პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა კვესიტაძე - "თამაზ ტყემალაძემ გამოგვიცხადა, ეთერში ნეკროლოგების აღდგენას ვაპირებო"
ეკა კვესიტაძე - "თამაზ ტყემალაძემ გამოგვიცხადა, ეთერში ნეკროლოგების აღდგენას ვაპირებო"

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ყო­ფი­ლი წამ­ყვა­ნი ეკა კვე­სი­ტა­ძე გა­ზეთ "ვერ­სი­ას­თან" სა­უ­ბარ­ში ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძის ბრალ­დე­ბებ­სა და მუ­ქა­რას პა­სუ­ხობს და თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძეს პირ­ვე­ლი არ­ხის უკუს­ვლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვა­დაა: ბი­ძი­ნამ "მე­ცხრე არხი" იმი­ტომ და­ხუ­რა, რომ რე­ი­ტინ­გუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია არ იყო, ხოლო მისი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პირ­ველ არხზე გად­მო­იყ­ვა­ნა. ის მათ ფულს თა­ვად უხ­დი­და, ახლა კი ბი­უ­ჯე­ტი გა­და­უხ­დის - ეს საკ­მა­ოდ ჭკვი­ა­ნუ­რია ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან. პირ­ველ არხზე "მე­ცხრე­დან" უკვე 30-მდე ადა­მი­ა­ნია გად­მო­სუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძეს, ამ იდი­ო­ტი­სა და არა­ნორ­მა­ლუ­რის სტყვებს სე­რი­ო­ზუ­ლად ვერ მი­ვი­ღებ. არ­ხის რა გა­ნახ­ლე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, როცა თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძემ პირ­ვე­ლი­ვე თათ­ბირ­ზე გა­მოგ­ვი­ცხა­და, ეთერ­ში ნეკ­რო­ლო­გე­ბის აღ­დგე­ნას ვა­პი­რე­ბო. კა­კა­ბა­ძე იწყებს ჩემს კომ­პრო­მე­ტი­რე­ბას? - და­ი­წყოს, ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოს", - გა­ნა­ცხა­და კვე­სი­ტა­ძემ.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­დან კვე­სი­ტა­ძი­სა და პა­ი­ჭა­ძის ხმა­უ­რი­ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბელ­მა თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძე, რო­მელ­მაც ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ პირ­ვე­ლი არ­ხის ეთერ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი მალე ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე­საც იხი­ლავს.

"ხმა­უ­რის დი­დოს­ტა­ტე­ბი და დე­მა­გო­გე­ბი თა­ვად არი­ან და იმი­ტომ მოხ­და ეს ამ­ბა­ვი. მათ­ზე უკე­თე­სი ჯერ არა­ვინ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლა, თუ რა?! გგო­ნი­ათ, მო­ის­ვე­ნე­ბენ? კი­დევ რა­ღა­ცებს გეგ­მა­ვენ. გეგ­მონ, რამ­დე­ნიც უნ­დათ - ამო­მა­ვა­ლი მზეა ეს კვე­სი­ტა­ძე, თუ მა­გის გა­რე­შე ეთე­რი ვერ გა­კეთ­დე­ბა? არ მინ­და, ბა­ტო­ნო, აგე­რაა ქვეყ­ნის კერ­ძო ტე­ლე­ვი­ზია და იქ მი­ვიდ­ნენ!

ბევ­რი ახა­ლი გეგ­მა გვაქვს და მალე იხი­ლავთ ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე­საც და სხვა კულ­ტუ­რო­ლო­გებ­საც ამ არხზე... რაც შე­ე­ხე­ბა "მე­ცხრე არ­ხი­დან" გად­მო­სულ ჟურ­ნა­ლის­ტებს, ჯერ ნა­ხეთ, მო­უს­მი­ნეთ ამ ხალ­ხს და თუ პირ­ვე­ლი­ვე გა­და­ცე­მა­ში რა­ი­მე ოდ­ნავ მა­ინც არ მო­გე­წო­ნე­ბათ, მერე ძა­ლი­ან ვრცლად აგიხ­სნით ყვე­ლა­ფერს! არა­სო­დეს და­ვუშ­ვებ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ არხზე ვინ­მემ მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი გა­და­ცე­მა წა­იყ­ვა­ნოს", - აღ­ნიშ­ნა ტყე­მა­ლა­ძემ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძემ წამ­ყვა­ნე­ბი და­ვით პა­ი­ჭა­ძე და ეკა კვე­სი­ტა­ძე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ეკა კვესიტაძე - "თამაზ ტყემალაძემ გამოგვიცხადა, ეთერში ნეკროლოგების აღდგენას ვაპირებო"

ეკა კვესიტაძე - "თამაზ ტყემალაძემ გამოგვიცხადა, ეთერში ნეკროლოგების აღდგენას ვაპირებო"

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი წამყვანი ეკა კვესიტაძე გაზეთ "ვერსიასთან" საუბარში ირაკლი კაკაბაძის ბრალდებებსა და მუქარას პასუხობს და თამაზ ტყემალაძეს პირველი არხის უკუსვლაში ადანაშაულებს.

"ყველაფერი ძალიან მარტივადაა: ბიძინამ "მეცხრე არხი" იმიტომ დახურა, რომ რეიტინგული ტელევიზია არ იყო, ხოლო მისი ჟურნალისტები პირველ არხზე გადმოიყვანა. ის მათ ფულს თავად უხდიდა, ახლა კი ბიუჯეტი გადაუხდის - ეს საკმაოდ ჭკვიანურია ივანიშვილის მხრიდან. პირველ არხზე "მეცხრედან" უკვე 30-მდე ადამიანია გადმოსული. რაც შეეხება ირაკლი კაკაბაძეს, ამ იდიოტისა და არანორმალურის სტყვებს სერიოზულად ვერ მივიღებ. არხის რა განახლებაზეა საუბარი, როცა თამაზ ტყემალაძემ პირველივე თათბირზე გამოგვიცხადა, ეთერში ნეკროლოგების აღდგენას ვაპირებო. კაკაბაძე იწყებს ჩემს კომპრომეტირებას? - დაიწყოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს", - განაცხადა კვესიტაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კვესიტაძისა და პაიჭაძის ხმაურიან გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულებელმა თამაზ ტყემალაძე, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ პირველი არხის ეთერში მაყურებელი მალე ირაკლი კაკაბაძესაც იხილავს.

"ხმაურის დიდოსტატები და დემაგოგები თავად არიან და იმიტომ მოხდა ეს ამბავი. მათზე უკეთესი ჯერ არავინ გათავისუფლებულა, თუ რა?! გგონიათ, მოისვენებენ? კიდევ რაღაცებს გეგმავენ. გეგმონ, რამდენიც უნდათ - ამომავალი მზეა ეს კვესიტაძე, თუ მაგის გარეშე ეთერი ვერ გაკეთდება? არ მინდა, ბატონო, აგერაა ქვეყნის კერძო ტელევიზია და იქ მივიდნენ!

ბევრი ახალი გეგმა გვაქვს და მალე იხილავთ ირაკლი კაკაბაძესაც და სხვა კულტუროლოგებსაც ამ არხზე... რაც შეეხება "მეცხრე არხიდან" გადმოსულ ჟურნალისტებს, ჯერ ნახეთ, მოუსმინეთ ამ ხალხს და თუ პირველივე გადაცემაში რაიმე ოდნავ მაინც არ მოგეწონებათ, მერე ძალიან ვრცლად აგიხსნით ყველაფერს! არასოდეს დავუშვებ, საზოგადოებრივ არხზე ვინმემ მიკერძოებული გადაცემა წაიყვანოს", - აღნიშნა ტყემალაძემ.

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ წამყვანები დავით პაიჭაძე და ეკა კვესიტაძე გაათავისუფლა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები