ოქტომბერში ''ნიჭიერის'' ახალი სეზონი იწყება, მაგრამ სხვა სიახლეებთან ერთად, რაც პროექტის ეთერში გასვლის დროს გამოჩნდება, ჟიურის ახალი შემადგენლობა მაყურებლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ჟიური უცვლელი გახლდათ, სოფო ნიჟარაძეს, ვანო ჯავახიშვილსა და უცვლელ გეგა ფალავანდიშვილს მაყურებელი თითქოს მიეჩვია კიდეც. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სოფო ნიჟარაძე ჟიურიში აღარ იქნებოდა, უფრო მეტიც, გაირკვა, რომ ნიჟარაძე ''ცეკავენ ვარსკვლავებში'' იცეკვებს, რომელიც ამჯერად რუსთაველის თეატრის მაგივრად ცირკში გაიმართება. გეგა ფალავანდიშვილი, ნიკა გვარამია, ხატია ბუნიათიშვილი და ია ფარულავა - ეს ''ნიჭიერის'' ჟიურის ახალი შემადგენლობაა. ია ფარულავა, რომელიც წლების განმავლობაში ''იმედის'' სხვადასხვა პროექტის წამყვანი გახლდათ, ახლა ''რუსთავი 2'' -ის სახე გახდა.
''ნიჭიერის'' ჩაწერები დაიწყო და ფილარმონიაში პირველივე დღეს ფოტოგრაფთან ერთად მივედით. მიზეზი კი ია ფარულავასთან ინტერვიუ გახლდათ. როგორც ყოველთვის, გულახდილი და სკანდალური ია ამჯერადაც ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩეოდა. დრო ბევრი არ გვქონდა, სცენაზე ''ნიჭიერები'' ელოდნენ, თუმცა მაინც მოახერხა, რომ მოკლე ინტერვიუში ბევრი საინტერესო რამ ეთქვა.
- ია, ვისგან მიიღეთ შეთავაზება, რომ ''ნიჭიერის'' ჟიურიში დამჯდარიყავით?
- ნიკა გვარამიასგან... ''რუსთავი 2'' -დან დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემთან შეხვედრა უნდოდათ. ნიკას შევხვდი და მითხრა, მინდა, ''რუსთავი 2'' -ის სახე იყო, პირველ რიგში, ''ნიჭიერში'' დაჯდეო და კიდევ ერთი გადაცემის წაყვანა მთხოვა, რაზეც უარი ვთქვი.
- მახსოვს, ბოლო ინტერვიუში მითხარით, რომ ტელევიზია მოგბეზრდათ.
- მართლა ძალიან მომბეზრდა, აღარ მინდოდა. თქვენთან ადრინდელი ინტერვიუს შემდეგ ტრაგედია დამატყდა თავს. 28 ივნისს დედა გარდამეცვალა. ავადმყოფობდა, ოპერაცია დაგვიანებით გაუკეთდა. ისე ვიყავი, რომ მუშაობა და ტელევიზიის ეთერში ტინგიცი აღარ მინდოდა, მაგრამ თვითონ ფაქტმა, რომ გენერალური დირექტორი დაგირეკავს და არა ვიღაც, ძალიან იმოქმედა. სითბო და კარგი ატმოსფერო დამხვდა ''რუსთავი 2'' -ში. პირდაპირ გეტყვით, ცოტა ნაწყენი ვიყავი ''იმედზე'' , როდესაც ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ჟიურიში არ მიმიწვიეს. როგორც ჩემი ინფორმაციით ვიცი, საქმე ის გახლდათ, რომ ბოლო წუთისთვის ''ზაპასკად'' მინახავდნენ და ია ფარულავა ''ზაპასკა'' არასოდეს იქნება.
- ვერ ვიტყვი, რომ ჟიურიში დაჯდომით გარისკეთ, რადგან ეს სფერო თქვენთვის მარტივია.
- ძალიან ადვილია. რთული იქნებოდა ყოველდღიური ეთერი, როგორიც იყო ''დღის შოუ'' . პირველად ვმუშაობ ''რუსთავი 2'' -ში და ეს არის საოცარი კომფორტი.
- ჟიურიში თქვენი ყოფნა განსაკუთრებულად იზიდავს მაყურებელს. ''ნიჭიერშიც'' წახვალთ იმავე ეპატაჟზე, რასაც ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' აკეთებდით?
- თუ საჭირო იქნება, ვიტყვი, რაც მინდა. ეპატაჟში რას გულისხმობთ, ''სექსი პარკეტზე'' ეპატაჟი იყო? თქვენ იცით, რომ რადიო ''იმედში'' ყოველკვირეული გადაცემა გადის სექსზე. ძალიან გულახდილი საუბრებია, მაგრამ კაციშვილი ამაზე არ ლაპარაკობს და როდესაც მე ერთ სიტყვა სექსს ვახსენებ, ამაზე ატყდება ხოლმე ამბავი.
- ეთერში გამოჩენის შემდეგ თქვენი მისამართით დადებითი შეფასებების გარდა იქნება კრიტიკაც.
- აი, დარდი... ასევე დაწერეთ, მკიდია...
იხილეთ სტატიის სრული ვერსია