ირანის ახალი პრეზიდენტის ჰასან როჰანის განცხადებით, ირანი აღარასოდეს აწარმოებს ბირთვულ იარაღს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
როგორც ამერიკულ ტელეარხ NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, მას სრული უფლებამოსილება აქვს იმისთვის, რათა მოლაპარაკებები აწარმოოს დასავლეთთან თეირანის მიერ ბირთვული იარაღის განადგურების თაობაზე.
ჰასან როჰანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას მიერ მისთვის გამოგზავნილი წერილი პოზიტიური და კონსტრუქციული იყო.
ამასთან, ირანში დღეს 10 პოლიტპატიმარი და ადამიანის უფლებადამცველი ნასრინ სოტუდე გაათავისუფლეს, რაც ირანის პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირება იყო.
მომზადებულია NBC-ის მიხედვით.