ბავშვებს, რომლებიც ჩიფსებს ხშირად ჭამენ, გონებრივი განვითარების დონე უქვეითდებათ. ამ დასკვნამდე ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ.
მკვლევარები აკვირდებოდნენ ბავშვებს, რომლებიც 3-4 წლის ასაკში თითქმის ყოველ დღე ჩიფსებს ჭამენ.
ამ ბავშვებს მეხსიერების დარღვევები და დაბნეულობა აღენიშნებოდათ, შემოქმედებითობა კი თანატოლებთან შედარებით ნაკლებად ახასიათებდათ. შესაბამისად, ასეთ ბავშვებს დაბალი აკადემიური მოსწრება და ქცევის პრობლემები ჰქონდათ.
ანალიზმა აჩვენა, რომ პრობლემის მიზეზი ჭარბი ცხიმია, რომელსაც ეს პროდუქტი შეიცავს. ის ბავშვის ტვინის სწორ მუშაობასა და მის ჰარმონიულ განვითარებას აფერხებს.
ყველაზე შემაშფოთობელი კი ისაა, რომ 3-4 წლის ასაკში ჩიფსების გადამეტებული გამოყენების შედეგები შეუქცევადია. სწორედ ამიტომ მეცნიერები მშობლებს ურჩევენ 4 წლამდე ბავშვის რაციონიდან ეს პროდუქტი ამოიღონ. უფროსი ასაკის ბავშვის ორგანიზმზე ჩიფსების გავლენის კვლევას მსგავსი შედეგები არ მოუცია.
ბავშვისთვის მავნე მთავარ ქიმიურ ნაერთად აკრილამიდი სახელდება, რომელსაც ყველა ჩიფსი შეიცავს. ეს ნივთიერება მუტაგენი და კანცეროგენია.
სწორედ ამიტომ მომავალი დედებიც რისკის ზონაში არიან, მათთვის ჩიფსების ჭამა რეკომენდირებული არაა.
მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.