სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა
გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა წა­რად­გი­ნა. მისი თქმით, პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა გა­რან­ტი, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლად მოხ­დე­ბა.

"პრე­ზი­დენ­ტი და­ი­ცავს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს. პრე­ზი­დენ­ტი ჩა­ერ­თვე­ბა ქვე­ყა­ნა­ში სა­გა­რეო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სან­დო პარტნი­ო­რის რე­პუ­ტა­ცი­ის შექ­მნა­ში. პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა მთავ­რო­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის პარტნი­ო­რი და ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი იზ­რუ­ნებს სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე მო­ახ­დი­ნოს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია", - აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვარ პრი­ო­რი­ტე­ტად გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ეკო­ნო­მი­კა და­ა­სა­ხე­ლა. "ამის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მოს შექ­მნა, არ­სე­ბუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა, ბაზ­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კურ პრო­ექ­ტებ­ში უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი ჩარ­თვა. ასე­ვე, შე­იქ­მნე­ბა სრუ­ლი­ად ახა­ლი და­საქ­მე­ბის ეკო­ნო­მი­კა", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვა პრე­ზი­დენ­ტის უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნაა. "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გრძელ­ვა­დი­ან გა­რან­ტი­ას თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რო­ბა წარ­მო­ად­გენს, რაც ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ით მი­იღ­წე­ვა. უნდა მოხ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის და ეფექ­ტი­ა­ნო­ბის მუდ­მი­ვი ზრდა, ნე­ბის­მი­ერ თა­ნა­მედ­რო­ვე საფრ­თხე­სა და გა­მოწ­ვე­ვას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის, სა­ერ­თა­შო­რი­სო და რე­გი­ო­ნა­ლურ პარტნი­ო­რებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით აშშ-სა და ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­თან ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის, რე­გი­ო­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში აქ­ტი­ვო­ბის ზრდის, არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბის და ქვეყ­ნის დე­ო­კუ­პა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მისი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის დე­ო­კუ­პა­ცი­ას და სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას. აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს ვთა­ვა­ზობთ, ერ­თად ვა­შე­ნოთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო. სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუ­სის დამ­კვიდ­რე­ბა, ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ყვე­ლა­ზე ახ­ლოს დგას ქარ­თულ ეროვ­ნულ იდე­ა­სა და იდენ­ტო­ბას­თან. სა­ქარ­თვე­ლო პო­ლი­ტი­კუ­რად უნდა გახ­დეს ევ­რო­პის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი და სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­გა­რეო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და რე­გი­ო­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა უმ­ნიშ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სტი­მუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. მი­სი­ვე თქმით, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარ­ნი­ო­რე­ბის ქარ­ტი­ის ფარ­გლებ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა და აშშ-სთან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ის­ტო­რი­უ­ლი მი­სია, იქ­ცეს ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, დი­ა­ლო­გის და თან­ხმო­ბის ად­გი­ლად. ასე­ვე აქ­ტუ­ა­ლუ­რია თურ­ქეთ­თან და აზერ­ბა­ი­ჯან­თან მჭიდ­რო რე­გი­ო­ნა­ლუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა ენერ­გე­ტი­კის, სატ­რან­სპორ­ტო და სა­ვაჭ­რო სფე­რო­ებ­ში; შავი და კას­პი­ის ზღვე­ბის ქვეყ­ნებ­თან რე­გი­ო­ნა­ლუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ერ­თი­ა­ნი სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა; რუ­სეთ­თან სა­ვაჭ­რო და ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში", - აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა ისა­უბ­რა იმ პრი­ო­რი­ტე­ტებ­ზე, რო­მე­ლიც მისი გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის, ჯან­დაც­ვის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ის, სა­სა­მარ­თლოს, ბიზ­ნე­სი­სა და სხვა სფე­რო­ებ­ში ექ­ნე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა

გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა

კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა სპორტის სასახლეში წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა. მისი თქმით, პრეზიდენტი იქნება გარანტი, რომ პოლიტიკური სისტემის განვითარება დაბალანსებულად მოხდება.

"პრეზიდენტი დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებებს. პრეზიდენტი ჩაერთვება ქვეყანაში საგარეო ინვესტიციების მოზიდვასა და საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის რეპუტაციის შექმნაში. პრეზიდენტი იქნება მთავრობისა და პარლამენტის პარტნიორი და ამ თანამშრომლობის ძირითადი აქცენტი იქნება საზოგადოების ჩართულობაზე. საქართველოს პრეზიდენტი იზრუნებს საერთაშორისო არენაზე მოახდინოს ქართული კულტურის პოპულარიზაცია", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ქვეყნის განვითარების მთავარ პრიორიტეტად გიორგი მარგველაშვილმა ეკონომიკა დაასახელა. "ამისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური გარემოს შექმნა, არსებული პოტენციალის გაძლიერება, ინვესტიციების მოზიდვა, ბაზრების გაფართოება და საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში უფრო ინტენსიური ჩართვა. ასევე, შეიქმნება სრულიად ახალი დასაქმების ეკონომიკა", - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა პრეზიდენტის უმთავრესი ამოცანაა. "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გრძელვადიან გარანტიას თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს, რაც ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით მიიღწევა. უნდა მოხდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის და ეფექტიანობის მუდმივი ზრდა, ნებისმიერ თანამედროვე საფრთხესა და გამოწვევასთან გასამკლავებლად.

აუცილებელია საგარეო პოლიტიკის გააქტიურება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, საერთაშორისო და რეგიონალურ პარტნიორებთან, განსაკუთრებით აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტივობის ზრდის, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელების და ქვეყნის დეოკუპაციის უზრუნველსაყოფად. საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მისი ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციას და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თანამემამულეებს ვთავაზობთ, ერთად ვაშენოთ წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფო. საერთაშორისო თანამეგობრობაში ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსის დამკვიდრება, ევროპული კულტურა და ღირებულებები ყველაზე ახლოს დგას ქართულ ეროვნულ იდეასა და იდენტობასთან. საქართველო პოლიტიკურად უნდა გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი და საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო ევროპული სახლის მშენებლობაში", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

გარდა ამისა, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება უმნიშნელოვანესი სტიმულია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის. მისივე თქმით, პრიორიტეტულია აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარნიორების ქარტიის ფარგლებში ეკონომიკური შესაძლებლობების რეალიზება და აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებების დაწყება.

"საქართველოს აქვს ისტორიული მისია, იქცეს ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობის, დიალოგის და თანხმობის ადგილად. ასევე აქტუალურია თურქეთთან და აზერბაიჯანთან მჭიდრო რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება ენერგეტიკის, სატრანსპორტო და სავაჭრო სფეროებში; შავი და კასპიის ზღვების ქვეყნებთან რეგიონალური თანამშრომლობა და ერთიანი სატარიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; რუსეთთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

გარდა ამისა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომელიც მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში განათლებისა და მეცნიერების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, სასამართლოს, ბიზნესისა და სხვა სფეროებში ექნება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა