უხვი ნალექის შედეგად თელავისა და ახმეტის რაიონის სოფლები დაიტბორა

უხვი ნალექის შედეგად თელავისა და ახმეტის რაიონის სოფლები დაიტბორა

კახეთში უხვი ნალექის შედეგად თელავისა და ახმეტის რაიონის სოფლები დაიტბორა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, მდინარე ლოპოტას ადიდების შედეგად ნაფარეულში წყალი საცხოვრებელ სახლებში შევარდა.

დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და დაწყებულია ზარალის შესწავლა.

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა და ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარე ალაზანი. დატბორილია სოფელი ალავერდი, დახოცილია შინაური ფრინველი და ცხოველები.

ალაზნის ადიდების შედეგად დატბორილია ალავერდის სამონასტრო კომპლექსი. კახეთში ამ დროისთვისაც ძლიერი წვიმაა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია