პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურ­ქუ­ლი დე­მარ­ში - რა­ტომ აღი­ზი­ა­ნებთ თურ­ქებს სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კე­ბი

თურ­ქე­თის გარ­კვე­უ­ლი წრე­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი­სად­მი მრა­ვალ­მხრივ სა­გუ­ლის­ხმო და სა­გან­გა­შოც კი­ა. რა მიზ­ნე­ბი ამოძ­რა­ვებთ ამ ჯგუ­ფებს? რო­გო­რია მა­თი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ქარ­თულ­-თურ­ქუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი? - ამა­ზე აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე, ის­ტო­რი­კო­სი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი ზა­ურ მჭედ­ლიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- თურ­ქულ მე­დი­ა­ში არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ქვეყ­ნდე­ბა სტა­ტი­ე­ბი, სა­­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი სა­­ზო­გა­დო­ებ­რივ­-პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა, ის­ტო­რი­ულ­-ეთ­ნი­კუ­რი სა­კითხ­ე­ბი არა­ო­ბი­ექ­ტუ­რა­დაა გა­შუ­ქე­ბუ­ლი.­ თურ­ქულ და ლა­ზუ­რე­ნო­ვან ვებ-გვერ­დზე www.Kolkhoba.org -ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის "მეგ­რე­ლე­ბი და სა­მეგ­რე­ლოს სა­კითხ­ი" ავ­ტო­რი ემ­რე ათა ლი­ო­ზი­ში წერს, რომ ის­ტო­რი­უ­ლად, მე-15 სა­უ­კუ­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რუ­სე­თის მი­ერ სა­მეგ­რე­ლოს დაპყ­რო­ბამ­დე სა­მეგ­რე­ლოს სამ­თავ­როს და­დი­ა­ნე­ბი მარ­თავ­დნენ და "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მეგ­რე­ლე­ბი იყ­ვნენ, გლე­ხო­ბას ისე ექ­ცე­ოდ­ნენ, რო­გორც სა­ქო­ნელს". ავ­ტო­რი ცდი­ლობს და­ამ­ტკი­ცოს, რომ სა­მეგ­რე­ლო მუ­დამ გა­ნცალ­კე­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თე­უ­ლი იყო, ოს­მა­ლე­თის დიდ გავ­ლე­ნას გა­ნიც­დი­და, სა­ქარ­თვე­ლოს კი მუ­დამ ჰქონ­და მის­და­მი ინ­ტე­რე­სე­ბი, რა­კი ერთ გე­ოგ­რა­ფი­ულ სივ­რცე­ში ცხოვ­რობ­დნენ, რის გა­მოც გარ­კვე­უ­ლი კავ­ში­რე­ბი ჰქონ­დათ, თუმ­ცა, და­პი­რის­პი­რე­ბა მე­ტი იყო­ო; რომ მეგ­რე­ლებს აფ­ხა­ზებ­თან ჰქონ­დათ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­ერ­თოდ კი ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის ვა­სა­ლო­ბამ სა­მეგ­რე­ლო­ზე და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ა. ავ­ტო­რის აზ­რით, სტა­ლი­ნის ოც­ნე­ბა "დი­დი სა­ქარ­თვე­ლოს" შექ­მნა იყო, და­იწყო მცი­რე ხალ­ხე­ბის ასი­მი­ლა­ცი­ა, ოსე­ბი და აფ­ხა­ზე­ბი ძა­ლით შე­იყ­ვა­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. ასე დაწყ­ე­ბუ­ლა მეგ­რე­ლე­ბის გა­ქარ­თვე­ლე­ბის პრო­ცე­სიც. სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი­ა, რომ საბ­ჭო­თა წყო­ბი­ლე­ბის და­საწყ­ის­ში, მცი­რე ხნით, მეგ­რე­ლებს "ოქ­როს ხა­ნა" ჰქონ­დათ, რომ 1930-ი­ა­ნი წლე­ბი­დან ისა­აკ ჟვა­ნი­ამ და მა­მან­ტი კვირ­ტი­ამ მეგ­რუ­ლე­ნო­ვა­ნი "ყა­ზა­ხი­ში გა­ზე­თის" გა­მო­ცე­მა და­იწყ­ეს, 1936 წლი­დან ნა­ხევ­რად მეგ­რულ და ნა­ხევ­რად ქარ­თულ ენებ­ზე გა­მო­ი­ცე­მო­და გა­ზე­თი "კო­მუ­ნა­რი", რო­მე­ლიც შემ­დეგ მხო­ლოდ ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი გახ­და, რომ ისა­აკ ჟვა­ნი­ამ 3 წიგ­ნი გა­მოს­ცა მეგ­რულ ენა­ზე და 1988 წლამ­დე მეგ­რუ­ლად აღა­რა­ფე­რი გა­მო­ცე­მუ­ლა! ხო­ლო მას შემ­დეგ, რაც 1937 წელს ჟვა­ნია და სხვა ლი­დე­რე­ბი დახ­ვრი­ტეს, "ქარ­თვე­ლის­ტე­ბის" მი­ერ მეგ­რე­ლე­ბის სრუ­ლი ასი­მი­ლა­ცია და­იწყ­ო, იმის გა­მო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მეგ­რე­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ო­და, 1930-ი­ა­ნი წლე­ბი­დან მა­თი აფ­ხა­ზე­თის­კენ მიგ­რა­ცია და­იწყ­ო.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი­ა: "თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მეგ­რე­ლი ქარ­თვე­ლო­ბას უჭერ­და მხარს - ლავ­რენ­ტი ბე­რი­ა, სერ­გი მა­კა­ლა­თი­ა, თე­დო სა­ხო­კი­ა, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა, მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი გა­ი­ნაღ­დეს!" აფ­ხა­ზე­თის ომ­ზე ნათ­ქვა­მი­ა, რომ 1992 წელს ქარ­თუ­ლი ჯა­რი შე­იჭ­რა აფ­ხა­ზეთ­ში ვი­თომ რკი­ნიგ­ზის და­სა­ცა­ვად და რომ ამ დროს პრე­ზი­დენ­ტი მეგ­რე­ლი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია იყო; რო­გორც ეს ფაქ­ტია სი­მარ­თლე, ასე­თი­ვე "ის­ტო­რი­უ­ლი მარ­გა­ლი­ტე­ბი­ა" სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლი სხვა ფაქ­ტე­ბიც, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ წყა­როს სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი და­ეყ­რდნოს? ავ­ტო­რი კმა­ყო­ფი­ლი­ა, აფ­ხა­ზებ­მა ამ ომ­ში წარ­მა­ტე­ბით და­იბ­რუ­ნეს თვით­მმარ­თვე­ლო­ბა, ხო­ლო ისი­ნი, ვინც აფ­ხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის 45%-ს შე­ად­გენ­დნენ - ქარ­თვე­ლე­ბი, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი მეგ­რე­ლე­ბი, იძუ­ლე­ბუ­ლი შე­იქ­ნენ, გა­ლის რა­ი­ონ­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში გა­და­სუ­ლიყ­ვნე­ნო, აქ­ვე ნათ­ქვა­მი­ა, რომ "ა­თა­სო­ბით უდა­ნა­შა­უ­ლო მეგ­რე­ლი აფ­ხა­ზი მი­ლი­ცი­ე­ლის ხე­ლით მოკ­ვდა", თუმ­ცა ისი­ნი ქარ­თვე­ლე­ბად მი­იჩ­ნევ­დნენ თავ­სო. ავ­ტო­რი ქარ­თველ ფა­შის­ტე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს, წუხს, მეგ­რე­ლე­ბის ასი­მი­ლა­ცი­ის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა, ისი­ნი თვი­თონ მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მეგ­რუ­ლი ქარ­თუ­ლი ენის ერ­თ-ერ­თი დი­ა­ლექ­ტი­ა­ო.

ავ­ტო­რი ლა­ზე­ბის სა­კითხ­საც მი­მო­ი­ხი­ლავს და ამ­ბობს, რომ ქარ­თულ სკო­ლებ­ში კედ­ლებ­ზე "დი­დი სა­ქარ­თვე­ლოს" რუ­კე­ბია გა­მო­ფე­ნი­ლი, სა­დაც ტრა­პი­ზო­ნი, რი­ზე, არ­თვი­ნი, არ­ტა­ა­ნი ლა­ზის­ტა­ნის სა­ხე­ლით სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­სო, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი კი ამინ­დის პროგ­ნო­ზის გა­მოცხ­ა­დე­ბი­სას ტრა­პი­ზო­ნის ამინ­დსაც აცხ­ა­დე­ბე­ნო, არ ვი­ცი, სად მო­ის­მი­ნა მან ამ­გვა­რი რამ, ის კი ვი­ცი, რომ სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ თურ­ქე­თის ამინ­დის გა­მოცხ­ა­დე­ბი­სას, იქა­უ­რი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი ბა­თუმ­სა და თბი­ლის­საც მი­ა­ყო­ლებ­დნენ ხოლ­მე.

ა­მა­ვე ვებ­გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი­ა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, წარ­მო­შო­ბით ლა­ზის, ად­ვო­კატ ახ­მედ ჰუ­ლუ­სი ქი­რი­მის, (ლა­ზუ­რი გვა­რი ჰა­ჯა­ლი­ში) სტა­ტია მრავ­ლის­მეტყ­ვე­ლი სა­თა­უ­რით "მეგ­რე­ლი - ლა­ზი ხალ­ხი ასი­მი­ლა­ცი­ას ერ­თობ­ლი­ვად აღუდ­გე­ბა წინ", სა­დაც ასე­ვე სა­უ­ბა­რია მეგ­რე­ლე­ბის მი­მართ "ქარ­თვე­ლის­ტე­ბის" ასი­მი­ლა­ცი­ურ პო­ლი­ტი­კა­ზე; ავ­ტო­რის აზ­რით, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ევ­რა­ზი­ის­კენ, ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა კავ­კა­სი­ა­ზე გა­დის, სა­ქარ­თვე­ლო კი ამ რე­გი­ო­ნის ერ­თ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ო­რი­, მოქ­მე­დი პი­რი­ა, რომ სა­ქარ­თვე­ლო სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის­გან შემ­დგა­რი, შე­კო­წი­წე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა­ა, "ქარ­თვე­ლის­ტე­ბის" ოც­ნე­ბა დი­დი სა­ქარ­თვე­ლო­ა. 2008 წლის აგ­ვის­ტოს მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უბ­რი­სას ავ­ტო­რი ამ­ბობს, რო­ცა რუ­სებ­მა სე­ნა­კი და­ბომ­ბეს, ქარ­თვე­ლებ­მა მეგ­რე­ლე­ბი მათ შე­ა­ტო­ვე­სო, ქარ­თვე­ლე­ბის სამ­ხრეთ ოსეთ­ში შეჭ­რა მეგ­რე­ლე­ბის­თვის სიგ­ნა­ლი უნ­და იყოს, მათ მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა უნ­და ჰქონ­დეთ ლა­ზებ­თან, რო­მელ­თაც ჰყავთ პატ­რო­ნი თურ­ქე­თის სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხით. ამ შემ­თხვე­ვა­ში, მეგ­რე­ლე­ბისა და ლა­ზე­ბის ერ­თად მოხ­სე­ნი­ე­ბაც შორ­სმი­მა­ვა­ლი გეგ­მის ერ­თი ნა­წი­ლი­ა, - წერს ავ­ტო­რი. თუმ­ცა, ცნო­ბი­ლი თურ­ქი ის­ტო­რი­კო­სი ფარ­ჰე­თინ ქირ­ზი­ოღ­ლუ, რო­მე­ლიც ან­ტი­ქარ­თუ­ლი გან­წყო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებ­და, მათ არა­ფე­რი აქვთ სა­ერ­თო. ერ­თხელ, სა­უბ­რი­სას, მას ვუთხ­ა­რი, ნე­ბის­მი­ე­რი ლა­ზურ სო­ფელ­ში ჩა­ვიყ­ვა­ნოთ მეგ­რუ­ლად მო­ლა­პა­რა­კე ადა­მი­ა­ნი და გარ­წმუ­ნებთ, სა­ა­თო­ბით შეძ­ლე­ბენ სა­უ­ბარს-მეთ­ქი, რა­ზე­დაც კა­ტე­გო­რი­უ­ლი უა­რი მი­ვი­ღე. დღეს თურ­ქულ სკო­ლებ­ში, მსურ­ველ­თათ­ვის შე­საძ­ლე­ბე­ლია ქურ­თუ­ლი, აფ­ხა­ზუ­რი, ადი­ღე­უ­რი, ლა­ზუ­რი ენე­ბის შეს­წავ­ლა, თურ­ქეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ­თა ნა­წი­ლის სურ­ვი­ლი­ა, ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ქარ­თუ­ლი ენაც იყოს.

- რო­გო­რია დღე­ვან­დე­ლი თურ­ქე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა?

- არა­ვის­თვი­საა სა­ი­დუმ­ლო, რომ თურ­ქე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მთა­ვა­რი ხა­ზი, იდე­ო­ლო­გია ნე­ო­ოს­მა­ნიზ­მი­ა, თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა ამ­ჟა­მინ­დე­ლი მი­ნის­ტრი აჰ­მედ და­ვი­თოღ­ლუ პირ­და­პირ ამ­ბობს: "არ­სე­ბობს მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც და­ტო­ვა ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ამ. ჩვენ "ნე­ო­ოს­მა­ნებს" გვე­ძა­ხი­ან, დი­ახ, ჩვენ "ა­ხა­ლი ოს­მა­ნე­ბი" ვართ"! მა­თი აზ­რით, თურ­ქე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან იზ­რუ­ნონ, და­ინ­ტე­რეს­დნენ იმ ხალ­ხე­ბით, რომ­ლე­ბიც თა­ვის დრო­ზე ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში შე­დი­ოდ­ნენ და მა­თი აზ­რით, თავს კარ­გა­დაც გრძნობ­დნენ, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ცხოვ­რობ­დნენ და მათ­ში სიყ­ვა­რუ­ლი და­ნერ­გონ... ამ ქვეყ­ნე­ბის რიცხ­ვში შე­დის სა­ქარ­თვე­ლო, ერა­ყი, სი­რია და სხვ. ლა­ზე­ბისა და მეგ­რე­ლე­ბის თე­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბაც ამა­ვე სქე­მა­ში ჯდე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის უდი­დეს ნა­წილს, ვინც ცო­ტა ხნის წინ ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭე­ლა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე ხმა­უ­რობ­და, ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მი­მართ ხის­ტი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და მას მა­ფი­ას უწო­დებ­და, გა­ნათ­ლე­ბა თურ­ქე­თის სას­წავ­ლებ­ლებ­ში ილა­ჰი­ათ (ა­ლა­ჰის მიმ­დევ­რე­ბი) ფა­კულ­ტეტ­ზე აქვთ მი­ღე­ბუ­ლი.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია