სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხატზე დავიფიცეთ და თუნდაც ჩვენი სიცოცხლე შეეწიროს, ხუდონჰესის მშენებლობას არ დავთანხმდებით"
"ხატზე დავიფიცეთ და თუნდაც ჩვენი სიცოცხლე შეეწიროს, ხუდონჰესის მშენებლობას არ დავთანხმდებით"

ხუ­დო­ნ­ჰე­სის გარ­შე­მო პე­რი­პე­ტი­ე­ბი არ ცხრე­ბა. მთავ­რო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მიერ გა­ნახ­ლე­ბულ პრო­ექტს აგ­რძე­ლებს და უკან­და­ხე­ვას არ აპი­რებს. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტესტს შე­დე­გი არ მოჰ­ყვე­ბა. გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, რომ ხუ­დო­ნის ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენ­ტი სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის სა­გა­ნია.

ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა ად­გი­ლობ­რივ კლი­მატ­ზე გარ­კვე­ულ ზე­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­დენს. კომ­პა­ნია "ტრან­სე­ლექტრი­კა ჯორ­ჯი­ა­ში" აცხა­დე­ბენ - შე­ფა­სე­ბამ კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის მო­დე­ლი­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აჩ­ვე­ნა, რომ ხუ­დო­ნ­ჰე­სის წყალ­სა­ცა­ვის შექ­მნის შემ­დეგ, რე­გი­ონ­ში კლი­მა­ტის რა­ი­მე არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბა არ მოხ­დე­ბა, თუმ­ცა წყალ­სა­ცა­ვი, უშუ­ა­ლოდ მას­თან მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის ვიწ­რო ზო­ლის (1-5 კმ) კლი­მატ­ზე მო­ახ­დენს უმ­ნიშ­ვნე­ლო გა­მაგ­რი­ლე­ბელ ზე­მოქ­მე­დე­ბას თბილ სე­ზონ­ზე და და­მათ­ბო­ბელ გავ­ლე­ნას ცივ პე­რი­ოდ­ში. წყალ­სა­ცა­ვის მშე­ნებ­ლო­ბი­სას, 2 მ სი­მაღ­ლე­ზე კი - მხო­ლოდ 10%-ით. და­მა­ტე­ბი­თი ნა­ლე­ქის რა­ო­დე­ნო­ბა კი შე­იძ­ლე­ბა იყოს 38 მმ, თუ მოხ­და წყალ­სა­ცა­ვის მიერ წარ­მოქ­მნი­ლი წყლის ორ­თქლის ნა­ხევ­რის ნა­ლე­ქად გა­დაქ­ცე­ვა (3%-იანი მა­ტე­ბა). კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლობ­რივ კლი­მატ­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო ზე­მოქ­მე­დე­ბა­თა მი­ზე­ზით მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის.

სო­ფელ ხა­იშ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ხმა­უ­რი­ა­ნი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა თბი­ლის­შიც მოხ­და. მო­ე­წყო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­აც. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი მთავ­რო­ბას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბას ახ­სე­ნებს: "ხუ­დო­ნ­ჰე­სი­სა და სხვა დიდი ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, მით უფრო, როცა ეს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის თურ­ქეთ­ში გა­სა­ყი­დად იგეგ­მე­ბა, მი­უ­ღე­ბე­ლია. ამით "ოც­ნე­ბა" და მისი ლი­დე­რი არ­ღვე­ვენ ამომ­რჩევ­ლის­თვის სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მით მი­ცე­მულ პი­რო­ბას, რომ დიდი ჰე­სე­ბი­სა და ატო­მუ­რი სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა აიკ­რძა­ლე­ბო­და. მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის სა­ბი­უ­ჯე­ტო გა­და­სა­ხა­დებს ეწი­რე­ბა სოფ­ლე­ბი, ეკ­ლე­სი­ე­ბი და სხვა ძეგ­ლე­ბი... ამ ვან­და­ლიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ უნდა იბ­რძო­ლოს ყვე­ლამ, ვი­საც უყ­ვარს სამ­შობ­ლო. ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე, მი­წისძვრის, სამ­ხედ­რო ან დი­ვერ­სი­უ­ლი შე­ტე­ვის შე­დე­გად, გი­გან­ტუ­რი ჰე­სის ნგრე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, რე­ა­ლუ­რი რის­კის ქვეშ დად­გე­ბა. დიდი ჰესი, მისი მას­შტა­ბი­სა და წყლის კო­ლო­სა­ლუ­რი მო­ცუ­ლო­ბის გამო, თა­ვად სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბელ ფაქ­ტო­რად მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა. ასე­თი კო­ლო­სა­ლუ­რი ზა­რა­ლი ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. მით უფრო, არც შემ­ცი­რე­ბულ ტა­რი­ფებს ვი­ღებთ. ერ­თად ვიბ­რძო­ლოთ სვა­ნე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა კუ­თხე­ე­ბის დატ­ბორ­ვის მას­შტა­ბუ­რი გეგ­მის წი­ნა­აღ­მდეგ".

ხა­ი­შის თე­მის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ ფიცი დადო, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ისი­ნი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბას არ და­უშ­ვე­ბენ. ფი­ცის ტექ­სტი, რო­მე­ლიც სოფ­ლის წმინ­და გი­ორ­გის ტა­ძარ­ში ინა­ხე­ბა, ასე­თია: "დამ­ხო­ბაი ბო­როტმსა­ხურ­თა, ეგ­რე­ცა ღმრთის­მო­ძუ­ლე­თა დაქ­ცე­ვი­სათ­ვის. 1) არ­სენ იყალ­თო­ე­ლის თარ­გმა­ნი, შე­სუ­ლია შიო მღვი­მე­ლის ტი­პი­კონ­ში. 2) არის ძეგლის წე­რა­შიც. 3) ექ­ვთი­მე ათო­ნე­ლის თარ­გმა­ნი კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის კრე­ბე­ბი­დან, რო­მე­ლიც I და II სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან იღებს სა­თა­ვეს. იკი­თხე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის ზე­იმ­ზე… ...რო­მელ­ნი უკუე ჯუ­არ­სა უფ­ლი­სა­სა, ძელ­სა ცხო­ველსმყო­ფელ­სა, რო­მელ­სა ზედა ქრის­ტე­მან მე­უ­ფე­მან დი­დე­ბი­სა­მან ხელ­ნი გა­ნი­პყრა, არა თა­ყუ­ა­ნის-სცე­მენ და არცა პა­ტივს მი­ა­გე­ბენ მას, შე­ჩუ­ე­ნე­ბულ უი­ყუ­ნედ! ...რო­მელ­ნი ეკ­ლე­სი­ი­სა მტერ­ნი, მო­ღა­ლა­ტე­ნი, ორ­გულ­ნი, შინა გამ­ცე­მელ­ნი და ყო­ველ­ნი, რო­მელ­თა ურ­თი­ერ­თარს გარ­დას­ცნეს ბო­როტ­ნი წმი­დი­სა ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის და სხუ­ა­თა მო­ნაც­ვლეთ ექ­მნეს ბო­რო­ტადმსა­ხუ­რე­ბა­სა­შე­ჩუ­ე­ნე­ბუ­ლი იყუ­ნედ! ...რო­მელ­ნი მტერ­ნი სამ­შობ­ლო­ი­სა ჩუ­ე­ნი­სა­ნი და ყო­ველ­ნი წი­ნა­აღ­მდგომ­ნი, ბო­რო­ტად მებ­რძოლ­ნი, გამ­ცე­მელ­ნი, ორ­გულ­ნი და მო­ღა­ლა­ტე­ნი, და­ამ­ხუ­ნეს იგი­ნი ღმერ­თმან ჩუ­ენ­მან საკ­ვირ­ვე­ლე­ბა­მა­თან სი­ლა­ღეი მათი მი­წად და­ა­კუ­ე­თეს, შე­ჩუ­ე­ნე­ბულ იყუ­ნედ!

ხა­ი­შის თე­მის მცხოვ­რებ­ნი ვი­ფი­ცე­ბით, რომ გა­მოხ­ვა­ტავთ ნე­ბას ხუ­დო­ნ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, რად­გან მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს მშე­ნებ­ლო­ბა მი­მარ­თუ­ლია არა მხო­ლოდ ხა­ი­შის, არა­მედ სვა­ნე­თი­სა და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზი­ა­ნოდ და ყვე­ლა, ფი­ცის ქვეშ მყოფ­ნი ერ­თი­ა­ნად მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ხუ­დო­ნ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით... ვფი­ცავ, არ და­ვი­შუ­რებ ძალ-ღო­ნე­სა და ჭკუა-გო­ნე­ბას, რომ ხა­ი­შის წმინ­და გი­ორ­გის მოქ­მე­დი ტა­ძა­რი, სა­საფ­ლა­ო­ე­ბი, ხა­ი­შის თემი და მას­ში შე­მა­ვა­ლი სოფ­ლე­ბი არ მო­ექ­ცნენ წყალ­ქვეშ. ფი­ცის სი­ნამ­დვი­ლეს ხელ­მო­წე­რით ამ­ჟა­მად 70-ზე მეტი ოჯა­ხი ადას­ტუ­რებს და მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი შე­ფი­ცუ­ლებ­თან შე­ერ­თე­ბას აპი­რებს".

ხა­ი­შის სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი ზუ­რაბ ნი­ჟა­რა­ძე ამ­ბობს, რომ სვა­ნე­ბი ხუ­დო­ნ­ჰე­სის აშე­ნე­ბას არ და­უშ­ვე­ბენ. "მა­სობ­რი­ვად ხატ­ზე და­ფი­ცე­ბა სვა­ნეთ­ში დიდი ხა­ნია არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ გვა­ი­ძუ­ლეს, ასე მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით. ვე­რა­ნა­ი­რი კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე და ვე­რა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბით ვერ დავ­თან­ხმდე­ბით, ხუ­დო­ნ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას იქ და იმ მას­შტა­ბე­ბით, სა­დაც ესე­ნი გეგ­მა­ვენ და აპი­რე­ბენ, თუნ­დაც ჩვე­ნი სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­როს ამას. ეს ჩვე­ნი სა­ბო­ლოო სი­ტყვაა, რა­საც არ გა­და­ვალთ. ჯერ არის უფა­ლი და მერე იწყე­ბა სხვა და­ნარ­ჩე­ნი".

სხვა­თა შო­რის, ზუ­რაბ ნი­ჟა­რა­ძემ, შარ­შან ზა­ფხულ­ში, სვა­ნეთ­ში ასულ ჯერ კი­დევ ოპო­ზი­ცი­ა­ში მყოფ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ჰკი­თხა აზრი ხუ­დო­ნ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე და ასე­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღო: "სოფ­ლის აყ­რის ხარ­ჯზე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ენერ­გე­ტი­კა მი­ვი­ღოთ?! ხალ­ხის და სახ­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ხარ­ჯზე წა­მო­სუ­ლი ენერ­გე­ტი­კა არა­ფერ­ში გვჭირ­დე­ბა!"

ხუ­დო­ნ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბას, მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბის - ხა­ი­შის, გაღ­მა ხა­ი­შის, ტო­ბა­რის, და­კა­რის დატ­ბორ­ვა და 2000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის გა­სახ­ლე­ბა მოჰ­ყვე­ბა. სა­პირ­წო­ნედ, ერთ მხა­რეს სა­ბი­უ­ჯე­ტო ინ­ტე­რე­სე­ბია, მე­ო­რე მხა­რეს კი - ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ბედი, მშობ­ლი­უ­რი მიწა, წი­ნა­პარ­თა საძ­ვა­ლე­ე­ბი, სა­რი­ტუ­ა­ლო სიწ­მინ­დე­ე­ბი. ცნო­ბი­ლია, რომ ბუ­ნებ­რი­ვი სტი­ქი­ე­ბის შე­დე­გად გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი თა­ო­ბის მთი­ე­ლე­ბი ბარს ძნე­ლად ეგუ­ე­ბოდ­ნენ. მთა­ში გა­კა­ჟე­ბულ­ნი, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გუ­ლის ავად­მყო­ფო­ბე­ბით იღუ­პე­ბოდ­ნენ. ეს მწა­რე რე­ა­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია. ძნე­ლია იმა­ში დარ­წმუ­ნე­ბა, რომ ხა­ზი­ნის შევ­სე­ბის ინ­ტე­რე­სი, ის­ტო­რი­უ­ლი სოფ­ლე­ბის გაქ­რო­ბის პერ­სპექ­ტი­ვას აღე­მა­ტე­ბა. სა­ჯა­რო გან­ხილ­ვებ­ში ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა ჩა­ერ­თოს და პრობ­ლე­მა სა­ერ­თო კონ­სენ­სუ­სის სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­წყდეს. ქვეყ­ნის ერთ-ერთ ულა­მა­ზეს კუ­თხე­ზე, მის უნი­კა­ლურ ეკო­სის­ტე­მა­ზე ზრუნ­ვა ერის პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა.

მე­რაბ ბე­რი­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ხატზე დავიფიცეთ და თუნდაც ჩვენი სიცოცხლე შეეწიროს, ხუდონჰესის მშენებლობას არ დავთანხმდებით"

"ხატზე დავიფიცეთ და თუნდაც ჩვენი სიცოცხლე შეეწიროს, ხუდონჰესის მშენებლობას არ დავთანხმდებით"

ხუდონჰესის გარშემო პერიპეტიები არ ცხრება. მთავრობა ნაციონალების მიერ განახლებულ პროექტს აგრძელებს და უკანდახევას არ აპირებს. ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს შედეგი არ მოჰყვება. გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი საჯარო განხილვის საგანია.

ჰესის მშენებლობა ადგილობრივ კლიმატზე გარკვეულ ზემოქმედებას მოახდენს. კომპანია "ტრანსელექტრიკა ჯორჯიაში" აცხადებენ - შეფასებამ კლიმატური პირობების მოდელირების საფუძველზე აჩვენა, რომ ხუდონჰესის წყალსაცავის შექმნის შემდეგ, რეგიონში კლიმატის რაიმე არსებითი ცვლილება არ მოხდება, თუმცა წყალსაცავი, უშუალოდ მასთან მიმდებარე ტერიტორიის ვიწრო ზოლის (1-5 კმ) კლიმატზე მოახდენს უმნიშვნელო გამაგრილებელ ზემოქმედებას თბილ სეზონზე და დამათბობელ გავლენას ცივ პერიოდში. წყალსაცავის მშენებლობისას, 2 მ სიმაღლეზე კი - მხოლოდ 10%-ით. დამატებითი ნალექის რაოდენობა კი შეიძლება იყოს 38 მმ, თუ მოხდა წყალსაცავის მიერ წარმოქმნილი წყლის ორთქლის ნახევრის ნალექად გადაქცევა (3%-იანი მატება). კომპანიის ინფორმაციით, ადგილობრივ კლიმატზე უმნიშვნელო ზემოქმედებათა მიზეზით მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.

სოფელ ხაიშში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით, ხმაურიანი შეხვედრა გაიმართა. საჯარო განხილვა თბილისშიც მოხდა. მოეწყო საპროტესტო აქციაც. უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი მთავრობას წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს: "ხუდონჰესისა და სხვა დიდი ჰესების მშენებლობა, მით უფრო, როცა ეს ელექტროენერგიის თურქეთში გასაყიდად იგეგმება, მიუღებელია. ამით "ოცნება" და მისი ლიდერი არღვევენ ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროგრამით მიცემულ პირობას, რომ დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობა აიკრძალებოდა. მცირე რაოდენობის საბიუჯეტო გადასახადებს ეწირება სოფლები, ეკლესიები და სხვა ძეგლები... ამ ვანდალიზმის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს ყველამ, ვისაც უყვარს სამშობლო. ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე, მიწისძვრის, სამხედრო ან დივერსიული შეტევის შედეგად, გიგანტური ჰესის ნგრევის შემთხვევაში, რეალური რისკის ქვეშ დადგება. დიდი ჰესი, მისი მასშტაბისა და წყლის კოლოსალური მოცულობის გამო, თავად სეისმური აქტივობის მაპროვოცირებელ ფაქტორად მოგვევლინება. ასეთი კოლოსალური ზარალი ყოვლად მიუღებელია. მით უფრო, არც შემცირებულ ტარიფებს ვიღებთ. ერთად ვიბრძოლოთ სვანეთისა და საქართველოს სხვა კუთხეების დატბორვის მასშტაბური გეგმის წინააღმდეგ".

ხაიშის თემის მოსახლეობის ნაწილმა რამდენიმე თვის წინ ფიცი დადო, რომლის მიხედვით, ისინი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას არ დაუშვებენ. ფიცის ტექსტი, რომელიც სოფლის წმინდა გიორგის ტაძარში ინახება, ასეთია: "დამხობაი ბოროტმსახურთა, ეგრეცა ღმრთისმოძულეთა დაქცევისათვის. 1) არსენ იყალთოელის თარგმანი, შესულია შიო მღვიმელის ტიპიკონში. 2) არის ძეგლის წერაშიც. 3) ექვთიმე ათონელის თარგმანი კონსტანტინოპოლის კრებებიდან, რომელიც I და II საუკუნეებიდან იღებს სათავეს. იკითხება მართლმადიდებლობის ზეიმზე… ...რომელნი უკუე ჯუარსა უფლისასა, ძელსა ცხოველსმყოფელსა, რომელსა ზედა ქრისტემან მეუფემან დიდებისამან ხელნი განიპყრა, არა თაყუანის-სცემენ და არცა პატივს მიაგებენ მას, შეჩუენებულ უიყუნედ! ...რომელნი ეკლესიისა მტერნი, მოღალატენი, ორგულნი, შინა გამცემელნი და ყოველნი, რომელთა ურთიერთარს გარდასცნეს ბოროტნი წმიდისა ეკლესიისათვის და სხუათა მონაცვლეთ ექმნეს ბოროტადმსახურებასაშეჩუენებული იყუნედ! ...რომელნი მტერნი სამშობლოისა ჩუენისანი და ყოველნი წინააღმდგომნი, ბოროტად მებრძოლნი, გამცემელნი, ორგულნი და მოღალატენი, დაამხუნეს იგინი ღმერთმან ჩუენმან საკვირველებამათან სილაღეი მათი მიწად დააკუეთეს, შეჩუენებულ იყუნედ!

ხაიშის თემის მცხოვრებნი ვიფიცებით, რომ გამოხვატავთ ნებას ხუდონჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს მშენებლობა მიმართულია არა მხოლოდ ხაიშის, არამედ სვანეთისა და, შესაბამისად, საქართველოს საზიანოდ და ყველა, ფიცის ქვეშ მყოფნი ერთიანად მივიღებთ გადაწყვეტილებას ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით... ვფიცავ, არ დავიშურებ ძალ-ღონესა და ჭკუა-გონებას, რომ ხაიშის წმინდა გიორგის მოქმედი ტაძარი, სასაფლაოები, ხაიშის თემი და მასში შემავალი სოფლები არ მოექცნენ წყალქვეშ. ფიცის სინამდვილეს ხელმოწერით ამჟამად 70-ზე მეტი ოჯახი ადასტურებს და მოსახლეობის ნაწილი შეფიცულებთან შეერთებას აპირებს".

ხაიშის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ზურაბ ნიჟარაძე ამბობს, რომ სვანები ხუდონჰესის აშენებას არ დაუშვებენ. "მასობრივად ხატზე დაფიცება სვანეთში დიდი ხანია არ ყოფილა, მაგრამ გვაიძულეს, ასე მოვქცეულიყავით. ვერანაირი კომპენსაციის საფუძველზე და ვერანაირი პირობებით ვერ დავთანხმდებით, ხუდონჰესის მშენებლობას იქ და იმ მასშტაბებით, სადაც ესენი გეგმავენ და აპირებენ, თუნდაც ჩვენი სიცოცხლე შეეწიროს ამას. ეს ჩვენი საბოლოო სიტყვაა, რასაც არ გადავალთ. ჯერ არის უფალი და მერე იწყება სხვა დანარჩენი".

სხვათა შორის, ზურაბ ნიჟარაძემ, შარშან ზაფხულში, სვანეთში ასულ ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფ ბიძინა ივანიშვილს ჰკითხა აზრი ხუდონჰესის მშენებლობის განახლებაზე და ასეთი პასუხი მიიღო: "სოფლის აყრის ხარჯზე როგორ შეიძლება, ენერგეტიკა მივიღოთ?! ხალხის და სახლების განადგურების ხარჯზე წამოსული ენერგეტიკა არაფერში გვჭირდება!"

ხუდონჰესის მშენებლობის განახლებას, მესტიის რაიონის სოფლების - ხაიშის, გაღმა ხაიშის, ტობარის, დაკარის დატბორვა და 2000-ზე მეტი ადამიანის გასახლება მოჰყვება. საპირწონედ, ერთ მხარეს საბიუჯეტო ინტერესებია, მეორე მხარეს კი - ათასობით ადამიანის ბედი, მშობლიური მიწა, წინაპართა საძვალეები, სარიტუალო სიწმინდეები. ცნობილია, რომ ბუნებრივი სტიქიების შედეგად გადასახლებული პირველი თაობის მთიელები ბარს ძნელად ეგუებოდნენ. მთაში გაკაჟებულნი, დროთა განმავლობაში გულის ავადმყოფობებით იღუპებოდნენ. ეს მწარე რეალობა აუცილებლად გასათვალისწინებელია. ძნელია იმაში დარწმუნება, რომ ხაზინის შევსების ინტერესი, ისტორიული სოფლების გაქრობის პერსპექტივას აღემატება. საჯარო განხილვებში ქართული საზოგადოება უნდა ჩაერთოს და პრობლემა საერთო კონსენსუსის საფუძველზე გადაწყდეს. ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეზე, მის უნიკალურ ეკოსისტემაზე ზრუნვა ერის პირდაპირი მოვალეობაა.

მერაბ ბერიძე

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია