მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ატანს წყალს შიდა ქართლის მოსახლეობა ატმის უხვ მოსავალს
რატომ ატანს წყალს შიდა ქართლის მოსახლეობა ატმის უხვ მოსავალს

წელს შიდა ქარ­თლში გან­სა­კუთ­რე­ბით უხვი ატ­მის მო­სა­ვა­ლი მო­ვი­და. ამის მი­ზე­ზად მო­სახ­ლე­ო­ბა მთავ­რო­ბის მიერ და­რი­გე­ბულ ვა­უ­ჩე­რებს ასა­ხე­ლებს, რომ­ლი­თაც შეძ­ლეს ბა­ღის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა. მო­წე­უ­ლი ატ­მის რე­ა­ლი­ზე­ბა იმ­დე­ნად ჭირს, რომ ხალ­ხი კრეფს და წყალ­ში ყრის. გო­რის ბა­ზარ­ში ერთი ვედ­რო ატ­მის შე­ძე­ნა 1 ლა­რად შე­გიძ­ლი­ათ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­ზუს­ტებ­ლად გო­რის რა­ი­ონ სო­ფელ ტი­რძნის­ში მცხოვ­რებ ქალ­ბა­ტონ თი­ნა­თინს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც ატ­მის მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა­სა და მისი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რო­გორც ვიცი, ატ­მის მო­სა­ვა­ლი კარ­გი გქონ­დათ. მო­ა­ხერ­ხეთ მისი რე­ა­ლი­ზე­ბა?

- წელს შიდა ქარ­თლში ატ­მის ძა­ლი­ან დიდი მო­სა­ვა­ლი მო­ვი­და. ატა­მი ძნე­ლი მო­საყ­ვა­ნია. ხე­ებს გას­ხვლა, მოვ­ლა, სა­სუ­ქის დაყ­რა, მო­წამ­ვლა სჭირ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნან­სებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, შარ­შან ბევრ ოჯახს არ ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, ნაკ­ვე­თე­ბი შე­ე­წამ­ლა, წელს კი მთავ­რო­ბის მიერ და­რი­გე­ბუ­ლი ვა­უ­ჩე­რე­ბით თით­ქმის ყვე­ლამ ისარ­გებ­ლა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ატ­მის კარ­გი მო­სა­ვა­ლი მო­ვი­და, მაგ­რამ რად გინ­დათ?! რე­ა­ლი­ზა­ცია ისე ჭირს, რომ ხალ­ხი კრეფს და წყალ­ში ყრის. ერთი ვედ­რო ატა­მი შე­გიძ­ლი­ათ გო­რის ან თბი­ლი­სის ბა­ზარ­ში ერთ ლა­რად შე­ი­ძი­ნოთ. ჩემს მე­უღ­ლეს "მარ­შრუტ­კა" ჰყავს. ზა­ფხუ­ლო­ბით სოფ­ლი­დან მო­სახ­ლე­ო­ბა ბა­ზარ­ში ხი­ლის გა­სა­ყი­დად დაჰ­ყავს ხოლ­მე. ხან თბი­ლის­ში, ხა­ნაც გარ­და­ბან­ში მი­დი­ან. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ხილს ვერ ჰყი­დი­ან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ყველ­ში ან მა­ტყლში უც­ლი­ან. წელს სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან გლე­ხე­ბი, აღარც აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ცვლი­ან ატამს ყველ­ზე და არც ყი­დუ­ლო­ბენ. მო­სახ­ლე­ო­ბა ლა­მის მში­ე­რი დარ­ჩა.

- რო­გორც თა­ვად თქვით, მთავ­რო­ბის მიერ და­რი­გე­ბულ­მა ვა­უ­ჩე­რებ­მა უხვი მო­სა­ვა­ლი მო­იყ­ვა­ნა. ატ­მის გა­ტა­ნა ექ­სპორტზე რა­ტომ ვერ ხერ­ხდე­ბა?

- პი­რა­დად მე, 520-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი მერ­გო. მა­ზა­რა­ლეს მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე­ებ­მა, რომ­ლებ­თა­ნაც ნაკ­ვე­თის და­მუ­შა­ვე­ბის­თვის სა­ჭი­რო წამ­ლე­ბი უნდა შე­მე­ძი­ნა. ყვე­ლა­ფე­რი ძვი­რად მომ­ყი­დეს, მაგ­რამ მა­ინც მთავ­რო­ბის მად­ლი­ე­რი ვარ. ისე არ გა­ი­გოთ, რომ ვა­უ­ჩე­რი ყვე­ლას შეხ­ვდა. უამ­რა­ვი დარ­ღვე­ვა იყო. ჩემ­მა მე­ზო­ბელ­მა სა­ერ­თოდ ვერ აიღო, ბევ­რი ირ­ბი­ნა, თუმ­ცა ბო­დი­შით გა­მო­ის­ტუმ­რეს - შეგ­ვე­შა­ლაო. ატ­მის ექ­სპორტზე მკი­თხეთ. შარ­შან მა­გა­ლი­თად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან ატამს საკ­მა­ოდ ძვი­რად ყი­დუ­ლობ­დნენ და ბა­ქო­ში მიჰ­ქონ­დათ. ჩვენც კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ისი­ნიც. ზოგ­მა 10 ათა­სი დო­ლა­რის ატა­მიც კი გა­ყი­და. ახალ­მა მთავ­რო­ბამ კი სა­ბა­ჟო­ზე ძა­ლი­ან დიდი გა­და­სა­ხა­დი და­ა­წე­სა და სა­ქარ­თვე­ლო­დან ატ­მის გა­ტა­ნა აღარ უღირთ. ამი­ტომ აღარ მი­აქვთ. ქარ­თვე­ლებ­საც ვე­ღარ გა­აქვთ ბა­ქო­ში, რად­გან ექ­სპორტზე გა­ტა­ნა ძვი­რი ჯდე­ბა და გლე­ხი მო­გე­ბას ვერ ნა­ხუ­ლობს. გლეხს რა უნდა მთავ­რო­ბის­გან? მხო­ლოდ ბა­ზა­რი, მო­წე­უ­ლი პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცია რომ მო­ახ­დი­ნოს. ჩვენ კი ბა­ზა­რი არ გვაქვს. შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით კი­დევ უფრო ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბაა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ხალ­ხი ატამს კრეფს და ყრის. ჩემ­მა მაზლმაც ატ­მის კარ­გი მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო. აქ რომ ვერ გა­ყი­და, ბა­ქო­ში გა­და­წყვი­ტა წა­ღე­ბა. სა­ზღვარ­ზე ერთი ტო­ნის გან­ბა­ჟე­ბა 400 დო­ლა­რი ღი­რე­ბუ­ლა. ამას საწ­ვა­ვის ფული და სხვა ხარ­ჯე­ბიც და­ე­მა­ტა. თა­ნაც, ად­გი­ლობ­რი­ვი ატა­მიც დამ­წი­ფე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა და ამან კონ­კუ­რენ­ცია ვერ გა­უ­წია. სა­ბო­ლო­ოდ ისე მოხ­და, რომ 2.000 ლარი ვალი და­ე­დო.

- ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­ხნე­ბი არ იბა­რე­ბენ ატამს?

- გორ­ში "კუ­ლას" ქარ­ხა­ნა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და ტო­ნო­ბით ატა­მი რად უნ­დათ?! სხვა არც ქარ­ხა­ნა მუ­შა­ობს და არც არა­ფე­რი. ახლა ხალ­ხმა ვაშ­ლის კრე­ფა და­ი­წყო. ატ­მის მსგავ­სად, ვაშ­ლის მო­სა­ვა­ლიც კარ­გია. ჩემი ვა­რა­უ­დით, ხალ­ხი მა­საც წყალს გა­ა­ტანს. ექ­სპორტზე გა­ტა­ნა იმ­დე­ნი ჯდე­ბა, მო­გე­ბას ვერ ნა­ხუ­ლო­ბენ და სად წა­ი­ღონ? შარ­შან ძირს ნა­ყა­რი, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ვაშ­ლი, ერთი ყუთი 5 ლარი ღირ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ხალ­ხი გა­ფუ­ჭე­ბულ­საც კი ყიდ­და. წელს 5 ლა­რის მა­გივ­რად, 1 ლარი ღირს.

- მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თა­დი შე­მო­სავ­ლის წყა­რო სო­ფელ­ში რა არის? არც სხვა ხილს აქვს ფასი?

- შვი­ლო, რაც მო­სახ­ლე­ო­ბას ბევ­რი ჰქონ­და, იმას ფასი არ აქვს და რა ხილი უნდა გა­ყი­დონ იმ­დე­ნი, რომ მო­გე­ბა ნა­ხონ? მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თად შე­მო­სავ­ლის წყა­როს მე­სა­ქონ­ლე­ო­ბა წარ­მო­ად­გენს. ძრო­ხე­ბი ჰყავთ და ყველს ყი­დი­ან. ახლა აქ, გლე­ხის ოჯახ­ში რომ შეხ­ვი­დეთ, 5 ლა­რიც არა­ვის ექ­ნე­ბა. ყო­ველ­დღე და­დი­ან ბა­ზარ­ში იმ იმე­დით, რომ რა­ი­მეს გა­ყი­დი­ან და "ორ კა­პიკს" იშო­ვი­ან, მაგ­რამ - ამა­ოდ. თა­ვის სარ­ჩე­ნად მო­სავ­ლის ფული არ ჰყოფ­ნით და ბან­კი­დან ვა­ლებს იღე­ბენ. სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ზამ­თარ­ში რაღა ეშ­ვე­ლე­ბა ხალ­ხს, ის "ორი კა­პი­კიც" რომ აღარ ექ­ნე­ბა? ვი­საც ოჯახ­ში პენ­სი­ო­ნე­რი ჰყავს, მდი­დარ ადა­მი­ა­ნად ით­ვლე­ბა. 100 ლარი აქვს ოჯახს შე­მო­სა­ვა­ლი და ეს უკვე სო­ფელ­ში დიდი ფუ­ლია. ჩვენ­თან ერგნე­თის ბაზ­რო­ბა ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო და მო­სახ­ლე­ო­ბა იქ ვაჭ­რობ­და ხოლ­მე, მოყ­ვა­ნილ პრო­დუქ­ცი­ა­საც ასა­ღებ­და და ხალ­ხს არა­ფე­რი უჭირ­და. ახლა უფ­ლის იმე­დად ვართ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რატომ ატანს წყალს შიდა ქართლის მოსახლეობა ატმის უხვ მოსავალს

რატომ ატანს წყალს შიდა ქართლის მოსახლეობა ატმის უხვ მოსავალს

წელს შიდა ქართლში განსაკუთრებით უხვი ატმის მოსავალი მოვიდა. ამის მიზეზად მოსახლეობა მთავრობის მიერ დარიგებულ ვაუჩერებს ასახელებს, რომლითაც შეძლეს ბაღის მოვლის საშუალებების შეძენა. მოწეული ატმის რეალიზება იმდენად ჭირს, რომ ხალხი კრეფს და წყალში ყრის. გორის ბაზარში ერთი ვედრო ატმის შეძენა 1 ლარად შეგიძლიათ.

ინფორმაციის დასაზუსტებლად გორის რაიონ სოფელ ტირძნისში მცხოვრებ ქალბატონ თინათინს დავუკავშირდით, რომელიც ატმის მოსავლიანობასა და მისი რეალიზაციის სავალალო შედეგებზე გვესაუბრება.

- როგორც ვიცი, ატმის მოსავალი კარგი გქონდათ. მოახერხეთ მისი რეალიზება?

- წელს შიდა ქართლში ატმის ძალიან დიდი მოსავალი მოვიდა. ატამი ძნელი მოსაყვანია. ხეებს გასხვლა, მოვლა, სასუქის დაყრა, მოწამვლა სჭირდება. ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, შარშან ბევრ ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, ნაკვეთები შეეწამლა, წელს კი მთავრობის მიერ დარიგებული ვაუჩერებით თითქმის ყველამ ისარგებლა. აქედან გამომდინარე, ატმის კარგი მოსავალი მოვიდა, მაგრამ რად გინდათ?! რეალიზაცია ისე ჭირს, რომ ხალხი კრეფს და წყალში ყრის. ერთი ვედრო ატამი შეგიძლიათ გორის ან თბილისის ბაზარში ერთ ლარად შეიძინოთ. ჩემს მეუღლეს "მარშრუტკა" ჰყავს. ზაფხულობით სოფლიდან მოსახლეობა ბაზარში ხილის გასაყიდად დაჰყავს ხოლმე. ხან თბილისში, ხანაც გარდაბანში მიდიან. იმ შემთხვევაში, თუ ხილს ვერ ჰყიდიან, აზერბაიჯანელები ყველში ან მატყლში უცლიან. წელს სავალალო მდგომარეობაში არიან გლეხები, აღარც აზერბაიჯანელები ცვლიან ატამს ყველზე და არც ყიდულობენ. მოსახლეობა ლამის მშიერი დარჩა.

- როგორც თავად თქვით, მთავრობის მიერ დარიგებულმა ვაუჩერებმა უხვი მოსავალი მოიყვანა. ატმის გატანა ექსპორტზე რატომ ვერ ხერხდება?

- პირადად მე, 520-ლარიანი ვაუჩერი მერგო. მაზარალეს მაღაზიის მეპატრონეებმა, რომლებთანაც ნაკვეთის დამუშავებისთვის საჭირო წამლები უნდა შემეძინა. ყველაფერი ძვირად მომყიდეს, მაგრამ მაინც მთავრობის მადლიერი ვარ. ისე არ გაიგოთ, რომ ვაუჩერი ყველას შეხვდა. უამრავი დარღვევა იყო. ჩემმა მეზობელმა საერთოდ ვერ აიღო, ბევრი ირბინა, თუმცა ბოდიშით გამოისტუმრეს - შეგვეშალაო. ატმის ექსპორტზე მკითხეთ. შარშან მაგალითად, აზერბაიჯანელები ჩამოდიოდნენ, ადგილობრივი მოსახლეობისგან ატამს საკმაოდ ძვირად ყიდულობდნენ და ბაქოში მიჰქონდათ. ჩვენც კმაყოფილები ვიყავით და ისინიც. ზოგმა 10 ათასი დოლარის ატამიც კი გაყიდა. ახალმა მთავრობამ კი საბაჟოზე ძალიან დიდი გადასახადი დააწესა და საქართველოდან ატმის გატანა აღარ უღირთ. ამიტომ აღარ მიაქვთ. ქართველებსაც ვეღარ გააქვთ ბაქოში, რადგან ექსპორტზე გატანა ძვირი ჯდება და გლეხი მოგებას ვერ ნახულობს. გლეხს რა უნდა მთავრობისგან? მხოლოდ ბაზარი, მოწეული პროდუქტის რეალიზაცია რომ მოახდინოს. ჩვენ კი ბაზარი არ გვაქვს. შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობაა. წარმოიდგინეთ, ხალხი ატამს კრეფს და ყრის. ჩემმა მაზლმაც ატმის კარგი მოსავალი მიიღო. აქ რომ ვერ გაყიდა, ბაქოში გადაწყვიტა წაღება. საზღვარზე ერთი ტონის განბაჟება 400 დოლარი ღირებულა. ამას საწვავის ფული და სხვა ხარჯებიც დაემატა. თანაც, ადგილობრივი ატამიც დამწიფებული ყოფილა და ამან კონკურენცია ვერ გაუწია. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ 2.000 ლარი ვალი დაედო.

- ადგილობრივი ქარხნები არ იბარებენ ატამს?

- გორში "კულას" ქარხანა ფუნქციონირებს და ტონობით ატამი რად უნდათ?! სხვა არც ქარხანა მუშაობს და არც არაფერი. ახლა ხალხმა ვაშლის კრეფა დაიწყო. ატმის მსგავსად, ვაშლის მოსავალიც კარგია. ჩემი ვარაუდით, ხალხი მასაც წყალს გაატანს. ექსპორტზე გატანა იმდენი ჯდება, მოგებას ვერ ნახულობენ და სად წაიღონ? შარშან ძირს ნაყარი, გაფუჭებული ვაშლი, ერთი ყუთი 5 ლარი ღირდა. წარმოიდგინეთ, ხალხი გაფუჭებულსაც კი ყიდდა. წელს 5 ლარის მაგივრად, 1 ლარი ღირს.

- მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო სოფელში რა არის? არც სხვა ხილს აქვს ფასი?

- შვილო, რაც მოსახლეობას ბევრი ჰქონდა, იმას ფასი არ აქვს და რა ხილი უნდა გაყიდონ იმდენი, რომ მოგება ნახონ? მოსახლეობის ძირითად შემოსავლის წყაროს მესაქონლეობა წარმოადგენს. ძროხები ჰყავთ და ყველს ყიდიან. ახლა აქ, გლეხის ოჯახში რომ შეხვიდეთ, 5 ლარიც არავის ექნება. ყოველდღე დადიან ბაზარში იმ იმედით, რომ რაიმეს გაყიდიან და "ორ კაპიკს" იშოვიან, მაგრამ - ამაოდ. თავის სარჩენად მოსავლის ფული არ ჰყოფნით და ბანკიდან ვალებს იღებენ. საშინელი მდგომარეობაა, ზამთარში რაღა ეშველება ხალხს, ის "ორი კაპიკიც" რომ აღარ ექნება? ვისაც ოჯახში პენსიონერი ჰყავს, მდიდარ ადამიანად ითვლება. 100 ლარი აქვს ოჯახს შემოსავალი და ეს უკვე სოფელში დიდი ფულია. ჩვენთან ერგნეთის ბაზრობა ძალიან ახლოს იყო და მოსახლეობა იქ ვაჭრობდა ხოლმე, მოყვანილ პროდუქციასაც ასაღებდა და ხალხს არაფერი უჭირდა. ახლა უფლის იმედად ვართ დარჩენილები.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია