ძლიერი წვიმის შედეგად ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში 60-მდე სახლი დაიტბორა. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ადიდებული მდინარე ქისტაურის ხევი ჯებირიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დატბორა. ადგილობრივების განცხადებით, განადგურებულია საოჯახო ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები, დახოცილია შინაური ფრინველი.