პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექ­ტან­ტე­ბის შე­მო­ტე­ვა - "ისი­ნი ქა­და­გე­ბენ თა­ვი­სუ­ფალ სექსს, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზმს, ქმნი­ან პორ­ნო­სა­ი­ტებს"
სექ­ტან­ტე­ბის შე­მო­ტე­ვა - "ისი­ნი ქა­და­გე­ბენ თა­ვი­სუ­ფალ სექსს, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზმს, ქმნი­ან პორ­ნო­სა­ი­ტებს"

ბო­ლო ხანს თბი­ლის­ში რე­ლი­გი­უ­რი სექ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დნენ, ისი­ნი ქუ­ჩა­ში აჩე­რე­ბენ, სახ­ლებ­ში აკითხ­ა­ვენ ადა­მი­ა­ნებს, რაც ხში­რად კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზიც ხდე­ბა. რით აიხ­სნე­ბა მა­თი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა? რა მიზ­ნე­ბი აქვთ სექ­ტებს? - ამ სა­კითხ­ზე ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ელ­დარ ნა­დი­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- დღეს ჩვენ­ში არა­ერ­თი რე­ლი­გი­უ­რი სექ­ტა მოქ­მე­დებს - იე­ღო­ვე­ლე­ბი, ბაპ­ტის­ტე­ბი, მე-7 დღის ად­ვენ­ტის­ტე­ბი, მორ­მო­ნე­ბი, მა­ლაკ­ნე­ბი, დუ­ხო­ბო­რე­ბი. სექ­ტებს პი­როვ­ნე­ბის გად­მო­სა­ბი­რებ­ლად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვთ კითხ­ვა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თან და­აქვთ და ძი­რი­თა­დად, დახ­მა­რე­ბის და ნუ­გე­შის­ცე­მის სუ­ლის­კვე­თე­ბით არის ნა­საზ­რდო­ე­ბი. რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ უვ­ლენს ღმერ­თი ადა­მი­ანს ამ­დენ გან­საც­დელს? - სექ­ტან­ტე­ბი ამ კითხ­ვით იწყ­ე­ბენ სა­უ­ბარს და პრობ­ლე­მე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი გა­მო­უც­დე­ლი ადა­მი­ა­ნიც მის­და­უ­ნე­ბუ­რად პა­სუ­ხობს, ასე ით­რე­ვენ პო­ლე­მი­კა­ში, ხელ­ში წიგ­ნებს აჩე­ჩე­ბენ, უფ­რო წყვი­ლე­ბად და­დი­ან, რო­გორც ჩანს, აგ­რე­სი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. ხში­რად ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს, გზა გა­აგ­რძე­ლოს, ისი­ნი აჩე­რე­ბენ, ხელს ჰკი­დე­ბენ... არა­და, აქ­ტი­უ­რი, თით­ქმის ძა­ლა­დობ­რი­ვი პრო­პა­გან­და, რა­საც პრო­ზე­ლი­ტიზ­მი ჰქვი­ა, არა­ერთ ქვე­ყა­ნა­შია აკ­რძა­ლუ­ლი. სექ­ტან­ტო­ბა იქ იკი­დებს ფეხს, სა­დაც გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუხ­ჭი­რე­ა. იე­ღო­ვე­ლებს აქვთ ში­და მოხ­მა­რე­ბის ჟურ­ნა­ლე­ბიც, სა­დაც შე­ტა­ნი­ლია "სა­მე­უ­ფო მსა­ხუ­რე­ბას­თან", ანუ გა­და­ბი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა არ­სე­ბი­თი მო­მენ­ტი, იქ­ნე­ბა ეს გად­მო­ბი­რე­ბის და ქა­და­გე­ბის ფორ­მე­ბი თუ სა­მი­სა­მარ­თო და სა­ინ­ფორ­მა­ციო ცნო­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, აქვთ კითხ­ვა­რი ნე­ბის­მი­ე­რი ფე­ნი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნის­თვის. ამ სექ­ტის ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბულ წიგ­ნებ­ში უარ­ყო­ფი­ლია ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გი­ის ძი­რი­თა­დი სა­ფუძ­ვლე­ბი - სუ­ლის უკ­ვდა­ვე­ბა, სან­თე­ლი, ჯვა­რი, ხა­ტი, ყვე­ლა რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლი, მარ­ხვა, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ორ­მო­ცი, წი­ნა­პარ­თა თაყ­ვა­ნის­ცე­მა. იე­ღო­ველს შე­უძ­ლია იც­რუ­ოს და ეს არ ჩა­ეთ­ვლე­ბა ცოდ­ვად, თუ­კი სიც­რუე ადა­მი­ა­ნის გად­მო­სა­ბი­რებ­ლად არის ნათ­ქვა­მი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ სექ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა არ­სე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბა ამე­რი­კის ცენ­ტრა­ლურ ოფისს ბრუკ­ლინ­ში, ხდე­ბა სექ­ტის წევ­რე­ბის ტო­ტა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი. სექ­ტან­ტე­ბი, მათ შო­რის იე­ღო­ვე­ლე­ბი, ჯარ­ში არ მი­დი­ან, რა­საც თა­ვი­სი მრწამ­სით ხსნი­ან და ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას ასუს­ტე­ბენ, სა­ხელ­მწი­ფო მშე­ნებ­ლო­ბა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ; თვით­მკვლე­ლო­ბას ქა­და­გე­ბენ, რა­საც შემ­ზა­რა­ვი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბიც ადას­ტუ­რებს: მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია სის­ხლის გა­დას­ხმა, რის გა­მოც 5 წლის ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა; სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­მე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მელ­საც იე­ღო­ველ­მა მშობ­ლებ­მა სის­ხლი არ გა­და­უს­ხეს. მსხვერ­პლშე­წირ­ვის წე­სი სხვა კი არა­ფე­რი იყო, - ასე წი­რავ­დნენ მა­ში­ნაც ბნე­ლი მიზ­ნე­ბის­თვის სა­კუ­თარ შვი­ლებს ეგ­ზალ­ტი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ტრა­დი­ცი­უ­ლი წეს­-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი­სად­მი მათ მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ; იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა - თბი­ლის­ში, გა­ლელ ლტოლ­ვილ­თა ოჯახ­ში დე­და გარ­და­იც­ვა­ლა, გა­ი­ე­ღო­ვე­ლე­ბულ­მა ვაჟ­მა ვერ აი­ტა­ნა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი დის­გან დე­დის გა­პა­ტი­ოს­ნე­ბა და თა­ვი და­იწ­ვა.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბო­ლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთ­ში რე­ლი­გი­უ­რი სექ­ტა "ქრის­ტი­ან­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოჯა­ხი" გა­აქ­ტი­ურ­და, რო­მე­ლიც სექ­სუ­ა­ლურ თე­მა­ტი­კა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს.

- დი­ახ, ეს სექ­ტა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლით მოქ­მე­დებს, რად­გან დევ­ნი­ან. ისი­ნი ქა­და­გე­ბენ თა­ვი­სუ­ფალ სექ­სუ­ა­ლურ კავ­ში­რებს სექ­ტის წევ­რებს შო­რის, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზმს, ქმნი­ან პორ­ნო­სა­ი­ტებს; ჩვენ­ში ამ "მი­მარ­თუ­ლე­ბის" სხვა სექ­ტე­ბიც არის, მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ორ­გი­ას­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი სქე­სობ­რი­ვი აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბის თან­ხლე­ბით, თა­ვის დაწ­ვი­სა და მსხვერ­პლშე­წირ­ვის ფაქ­ტე­ბი. ამ რი­ტუ­ა­ლებს ისი­ნი ეგ­ზალ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი, როკ­ვა-­თა­მა­შით, ნა­ხევ­რად შიშ­ვლე­ბი ას­რუ­ლე­ბენ, ღრი­ა­ლე­ბენ, წრეს უვ­ლი­ან. არის მორ­მონ­თა სექ­ტაც, რო­მე­ლიც, ახ­ლა უკ­ვე ფა­რუ­ლად, მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბას ქა­და­გებს (თა­ვად სექ­ტის და­მა­არ­სე­ბელს ჯო­ზეფ სმიტს 27 ცო­ლი ჰყავ­და), სექ­ტის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლ თა­ვისი წევ­რე­ბის ტო­ტა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ვალ­დე­ბუ­ლია შე­მო­სავ­ლის 10% სექ­ტას მო­ახ­მა­როს. თბი­ლის­ში ვრცელ­დე­ბა მორ­მო­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფალ სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას, ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის კავ­შირს ქა­და­გებს.

გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ასეთ სექ­ტებს სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც პო­ლი­ტი­კუ­რი, ან­ტი­სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მიზ­ნე­ბი აქვს, ტრა­დი­ცი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს არად აგ­დე­ბენ. მხო­ლოდ დუ­ხო­ბო­რე­ბს არა აქვთ პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზა­ნი, თუმ­ცა, თა­ვის დრო­ზე ჰქონ­დათ. არც ის არის და­სა­მა­ლი, რომ მათ­კენ დი­დი ფი­ნან­სე­­ბი მო­ე­დი­ნე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი წრე­ე­ბის­გან.

ჩვენ­ში არა­ვის უფ­ლე­ბე­ბი იზღ­უ­დე­ბა, მათ შო­რის, რე­ლი­გი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­საც, "სა­დაც გინ­და, იქ ილო­ცე", მაგ­რამ გა­მომ­წვე­ვი პლა­კა­ტუ­რი ფორ­მით პრო­პა­გან­და და­უშ­ვე­ბე­ლი­ა. ამ რე­ლი­გი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, რო­მე­ლიც დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით შე­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში, კონ­ტრო­ლი უნ­და და­წეს­დეს. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ერ­თი ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფო­ში სა­ხელ­მწი­ფოდ იქ­ცნენ, რა­ტომ­ღაც არას­დროს ტეხს გან­გაშს მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა თუ სხვა ტრა­დი­ცი­უ­ლი რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფე­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე. არ შე­იძ­ლე­ბა ზოგ­ჯერ ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის გან­ზო­გა­დე­ბა, რე­ლი­გი­ურ ჭრილ­ში გან­ხილ­ვა.

სა­ხელ­მწი­ფომ უნ­და მი­ი­ღოს კა­ნო­ნი "რე­ლი­გი­ე­ბის, რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის" შე­სა­ხებ; ევ­რო­პის თით­ქმის ყვე­ლა ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ხაზ­გას­მით არის აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი რე­ლი­გი­უ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, ორ­გა­ნი­ზა­ცია თუ სექ­ტა ვალ­დე­ბუ­ლი­ა, თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბით, მიზ­ნე­ბი­თა და მოძღ­ვრე­ბის პრო­პა­გან­დით არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ტრა­დი­ცი­ულ ჩვე­ვებს, არ უპი­რის­პირ­დე­ბო­დეს სა­ხელ­მწი­ფო მარ­თლწეს­რიგს. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში სექ­ტე­ბის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მი­ა: "უ­კა­ნას­კნელ­მა მოვ­ლე­ნებ­მა რიგ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში გა­მო­ავ­ლი­ნა სა­ში­ში საქ­მი­ა­ნო­ბა სექ­ტე­ბად წო­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად მზარდ ფე­ნო­მე­ნე­ბად გა­და­იქ­ცნენ, ისი­ნი არ­ღვე­ვენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს და სჩა­დი­ან ისეთ და­ნა­შა­ულს, რო­გო­რიც არის ადა­მი­ა­ნი­სად­მი სას­ტი­კი მოპყ­რო­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა, ძა­ლა­დო­ბის წა­ქე­ზე­ბა, კა­პი­ტა­ლის უკა­ნო­ნოდ გა­და­ად­გი­ლე­ბა, უკა­ნო­ნო სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნ­ო­ბა". ვფიქ­რობ­, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სექ­ტე­ბის ან­ტისა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ მი­სა­ბა­ძი­ა.

თუ თქვე­ნი ახ­ლო­ბე­ლი სექ­ტან­ტი გახ­და

შე­აგ­რო­ვეთ მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სექ­ტა­ზე, მო­აგ­რო­ვეთ ფაქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებს სექ­ტის ლი­დე­რის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბას. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის დე­მონ­სტრა­ცია შე­საძ­ლო­ა, ადა­მი­ანს გონ­ზე მოს­ვლა­ში და­ეხ­მა­როს.

თუ ადა­მი­ა­ნი დი­დი ხა­ნი არ არის, რაც სექ­ტა­ში გა­წევ­რ­და, იპო­ვეთ ის პი­რი, რო­მე­ლიც სექ­ტა­ში გა­წევ­რე­ბამ­დე მის­თვის ავ­ტო­რი­ტე­ტი იყო. მას­თან სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლო­ა, გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდეს სექ­ტა­ზე უა­რის თქმის კუთხ­ით.

არ გაწყ­ვი­ტოთ ­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. შე­საძ­ლო­ა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ის და­ეჭ­ვდეს სექ­ტის სწავ­ლე­ბა­ში და გვერ­დით უნ­და ჰყავ­დეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ ეჭ­ვებს და­უ­დას­ტუ­რებს.

ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი სექ­ტა

ყვე­ლა­ზე უც­ნა­ურ სექ­ტად ინ­დო­ეთ­ში ჯა­ი­ნის­ტუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. მა­თი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია - არ მო­უ­ტა­ნონ ზი­ა­ნი ცოცხ­ალ არ­სე­ბებს. ამი­ტომ არ ჭა­მენ ხორცს. მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია "შვა­ტამ­ბა­რე­ბი" - ისი­ნი ტან­საც­მელ­საც კი არ იც­ვა­მენ, რა­თა ტკი­პე­ბი არ მოკ­ლან და პირ­ზე მარ­ლააკ­რუ­ლე­ბი სუნ­თქა­ვენ. თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, ისი­ნი ინ­დო­ეთ­ში მე­ვახ­შე­ო­ბით არი­ან ცნო­ბილ­ნი და არა­ერ­თი მე­ვა­ლე გა­უმ­წა­რე­ბი­ათ.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

სექ­ტან­ტე­ბის შე­მო­ტე­ვა - "ისი­ნი ქა­და­გე­ბენ თა­ვი­სუ­ფალ სექსს, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზმს, ქმნი­ან პორ­ნო­სა­ი­ტებს"

სექ­ტან­ტე­ბის შე­მო­ტე­ვა - "ისი­ნი ქა­და­გე­ბენ თა­ვი­სუ­ფალ სექსს, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზმს, ქმნი­ან პორ­ნო­სა­ი­ტებს"

ბო­ლო ხანს თბი­ლის­ში რე­ლი­გი­უ­რი სექ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დნენ, ისი­ნი ქუ­ჩა­ში აჩე­რე­ბენ, სახ­ლებ­ში აკითხ­ა­ვენ ადა­მი­ა­ნებს, რაც ხში­რად კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზიც ხდე­ბა. რით აიხ­სნე­ბა მა­თი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა? რა მიზ­ნე­ბი აქვთ სექ­ტებს? - ამ სა­კითხ­ზე ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ელ­დარ ნა­დი­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- დღეს ჩვენ­ში არა­ერ­თი რე­ლი­გი­უ­რი სექ­ტა მოქ­მე­დებს - იე­ღო­ვე­ლე­ბი, ბაპ­ტის­ტე­ბი, მე-7 დღის ად­ვენ­ტის­ტე­ბი, მორ­მო­ნე­ბი, მა­ლაკ­ნე­ბი, დუ­ხო­ბო­რე­ბი. სექ­ტებს პი­როვ­ნე­ბის გად­მო­სა­ბი­რებ­ლად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვთ კითხ­ვა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თან და­აქვთ და ძი­რი­თა­დად, დახ­მა­რე­ბის და ნუ­გე­შის­ცე­მის სუ­ლის­კვე­თე­ბით არის ნა­საზ­რდო­ე­ბი. რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ უვ­ლენს ღმერ­თი ადა­მი­ანს ამ­დენ გან­საც­დელს? - სექ­ტან­ტე­ბი ამ კითხ­ვით იწყ­ე­ბენ სა­უ­ბარს და პრობ­ლე­მე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი გა­მო­უც­დე­ლი ადა­მი­ა­ნიც მის­და­უ­ნე­ბუ­რად პა­სუ­ხობს, ასე ით­რე­ვენ პო­ლე­მი­კა­ში, ხელ­ში წიგ­ნებს აჩე­ჩე­ბენ, უფ­რო წყვი­ლე­ბად და­დი­ან, რო­გორც ჩანს, აგ­რე­სი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. ხში­რად ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს, გზა გა­აგ­რძე­ლოს, ისი­ნი აჩე­რე­ბენ, ხელს ჰკი­დე­ბენ... არა­და, აქ­ტი­უ­რი, თით­ქმის ძა­ლა­დობ­რი­ვი პრო­პა­გან­და, რა­საც პრო­ზე­ლი­ტიზ­მი ჰქვი­ა, არა­ერთ ქვე­ყა­ნა­შია აკ­რძა­ლუ­ლი. სექ­ტან­ტო­ბა იქ იკი­დებს ფეხს, სა­დაც გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუხ­ჭი­რე­ა. იე­ღო­ვე­ლებს აქვთ ში­და მოხ­მა­რე­ბის ჟურ­ნა­ლე­ბიც, სა­დაც შე­ტა­ნი­ლია "სა­მე­უ­ფო მსა­ხუ­რე­ბას­თან", ანუ გა­და­ბი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა არ­სე­ბი­თი მო­მენ­ტი, იქ­ნე­ბა ეს გად­მო­ბი­რე­ბის და ქა­და­გე­ბის ფორ­მე­ბი თუ სა­მი­სა­მარ­თო და სა­ინ­ფორ­მა­ციო ცნო­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, აქვთ კითხ­ვა­რი ნე­ბის­მი­ე­რი ფე­ნი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნის­თვის. ამ სექ­ტის ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბულ წიგ­ნებ­ში უარ­ყო­ფი­ლია ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გი­ის ძი­რი­თა­დი სა­ფუძ­ვლე­ბი - სუ­ლის უკ­ვდა­ვე­ბა, სან­თე­ლი, ჯვა­რი, ხა­ტი, ყვე­ლა რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლი, მარ­ხვა, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ორ­მო­ცი, წი­ნა­პარ­თა თაყ­ვა­ნის­ცე­მა. იე­ღო­ველს შე­უძ­ლია იც­რუ­ოს და ეს არ ჩა­ეთ­ვლე­ბა ცოდ­ვად, თუ­კი სიც­რუე ადა­მი­ა­ნის გად­მო­სა­ბი­რებ­ლად არის ნათ­ქვა­მი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ სექ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა არ­სე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბა ამე­რი­კის ცენ­ტრა­ლურ ოფისს ბრუკ­ლინ­ში, ხდე­ბა სექ­ტის წევ­რე­ბის ტო­ტა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი. სექ­ტან­ტე­ბი, მათ შო­რის იე­ღო­ვე­ლე­ბი, ჯარ­ში არ მი­დი­ან, რა­საც თა­ვი­სი მრწამ­სით ხსნი­ან და ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას ასუს­ტე­ბენ, სა­ხელ­მწი­ფო მშე­ნებ­ლო­ბა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ; თვით­მკვლე­ლო­ბას ქა­და­გე­ბენ, რა­საც შემ­ზა­რა­ვი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბიც ადას­ტუ­რებს: მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია სის­ხლის გა­დას­ხმა, რის გა­მოც 5 წლის ბავშვი გარ­და­იც­ვა­ლა; სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­მე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა ახალგაზრდა ქალი, რო­მელ­საც იე­ღო­ველ­მა მშობ­ლებ­მა სის­ხლი არ გა­და­უს­ხეს. მსხვერ­პლშე­წირ­ვის წე­სი სხვა კი არა­ფე­რი იყო, - ასე წი­რავ­დნენ მა­ში­ნაც ბნე­ლი მიზ­ნე­ბის­თვის სა­კუ­თარ შვი­ლებს ეგ­ზალ­ტი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ტრა­დი­ცი­უ­ლი წეს­-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი­სად­მი მათ მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ; იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა - თბი­ლის­ში, გა­ლელ ლტოლ­ვილ­თა ოჯახ­ში დე­და გარ­და­იც­ვა­ლა, გა­ი­ე­ღო­ვე­ლე­ბულ­მა ვაჟ­მა ვერ აი­ტა­ნა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი დის­გან დე­დის გა­პა­ტი­ოს­ნე­ბა და თა­ვი და­იწ­ვა.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბო­ლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთ­ში რე­ლი­გი­უ­რი სექ­ტა "ქრის­ტი­ან­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოჯა­ხი" გა­აქ­ტი­ურ­და, რო­მე­ლიც სექ­სუ­ა­ლურ თე­მა­ტი­კა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს.

- დი­ახ, ეს სექ­ტა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლით მოქ­მე­დებს, რად­გან დევ­ნი­ან. ისი­ნი ქა­და­გე­ბენ თა­ვი­სუ­ფალ სექ­სუ­ა­ლურ კავ­ში­რებს სექ­ტის წევ­რებს შო­რის, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზმს, ქმნი­ან პორ­ნო­სა­ი­ტებს; ჩვენ­ში ამ "მი­მარ­თუ­ლე­ბის" სხვა სექ­ტე­ბიც არის, მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ორ­გი­ას­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი სქე­სობ­რი­ვი აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბის თან­ხლე­ბით, თა­ვის დაწ­ვი­სა და მსხვერ­პლშე­წირ­ვის ფაქ­ტე­ბი. ამ რი­ტუ­ა­ლებს ისი­ნი ეგ­ზალ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი, როკ­ვა-­თა­მა­შით, ნა­ხევ­რად შიშ­ვლე­ბი ას­რუ­ლე­ბენ, ღრი­ა­ლე­ბენ, წრეს უვ­ლი­ან. არის მორ­მონ­თა სექ­ტაც, რო­მე­ლიც, ახ­ლა უკ­ვე ფა­რუ­ლად, მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბას ქა­და­გებს (თა­ვად სექ­ტის და­მა­არ­სე­ბელს ჯო­ზეფ სმიტს 27 ცო­ლი ჰყავ­და), სექ­ტის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლ თა­ვისი წევ­რე­ბის ტო­ტა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ვალ­დე­ბუ­ლია შე­მო­სავ­ლის 10% სექ­ტას მო­ახ­მა­როს. თბი­ლის­ში ვრცელ­დე­ბა მორ­მო­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფალ სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას, ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის კავ­შირს ქა­და­გებს.

გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ასეთ სექ­ტებს სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც პო­ლი­ტი­კუ­რი, ან­ტი­სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მიზ­ნე­ბი აქვს, ტრა­დი­ცი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს არად აგ­დე­ბენ. მხო­ლოდ დუ­ხო­ბო­რე­ბს არა აქვთ პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზა­ნი, თუმ­ცა, თა­ვის დრო­ზე ჰქონ­დათ. არც ის არის და­სა­მა­ლი, რომ მათ­კენ დი­დი ფი­ნან­სე­­ბი მო­ე­დი­ნე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი წრე­ე­ბის­გან.

ჩვენ­ში არა­ვის უფ­ლე­ბე­ბი იზღ­უ­დე­ბა, მათ შო­რის, რე­ლი­გი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­საც, "სა­დაც გინ­და, იქ ილო­ცე", მაგ­რამ გა­მომ­წვე­ვი პლა­კა­ტუ­რი ფორ­მით პრო­პა­გან­და და­უშ­ვე­ბე­ლი­ა. ამ რე­ლი­გი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, რო­მე­ლიც დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით შე­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში, კონ­ტრო­ლი უნ­და და­წეს­დეს. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ერ­თი ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფო­ში სა­ხელ­მწი­ფოდ იქ­ცნენ, რა­ტომ­ღაც არას­დროს ტეხს გან­გაშს მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა თუ სხვა ტრა­დი­ცი­უ­ლი რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფე­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე. არ შე­იძ­ლე­ბა ზოგ­ჯერ ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის გან­ზო­გა­დე­ბა, რე­ლი­გი­ურ ჭრილ­ში გან­ხილ­ვა.

სა­ხელ­მწი­ფომ უნ­და მი­ი­ღოს კა­ნო­ნი "რე­ლი­გი­ე­ბის, რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის" შე­სა­ხებ; ევ­რო­პის თით­ქმის ყვე­ლა ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ხაზ­გას­მით არის აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი რე­ლი­გი­უ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, ორ­გა­ნი­ზა­ცია თუ სექ­ტა ვალ­დე­ბუ­ლი­ა, თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბით, მიზ­ნე­ბი­თა და მოძღ­ვრე­ბის პრო­პა­გან­დით არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ტრა­დი­ცი­ულ ჩვე­ვებს, არ უპი­რის­პირ­დე­ბო­დეს სა­ხელ­მწი­ფო მარ­თლწეს­რიგს. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში სექ­ტე­ბის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მი­ა: "უ­კა­ნას­კნელ­მა მოვ­ლე­ნებ­მა რიგ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში გა­მო­ავ­ლი­ნა სა­ში­ში საქ­მი­ა­ნო­ბა სექ­ტე­ბად წო­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად მზარდ ფე­ნო­მე­ნე­ბად გა­და­იქ­ცნენ, ისი­ნი არ­ღვე­ვენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს და სჩა­დი­ან ისეთ და­ნა­შა­ულს, რო­გო­რიც არის ადა­მი­ა­ნი­სად­მი სას­ტი­კი მოპყ­რო­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა, ძა­ლა­დო­ბის წა­ქე­ზე­ბა, კა­პი­ტა­ლის უკა­ნო­ნოდ გა­და­ად­გი­ლე­ბა, უკა­ნო­ნო სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნ­ო­ბა". ვფიქ­რობ­, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სექ­ტე­ბის ან­ტისა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ მი­სა­ბა­ძი­ა.

თუ თქვე­ნი ახ­ლო­ბე­ლი სექ­ტან­ტი გახ­და

შე­აგ­რო­ვეთ მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სექ­ტა­ზე, მო­აგ­რო­ვეთ ფაქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებს სექ­ტის ლი­დე­რის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბას. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის დე­მონ­სტრა­ცია შე­საძ­ლო­ა, ადა­მი­ანს გონ­ზე მოს­ვლა­ში და­ეხ­მა­როს.

თუ ადა­მი­ა­ნი დი­დი ხა­ნი არ არის, რაც სექ­ტა­ში გა­წევ­რ­და, იპო­ვეთ ის პი­რი, რო­მე­ლიც სექ­ტა­ში გა­წევ­რე­ბამ­დე მის­თვის ავ­ტო­რი­ტე­ტი იყო. მას­თან სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლო­ა, გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდეს სექ­ტა­ზე უა­რის თქმის კუთხ­ით.

არ გაწყ­ვი­ტოთ ­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. შე­საძ­ლო­ა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ის და­ეჭ­ვდეს სექ­ტის სწავ­ლე­ბა­ში და გვერ­დით უნ­და ჰყავ­დეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ ეჭ­ვებს და­უ­დას­ტუ­რებს.

ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი სექ­ტა

ყვე­ლა­ზე უც­ნა­ურ სექ­ტად ინ­დო­ეთ­ში ჯა­ი­ნის­ტუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. მა­თი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია - არ მო­უ­ტა­ნონ ზი­ა­ნი ცოცხ­ალ არ­სე­ბებს. ამიტომ არ ჭა­მენ ხორცს. მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია "შვა­ტამ­ბა­რე­ბი" - ისი­ნი ტან­საც­მელ­საც კი არ იც­ვა­მენ, რა­თა ტკი­პე­ბი არ მოკ­ლან და პირ­ზე მარ­ლააკ­რუ­ლე­ბი სუნ­თქა­ვენ. თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, ისი­ნი ინ­დო­ეთ­ში მე­ვახ­შე­ო­ბით არი­ან ცნო­ბილ­ნი და არა­ერ­თი მე­ვა­ლე გა­უმ­წა­რე­ბი­ათ.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია