მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაიარ შაჰინი: რატომ არ შეიძლება ქართველი იყოს მუსლიმი?
ბაიარ შაჰინი: რატომ არ შეიძლება ქართველი იყოს მუსლიმი?

ბოლო დროს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლია ქარ­თვე­ლებს შო­რის სარ­წმუ­ნო­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე წარ­მო­შო­ბი­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის გამო."თურ­ქე­თის ქარ­თველ მარ­გა­ლი­ტად" ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი, ბა­ი­ერ შა­ჰი­ნი (გუნ­და­რი­ძე) "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ამ თე­მა­ზე სა­უბ­რობს და აგ­რეთ­ვე, გა­მოთ­ქვამს მო­საზ­რე­ბას პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც 936 ქარ­თვე­ლი თურ­ქის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ბა­ი­არ შა­ჰი­ნი:

- ჩვე­ნე­ბუ­რებს, ქარ­თველ თურ­ქებს, ვინც სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გამ­ხდა­რი­ყო, ეს სურ­ვი­ლი და­უკ­მა­ყო­ფილ­დათ. ეს ძა­ლი­ან კარ­გია, მათ და­უ­ფას­დათ, რომ ქარ­თვე­ლო­ბა, ასე თუ ისე, დღე­ვან­დელ დღემ­დე მო­ი­ტა­ნეს. მათ ქარ­თუ­ლი ენა და უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს, მთლი­ა­ნად სხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბად არ ქცე­უ­ლან. მო­მა­ვალ­ში თა­ვი­ანთ შვი­ლებს და შვი­ლიშ­ვი­ლებს გა­დას­ცე­მენ იმ სიმ­დიდ­რეს, რა­საც ქარ­თვე­ლო­ბა ჰქვია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე ამას სა­თა­ნა­დოდ ვა­ფა­სებ, შე­იძ­ლე­ბა, ქარ­თველ თურ­ქებ­ში, რო­მელ­თაც მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ე­ნი­ჭათ, ისე­თი ხალ­ხიც იყოს, ვინც ამას არ იმ­სა­ხუ­რებს. ვერ აარ­ჩევ, ვინ არის ღირ­სი და ვინ - არა. ჩემი აზრი ისაა, რომ ეს მა­ინც ძა­ლი­ან კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო და მი­ხა­რია.

- თქვე­ნი აზ­რით, რას ნიშ­ნავს, იყო ქარ­თვე­ლი მუს­ლი­მი? რამ­დე­ნად ეთან­ხმე­ბით იმ აზრს, რომ ქარ­თვე­ლო­ბა და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი უნდა იყოს?

- თუ ორი­ვე გზა ღმერ­თთან მიგ­ვიყ­ვანს, მა­შინ რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი იყოს მუს­ლი­მი? მჯე­რა, რო­მე­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბი­საც არ უნდა იყოს, როცა ნამ­დვილ ქარ­თველ­ზე გვაქვს სა­უ­ბა­რი, ის ეროვ­ნე­ბას არ და ვერ შე­იც­ვლის. ქარ­თვე­ლი მუს­ლი­მი უბ­რა­ლოდ, სხვა რე­ლი­გი­ის მიმ­დე­ვა­რია. ვერ ვი­ტყვი, რომ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა გწამს, მაგ­რამ ეს უმ­თავ­რე­სი ნამ­დვი­ლად არაა. ისე­თი არა­მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქარ­თვე­ლე­ბიც არ­სე­ბო­ბენ, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნას და კულ­ტუ­რას შე­სა­ნიშ­ნა­ვად ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ზოგი იწო­ნებს ქარ­თვე­ლი თურ­ქე­ბის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბას, ზოგი კი არა. თქვე­ნი აზ­რით, რას აძ­ლევს პრე­ზი­დენ­ტის ეს ნა­ბი­ჯი სა­ქარ­თვე­ლოს?

- მე ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მაქვს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ვარ. თქვე­ნი აზ­რით, მე რას ვაძ­ლევ სა­ქარ­თვე­ლოს? არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვმუ­შა­ობ თუ არა. შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ან­მა არ იმუ­შა­ვოს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მას ყო­ველ­თვის კარ­გი ენ­დო­მე­ბა და კარ­გს გა­ა­კე­თებს, რად­გან ეს მისი სამ­შობ­ლოა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ბაიარ შაჰინი: რატომ არ შეიძლება ქართველი იყოს მუსლიმი?

ბაიარ შაჰინი: რატომ არ შეიძლება ქართველი იყოს მუსლიმი?

ბოლო დროს, საქართველოში ვითარება საკმაოდ დაძაბულია ქართველებს შორის სარწმუნოების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტების გამო."თურქეთის ქართველ მარგალიტად" ცნობილი მომღერალი, ბაიერ შაჰინი (გუნდარიძე) "კვირის პალიტრასთან" ამ თემაზე საუბრობს და აგრეთვე, გამოთქვამს მოსაზრებას პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც 936 ქართველი თურქისთვის მოქალაქეობის მინიჭებას გულისხმობს.

ბაიარ შაჰინი:

- ჩვენებურებს, ქართველ თურქებს, ვინც სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქე გამხდარიყო, ეს სურვილი დაუკმაყოფილდათ. ეს ძალიან კარგია, მათ დაუფასდათ, რომ ქართველობა, ასე თუ ისე, დღევანდელ დღემდე მოიტანეს. მათ ქართული ენა და უძველესი კულტურა შეინარჩუნეს, მთლიანად სხვა ეროვნების ადამიანებად არ ქცეულან. მომავალში თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს გადასცემენ იმ სიმდიდრეს, რასაც ქართველობა ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ მე ამას სათანადოდ ვაფასებ, შეიძლება, ქართველ თურქებში, რომელთაც მოქალაქეობა მიენიჭათ, ისეთი ხალხიც იყოს, ვინც ამას არ იმსახურებს. ვერ აარჩევ, ვინ არის ღირსი და ვინ - არა. ჩემი აზრი ისაა, რომ ეს მაინც ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო და მიხარია.

- თქვენი აზრით, რას ნიშნავს, იყო ქართველი მუსლიმი? რამდენად ეთანხმებით იმ აზრს, რომ ქართველობა და მართლმადიდებლობა გაიგივებული უნდა იყოს?

- თუ ორივე გზა ღმერთთან მიგვიყვანს, მაშინ რატომ არ შეიძლება ქართველი იყოს მუსლიმი? მჯერა, რომელი სარწმუნოებისაც არ უნდა იყოს, როცა ნამდვილ ქართველზე გვაქვს საუბარი, ის ეროვნებას არ და ვერ შეიცვლის. ქართველი მუსლიმი უბრალოდ, სხვა რელიგიის მიმდევარია. ვერ ვიტყვი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა გწამს, მაგრამ ეს უმთავრესი ნამდვილად არაა. ისეთი არამართლმადიდებელი ქართველებიც არსებობენ, რომლებიც ქვეყანას და კულტურას შესანიშნავად ემსახურებიან.

- საქართველოში ზოგი იწონებს ქართველი თურქებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას, ზოგი კი არა. თქვენი აზრით, რას აძლევს პრეზიდენტის ეს ნაბიჯი საქართველოს?

- მე ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, საქართველოს მოქალაქე ვარ. თქვენი აზრით, მე რას ვაძლევ საქართველოს? არ აქვს მნიშვნელობა, ვმუშაობ თუ არა. შეიძლება, ადამიანმა არ იმუშავოს, მაგრამ საქართველოსთვის მას ყოველთვის კარგი ენდომება და კარგს გააკეთებს, რადგან ეს მისი სამშობლოა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია