რა აღიზიანებთ ქალებს მამაკაცებში და რა უკარგავთ მათ ჩვენს მიმართ სურვილს? წარმოგიდგენთ სხვადასხვა კვლევებს იმის შესახებ, თუ რა აღიზიანებთ ქალებს მამაკაცში. შედეგების მიხედვით ქალებს დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე მეტად (მაგალითად უყურადღებობა, ნაკლებად რომანტიულობა და ა.შ.) არაჰიგიენურობა აწუხებთ. თითოეულმა მამაკაცმა იცის, რომ პირადი ჰიგიენა მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც ჩანს ამას იმდენად ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ, რომ კითხვაზე, რა გიკარგავთ მამაკაცის მიმართ სურვილს, ქალების აბსოლუტურმა უმრავლესობამ სწორედ არაჰიგიენურობა დაასახელა.
როგორც აღმოჩნდა, ქალები ძალიან მგრძნობიარეები არიან სუნის მიმართ, რაც სრულებით არ არის გასაკვირი. ამიტომ, პირველ რიგში, უმთავრესია ჰიგიენა.
გამოკითხული ქალები ამბობენ, რომ მათთვის უმთავრესია მოწესრიგებული პირის ღრუ და რომ, სულ მცირე სუნმაც კი, შესაძლოა, პარტნიორი მამაკაცის მიმართ სურვილი დააკარგვინოთ. ეს განსაკუთრებით მწეველმა მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინოთ. ასეა, არავის სიამოვნებს საფერფლესთან ზასაობა, როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით... ქალები ალკოჰოლის სუნზეც ცუდად რეაგირებენ. ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ პირის ღრუს, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.
აღმოჩნდა, რომ ქალებს სურვილს უკარგავს მამაკაცი, რომელსაც ცუდი კბილები აქვს. ამიტომ, საპირისპირო სქესთან წარმატების მისაღწევად სტომატოლოგთან ვიზიტი ნამდვილად ღირს. მით უფრო, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლებზე მომხიბვლელი ღიმილი კარგად ჭრის...