კარ­გი "ტი­პი" უნ­და იყოს, ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა უნ­და იცო­დეს.

-  შენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორ აც­ვია მა­მა­კაცს?

-  ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ყო­ველ­თვის გე­მოვ­ნე­ბით იმო­სე­ბი­ან და თავს უვ­ლი­ან.

-  ჩაც­მის რო­გორ სტილს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

-  ყვე­ლა­ნა­ი­რი სტი­ლის სა­მო­სი მიყ­ვარს - სპორ­ტუ­ლიც და კლა­სი­კუ­რიც. სა­დაც მივ­დი­ვარ, შე­სა­ბა­მი­სად ვი­მო­სე­ბი. მა­გა­ლი­თად, ახლახან ქორ­წილ­ში ვი­ყა­ვი და კლა­სი­კუ­რად მეც­ვა. შო­პინ­გზე სი­ა­რუ­ლი მიყ­ვარს, შე­მიძ­ლია ერ­თი ან ორი დღე ვი­ა­რო მა­ღა­ზი­ებ­ში ტან­საც­მლის ასარ­ჩე­ვად. მარ­თა­ლი­ა, დამ­ღლე­ლია ეს პრო­ცე­სი, მაგ­რამ სახ­ლში რომ ბრუნ­დე­ბი და ახალ შე­ნა­ძენს ხე­დავ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვიწყ­დე­ბა (ი­ცი­ნის).

-  რის გა­რე­შე ვერ გახ­ვალ ში­ნი­დან?

-  თუ სუ­ნა­მო არ და­ვის­ხი, არ გავ­დი­ვარ სახ­ლი­დან. მომ­წონს სხვა­დას­ხვა არო­მა­ტი, ახ­ლა მაქვს ელი სა­ა­ბის ახა­ლი სუ­ნა­მო და ტომ ფორ­დის "შა­ვი ორ­ქი­დე­ა", ტომ ფორ­დის სუ­ნა­მოს ყო­ველ­დღე ვერ და­ის­ხამ. სხვა­ნა­ი­რი არო­მა­ტი აქვს, ამ­ბო­ბენ, რომ ეს სუ­ნა­მო ისეთ ინ­გრე­დი­ენტს შე­ი­ცავს, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს იზი­დავს (ი­ცი­ნის).

-  აქ­სე­სუ­ა­რე­ბი გიყ­ვარს?

-  მიყ­ვარს. ძი­რი­თა­დად, სა­და სამ­კა­უ­ლებს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია დი­დი ზო­მის სა­ყუ­რის ყო­ველ­დღი­უ­რად ტა­რე­ბა.

-  წო­ნას რო­გორ ინარ­ჩუ­ნებ?

-  ჩე­მი წო­ნა გე­ნე­ტი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, ჭა­მა რო­გორ მიყ­ვარს, ზაფ­ხულ­ში გუ­რი­ა­ში მე­გობ­რის ბე­ბი­ას­თან ვის­ვე­ნებ­დით, დი­ლით აჭა­რულ ხა­ჭა­პურს გვიცხ­ობ­და, შემ­დეგ აჩ­მას და უგემ­რი­ე­ლეს კერ­ძებს გვიმ­ზა­დებ­და, სულ ვჭამ­დი, მაგრამ მხო­ლოდ ერ­თი კი­ლოგ­რა­მი მო­ვი­მა­ტე. საჭ­მელ­ზე უარს ვე­რას­დროს ვიტყ­ვი, არ მაქვს ნე­ბის­ყო­ფა.

-  თვი­თონ თუ გე­ხერ­ხე­ბა კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა?

-  მიყ­ვარს სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა. ჩე­მი და სულ მე­უბ­ნე­ბა, რომ გათხ­ოვ­დე­ბი, მა­ში­ნაც გე­ყო­ფა სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა­ო. ჩე­მი რე­ცეპ­ტე­ბიც მაქვს და უგემ­რი­ე­ლეს სა­დი­ლებს ვამ­ზა­დებ.

-  პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­ზე რა აზ­რის ხარ?

-  თუ ქალს სჭირ­დე­ბა, უნ­და გა­ი­კე­თოს, მაგ­რამ რე­ლი­გი­ის და ში­შის გა­მო ვე­რას­დროს შე­ვი­ტან ცვლი­ლე­ბებს გა­რეგ­ნო­ბა­ში. ვერც ტა­ტუს გა­კე­თე­ბა წარ­მო­მიდ­გე­ნი­ა. ჩემს მოძღ­ვარს ეს რომ ვუთხ­რა, ალ­ბათ ტაძ­რი­დან გა­მაგ­დებს.

-  რას ურ­ჩევ მან­დი­ლოს­ნებს?

-  ქა­ლებს ვურ­ჩევ, ყო­ველ­თვის ფორ­მა­ში იყ­ვნენ. მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება