საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგნდარული შეფ-მზარეული პოლ ბოკუზი გარდაიცვალა - საინტერესო ფაქტები "კულინარიის პაპის" ცხოვრებიდან
ლეგნდარული შეფ-მზარეული პოლ ბოკუზი გარდაიცვალა - საინტერესო ფაქტები "კულინარიის პაპის" ცხოვრებიდან

ლე­გენ­და­რუ­ლი შეფმ­ზა­რე­უ­ლი პოლ ბო­კუ­ზი 91 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბო­კუ­ზი პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძო­და. ლე­გენ­და­რუ­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს საფ­რან­გე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ჟერ­არ კო­ლო­ნი "თვი­თერ­ზე" გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "პოლ ბო­კუ­ზი გარ­და­იც­ვა­ლა, გას­ტრო­ნო­მია გლო­ვა­შია".

პოლ ბო­კუ­ზი 1926 წლის 11 თე­ბერ­ვალს, ლი­ონ­თან ახ­ლოს, სო­ფელ კო­ლონჟ ო მონ-დორ-ში და­ი­ბა­და. კუ­ლი­ნა­რო­ბა ბო­კუ­ზე­ბის ოჯა­ხის ტრა­დი­ცია იყო. პო­ლის დიდ ბა­ბუ­ას სა­კუ­თა­რი რეს­ტო­რა­ნიც ჰქონ­და, რო­მე­ლიც შემ­დეგ გა­ყი­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი პოლ­მა ისევ გა­მო­ის­ყი­და. ახალ­გაზ­რდა პოლი 16 წლის ასაკ­ში ლი­ო­ნის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში იწყებს ამ საქ­მის უკეთ შეს­წავ­ლას. სამი წლის შემ­დეგ, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის გამო, სწავ­ლის შე­წყვე­ტა მო­უხ­და. პოლი დე გო­ლის გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ არ­მი­ას შე­უ­ერ­თდა და ომში წა­ვი­და. ალ­ზას­თან დაჭ­რეს კი­დეც, თუმ­ცა ამე­რი­კე­ლებ­მა უმ­კურ­ნა­ლეს და 1945 წელს, პა­რიზ­ში სა­ზე­ი­მო აღ­ლუმ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ბო­კუ­ზის თქმით, ეს მის ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა იყო.

მშობ­ლი­ურ მხა­რე­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ბო­კუ­ზი ლი­ო­ნის ერთ რეს­ტო­რან­ში გა­ნაგ­რძობს სწავ­ლას, სა­დაც კერ­ძე­ბის კე­თე­ბის გარ­და სხვა საქ­მე­ებ­საც ითავ­სებს: უვ­ლის ბოს­ტანს, ძრო­ხებს, რე­ცხავს და ალა­გებს. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ის ცნო­ბი­ლი მზა­რე­უ­ლის, "ახა­ლი ფრან­გუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ფერ­ნან პუ­ა­ნის მოს­წავ­ლე ხდე­ბა. სწო­რედ მას­თან ეუფ­ლე­ბა პოლი პრო­ფე­სი­ულ უნარ-ჩვე­ვებს, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს და ამ­თავ­რებს სწავ­ლას. მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა სა­კუ­თარ რეს­ტო­რან­ში გა­მო­ი­ყე­ნა. წარ­მა­ტე­ბაც მალე ეწ­ვია: ჯერ წლის აღ­მო­ჩე­ნად და­ა­სა­ხე­ლეს, მალე მიშ­ლე­ნის პირ­ვე­ლი ვარ­სკვლა­ვიც მი­ი­ღო, რო­მე­ლიც მე­ო­რე წელსვე გა­ა­ორ­მა­გა. 1965 წელს კი ბო­კუ­ზი უმაღ­ლე­სი სა­რეს­ტორ­ნო შე­ფა­სე­ბის, მიშ­ლე­ნის სამი ვარ­სკვლა­ვის მფლო­ბე­ლი გახ­და. მას შემ­დეგ, უკვე 50 წელ­ზე მე­ტია, სა­ხე­ლი ბო­კუ­ზი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი სრულ­ყო­ფი­ლე­ბის სი­ნო­ნი­მად იქცა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ლეგნდარული შეფ-მზარეული პოლ ბოკუზი გარდაიცვალა - საინტერესო ფაქტები "კულინარიის პაპის" ცხოვრებიდან

ლეგნდარული შეფ-მზარეული პოლ ბოკუზი გარდაიცვალა - საინტერესო ფაქტები "კულინარიის პაპის" ცხოვრებიდან

ლეგენდარული შეფმზარეული პოლ ბოკუზი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, ბოკუზი პარკინსონის დაავადებას ებრძოდა. ლეგენდარული შეფ-მზარეულის გარდაცვალების ფაქტს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერარ კოლონი "თვითერზე" გამოეხმაურა: "პოლ ბოკუზი გარდაიცვალა, გასტრონომია გლოვაშია".

პოლ ბოკუზი 1926 წლის 11 თებერვალს, ლიონთან ახლოს, სოფელ კოლონჟ ო მონ-დორ-ში დაიბადა. კულინარობა ბოკუზების ოჯახის ტრადიცია იყო. პოლის დიდ ბაბუას საკუთარი რესტორანიც ჰქონდა, რომელიც შემდეგ გაყიდა, მოგვიანებით კი პოლმა ისევ გამოისყიდა. ახალგაზრდა პოლი 16 წლის ასაკში ლიონის ერთ-ერთ რესტორანში იწყებს ამ საქმის უკეთ შესწავლას. სამი წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის გამო, სწავლის შეწყვეტა მოუხდა. პოლი დე გოლის განმათავისუფლებელ არმიას შეუერთდა და ომში წავიდა. ალზასთან დაჭრეს კიდეც, თუმცა ამერიკელებმა უმკურნალეს და 1945 წელს, პარიზში საზეიმო აღლუმშიც მონაწილეობდა. ბოკუზის თქმით, ეს მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო.

მშობლიურ მხარეში დაბრუნების შემდეგ, ბოკუზი ლიონის ერთ რესტორანში განაგრძობს სწავლას, სადაც კერძების კეთების გარდა სხვა საქმეებსაც ითავსებს: უვლის ბოსტანს, ძროხებს, რეცხავს და ალაგებს. რამდენიმე წელიწადში ის ცნობილი მზარეულის, "ახალი ფრანგული კულინარიის" დამფუძნებლის, ფერნან პუანის მოსწავლე ხდება. სწორედ მასთან ეუფლება პოლი პროფესიულ უნარ-ჩვევებს, საიდუმლოებებს და ამთავრებს სწავლას. მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკუთარ რესტორანში გამოიყენა. წარმატებაც მალე ეწვია: ჯერ წლის აღმოჩენად დაასახელეს, მალე მიშლენის პირველი ვარსკვლავიც მიიღო, რომელიც მეორე წელსვე გააორმაგა. 1965 წელს კი ბოკუზი უმაღლესი სარესტორნო შეფასების, მიშლენის სამი ვარსკვლავის მფლობელი გახდა. მას შემდეგ, უკვე 50 წელზე მეტია, სახელი ბოკუზი გასტრონომიული სრულყოფილების სინონიმად იქცა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს