საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქის ნათლულები ერთმანეთთან დაკავშირებას ინტერნეტის საშუალებითაც შეძლებენ
პატრიარქის ნათლულები ერთმანეთთან დაკავშირებას ინტერნეტის საშუალებითაც შეძლებენ

პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბას ამი­ე­რი­დან ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შეძ­ლე­ბენ. რო­გორც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა დღე­ვან­დე­ლი საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა, წარ­მო­იშ­ვა იდეა, რომ შე­იქ­მნას ვებ-გვერ­დი, რო­მე­ლიც ყვე­ლას ეცო­დი­ნე­ბა და სა­დაც მისი ნათ­ლუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­იც­ნო­ბენ. უწ­მინ­დე­სის თქმით, გა­ჭირ­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მისი ნათ­ლუ­ლე­ბი ამ სა­იტ­ზე თა­ვი­ან­თი გა­სა­ჭი­რის და­წე­რა­საც შეძ­ლე­ბენ, სხვა ნათ­ლუ­ლე­ბის მშობ­ლე­ბი კი მათ და­ეხ­მა­რე­ბი­ან. რო­გორც ილია მე­ო­რემ აღ­ნიშ­ნა, დღეს მისი ნათ­ლუ­ლი კი­დევ 735 ბავ­შვი გახ­დე­ბა.

"ჩვენ ვმად­ლობთ უფალს, რომ ინე­ბა მათი და­ბა­დე­ბა და ცხოვ­რე­ბა. ჩვე­ნი ნათ­ლო­ბი­სას ინათ­ლე­ბი­ან ის ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც არ უნდა და­ბა­დე­ბუ­ლიყ­ვნენ. ღმერ­თმა მის­ცა მათ სი­ცო­ცხლე, რათა ემ­სა­ხუ­რონ უფალს, სამ­შობ­ლოს, ოჯახს და მოყ­ვას­სა თვის­სა",- ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა და უფალს ამ წყა­ლო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა ქა­და­გე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, დღე­ვან­დელ წირ­ვა­ში უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის დე­ლე­გა­ცი­აც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ილია მე­ო­რემ მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სებს იო­ნა­თამ­სა და აღა­პიტს სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და სა­ქარ­თვე­ლო-უკ­რა­ი­ნის თბილ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

უწ­მინ­დეს­მა ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი ერი და­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის ქვე­ყა­ნაა, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან აფა­სებს. "გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­ფა­სებთ მათ სიმ­ტკი­ცეს მარ­თლმა­დი­დე­ბელ სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ში", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა და სტუმ­რებს ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტე­ბი უსახ­სოვ­რა.

მა­მობ­რი­ვი სით­ბო­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის­თვის სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა იო­ნა­თამ­მა. მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი დე­ლე­გა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე წევ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად იმ­ყო­ფე­ბა და მათ დიდი შა­თა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღეს. "სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან უყ­ვართ ღვთის­მშო­ბე­ლი. ღმერ­თმა მოგ­ცეთ ღვთის­მშობ­ლის მფარ­ვე­ლო­ბა. უკ­რა­ი­ნა ყო­ველ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით იქ­ნე­ბა",- აღ­ნიშ­ნა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა იო­ნა­თამ­მა და ილია მე­ო­რეს სა­ჩუქ­რად სმო­ლენ­სკში და­წე­რი­ლი ღვთის­მშობ­ლის ხატი გა­დას­ცა.

დღე­ვან­დე­ლი საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბის და­სას­რულს ილია მე­ო­რემ ტრა­დი­ცი­უ­ლად რამ­დე­ნი­მე გვა­რიც და­ლო­ცა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პატრიარქის ნათლულები ერთმანეთთან დაკავშირებას ინტერნეტის საშუალებითაც შეძლებენ

პატრიარქის ნათლულები ერთმანეთთან დაკავშირებას ინტერნეტის საშუალებითაც შეძლებენ

პატრიარქის ნათლულები ერთმანეთთან დაკავშირებას ამიერიდან ინტერნეტის საშუალებითაც შეძლებენ. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, წარმოიშვა იდეა, რომ შეიქმნას ვებ-გვერდი, რომელიც ყველას ეცოდინება და სადაც მისი ნათლულები ერთმანეთს გაიცნობენ. უწმინდესის თქმით, გაჭირვების შემთხვევაში მისი ნათლულები ამ საიტზე თავიანთი გასაჭირის დაწერასაც შეძლებენ, სხვა ნათლულების მშობლები კი მათ დაეხმარებიან. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, დღეს მისი ნათლული კიდევ 735 ბავშვი გახდება.

"ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება მათი დაბადება და ცხოვრება. ჩვენი ნათლობისას ინათლებიან ის ბავშვები, რომლებიც არ უნდა დაბადებულიყვნენ. ღმერთმა მისცა მათ სიცოცხლე, რათა ემსახურონ უფალს, სამშობლოს, ოჯახს და მოყვასსა თვისსა",- ბრძანა უწმინდესმა და უფალს ამ წყალობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, დღევანდელ წირვაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციაც მონაწილეობდა. ილია მეორემ მთავარეპისკოპოსებს იონათამსა და აღაპიტს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველო-უკრაინის თბილ ურთიერთობაზე ისაუბრა.

უწმინდესმა ქართველი და უკრაინელი ერი დალოცა და აღნიშნა, რომ უკრაინა უძველესი კულტურის ქვეყანაა, რასაც საქართველო ძალიან აფასებს. "განსაკუთრებით ვაფასებთ მათ სიმტკიცეს მართლმადიდებელ სარწმუნოებაში", - ბრძანა უწმინდესმა და სტუმრებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები უსახსოვრა.

მამობრივი სითბოსა და მზრუნველობისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მადლობა გადაუხადა მთავარეპისკოპოსმა იონათამმა. მისი თქმით, უკრაინის მართლმადიდებელი დელეგაციის რამდენიმე წევრი საქართველოში პირველად იმყოფება და მათ დიდი შათაბეჭდილებები მიიღეს. "საქართველოში ძალიან უყვართ ღვთისმშობელი. ღმერთმა მოგცეთ ღვთისმშობლის მფარველობა. უკრაინა ყოველთვის საქართველოს გვერდით იქნება",- აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა იონათამმა და ილია მეორეს საჩუქრად სმოლენსკში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი გადასცა.

დღევანდელი საკვირაო ქადაგების დასასრულს ილია მეორემ ტრადიციულად რამდენიმე გვარიც დალოცა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია