საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Foreign Policy - რუსეთი საქართველოს ტერიტორიას არღვევს, ამერიკა კი ბევრს არაფერს ამბობს
Foreign Policy - რუსეთი საქართველოს ტერიტორიას არღვევს, ამერიკა კი ბევრს არაფერს ამბობს

"რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ას არ­ღვევს, ამე­რი­კა კი ბევ­რს არა­ფერს ამ­ბობს", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს Foreign Policy ჯონ ჰადსო­ნის სტა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ზე. რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, 17 სექ­ტემ­ბერს, სი­რი­ის ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის პროგ­რა­მა­ზე აშშ-რუ­სე­თის შე­თან­ხმე­ბი­დან სამი დღის შემ­დეგ, მოს­კოვ­მა მცი­რე, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ, ვა­შინგტო­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს – რუ­სე­თის სამ­ხედ­რო­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სე­პა­რა­ტის­ტულ სამ­ხრეთ ოსე­თის რე­გი­ონ­ში მავ­თულხლარ­თე­ბის გაბ­მა და­ი­წყეს.

"რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თან 2008 წელს და­დე­ბუ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის კი­დევ ერთხელ დარ­ღვე­ვას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს უკან უნდა და­ე­ხი­ათ სა­ო­მა­რი ქმე­დე­ბე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი­დან, რე­გი­ო­ნუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბი­სა და ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბის გაკ­ვირ­ვე­ბა არ გა­მო­უწ­ვე­ვია. მაგ­რამ ამ ძა­ლა­დო­ბის შემ­ხედ­ვა­რე ვა­შინგტო­ნის დუ­მილ­მა გაკ­ვირ­ვე­ბა ნამ­დვი­ლად გა­მო­იწ­ვია", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, აშშ-ს, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მხარ­დამ­ჭე­რია, მომ­ხდარ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია. მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ჯა­როდ გა­მოთ­ქვა პრო­ტეს­ტი სამ­ხრეთ ოსე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­სა­ზღვრო ზოლ­თან ღო­ბე­ე­ბი­სა და სხვა ფი­ზი­კუ­რი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის აღ­მარ­თვის გამო.

ჯონ ჰადსო­ნი ასე­ვე წერს, რომ რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის მიერ ღო­ბე­ე­ბის აღ­მარ­თვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა ნატო-ს სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კავ­კა­სი­ა­ში ჯე­იმს აპა­ტუ­რაი, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ "მომ­ხდა­რი არ­ღვევს შე­თან­ხმე­ბას და არ­თუ­ლებს პო­ლი­ტი­კურ წი­ნას­ვლას".

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა უარი თქვა Foreign Policy-ის თხოვ­ნა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე. თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, მომ­ხდარს გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩი რი­ჩარ­დნ ნორ­ლან­დი, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ინ­ტერ­ვენ­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა იყო.

"აშშ-ის მდუ­მა­რე რე­აქ­ცია უჩ­ვე­უ­ლოა. თუმ­ცა, ეს გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო სი­რი­ის სა­კი­თხზე აშშ-ის რუ­სეთ­თან ჩარ­თუ­ლო­ბით", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი "ჰე­რი­თი­ჯის" ფონ­დის მკვლე­ვა­რის რუ­სე­თი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში, არი­ელ კო­ე­ნის კო­მენ­ტარს.

"აშშ-ის სიმ­შვი­დე აღელ­ვებს ზო­გი­ერთ ქარ­თველ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს, რომ­ლე­ბიც ში­შო­ბენ, რომ მათი პრობ­ლე­მე­ბი გან­ზე დგე­ბა, რად­გან აშშ-სა და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სი­რი­ის ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­თან­ხმე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას ცდი­ლო­ბენ", - წერს ჯონ ჰადსო­ნი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რე, რუს სამ­ხედ­რო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მავ­თულხლარ­თე­ბის 500 მეტ­რით გად­მო­წე­ვა­სა და ანექ­სი­ა­ში, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. რუ­სე­ბი კი აცხა­დე­ბენ, რომ მათი ჯა­რის­კა­ცე­ბი დიც­ში, ე.წ. სა­ზღვარ­თან მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ სამ­ხრეთ ოსეთ­ში, რო­მე­ლიც დღემ­დე ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს­თან 2008 წელს ხუთ­დღი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ ფეხ­ზე დად­გეს.

"ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა აშშ-ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პია, რო­მე­ლიც შე­უ­წყნა­რე­ბე­ლია იმ ქვეყ­ნე­ბის მი­მართ, ვინც ცალ­მხრი­ვად იჭ­რე­ბა და აღრვევს სხვე­ბის სა­ზღვარს. მე­ტიც, თუ ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, მა­შინ ვა­შინგტონ­მაც უნდა აუ­წყოს ხმა მათ", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი არი­ელ კო­ე­ნის კო­მენ­ტარს.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თი კვლავ აგ­რძე­ლებს ზე­წო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბას შუა­აღ­მო­სავ­ლეთ­სა და ყო­ფილ საბ­ჭო­ელ მე­ზობ­ლებ­ზე, რა­საც უკვე ამ­ჩნევს ზო­გი­ერ­თი კონ­გრეს­მე­ნი.

"მო­ვუ­წო­დებ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს, მკაც­რად გა­მო­ეხ­მა­უ­როს რუ­სე­თის ამას­წი­ნან­დელ მცდე­ლო­ბას ხელი შე­უ­შა­ლოს უკ­რა­ი­ნის, მოლ­დო­ვას, სა­ქარ­თვე­ლოს, სომ­ხე­თი­სა და სხვა ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამ­ყა­რე­ბას ევ­რო­პას­თან. რუ­სე­თის და­ში­ნე­ბი­სა და ზე­წო­ლის კამ­პა­ნია უხე­შად არ­ღვევს ამ ქვეყ­ნე­ბის ფუნ­და­მენ­ტურ სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს აქვს უფ­ლე­ბა და­ამ­ყა­როს პარტნი­ო­რო­ბა ვის­თა­ნაც სურს, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნის ელი­ოტ ენ­გე­ლის კო­მენ­ტარს.

"გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ბა­დებს შე­კი­თხვას, შეძ­ლებს თუ არა აშშ წარ­მა­ტე­ბით გა­და­ა­ნა­წი­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სა­კი­თხე­ბი რუ­სეთ­თან, რად­გან იმი­სათ­ვის, რომ აშშ-მა ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნოს ასად­ზე და აი­ძუ­ლოს უარი თქვას ქი­მი­ურ ია­რაღ­ზე, ვა­შინგტო­ნი რუ­სეთ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი", - წერს ჯონ ჰადსო­ნი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია foreignpolicy.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

Foreign Policy - რუსეთი საქართველოს ტერიტორიას არღვევს, ამერიკა კი ბევრს არაფერს ამბობს

Foreign Policy - რუსეთი საქართველოს ტერიტორიას არღვევს, ამერიკა კი ბევრს არაფერს ამბობს

"რუსეთი საქართველოს ტერიტორიას არღვევს, ამერიკა კი ბევრს არაფერს ამბობს", - ამ სათაურით აქვეყნებს Foreign Policy ჯონ ჰადსონის სტატიას საქართველოზე. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, 17 სექტემბერს, სირიის ქიმიური იარაღის პროგრამაზე აშშ-რუსეთის შეთანხმებიდან სამი დღის შემდეგ, მოსკოვმა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომელიც ჩვეულებრივ, ვაშინგტონის გაღიზიანებას იწვევს – რუსეთის სამხედროებმა საქართველოს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში მავთულხლართების გაბმა დაიწყეს.

"რუსეთის მიერ საქართველოსთან 2008 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კიდევ ერთხელ დარღვევას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკან უნდა დაეხიათ საომარი ქმედებების პოზიციებიდან, რეგიონული ექსპერტებისა და ამერიკელი კონგრესმენების გაკვირვება არ გამოუწვევია. მაგრამ ამ ძალადობის შემხედვარე ვაშინგტონის დუმილმა გაკვირვება ნამდვილად გამოიწვია", - წერს სტატიის ავტორი.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, აშშ-ს, რომელიც დასავლეთში საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია, მომხდარზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. მისივე თქმით, ევროკავშირმა საჯაროდ გამოთქვა პროტესტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ღობეებისა და სხვა ფიზიკური დაბრკოლებების აღმართვის გამო.

ჯონ ჰადსონი ასევე წერს, რომ რუსი ჯარისკაცების მიერ ღობეების აღმართვას გამოეხმაურა ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიაში ჯეიმს აპატურაი, რომელმაც განაცხადა, რომ "მომხდარი არღვევს შეთანხმებას და ართულებს პოლიტიკურ წინასვლას".

როგორც სტატიის ავტორი წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უარი თქვა Foreign Policy-ის თხოვნაზე კომენტარი გაეკეთებინა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. თუმცა, მისივე თქმით, მომხდარს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდნ ნორლანდი, რომელმაც განაცხადა, რომ ინტერვენცია საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა იყო.

"აშშ-ის მდუმარე რეაქცია უჩვეულოა. თუმცა, ეს გამოწვეული იყო სირიის საკითხზე აშშ-ის რუსეთთან ჩართულობით", - ციტირებს სტატიის ავტორი "ჰერითიჯის" ფონდის მკვლევარის რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში, არიელ კოენის კომენტარს.

"აშშ-ის სიმშვიდე აღელვებს ზოგიერთ ქართველ მაღალჩინოსანს, რომლებიც შიშობენ, რომ მათი პრობლემები განზე დგება, რადგან აშშ-სა და რუსეთის ხელისუფლება სირიის ქიმიური იარაღისგან გათავისუფლების შეთანხმებაზე მუშაობას ცდილობენ", - წერს ჯონ ჰადსონი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ქართული მხარე, რუს სამხედროებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მავთულხლართების 500 მეტრით გადმოწევასა და ანექსიაში, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობაში ადანაშაულებს. რუსები კი აცხადებენ, რომ მათი ჯარისკაცები დიცში, ე.წ. საზღვართან მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობენ სამხრეთ ოსეთში, რომელიც დღემდე ცდილობს საქართველოსთან 2008 წელს ხუთდღიანი კონფლიქტის შემდეგ ფეხზე დადგეს.

"ტერიტორიული მთლიანობა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელიც შეუწყნარებელია იმ ქვეყნების მიმართ, ვინც ცალმხრივად იჭრება და აღრვევს სხვების საზღვარს. მეტიც, თუ ევროპული ქვეყნები აპროტესტებენ, მაშინ ვაშინგტონმაც უნდა აუწყოს ხმა მათ", - ციტირებს სტატიის ავტორი არიელ კოენის კომენტარს.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს ზეწოლის გაძლიერებას შუააღმოსავლეთსა და ყოფილ საბჭოელ მეზობლებზე, რასაც უკვე ამჩნევს ზოგიერთი კონგრესმენი.

"მოვუწოდებ სახელმწიფო დეპარტამენტს, მკაცრად გამოეხმაუროს რუსეთის ამასწინანდელ მცდელობას ხელი შეუშალოს უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და სხვა ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გამყარებას ევროპასთან. რუსეთის დაშინებისა და ზეწოლის კამპანია უხეშად არღვევს ამ ქვეყნების ფუნდამენტურ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება დაამყაროს პარტნიორობა ვისთანაც სურს, საკუთარი ქვეყნის ინტერესებისა და ფასეულობების შენარჩუნებით", - ციტირებს სტატიის ავტორი ამერიკელი კონგრესმენის ელიოტ ენგელის კომენტარს.

"განვითარებული მოვლენები ბადებს შეკითხვას, შეძლებს თუ არა აშშ წარმატებით გადაანაწილოს დიპლომატიური საკითხები რუსეთთან, რადგან იმისათვის, რომ აშშ-მა ზეწოლა მოახდინოს ასადზე და აიძულოს უარი თქვას ქიმიურ იარაღზე, ვაშინგტონი რუსეთზეა დამოკიდებული", - წერს ჯონ ჰადსონი.

მომზადებულია foreignpolicy.com-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა