საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეთიუ ბრაიზა - აშშ საქართველოს ზოგჯერ უხეშადაც კი ეუბნებოდა, რომ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება აზრადაც კი არ უნდა გაივლოს
მეთიუ ბრაიზა - აშშ საქართველოს ზოგჯერ უხეშადაც კი ეუბნებოდა, რომ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება აზრადაც კი არ უნდა გაივლოს

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი უწყვე­ტად, გარ­კვე­ვით და მკაც­რად ეუბ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს, რომ თბი­ლის­მა აზ­რა­დაც კი არ უნდა გა­ივ­ლოს რუ­სეთ­თან სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლის ყო­ფილ­მა თა­ნა­შემ­წემ

მე­თიუ ბრა­ი­ზამ "ამე­რი­კის ხმის" ვა­შინგტო­ნის ბი­უ­როს მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რად "იმე­დის­თვის" ჩა­წე­რილ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. ბრა­ი­ზამ აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გა­იხ­სე­ნა და შე­ა­ფა­სა.

"მახ­სოვს, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი უწყვე­ტად, გარ­კვე­ვით და მკაც­რად ეუბ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს, რომ თბი­ლის­მა აზ­რა­დაც კი არ უნდა გა­ივ­ლოს რუ­სეთ­თან სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა. ეს გზავ­ნი­ლი იყო მკაც­რი და ზოგ­ჯერ უხე­შიც კი. ჩვენ ვე­უბ­ნე­ბო­დით, რომ თუ წა­მო­ი­წყეთ სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა, წა­ა­გებთ. სა­ქარ­თვე­ლოს მო­გე­ბის არა­ნა­ი­რი შან­სი არ აქვს. მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­დე­ბა ის და­ნა­ყო­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ აღვჭურ­ვეთ და გავ­წვრთე­ნით, გაქ­რე­ბა ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის უმ­ცი­რე­სი შან­სიც კი და ჩვენ ვერ და­გეხ­მა­რე­ბით. თვე­ე­ბის, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაგ­ზავ­ნი­დით ამ მე­სი­ჯებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ასე­ვე ვე­სა­უბ­რე­ბო­დით რუ­სებ­საც და ვე­უბ­ნე­ბო­დით, რომ რაც უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი იქ­ნე­ბო­და მათი მხრი­დან ზე­წო­ლა თბი­ლის­ზე, მით უფრო ნაკ­ლე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბო­და ამე­რი­კას სა­ქარ­თვე­ლო თა­ვის შე­კა­ვე­ბა­ზე და­ე­ყო­ლი­ე­ბი­ნა",-აცხა­დებს ბრა­ი­ზა და მი­იჩ­ნევს, რომ ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა ქარ­თულ­მა მხა­რემ მა­შინ და­უშ­ვა, რო­დე­საც რუ­სებ­მა და ოსებ­მა ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბის და­ბომბვა და­ი­წყეს და სა­ქარ­თვე­ლომ ცე­ცხლი და­უბ­რუ­ნა.

"2008 წლის ივ­ლი­სი იყო, როცა ჩემ­მა რუს­მა კო­ლე­გამ მი­თხრა, რომ მომ­დევ­ნო თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მთავ­რო­ბა­ში არა­ვის ეცა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სამ­შვი­დო­ბო გეგ­მის გან­სა­ხილ­ვე­ლად. აი მა­შინ, უკვე ვი­ცო­დი, რომ არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ უნ­დო­დათ იმი­ტომ, რომ ომის და­წყე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­დათ. სა­ქარ­თვე­ლოს არაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლო ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

7 აგ­ვის­ტოს, როცა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უკვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო იმა­ში, რომ რუ­სეთს ჯარი შე­მოჰ­ყავ­და რო­კის გვი­რა­ბი­დან, ქარ­თულ­მა შე­ნა­ერ­თებ­მა უკან არ და­ი­ხი­ეს, რო­გორც ამას ჩვენ ვე­უბ­ნე­ბო­დით. ამ შემ­თხვე­ვა­ში მთელს მსოფ­ლი­ოს ეცო­დი­ნე­ბო­და, რომ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს და­ეს­ხა თავს. დიდი შეც­დო­მა კი ის იყო, რომ მას შემ­დეგ, რაც რუ­სებ­მა და ოსებ­მა ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბის და­ბომბვა და­ი­წყეს, სა­ქარ­თვე­ლომ ცე­ცხლი და­უბ­რუ­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს რომ არ და­ე­წყო იე­რი­ში და და­ე­ხია უკან, ქვე­ყა­ნა ომის შემ­დგომ პო­ლი­ტი­კურ ომს მო­ი­გებ­და. ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა კი ის იყო, რომ სრუ­ლი­ად არას­წო­რად იყო გა­გე­ბუ­ლი ჩვე­ნი გან­ზრახ­ვე­ბი. ჩვენ სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბად ვე­უბ­ნე­ბო­დით, რომ თქვენ არ ხართ ნა­ტო­ში, თუ სრო­ლა­ზე მიდ­გა საქ­მე, ვერ და­გეხ­მა­რე­ბით",-გა­ნა­ცხა­და ბრა­ი­ზამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მეთიუ ბრაიზა - აშშ საქართველოს ზოგჯერ უხეშადაც კი ეუბნებოდა, რომ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება აზრადაც კი არ უნდა გაივლოს

მეთიუ ბრაიზა - აშშ საქართველოს ზოგჯერ უხეშადაც კი ეუბნებოდა, რომ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება აზრადაც კი არ უნდა გაივლოს

შეერთებული შტატები უწყვეტად, გარკვევით და მკაცრად ეუბნებოდა საქართველოს, რომ თბილისმა აზრადაც კი არ უნდა გაივლოს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ

მეთიუ ბრაიზამ "ამერიკის ხმის" ვაშინგტონის ბიუროს მიერ სპეციალურად "იმედისთვის" ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ბრაიზამ აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები გაიხსენა და შეაფასა.

"მახსოვს, რომ შეერთებული შტატები უწყვეტად, გარკვევით და მკაცრად ეუბნებოდა საქართველოს, რომ თბილისმა აზრადაც კი არ უნდა გაივლოს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება. ეს გზავნილი იყო მკაცრი და ზოგჯერ უხეშიც კი. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ თუ წამოიწყეთ სამხედრო დაპირისპირება, წააგებთ. საქართველოს მოგების არანაირი შანსი არ აქვს. მთლიანად განადგურდება ის დანაყოფები, რომლებიც ჩვენ აღვჭურვეთ და გავწვრთენით, გაქრება ნატოში გაწევრიანების უმცირესი შანსიც კი და ჩვენ ვერ დაგეხმარებით. თვეების, წლების განმავლობაში ვაგზავნიდით ამ მესიჯებს საქართველოში. ასევე ვესაუბრებოდით რუსებსაც და ვეუბნებოდით, რომ რაც უფრო ინტენსიური იქნებოდა მათი მხრიდან ზეწოლა თბილისზე, მით უფრო ნაკლები საშუალება ექნებოდა ამერიკას საქართველო თავის შეკავებაზე დაეყოლიებინა",-აცხადებს ბრაიზა და მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი შეცდომა ქართულმა მხარემ მაშინ დაუშვა, როდესაც რუსებმა და ოსებმა ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყეს და საქართველომ ცეცხლი დაუბრუნა.

"2008 წლის ივლისი იყო, როცა ჩემმა რუსმა კოლეგამ მითხრა, რომ მომდევნო თვენახევრის განმავლობაში მთავრობაში არავის ეცალა საქართველოსთან დაკავშირებული სამშვიდობო გეგმის განსახილველად. აი მაშინ, უკვე ვიცოდი, რომ არაფრის გაკეთება არ უნდოდათ იმიტომ, რომ ომის დაწყება გადაწყვეტილი ჰქონდათ. საქართველოს არაფრის გაკეთება შეეძლო ამის თავიდან ასაცილებლად.

7 აგვისტოს, როცა საქართველოს მთავრობა უკვე დარწმუნებული იყო იმაში, რომ რუსეთს ჯარი შემოჰყავდა როკის გვირაბიდან, ქართულმა შენაერთებმა უკან არ დაიხიეს, როგორც ამას ჩვენ ვეუბნებოდით. ამ შემთხვევაში მთელს მსოფლიოს ეცოდინებოდა, რომ რუსეთი საქართველოს დაესხა თავს. დიდი შეცდომა კი ის იყო, რომ მას შემდეგ, რაც რუსებმა და ოსებმა ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყეს, საქართველომ ცეცხლი დაუბრუნა. საქართველოს რომ არ დაეწყო იერიში და დაეხია უკან, ქვეყანა ომის შემდგომ პოლიტიკურ ომს მოიგებდა. ყველაზე დიდი შეცდომა კი ის იყო, რომ სრულიად არასწორად იყო გაგებული ჩვენი განზრახვები. ჩვენ სრულიად გასაგებად ვეუბნებოდით, რომ თქვენ არ ხართ ნატოში, თუ სროლაზე მიდგა საქმე, ვერ დაგეხმარებით",-განაცხადა ბრაიზამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა