სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩი­ნე­თი­დან მომ­წამ­ვლე­ლი სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბი შე­მო­დის"
"ჩი­ნე­თი­დან მომ­წამ­ვლე­ლი სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბი შე­მო­დის"

ბო­ლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ისე­თი შე­ნო­ბა აი­გო, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის არც თვალს ახა­რებს და არც გულს. ამ შე­ნო­ბებ­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა და­უ­კარ­გა თბი­ლისს, ქუ­თა­ისს, ბა­თუმს, თე­ლავს - უძ­ვე­ლეს ქა­ლა­ქებს, სა­დაც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი მშვე­ნი­ერ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ შე­დევ­რებს ქმნიდ­ნენ. ყვე­ლა­ზე ცუ­დი კი ის არის, რომ სპე­ცი­ა­ლის­ტთა აზ­რით, ეს შე­ნო­ბე­ბი საფრ­თხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცოცხ­ლე­საც კი. ამ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას ემო­ცი­ებს ვერ მა­ლავს აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, ერთ დროს ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მა­ნუ­ჩარ მა­ჩა­ი­ძე:

- რკი­ნა-­ბე­ტო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ და კარ­გად ვი­ცი, რომ ბო­ლო წლებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სახ­ლი და კორ­პუ­სი უხა­რის­ხო მა­სა­ლე­ბით აშენ­და. 2002 წლი­დან ქა­ლაქ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი გავ­ხდი, მშე­ნებ­ლო­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ვიყა­ვი და თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბებს ვა­მოწ­მებ­დი. რო­გორც ინ­ჟი­ნერ­-მშე­ნე­ბელ­მა, ყუ­რადღ­ე­ბა მი­ვაქ­ციე იმ პე­რი­ოდ­ში მშე­ნე­ბა­რე საცხ­ოვ­რე­ბელ სახ­ლებს და უამ­რა­ვი დარ­ღვე­ვა აღ­მო­ვა­ჩი­ნე: არ იყო და­ცუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ნორ­მე­ბი, ხში­რად და­ჟან­გულ არ­მა­ტუ­რას იყე­ნებ­დნენ, ბე­ტო­ნი არ შე­ე­ფე­რე­ბო­და ნორ­მებს, უშ­ვებ­დნენ უხეშ შეც­დო­მებს, მოკ­ლედ, უამ­რა­ვი დარ­ღვე­ვა იყო. 2002 წელს თბი­ლის­ში ძლი­ე­რი მი­წის­ძვრა რომ მოხ­და, ქა­ლაქ­ში 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ამოწ­მებ­დნენ შე­ნო­ბებს და დად­გინ­და, რომ თბი­ლის­ში 22 ათა­სი სახ­ლი იყო ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი. მა­შინ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გახ­ლდათ. ვე­უბ­ნე­ბო­დი - მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რადღ­ე­ბა, თბი­ლი­სი ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში­ა, ხალ­ხი და­ი­ღუ­პე­ბა-­მეთ­ქი, მაგ­რამ მა­თი მი­ზა­ნი იყო, ფუ­ლი ეკე­თე­ბი­ნათ. პირ­ვე­ლი კონ­ფლიქ­ტი იმის გა­მო მო­მი­ვი­და, რომ სას­ტუმ­რო "ა­ჭა­რას­თან" 54-სარ­თუ­ლი­ა­ნი ცა­თამ­ბჯე­ნის აშე­ნე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეს. პირ­და­პირ ვუთხ­ა­რი - მანდ ისე­თი გრუნ­ტი­ა, ცა­თამ­ბჯე­ნი არ აშენ­დე­ბა-­მეთ­ქი, ეს რომ ვთქვი, სულ ცო­ფე­ბი ჰყა­რეს და კი­ნა­ღამ ად­გილ­ზე დამ­ხვრი­ტეს ამ უვი­ცებ­მა. მე­რე ევ­რო­პი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს სპე­ცი­ა­ლის­ტი, მაგ­რამ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ცა­თამბ­ჯე­ნი მა­ინც ვერ აა­შე­ნეს. ბო­ლო წლებ­ში მი­ლი­ო­ნე­ბი და­ხარ­ჯეს და ნა­ხეთ, რა შე­დე­გი მი­ვი­ღეთ: ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა ავა­რი­უ­ლი­ა, ხი­დე­ბი აა­შე­ნეს - და­ინ­გრა, გმირ­თა მო­ე­დან­ზე ესტა­კა­დე­ბი აა­გეს და ეში­ნი­ათ, ისიც არ და­იქ­ცეს.

"უ­ხა­რის­ხო სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი დიდ საფ­რთხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნის, ჯან­მრთე­ლო­ბას" - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი თე­მურ ბუ­ლი­ა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და რუ­სე­თი­სა და უცხ­ო­ე­თის სამ­შე­ნებ­ლო ფირ­მებ­ში:

- ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მაა ის, რომ მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე არ არ­სე­ბობს კონ­ტრო­ლი, სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მე­ბი და სტან­დარ­ტე­ბი. რო­დე­საც მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვას გას­ცე­მენ, არ თხო­უ­ლო­ბენ შე­სა­ბა­მის ექ­სპერ­ტი­ზას. თა­ნაც, ამ სფე­რო­ში შემ­თხვე­ვი­თი ხალ­ხი მუ­შა­ობს, სერ­ტი­ფი­კა­ტის გა­რე­შე სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლას არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ იღე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი იმ დო­ნე­ზეა ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­ო­ლე­ბუ­ლი, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლის ტოლ­ფა­სი­ა. სწო­რედ ამის ბრა­ლი­ა, რომ ახა­ლი სახ­ლე­ბი იბ­ზა­რე­ბა. ცო­ტა ძლი­ე­რი მი­წის­ძვრაც რომ მოხ­დეს, რა გა­რან­ტია გვაქვს, რომ ეს სახ­ლე­ბი გა­დარ­ჩე­ბა? ან რა­ტომ არის, რომ ახალ კორ­პუ­სებ­ში ბი­ნის გათ­ბო­ბა ძნე­ლი­ა? - იმი­ტომ, რომ უხა­რის­ხო­დაა ნა­შე­ნე­ბი. დღეს მსოფ­ლი­ო­ში იმ­დე­ნი ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ა­ა, რომ ეს პრობ­ლე­მაც არ უნ­და გვქონ­დეს.

- ბა­ტო­ნო თე­მურ, რო­გორც თქვენ ამ­ბობთ, რე­მონ­ტის დრო­საც სიფ­რთხი­ლე გვმარ­თებს.

- იმი­ტომ, რომ მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბიც უხა­რის­ხო­ა, ია­ფი კი­ა, მაგ­რამ სი­ი­ა­ფე და ხა­რის­ხი ერ­თად ვერ თავ­სდე­ბ­ა. ჩი­ნე­თი­დან მომ­წამ­ვლე­ლი სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბი შე­მო­დის, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შვის დე­გე­ნე­რა­ცი­ას იწ­ვევს. სა­ერ­თოდ, სა­უ­კე­თე­სო ჩი­ნუ­რი ხა­რის­ხი არის სა­შუ­ა­ლო ევ­რო­პულ­ზე და­ბა­ლი. თა­ნაც, ამ ჩი­ნურ მა­სა­ლას ზოგ­ჯერ სულ სხვა ქვეყ­ნის მა­სა­ლად ასა­ღე­ბენ და ისეთ ფა­სად ყი­დი­ან, თით­ქოს ევ­რო­პუ­ლი­ა. რა­დი­ა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბელს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ამოწ­მე­ბენ, ჩვენ­თან კი - არა. უცხ­ო­ურ ფირ­მებ­ში მი­მუ­შა­ვია და კარ­გად ვი­ცი, რომ ობი­ექ­ტის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა მა­სა­ლას ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი უნ­და ჰქონ­დეს. თბი­ლის­ში კი უამ­რა­ვი კორ­პუ­სი ვი­ცი, რომ­ლის ხა­რის­ხზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია - ეს ეკო­ლო­გი­უ­რად და სე­ის­მუ­რად სა­ში­ში შე­ნო­ბე­ბი­ა! რა­ტომ არის, რომ ჩვენს ბი­ნებ­ში ჰა­ე­რი არ მოძ­რა­ობს, კედ­ლე­ბი სველ­დე­ბა და ნეს­ტი გროვ­დე­ბა, რაც ათას­ნა­ირ და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს? - ეს შე­უ­მოწ­მე­ბე­ლი და უხა­რის­ხო მა­სა­ლე­ბის ბრა­ლი­ა.

ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძე - "ჯორ­ჯი­ან ბიზ­ნეს ინ­სა­ი­ტის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი:

- ცნო­ბი­ლი­ა, რომ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით ძა­ლი­ან დიდ ეკო­ნო­მი­ას აკე­თებ­დნენ, ამი­ტომ, არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი, რომ მათ მი­ერ აგე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი საფ­რთხის ქვეშ დად­გეს. უკონ­ტრო­ლო­ბამ და სტან­დარ­ტე­ბის არარ­სე­ბო­ბამ სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორს დი­დი ზი­ა­ნი მო­უ­ტა­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს პრობ­ლე­მა დღე­საც არ­სე­ბობს და მი­სა­ხე­დი­ა: დაუშ­ვე­ბე­ლი­ა, რომ ვი­საც უნ­და და რო­გორც უნ­და, ისე აშე­ნებს; კონ­ტრო­ლი თუნ­დაც იმი­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ საფრ­თხე არ შე­ექ­მნას ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას. ფაქ­ტი­ა, რომ დღეს თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მუ­რი სახ­ლია და თუ დრო­უ­ლად არ მივ­ხე­დავთ, ეს პრობ­ლე­მე­ბი კი­დევ უფ­რო გამ­წვავ­დე­ბა.

ცნო­ბის­თვის: უხა­რის­ხო სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვის გა­მო მსოფ­ლი­ო­ში არა­ერ­თი ტრა­გე­დია მოხ­და. ბო­ლოს ასე­თი შემ­თხვე­ვა ბან­გლა­დეშ­ში და­ფიქ­სირ­და. 2013 წლის 24 აპ­რილს ქა­ლაქ სა­ვარ­ში უხა­რის­ხოდ აშე­ნე­ბუ­ლი სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კა ჩა­მო­ინ­გრა. ტრა­გე­დი­ას 1100 ადა­მი­ა­ნი ემ­სხვერ­პლა.

ესა­უბ­რა ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"ჩი­ნე­თი­დან მომ­წამ­ვლე­ლი სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბი შე­მო­დის"

"ჩი­ნე­თი­დან მომ­წამ­ვლე­ლი სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბი შე­მო­დის"

ბო­ლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ისე­თი შე­ნო­ბა აი­გო, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის არც თვალს ახა­რებს და არც გულს. ამ შენობებ­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა და­უ­კარ­გა თბი­ლისს, ქუ­თა­ისს, ბა­თუმს, თე­ლავს - უძ­ვე­ლეს ქა­ლა­ქებს, სა­დაც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი მშვე­ნი­ერ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ შე­დევ­რებს ქმნიდ­ნენ. ყვე­ლა­ზე ცუ­დი კი ის არის, რომ სპე­ცი­ა­ლის­ტთა აზ­რით, ეს შე­ნო­ბე­ბი საფრთხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცოცხ­ლე­საც კი. ამ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას ემო­ცი­ებს ვერ მა­ლავს აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, ერთ დროს ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მა­ნუ­ჩარ მა­ჩა­ი­ძე:

-  რკი­ნა-­ბე­ტო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ და კარ­გად ვი­ცი, რომ ბო­ლო წლებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სახ­ლი და კორ­პუ­სი უხა­რის­ხო მასალე­ბით აშენ­და. 2002 წლი­დან ქა­ლაქ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი გავ­ხდი, მშე­ნებ­ლო­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ვიყა­ვი და თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბებს ვა­მოწ­მებ­დი. რო­გორც ინ­ჟი­ნერ­-მშე­ნე­ბელ­მა, ყუ­რადღ­ე­ბა მი­ვაქ­ციე იმ პერიოდ­ში მშე­ნე­ბა­რე საცხ­ოვ­რე­ბელ სახ­ლებს და უამ­რა­ვი დარ­ღვე­ვა აღ­მო­ვა­ჩი­ნე: არ იყო და­ცუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ნორ­მე­ბი, ხშირად და­ჟან­გულ არ­მა­ტუ­რას იყე­ნებ­დნენ, ბე­ტო­ნი არ შე­ე­ფე­რე­ბო­და ნორ­მებს, უშ­ვებ­დნენ უხეშ შეც­დო­მებს, მოკ­ლედ, უამ­რა­ვი დარ­ღვე­ვა იყო. 2002 წელს თბი­ლის­ში ძლი­ე­რი მი­წის­ძვრა რომ მოხ­და, ქა­ლაქ­ში 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ამოწ­მებ­დნენ შე­ნო­ბებს და დად­გინ­და, რომ თბი­ლის­ში 22 ათა­სი სახ­ლი იყო ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი. მა­შინ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გახ­ლდათ. ვე­უბ­ნე­ბო­დი - მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რადღ­ე­ბა, თბი­ლი­სი ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში­ა, ხალ­ხი და­ი­ღუ­პე­ბა-­მეთ­ქი, მაგრამ მა­თი მი­ზა­ნი იყო, ფუ­ლი ეკე­თე­ბი­ნათ. პირ­ვე­ლი კონ­ფლიქ­ტი იმის გა­მო მო­მი­ვი­და, რომ სას­ტუმ­რო "ა­ჭა­რას­თან" 54-სარ­თუ­ლი­ა­ნი ცა­თამ­ბჯე­ნის აშე­ნე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეს. პირ­და­პირ ვუთხ­ა­რი - მანდ ისე­თი გრუნ­ტი­ა, ცა­თამ­ბჯე­ნი არ აშენდება-­მეთ­ქი, ეს რომ ვთქვი, სულ ცო­ფე­ბი ჰყა­რეს და კი­ნა­ღამ ად­გილ­ზე დამ­ხვრი­ტეს ამ უვი­ცებ­მა. მე­რე ევ­რო­პი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს სპე­ცი­ა­ლის­ტი, მაგ­რამ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ცა­თამბ­ჯე­ნი მა­ინც ვერ აა­შე­ნეს. ბო­ლო წლებ­ში მი­ლი­ო­ნე­ბი და­ხარ­ჯეს და ნახეთ, რა შე­დე­გი მი­ვი­ღეთ: ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა ავა­რი­უ­ლი­ა, ხი­დე­ბი აა­შე­ნეს - და­ინ­გრა, გმირ­თა მო­ე­დან­ზე ესტა­კა­დე­ბი აა­გეს და ეში­ნი­ათ, ისიც არ და­იქ­ცეს.

"უ­ხა­რის­ხო სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი დიდ საფ­რთხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნის, ჯან­მრთე­ლო­ბას" - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი თემურ ბუ­ლი­ა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და რუ­სე­თი­სა და უცხ­ო­ე­თის სამ­შე­ნებ­ლო ფირ­მებ­ში:

-  ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მაა ის, რომ მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე არ არ­სე­ბობს კონ­ტრო­ლი, სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მე­ბი და სტან­დარ­ტე­ბი. რო­დე­საც მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვას გას­ცე­მენ, არ თხო­უ­ლო­ბენ შე­სა­ბა­მის ექ­სპერ­ტი­ზას. თა­ნაც, ამ სფე­რო­ში შემ­თხვე­ვი­თი ხალ­ხი მუ­შა­ობს, სერ­ტი­ფი­კა­ტის გა­რე­შე სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლას არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ იღე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი იმ დო­ნე­ზეა ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­ო­ლე­ბუ­ლი, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლის ტოლ­ფა­სი­ა. სწო­რედ ამის ბრა­ლი­ა, რომ ახა­ლი სახ­ლე­ბი იბ­ზა­რე­ბა. ცო­ტა ძლი­ე­რი მი­წის­ძვრაც რომ მოხ­დეს, რა გა­რან­ტია გვაქვს, რომ ეს სახ­ლე­ბი გა­დარ­ჩე­ბა? ან რა­ტომ არის, რომ ახალ კორ­პუ­სებ­ში ბი­ნის გათ­ბო­ბა ძნე­ლი­ა? - იმი­ტომ, რომ უხა­რის­ხო­დაა ნა­შე­ნე­ბი. დღეს მსოფ­ლი­ო­ში იმ­დე­ნი ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ა­ა, რომ ეს პრობ­ლე­მაც არ უნ­და გვქონ­დეს.

-  ბა­ტო­ნო თე­მურ, რო­გორც თქვენ ამ­ბობთ, რე­მონ­ტის დრო­საც სიფ­რთხი­ლე გვმარ­თებს.

-  იმი­ტომ, რომ მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბიც უხა­რის­ხო­ა, ია­ფი კი­ა, მაგ­რამ სი­ი­ა­ფე და ხა­რის­ხი ერ­თად ვერ თავ­სდე­ბ­ა. ჩინეთი­დან მომ­წამ­ვლე­ლი სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბი შე­მო­დის, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შვის დე­გე­ნე­რა­ცი­ას იწ­ვევს. სა­ერ­თოდ, სა­უ­კე­თე­სო ჩი­ნუ­რი ხა­რის­ხი არის სა­შუ­ა­ლო ევ­რო­პულ­ზე და­ბა­ლი. თა­ნაც, ამ ჩი­ნურ მა­სა­ლას ზოგ­ჯერ სულ სხვა ქვეყ­ნის მა­სა­ლად ასა­ღე­ბენ და ისეთ ფა­სად ყი­დი­ან, თით­ქოს ევ­რო­პუ­ლი­ა. რა­დი­ა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბელს თით­ქმის ყველა ქვე­ყა­ნა­ში ამოწ­მე­ბენ, ჩვენ­თან კი - არა. უცხ­ო­ურ ფირ­მებ­ში მი­მუ­შა­ვია და კარ­გად ვი­ცი, რომ ობი­ექ­ტის ჩა­ბა­რე­ბის შემდეგ ყვე­ლა მა­სა­ლას ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი უნ­და ჰქონ­დეს. თბი­ლის­ში კი უამ­რა­ვი კორ­პუ­სი ვი­ცი, რომ­ლის ხა­რის­ხზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია - ეს ეკო­ლო­გი­უ­რად და სე­ის­მუ­რად სა­ში­ში შე­ნო­ბე­ბი­ა! რა­ტომ არის, რომ ჩვენს ბი­ნებ­ში ჰა­ე­რი არ მოძრა­ობს, კედ­ლე­ბი სველ­დე­ბა და ნეს­ტი გროვ­დე­ბა, რაც ათას­ნა­ირ და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს? - ეს შე­უ­მოწ­მე­ბე­ლი და უხა­რის­ხო მა­სა­ლე­ბის ბრა­ლი­ა.

ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძე - "ჯორ­ჯი­ან ბიზ­ნეს ინ­სა­ი­ტის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი:

-  ცნო­ბი­ლი­ა, რომ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით ძა­ლი­ან დიდ ეკო­ნო­მი­ას აკე­თებ­დნენ, ამი­ტომ, არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი, რომ მათ მი­ერ აგე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი საფ­რთხის ქვეშ დად­გეს. უკონ­ტრო­ლო­ბამ და სტან­დარ­ტე­ბის არარსებო­ბამ სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორს დი­დი ზი­ა­ნი მო­უ­ტა­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს პრობ­ლე­მა დღე­საც არ­სე­ბობს და მი­სა­ხე­დი­ა: დაუშ­ვე­ბე­ლი­ა, რომ ვი­საც უნ­და და რო­გორც უნ­და, ისე აშე­ნებს; კონ­ტრო­ლი თუნ­დაც იმი­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ საფრთხე არ შე­ექ­მნას ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას. ფაქ­ტი­ა, რომ დღეს თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მუ­რი სახ­ლია და თუ დრო­უ­ლად არ მივ­ხე­დავთ, ეს პრობ­ლე­მე­ბი კი­დევ უფ­რო გამ­წვავ­დე­ბა.

ცნობისთვის: უხა­რის­ხო სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვის გა­მო მსოფ­ლი­ო­ში არა­ერ­თი ტრაგედია მოხ­და. ბო­ლოს ასე­თი შემ­თხვე­ვა ბან­გლა­დეშ­ში და­ფიქ­სირ­და. 2013 წლის 24 აპ­რილს ქა­ლაქ სა­ვარ­ში უხა­რის­ხოდ აშე­ნე­ბუ­ლი სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კა ჩა­მო­ინ­გრა. ტრა­გე­დი­ას 1100 ადა­მი­ა­ნი ემ­სხვერ­პლა.

ესაუბრა ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია