მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა­ტომ არ იაფ­დე­ბა პუ­რი
რა­ტომ არ იაფ­დე­ბა პუ­რი

სა­ქარ­თვე­ლო­ში პუ­რის ფქვი­ლი გა­ი­აფ­და: კარ­გა ხა­ნი­ა, ერ­თი ტო­მა­რა ფქვი­ლი 37 ლა­რი ღირს, მა­შინ, რო­ცა შარ­შან მი­სი ფა­სი 44-47 ლარს აღ­წევ­და. მო­სახ­ლე­ო­ბის აზ­რით, რად­გან ფქვი­ლი გა­ი­აფ­და, სა­ცა­ლო ქსელ­ში პუ­რიც უფ­რო ია­ფი უნ­და ღირ­დეს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ასე არ ხდე­ბა. ამ სა­კითხ­ზე კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ სა­ქარ­თვე­ლოს წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ ლე­ვან სი­ლა­გა­ვას და პუ­რის მრეწ­ველ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რეს, IV პუ­რის ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რ მალ­ხაზ დო­ლი­ძეს.

ლე­ვან სი­ლა­გა­ვა: - რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა და ყა­ზა­ხე­თი - ეს არის სა­მი დი­დი ექ­სპორ­ტი­ო­რი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ოს აწ­ვდის ხორ­ბალს. ჩვენც ხორ­ბალს ძი­რი­თა­დად სწო­რედ ამ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­დან ვი­ღებთ. ხორ­ბლის მო­სა­ვა­ლი წელს, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლი­ა: შარ­შან მსოფ­ლი­ო­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 650 მი­ლი­ო­ნი ტო­ნა ხორ­ბა­ლი მო­ი­წი­ეს, წელს კი 700 მი­ლი­ონ ტო­ნა­ზე მე­ტი მო­სავ­ლის აღე­ბას ვა­რა­უ­დო­ბენ. ამი­ტო­მაც გა­იფ­და პუ­რი.

- ბა­ტო­ნო ლე­ვან, ხალ­ხი ჩი­ვის, რომ პურს აღა­რა აქვს ის სურ­ნე­ლი და გე­მო, რაც ად­რე ჰქონ­და.

- ეს თე­მა ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ა, თუმ­ცა ხორ­ბა­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დის, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­ა, ყვე­ლა მათ­განს ახ­ლავს სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­ი­დანც შე­მო­აქვთ და მე­ო­რე - ყვე­ლა წის­ქვილ­კომ­ბი­ნატს აქვს თა­ვი­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა. ამი­ტომ შე­მიძ­ლია და­ბე­ჯი­თე­ბით გითხ­რათ, რომ ქარ­თუ­ლი წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტე­ბის მიერ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ფქვი­ლი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სა­ა, მაგ­რამ აქ ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა იკ­ვე­თე­ბა: ჩვენ არ გვაქვს მი­ღე­ბუ­ლი ხა­რის­ხის სტან­დარ­ტი, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ე.წ. გოსტს ეძახ­დნენ. გე­თან­ხმე­ბით, ხალ­ხი მარ­თლაც ჩი­ვის, რომ პუ­რი არ არის ისე­თი, რო­გო­რიც უნ­და იყოს, რომ მი­სი ხა­რის­ხი გა­ფუჭ­და. რით არის ეს გა­მოწ­ვე­უ­ლი? - დღეს ნე­ბის­მი­ერ მცხო­ბელს, ქარ­ხა­ნა ექ­ნე­ბა თუ პუ­რის საცხ­ო­ბი, შე­უძ­ლია თა­ვი­სი, ში­გა სტან­დარ­ტე­ბი და­ა­წე­სოს და ამის მი­ხედ­ვით გა­მო­უშ­ვას პუ­რი. ალ­ბათ ბევ­რმა არ იცის, რომ პუ­რი არ ცხვე­ბა ერ­თგვა­რო­ვა­ნი მა­სი­სა­გან: მცხო­ბე­ლე­ბი იღე­ბენ ე.წ. კუ­პაჟს, ანუ შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ხა­რის­ხის ფქვილს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ფქვილს ურე­ვენ და გა­მო­დის ნა­რე­ვი, სა­ი­და­ნაც პუ­რი ცხვე­ბა. რო­დე­საც ადა­მი­ანს უნ­და, რომ მე­ტი მო­გე­ბა მი­ი­ღოს, მა­შინ უფ­რო მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბით და­ბალ­ხა­რის­ხი­ან ფქვილს იყე­ნებს, შე­დე­გად, პუ­რის ხა­რის­ხი უკ­ვე აღარ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­სურ­ველს. შე­იძ­ლე­ბა ამას ყვე­ლა არ აკე­თებ­დეს, მაგ­რამ საკ­მა­ოდ დი­დია ცდუ­ნე­ბა.

მალ­ხაზ დო­ლი­ძემ: - ფქვი­ლის ფა­სი თუ და­ე­ცა, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ პუ­რიც უნ­და გა­ი­აფ­დეს. ძლივს წელ­ში გა­ვი­მარ­თეთ, ნუ­თუ ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თა­ლი აღარ არის?! რა­ტომ იმას არ ამ­ბობთ, ერ­თი ტო­მა­რა ფქვი­ლი 60 ლა­რი რომ ღირ­და და პუ­რი არ გა­ვაძ­ვი­რეთ?! პუ­რის ცხო­ბა მარ­ტო ფქვილ­ზე ხომ არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი? ათას­ნა­ირ გა­და­სა­ხადს ვიხ­დით, ათას­გვა­რი ვა­ლი გვაქვს, თა­ნაც რა დრო გა­მო­ვი­ა­რეთ - არ გა­და­იხ­დი­დი და ცი­ხე­ში გიკ­რავ­დნენ თავს, მე თვი­თო­ნაც ორი თვით მა­ყურ­ყუ­ტეს ცი­ხე­ში! მა­გა­ლი­თად, ჩვე­ნი ქარ­ხა­ნა 35, 50 და 60-თეთ­რი­ან პურ­საც აცხ­ობს - ამას რა­ტომ არ ამ­ბობთ?! კი­დევ ერ­თი სა­კითხ­ი: პუ­რის კალ­კუ­ლა­ცი­ა­ში ფქვი­ლი შე­ად­გენს მაქ­სი­მუმ 38-40 %-ს. ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბი, წყა­ლი, მა­რი­ლი, სა­ფუ­ა­რი, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ხარ­ჯე­ბი, მა­ღა­ზი­ის და­ნა­მა­ტი - ამ ყვე­ლაფ­რის ფა­სიც ხომ ჩვენ უნ­და გა­და­ვი­ხა­დოთ? ასე რომ, პუ­რის ქარ­ხნებს სხვა ხარ­ჯე­ბიც აქვთ. მო­სახ­ლე­ო­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, 1 კუბ.მ. ბუ­ნებ­რივ აირ­ში 70 თეთ­რს ვიხ­დით. ატე­ხეს ერ­თი ამ­ბა­ვი, პუ­რი უნ­და გა­ი­აფ­დე­სო, გარ­წმუ­ნებთ - დღეს პუ­რის ფა­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლად არ "იკ­ბი­ნე­ბა". მე­ტი რა­ღა უნ­და გა­ი­აფ­დეს, ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბაც ხომ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ?!

ცნო­ბის­თვის:

ერე­ვან­ში 1 კგ პუ­რის ფა­სი სა­შუ­ა­ლოდ 93-95 თეთ­რი­ა (0,56$), ბა­ქო­ში - 86 თეთ­რი (0,52$), მინ­სკში - 1,10 ლა­რი (0,66$), ხო­ლო კი­ევ­ში - 90 თეთ­რი (0,54$).

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რა­ტომ არ იაფ­დე­ბა პუ­რი

რა­ტომ არ იაფ­დე­ბა პუ­რი

სა­ქარ­თვე­ლო­ში პუ­რის ფქვი­ლი გა­ი­აფ­და: კარ­გა ხა­ნი­ა, ერ­თი ტო­მა­რა ფქვი­ლი 37 ლა­რი ღირს, მა­შინ, რო­ცა შარ­შან მი­სი ფა­სი 44-47 ლარს აღ­წევ­და. მო­სახ­ლე­ო­ბის აზ­რით, რად­გან ფქვი­ლი გა­ი­აფ­და, სა­ცა­ლო ქსელ­ში პუ­რიც უფ­რო ია­ფი უნ­და ღირ­დეს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ასე არ ხდე­ბა. ამ სა­კითხ­ზე კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ სა­ქარ­თვე­ლოს წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ ლე­ვან სი­ლა­გა­ვას და პუ­რის მრეწ­ველ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რეს, IV პუ­რის ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რ მალ­ხაზ დო­ლი­ძეს.

ლე­ვან სი­ლა­გა­ვა: - რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა და ყა­ზა­ხე­თი - ეს არის სა­მი დი­დი ექ­სპორ­ტი­ო­რი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ოს აწ­ვდის ხორ­ბალს. ჩვენც ხორ­ბალს ძი­რი­თა­დად სწო­რედ ამ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­დან ვიღებთ. ხორ­ბლის მო­სა­ვა­ლი წელს, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლი­ა: შარ­შან მსოფ­ლი­ო­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 650 მი­ლი­ო­ნი ტო­ნა ხორ­ბა­ლი მო­ი­წი­ეს, წელს კი 700 მი­ლი­ონ ტო­ნა­ზე მე­ტი მო­სავ­ლის აღე­ბას ვა­რა­უ­დო­ბენ. ამი­ტო­მაც გა­იფ­და პუ­რი.

- ბა­ტო­ნო ლე­ვან, ხალ­ხი ჩი­ვის, რომ პურს აღა­რა აქვს ის სურ­ნე­ლი და გე­მო, რაც ად­რე ჰქონ­და.

- ეს თე­მა ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ა, თუმ­ცა ხორ­ბა­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დის, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­ა, ყვე­ლა მათ­განს ახ­ლავს სერტი­ფი­კა­ტე­ბი იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­ი­დანც შე­მო­აქვთ და მე­ო­რე - ყვე­ლა წის­ქვილ­კომ­ბი­ნატს აქვს თა­ვი­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა. ამი­ტომ შე­მიძ­ლია და­ბე­ჯი­თე­ბით გითხ­რათ, რომ ქარ­თუ­ლი წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტე­ბის მიერ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ფქვი­ლი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სა­ა, მაგ­რამ აქ ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა იკ­ვე­თე­ბა: ჩვენ არ გვაქვს მი­ღე­ბუ­ლი ხა­რის­ხის სტან­დარ­ტი, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ე.წ. გოსტს ეძახ­დნენ. გე­თან­ხმე­ბით, ხალ­ხი მარ­თლაც ჩი­ვის, რომ პუ­რი არ არის ისე­თი, რო­გო­რიც უნ­და იყოს, რომ მი­სი ხა­რის­ხი გა­ფუჭ­და. რით არის ეს გა­მოწ­ვე­უ­ლი? - დღეს ნე­ბის­მი­ერ მცხო­ბელს, ქარ­ხა­ნა ექ­ნე­ბა თუ პუ­რის საცხ­ო­ბი, შე­უძ­ლია თა­ვი­სი, ში­გა სტან­დარ­ტე­ბი და­ა­წე­სოს და ამის მი­ხედ­ვით გა­მო­უშ­ვას პუ­რი. ალ­ბათ ბევ­რმა არ იცის, რომ პუ­რი არ ცხვე­ბა ერ­თგვა­რო­ვა­ნი მა­სი­სა­გან: მცხო­ბე­ლე­ბი იღე­ბენ ე.წ. კუ­პაჟს, ანუ შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ხა­რის­ხის ფქვილს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ფქვილს ურე­ვენ და გა­მო­დის ნა­რე­ვი, სა­ი­და­ნაც პუ­რი ცხვე­ბა. რო­დე­საც ადა­მი­ანს უნ­და, რომ მე­ტი მო­გე­ბა მი­ი­ღოს, მა­შინ უფ­რო მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბით და­ბალ­ხა­რის­ხი­ან ფქვილს იყე­ნებს, შე­დე­გად, პუ­რის ხა­რის­ხი უკ­ვე აღარ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­სურ­ველს. შე­იძ­ლე­ბა ამას ყვე­ლა არ აკე­თებ­დეს, მაგ­რამ საკ­მა­ოდ დი­დია ცდუ­ნე­ბა.

მალ­ხაზ დო­ლი­ძემ: - ფქვი­ლის ფა­სი თუ და­ე­ცა, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ პუ­რიც უნ­და გა­ი­აფ­დეს. ძლივს წელ­ში გა­ვი­მარ­თეთ, ნუ­თუ ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თა­ლი აღარ არის?! რა­ტომ იმას არ ამ­ბობთ, ერ­თი ტო­მა­რა ფქვი­ლი 60 ლა­რი რომ ღირ­და და პუ­რი არ გა­ვაძ­ვი­რეთ?! პუ­რის ცხო­ბა მარ­ტო ფქვილ­ზე ხომ არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი? ათას­ნა­ირ გა­და­სა­ხადს ვიხ­დით, ათას­გვა­რი ვა­ლი გვაქვს, თა­ნაც რა დრო გა­მო­ვი­ა­რეთ - არ გა­და­იხ­დი­დი და ცი­ხე­ში გიკ­რავ­დნენ თავს, მე თვი­თო­ნაც ორი თვით მა­ყურ­ყუ­ტეს ცი­ხე­ში! მა­გა­ლი­თად, ჩვე­ნი ქარ­ხა­ნა 35, 50 და 60-თეთ­რი­ან პურ­საც აცხ­ობს - ამას რა­ტომ არ ამ­ბობთ?! კი­დევ ერ­თი სა­კითხ­ი: პუ­რის კალ­კუ­ლა­ცი­ა­ში ფქვი­ლი შე­ად­გენს მაქ­სი­მუმ 38-40 %-ს. ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბი, წყა­ლი, მა­რი­ლი, სა­ფუ­ა­რი, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ხარ­ჯე­ბი, მა­ღა­ზი­ის და­ნა­მა­ტი - ამ ყვე­ლაფ­რის ფა­სიც ხომ ჩვენ უნ­და გა­და­ვი­ხა­დოთ? ასე რომ, პუ­რის ქარ­ხნებს სხვა ხარ­ჯე­ბიც აქვთ. მო­სახ­ლე­ო­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, 1 კუბ.მ. ბუ­ნებ­რივ აირ­ში 70 თეთრს ვიხ­დით. ატე­ხეს ერ­თი ამ­ბა­ვი, პუ­რი უნ­და გა­ი­აფ­დე­სო, გარ­წმუ­ნებთ - დღეს პუ­რის ფა­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლად არ "იკ­ბი­ნე­ბა". მე­ტი რა­ღა უნ­და გა­ი­აფ­დეს, ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბაც ხომ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ?!

ცნო­ბის­თვის:

ერე­ვან­ში 1 კგ პუ­რის ფა­სი სა­შუ­ა­ლოდ 93-95 თეთ­რი­ა (0,56$), ბა­ქო­ში - 86 თეთ­რი (0,52$), მინ­სკში - 1,10 ლა­რი (0,66$), ხო­ლო კი­ევ­ში - 90 თეთ­რი (0,54$).

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ