მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი - ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რა გააკეთა ამ ქვეყნისთვის
პატრიარქი - ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რა გააკეთა ამ ქვეყნისთვის

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის გან­ცხა­დე­ბით, ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ღვთის წი­ნა­შე ძა­ლი­ან დი­დია. ამის შე­სა­ხებ უწ­მინ­დეს­მა ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საღ­მრთო ლი­ტურ­გი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

უწ­მინ­დეს­მა ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბილ მრევლს ტრა­დი­ცი­უ­ლი ქა­და­გე­ბით მი­მარ­თა და ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა. პატ­რი­არ­ქმა ქა­და­გე­ბის და­სა­წყის­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ძნე­ლია იმის თქმა, თუ რით და­იმ­სა­ხუ­რა სა­ქარ­თვე­ლომ ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რი ყო­ფი­ლი­ყო.

"ძნე­ლია ამის ახ­სნა, მაგ­რამ ღმერ­თი ხე­დავს გულ­სა კა­ცი­სა­სა. ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სი გულ­წრფე­ლო­ბით და ამი­ტომ ღმერ­თმა და­ა­ჯილ­დო­ვა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამ დიდი წყა­ლო­ბით", - აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბის, ღვთის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­სა­ხე­ბაც იქა­და­გა. უწ­მინ­დე­სის თქმით, ჩვენ ძა­ლი­ან ხში­რად ვსა­უბ­რობთ ჩვენს უფ­ლე­ბებ­ზე. ძა­ლი­ან ხში­რად ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ ჩვენ გვაკ­ლია ესა თუ ის საჭ­მე­ლი, ან ჩა­საც­მე­ლი.

"აბა შე­ხე­დეთ ჩვენს წი­ნაპ­რებს, რო­გო­რი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დათ და რო­გო­რი მად­ლი­ა­ნი ხალ­ხი იყ­ვნენ. რო­გორ უვ­ლიდ­ნენ ოჯა­ხებს. დღეს ადა­მი­ა­ნი გახ­და მომ­ხმა­რე­ბე­ლი, მომ­თხოვ­ნი და უნდა იფიქ­როს იმა­ზე, რა გა­ა­კე­თა ამ ქვეყ­ნის­თვის, ან ოჯა­ხის­თვის. არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი იყოს საქ­მის გა­რე­შე", - ბრძა­ნა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

უწ­მინ­დე­სის თქმით, რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ ჩვენს უფ­ლე­ბებ­ზე, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­ფიქ­როთ ჩვენს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზეც. ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ღვთის წი­ნა­შე ძა­ლი­ან დი­დია.

"ამი­ტომ მე მინ­და გირ­ჩი­ოთ და მოგ­ცეთ ლოც­ვა-კურ­თხე­ვა, როცა და­ი­ნა­ხავთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ჭირ­ვე­ბას, და­ეხ­მა­რეთ მათ", - გა­ნა­ცხა­და უწ­მინ­დეს­მა.

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა მრევ­ლი ქა­და­გე­ბის ბო­ლოს კი­დევ ერთხელ და­ლო­ცა და მათ უსურ­ვა - ღმერ­თმა მის­ცეს გო­ნე­ბა და გული გო­ნი­ე­რი, ხედ­ვა, რათა და­ი­ნა­ხონ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ჭირ­ვე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

პატრიარქი - ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რა გააკეთა ამ ქვეყნისთვის

პატრიარქი - ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რა გააკეთა ამ ქვეყნისთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, ყოველი ადამიანის პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე ძალიან დიდია. ამის შესახებ უწმინდესმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა. პატრიარქმა ქადაგების დასაწყისში აღნიშნა, რომ ძნელია იმის თქმა, თუ რით დაიმსახურა საქართველომ ღვთისმშობლის წილხვედრი ყოფილიყო.

"ძნელია ამის ახსნა, მაგრამ ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა. ქართველი ადამიანი გამოირჩევა თავისი გულწრფელობით და ამიტომ ღმერთმა დააჯილდოვა ქართველი ხალხი ამ დიდი წყალობით", - აღნიშნა უწმინდესმა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ადამიანის უფლება-მოვალეობის, ღვთის წინაშე პასუხისმგებლობის შესახებაც იქადაგა. უწმინდესის თქმით, ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ჩვენს უფლებებზე. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვაკლია ესა თუ ის საჭმელი, ან ჩასაცმელი.

"აბა შეხედეთ ჩვენს წინაპრებს, როგორი ცხოვრება ჰქონდათ და როგორი მადლიანი ხალხი იყვნენ. როგორ უვლიდნენ ოჯახებს. დღეს ადამიანი გახდა მომხმარებელი, მომთხოვნი და უნდა იფიქროს იმაზე, რა გააკეთა ამ ქვეყნისთვის, ან ოჯახისთვის. არ შეიძლება ადამიანი იყოს საქმის გარეშე", - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს უფლებებზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ჩვენს პასუხისმგებლობაზეც. ყოველი ადამიანის პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე ძალიან დიდია.

"ამიტომ მე მინდა გირჩიოთ და მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, როცა დაინახავთ სხვა ადამიანების გაჭირვებას, დაეხმარეთ მათ", - განაცხადა უწმინდესმა.

კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლი ქადაგების ბოლოს კიდევ ერთხელ დალოცა და მათ უსურვა - ღმერთმა მისცეს გონება და გული გონიერი, ხედვა, რათა დაინახონ სხვა ადამიანების გაჭირვება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია