ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ პავიაში ქურდებმა ციხის დირექტორის კაბინეტიდან სეიფი მოიპარეს.
დამნაშავეები ღამით კამერებისა და სათვალთვალო სისტემების გვერდის ავლით ციხის დირექტორის ოთახში შეიპარნენ და სეიფი გამოიტანეს.
ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოპარულ სეიფში დაახლოებით 5 000 ევრო იდო. იტალიის პოლიციამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.