პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამაზ იოსელიანი - "გურამ ოდიშარია უნიათო და არარაობაა"
რამაზ იოსელიანი - "გურამ ოდიშარია უნიათო და არარაობაა"

"სა­ოც­ნე­ბო კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრო, გა­მო­დი ბუჩ­ქე­ბი­დან და და­ე­ლა­პა­რა­კე ხალ­ხს... მა­ინც გი­პო­ვით!.. და მერე დაგ­ვა­ბე­ზღე მა­მა­მარ­ჩე­ნალ­თან... "- ამ სი­ტყვებს სა­კუ­თა­რი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი – რა­მაზ იო­სე­ლი­ა­ნი წერს. თუ რამ გა­აბ­რა­ზა ასე, ამა­ზე თა­ვად მსა­ხი­ო­ბი გვე­სა­უბ­რა...

- მსურ­და გო­რის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, რად­გან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმოღ­ვა­წე­ობ­დი აღ­ნიშ­ნულ თე­ატ­რში და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თე­ატ­რი­დან გა­მო­მიშ­ვეს. არა­და, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი სწო­რედ ამ თე­ატრს შევ­წი­რე... მრჩე­ველ­თა საბ­ჭომ ყოვ­ლად უსა­მარ­თლოდ გა­და­წყვი­ტა, რომ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი... ამ მრჩე­ველ­თა საბ­ჭო­ში თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­რექ­ტო­რი, ვასო კიკ­ნა­ძე გახ­ლდათ ყვე­ლაფ­რის გა­დამ­წყვე­ტი. რაც ვასო კიკ­ნა­ძეს თე­ატ­რა­ლურ უნი­ვე­სი­ტეტ­ში ცოდ­ვე­ბი აქვს ჩა­დე­ნი­ლი, ღმერ­თმა შე­უნ­დოს... რო­დე­საც მას ვკი­თხე, თუ რა­ტომ არ მომ­ცა ხმა, მი­პა­სუ­ხა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იმის გამო, რომ რე­ჟი­სო­რი არ ხარო. შე კაცო, მარ­თა­ლია დიპ­ლო­მით არ ვარ რე­ჟი­სო­რი, მაგ­რამ გო­რის თე­ატ­რში დად­გმუ­ლი მაქვს 18-მდე სპექ­ტაკ­ლი, სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში სპექ­ტაკ­ლე­ბი, სა­ბავ­შვო ფილ­მე­ბი, ერთი ვი­დე­ო­ფილ­მი... ეს არ არის საკ­მა­რი­სი და დიპ­ლო­მი წყვეტს ყვე­ლა­ფერს?! არ ვედ­რე­ბი, მაგ­რამ ჩარ­ლი ჩაპ­ლინს არ ჰქონ­და დიპ­ლო­მი და ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნი იყო. რაც ყვე­ლა­ზე უა­რე­სია, სხვა თე­ატ­რებ­ში და­ნიშ­ნეს სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბად მსა­ხი­ო­ბე­ბი და მხო­ლოდ მე გა­მო­მარ­ჩი­ეს.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" თქვენ რა მი­ზე­ზით გა­მო­გიშ­ვათ თე­ატ­რი­დან?

- იმი­ტომ, რომ მე ვარ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი და მიშა ქა­რე­ლის შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვი... მერე მო­ვი­და გუ­რამ ოდი­შა­რია კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რში, გა­ნა­ცხა­და, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა უნდა აღ­ვად­გი­ნო­თო და ეს არის!? ორი თვეა, ვრე­კავ დ ვერ ვხვდე­ბი გუ­რამ ოდი­შა­რი­ას. ორი თვეა რე­კავს გო­რის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბის დასი, ეხ­ვე­წე­ბა და მათ ემა­ლე­ბა ვაჟ­ბა­ტო­ნი ოდი­შა­რია. ის ადა­მი­ა­ნი, ვინც სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ნიშ­ნეს, ჩემი მიყ­ვა­ნი­ლია თე­ატ­რში. ობოლს რომ ჰკი­თხეს ცუდს ვის გა­უ­კე­თე­ბო და ვინც გამ­ზარ­დაო, ხომ გა­გი­გი­ათ? თან ეგ ტიპი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მხა­რეს იყო და პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე კა­რუ­სე­ლე­ბი და­ატ­რი­ა­ლა თე­ატ­რში. ეს უკვე დიდი შე­უ­რა­ცყო­ფაა. გო­რის თე­ატ­რში რომ ვი­ყა­ვი, თე­ატ­რის­თვის რომ ზედ­მე­ტი ხარ­ჯე­ბი ამე­შო­რე­ბი­ნა, იქვე სო­ფელ­ში ბინა ვი­ყი­დე და დღემ­დე სო­ფელ­ში ვცხოვ­რობ. გო­რის ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ორი ათას­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა წე­რი­ლი და­წე­რა ჩემს მო­თხოვ­ნა­ზე და ამა­საც არაფ­რად აგ­დე­ბენ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რამაზ იოსელიანი - "გურამ ოდიშარია უნიათო და არარაობაა"

რამაზ იოსელიანი - "გურამ ოდიშარია უნიათო და არარაობაა"

"საოცნებო კულტურის მინისტრო, გამოდი ბუჩქებიდან და დაელაპარაკე ხალხს... მაინც გიპოვით!.. და მერე დაგვაბეზღე მამამარჩენალთან... "- ამ სიტყვებს საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე ცნობილი მსახიობი – რამაზ იოსელიანი წერს. თუ რამ გააბრაზა ასე, ამაზე თავად მსახიობი გვესაუბრა...

- მსურდა გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობა, რადგან წლების განმავლობაში ვმოღვაწეობდი აღნიშნულ თეატრში და მოგეხსენებათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა თეატრიდან გამომიშვეს. არადა, წლების განმავლობაში ყველაფერი სწორედ ამ თეატრს შევწირე... მრჩეველთა საბჭომ ყოვლად უსამართლოდ გადაწყვიტა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე არ ვყოფილიყავი... ამ მრჩეველთა საბჭოში თეატრალური უნივერსიტეტის პრორექტორი, ვასო კიკნაძე გახლდათ ყველაფრის გადამწყვეტი. რაც ვასო კიკნაძეს თეატრალურ უნივესიტეტში ცოდვები აქვს ჩადენილი, ღმერთმა შეუნდოს... როდესაც მას ვკითხე, თუ რატომ არ მომცა ხმა, მიპასუხა, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ რეჟისორი არ ხარო. შე კაცო, მართალია დიპლომით არ ვარ რეჟისორი, მაგრამ გორის თეატრში დადგმული მაქვს 18-მდე სპექტაკლი, სხვადასხვა ქალაქებში სპექტაკლები, საბავშვო ფილმები, ერთი ვიდეოფილმი... ეს არ არის საკმარისი და დიპლომი წყვეტს ყველაფერს?! არ ვედრები, მაგრამ ჩარლი ჩაპლინს არ ჰქონდა დიპლომი და ჩარლი ჩაპლინი იყო. რაც ყველაზე უარესია, სხვა თეატრებში დანიშნეს სამხატვრო ხელმძღვანელებად მსახიობები და მხოლოდ მე გამომარჩიეს.

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" თქვენ რა მიზეზით გამოგიშვათ თეატრიდან?

- იმიტომ, რომ მე ვარ ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი და მიშა ქარელის შორეული ნათესავი... მერე მოვიდა გურამ ოდიშარია კინომსახიობთა თეატრში, განაცხადა, სამართლიანობა უნდა აღვადგინოთო და ეს არის!? ორი თვეა, ვრეკავ დ ვერ ვხვდები გურამ ოდიშარიას. ორი თვეა რეკავს გორის თეატრის მსახიობების დასი, ეხვეწება და მათ ემალება ვაჟბატონი ოდიშარია. ის ადამიანი, ვინც სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს, ჩემი მიყვანილია თეატრში. ობოლს რომ ჰკითხეს ცუდს ვის გაუკეთებო და ვინც გამზარდაო, ხომ გაგიგიათ? თან ეგ ტიპი ნაციონალების მხარეს იყო და პირველი ოქტომბრის არჩევნებზე კარუსელები დაატრიალა თეატრში. ეს უკვე დიდი შეურაცყოფაა. გორის თეატრში რომ ვიყავი, თეატრისთვის რომ ზედმეტი ხარჯები ამეშორებინა, იქვე სოფელში ბინა ვიყიდე და დღემდე სოფელში ვცხოვრობ. გორის ინტელიგენციის ორი ათასმა წარმომადგენელმა წერილი დაწერა ჩემს მოთხოვნაზე და ამასაც არაფრად აგდებენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია