სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში უცხ­ო­ე­ლებს ბევ­რად მე­ტი აქვთ ნა­ნა­ხი, ვიდ­რე ქარ­თვე­ლებს"

ბო­ლო დროს თით­ქოს პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ლაშ­ქრო­ბე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ ად­გი­ლებ­სა თუ ბუ­ნე­ბის წი­აღ­ში. თუმ­ცა ერ­თ-ერ­თი მო­ლაშ­ქრე, ლა­შა ბა­რა­თე­ლი წუხს, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბის მსურ­ვე­ლი ბევ­რი არ არის...

ლა­შა ბა­რა­თე­ლი: - წე­ლი­წად­ზე მე­ტი­ა, რაც ახა­ლი ფო­რუ­მი, ცამ­პ.გე შე­იქ­მნა და ლაშ­ქრო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ხა­რის­ხიც დღი­თი დღე იზ­რდე­ბა. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ უცხ­ო­ელ­მა ტუ­რის­ტებ­მა გა­ცი­ლე­ბით მე­ტი იცი­ან სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის შე­სა­ხებ და ბევ­რად მე­ტი აქვთ ნა­ნა­ხი, ვიდ­რე თა­ვად ქარ­თვე­ლებს, უმე­ტე­სო­ბა ისე იზ­რდე­ბა და ბერ­დე­ბა, არც კი გა­უ­გი­ა, მა­გა­ლი­თად, აბუ­დე­ლა­უ­რის ტბე­ბი, თავ­კავ­თა, ფი­ტა­რე­თი, ბირ­თვი­სი და ა.შ... ინ­ტერ­ნეტ­ში ასეთ თე­მა­საც კი წა­აწყ­დე­ბით: "100 ად­გი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უნ­და ნა­ხო, სა­ნამ ცოცხ­ა­ლი ხარ". პი­რა­დად მე ძა­ლი­ან მომ­წონს თუ­შე­თის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბუ­ნე­ბა, ტო­ბა­ვარ­ჩხი­ლი... მა­ღალ­მთი­ა­ნი აჭა­რა... ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლე­ბი გვაქვს და რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის სუ­რა­თი რომ ანა­ხო, ბევ­რი ვერც კი მიხ­ვდე­ბა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ეს შე­იძ­ლე­ბა უგ­ზო­ო­ბი­თაც იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ არ­სე­ბობს გზე­ბი, სა­დაც გა­ცი­ლე­ბით ია­ფად და იო­ლად ივ­ლი­და ტრან­სპორ­ტი. უგ­ზო­ო­ბა მარ­თლაც ცუ­დად აი­სა­ხე­ბა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ვყო­ფილ­ვართ ტა­ო-­კლარ­ჯეთ­სა და კა­პა­დო­კი­ა­შიც, იქ ნე­ბის­მიერ გო­რაკ­ზე, სა­დაც თუნ­დაც პა­ტა­რა ქოხ­მა­ხი დგას, ძა­ლი­ან კარ­გად და­გე­ბუ­ლი გზა აგიყ­ვანთ. გუ­ლი გვწყდე­ბა, რომ ჩვენ­თან ასე არ არის.

- უცხ­ო­ე­ლებ­ზე რას იტყ­ვით, რო­გორ იქ­ცე­ვი­ან ტუ­რე­ბის დროს?

- უცხ­ო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი სა­ლაშ­ქრო ფორ­მე­ბით, ზურ­გჩან­თე­ბით, კარ­ვე­ბით და პა­რა­ლო­ნე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი და­დი­ან. ერ­თა­დაც გვი­ლაშ­ქრი­ა. ხში­რად ავ­ტოს­ტოპს იყე­ნე­ბენ, უმე­ტე­სო­ბა კარ­გი ხალ­ხია და წე­სებს იცავს. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნე­ბას უდი­ე­რად მოპყ­რო­ბი­ან, მა­გა­ლი­თად, ნა­გა­ვი და­უყ­რი­ათ და ამის გა­მო ჩვენ­გან შე­ნიშ­ვნაც მი­უ­ღი­ათ... ეკო­გას­ვლებ­საც ხში­რად ვაწყ­ობთ, ბავ­შვე­ბი სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით მო­დი­ან ბუ­ნე­ბა­ში იმის­თვის, რომ ვი­ღა­ცის დაყ­რი­ლი ნა­გა­ვი წა­მო­ი­ღონ, ან რაც იწ­ვე­ბა, იქ­ვე დაწ­ვან.

- ბუ­ნე­ბა­ში რა­ი­მე ხი­ფათს ხომ არ გა­დაწყ­დო­მი­ხართ?

- რო­ცა ადა­მი­ა­ნე­ბის დი­დი ჯგუ­ფი ერ­თად ლაშ­ქრობს, ცხო­ვე­ლე­ბი ფრთხი­ლო­ბენ და თა­ვად ეში­ნი­ათ. ერ­თხელ მო­ლაშ­ქრე­ე­ბის მცი­რე ჯგუ­ფი დიდ­გორ­ში ვი­ყა­ვით წა­სუ­ლი და გო­გო­ნე­ბი ტუ­რე­ბის კი­ვილ­მა ისე და­აფ­რთხო, მთე­ლი ღა­მე ვერ და­ი­ძი­ნეს. სე­რი­ო­ზუ­ლ ხი­ფათს კი არა­სო­დეს გა­დავ­ყრი­ვართ.

ეკა აბა­ში­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"საქართველოში უცხ­ო­ე­ლებს ბევ­რად მე­ტი აქვთ ნა­ნა­ხი, ვიდ­რე ქარ­თვე­ლებს"

"საქართველოში უცხ­ო­ე­ლებს ბევ­რად მე­ტი აქვთ ნა­ნა­ხი, ვიდ­რე ქარ­თვე­ლებს"

ბო­ლო დროს თით­ქოს პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ლაშ­ქრო­ბე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ღირსშე­სა­ნიშ­ნავ ად­გი­ლებ­სა თუ ბუ­ნე­ბის წი­აღ­ში. თუმ­ცა ერ­თ-ერ­თი მო­ლაშ­ქრე, ლა­შა ბა­რა­თე­ლი წუხს, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბის მსურ­ვე­ლი ბევ­რი არ არის...

ლა­შა ბა­რა­თე­ლი: - წე­ლი­წად­ზე მე­ტი­ა, რაც ახა­ლი ფო­რუ­მი, ცამ­პ.გე შე­იქ­მნა და ლაშ­ქრო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ხა­რის­ხიც დღი­თი დღე იზ­რდე­ბა. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ უცხ­ო­ელ­მა ტუ­რის­ტებ­მა გა­ცი­ლე­ბით მე­ტი იცი­ან სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის შე­სა­ხებ და ბევ­რად მე­ტი აქვთ ნა­ნა­ხი, ვიდ­რე თა­ვად ქარ­თვე­ლებს, უმე­ტე­სო­ბა ისე იზ­რდე­ბა და ბერ­დე­ბა, არც კი გა­უ­გი­ა, მა­გა­ლი­თად, აბუ­დე­ლა­უ­რის ტბე­ბი, თავ­კავ­თა, ფი­ტა­რე­თი, ბირ­თვი­სი და ა.შ... ინ­ტერ­ნეტ­ში ასეთ თე­მა­საც კი წა­აწყ­დე­ბით: "100 ად­გი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უნ­და ნა­ხო, სა­ნამ ცოცხ­ა­ლი ხარ". პი­რა­დად მე ძა­ლი­ან მომ­წონს თუ­შე­თის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბუ­ნე­ბა, ტო­ბა­ვარ­ჩხი­ლი... მა­ღალ­მთი­ა­ნი აჭა­რა... ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლე­ბი გვაქვს და რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის სუ­რა­თი რომ ანა­ხო, ბევ­რი ვერც კი მიხ­ვდე­ბა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ეს შე­იძ­ლე­ბა უგ­ზო­ო­ბი­თაც იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ არ­სე­ბობს გზე­ბი, სა­დაც გა­ცი­ლე­ბით ია­ფად და იო­ლად ივ­ლი­და ტრან­სპორ­ტი. უგ­ზო­ო­ბა მარ­თლაც ცუ­დად აი­სა­ხე­ბა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ვყო­ფილ­ვართ ტა­ო-­კლარ­ჯეთ­სა და კა­პა­დო­კი­ა­შიც, იქ ნე­ბის­მიერ გო­რაკ­ზე, სა­დაც თუნ­დაც პა­ტა­რა ქოხ­მა­ხი დგას, ძა­ლი­ან კარ­გად და­გე­ბუ­ლი გზა აგიყ­ვანთ. გუ­ლი გვწყდე­ბა, რომ ჩვენ­თან ასე არ არის.

- უცხ­ო­ე­ლებ­ზე რას იტყ­ვით, რო­გორ იქ­ცე­ვი­ან ტუ­რე­ბის დროს?

- უცხ­ო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი სა­ლაშ­ქრო ფორ­მე­ბით, ზურ­გჩან­თე­ბით, კარ­ვე­ბით და პა­რა­ლო­ნე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი და­დი­ან. ერ­თა­დაც გვი­ლაშ­ქრი­ა. ხში­რად ავ­ტოს­ტოპს იყე­ნე­ბენ, უმე­ტე­სო­ბა კარ­გი ხალ­ხია და წე­სებს იცავს. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნე­ბას უდი­ე­რად მოპყ­რო­ბი­ან, მა­გა­ლი­თად, ნა­გა­ვი და­უყ­რი­ათ და ამის გა­მო ჩვენ­გან შე­ნიშ­ვნაც მი­უ­ღი­ათ... ეკო­გას­ვლებ­საც ხში­რად ვაწყ­ობთ, ბავ­შვე­ბი სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით მო­დი­ან ბუ­ნე­ბა­ში იმის­თვის, რომ ვი­ღა­ცის დაყ­რი­ლი ნა­გა­ვი წა­მო­ი­ღონ, ან რაც იწ­ვე­ბა, იქ­ვე დაწ­ვან.

- ბუ­ნე­ბა­ში რა­ი­მე ხი­ფათს ხომ არ გა­დაწყ­დო­მი­ხართ?

- რო­ცა ადა­მი­ა­ნე­ბის დი­დი ჯგუ­ფი ერ­თად ლაშ­ქრობს, ცხო­ვე­ლე­ბი ფრთხი­ლო­ბენ და თა­ვად ეში­ნი­ათ. ერ­თხელ მო­ლაშ­ქრე­ე­ბის მცი­რე ჯგუ­ფი დიდ­გორ­ში ვი­ყა­ვით წა­სუ­ლი და გო­გო­ნე­ბი ტუ­რე­ბის კი­ვილ­მა ისე და­აფ­რთხო, მთე­ლი ღა­მე ვერ და­ი­ძი­ნეს. სე­რი­ო­ზუ­ლ ხი­ფათს კი არა­სო­დეს გა­დავ­ყრი­ვართ.

ეკა აბაშიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია