საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ახსენდებათ ცნობილებს სკოლაში წასვლის პირველი დღე
როგორ ახსენდებათ ცნობილებს სკოლაში წასვლის პირველი დღე

პირ­ვე­ლი დღე სკო­ლა­ში - ეს ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი ახა­ლი ეტა­პია და შე­სა­ბა­მი­სად, და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლიც. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ დღის გახ­სე­ნე­ბა ბევრ ქარ­თველ ცნო­ბილ ადა­მი­ანს გა­უ­ჭირ­და, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი კი სი­ა­მოვ­ნე­ბით დაგ­ვთან­ხმდა ინ­ტერ­ვი­უ­ზე...

ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

- ეს იყო და­ახ­ლო­ე­ბით, 20 წლის წინ. მახ­სოვს, დე­დამ ძა­ლი­ან ლა­მა­ზად "გა­მო­მა­წყო", მაგ­რამ მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ჩან­თა მომ­წონ­და; ვა­მა­ყობ­დი და მი­ხა­რო­და, მისი ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა რომ მო­მე­ცა. ჩან­თას მან­ქა­ნე­ბი ეხა­ტა... მე­ტად სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ტან­საც­მლი­სა და ჩან­თის შერ­ჩე­ვი­სა და ყიდ­ვის პრო­ცე­სი - მა­ღა­ზი­ა­ში მე, დედა და მამა წა­ვე­დით, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად ავარ­ჩი­ეთ. სკო­ლას­თან შე­გუ­ე­ბა ჩემ­თვის ად­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა, პრო­ტეს­ტი სა­ერ­თოდ არ გა­მო­მით­ქვამს. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აე­წყო: მო­მე­წო­ნა საკ­ლა­სო ოთა­ხი, გვერ­დით და­მის­ვეს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნა, აღვფრ­თო­ვან­დი ჩემი პირ­ვე­ლი პე­და­გო­გით, ლამ­ზი­რა ტუ­ღუ­შით... მა­შინ მე­გო­ნა, უკვე ძა­ლი­ან დიდი ვი­ყა­ვი და ბევ­რი რა­მის უფ­ლე­ბაც მქონ­და, მაგ­რამ მერე მივ­ხვდი, რომ მთლად ასეც არ იყო საქ­მე - უფ­ლე­ბე­ბი დი­დად არ გამ­ზრდია (იცი­ნის). "ხუ­თო­სა­ნი" ვი­ყა­ვი. ვი­ცო­დი, თუ არ ვის­წავ­ლი­დი, სიმ­ღე­რა­ზე არ წა­მიყ­ვან­დნენ და ყვე­ლა­ფერს, რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ჩა­მო­მა­შო­რებ­დნენ. ჰოდა, მე­ცა­დი­ნე­ო­ბა დი­დად არ მე­ხა­ლი­სე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც ვსწავ­ლობ­დი. წე­სად მექ­ცა: რო­გორც კი შინ მი­ვი­დო­დი, წიგ­ნებს, რვე­უ­ლებს გა­დავ­შლი­დი და მე­ცა­დი­ნე­ო­ბას ვი­წყებ­დი, მერე კი გაკ­ვე­თი­ლებს დე­დას ვა­ბა­რებ­დი (იცი­ნის)... მოკ­ლედ, სკო­ლა ფრი­ა­დებ­ზე და­ვამ­თავ­რე და ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სი­გე­ლიც გად­მომ­ცეს. ისე, თუ რამე გა­სა­ფუ­ჭე­ბე­ლი იყო, პირ­ვე­ლი მე ვა­ფუ­ჭებ­დი; კარ­გი მოს­წავ­ლე კი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ "შა­ტა­ლო­ზე" სი­ა­რუ­ლიც მიყ­ვარ­და. სკო­ლი­დან გა­პა­რუ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად, ხინ­კლის საჭ­მე­ლად მივ­დი­ო­დით...

მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემი დის პირ­ვე­ლი სას­წავ­ლო დღე ბევ­რად უფრო ნათ­ლად მახ­სოვს, ვიდ­რე ჩემი. ის ჩემ­ზე ერთი წლით უფ­რო­სია და როცა პირ­ვე­ლად სკო­ლა­ში წა­იყ­ვა­ნეს, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. კარ­გად სწავ­ლობ­და და მეც იმ­დე­ნად მინ­დო­და სწავ­ლა, მას­თან ერ­თად სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი, რომ "ჩუ­მად" მივ­დი­ო­დი და იქვე "ვი­მა­ლე­ბო­დი". მას­წავ­ლე­ბე­ლიც ვი­თომ, ვერ მამ­ჩნევ­და...

პირ­ველ კლა­სებ­ში რა­ღა­ცებს ვერ ვი­მახ­სოვ­რებ­დი და ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი; იმ­დე­ნად "ჟილ­კი­ა­ნი" ვი­ყა­ვი, რომ მაქ­სი­მუმს ვა­კე­თებ­დი, თავს არ ვზო­გავ­დი და სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც, ყვე­ლაფ­რის ათ­ვი­სე­ბას ვა­ხერ­ხებ­დი. ამ მონ­დო­მე­ბის წყა­ლო­ბით მეც "ხუ­თო­სა­ნი" ვი­ყა­ვი და სი­გე­ლიც მომ­ცეს.

ეთერ კა­კუ­ლია, მომ­ღე­რა­ლი:

- პირ­ვე­ლად სკო­ლა­ში რომ წა­მიყ­ვა­ნეს, თავ­ზე 4 "ბან­ტი" მე­კე­თა. რა­ტომ­ღაც, ასე მი­კე­თებ­და დედა თმას: - ორი კი­კი­ნა უკან, ორიც - ზე­მოთ (იცი­ნის). მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი მოს­კო­ვი­დან ჩა­მოჰ­ქონ­დათ. ჰოდა, მეც სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის, რუ­სე­თი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ლა­კის ფეხ­საც­მე­ლი და ზო­ლე­ბი­ა­ნი გეტ­რე­ბი მეც­ვა... მა­შინ ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, #102-ში ვცხოვ­რობ­დი და ამი­ტო­მაც მინ­და, 102 წელი ვი­ცო­ცხლო. ეს რი­ცხვი ძა­ლი­ან მიყ­ვარს... სკო­ლი­სა­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე უამ­რა­ვი ბავ­შვი, მშობ­ლებ­თან ერ­თად, "და­რაზ­მუ­ლი" მივ­დი­ო­დით. თა­ვი­დან­ვე მხი­ა­რუ­ლი ვი­ყა­ვი. მა­შინ მო­და­ში რუ­სულ სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი გახ­ლდათ და მეც ასეთ სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­მიყ­ვა­ნეს. 3 წელი ვი­ა­რე, მაგ­რამ მა­ინც, ვე­რაფ­რით შე­ვე­გუე იქა­უ­რო­ბას და 55-ე სკო­ლა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სას­კო­ლო ფორ­მე­ბი გვქონ­და, თეთ­რი წინ­სა­ფა­რი და ყა­ვის­ფე­რი "პლი­სე" კაბა. ახლა რომ პო­მა­დე­ბი­თა და სა­ყუ­რე­ე­ბით, გა­დაპ­რან­ჭულ მოს­წავ­ლე­ებს ვხვდე­ბით ქუ­ჩა­ში, ვფიქ­რობ, ეს არ არის კარ­გი. ბავ­შვს უნდა ეტყო­ბო­დეს, რომ მოს­წავ­ლეა...

ვფიქ­რობ, პირ­ველ სექ­ტემ­ბერს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და და მჯე­რა, რომ ეს თა­რი­ღი ისევ და­წეს­დე­ბა სკო­ლის და­წყე­ბის პირ­ველ დღედ. აბა, რა სა­ჭი­როა ამ­დე­ნი დას­ვე­ნე­ბა?!

ნიკა ქავ­თა­რა­ძე, შო­უ­მე­ნი:

- მახ­სოვს, სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი­ვით ვე­ლო­დი. მინ­დო­და, ახა­ლი მე­გობ­რე­ბი შე­მე­ძი­ნა, სხვე­ბი­ვით მეც მეს­წავ­ლა... პირ­ველ დღეს ისე­თი გან­ცდა მქონ­და, თით­ქოს შე­ფუ­თუ­ლი კო­ლო­ფი უნდა გა­მეხ­სნა, რო­მელ­შიც რა­ღაც ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რი იდო...

- და ეს მო­ლო­დი­ნი გა­მარ­თლდა?

- ეს მო­ლო­დი­ნი პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით ნამ­დვი­ლად გა­მარ­თლდა, სხვა დღე­ე­ბის მი­ხედ­ვით კი, აბა, რა გი­თხრათ...

კრის­ტი ყიფ­ში­ძე, მო­დე­ლი:

- ოჯახ­თან ერ­თად, სკო­ლის და­წყე­ბის­თვის დიდ­ხანს ვემ­ზა­დე­ბო­დი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბა მქონ­და. მა­შინ მოს­წავ­ლე­ებს ფორ­მა ეც­ვათ. თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან ბე­ჯი­თი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი. თბი­ლის­ში, რუ­სუ­ლი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე... მი­ხა­რია, რომ ჩემი შვი­ლიც ბე­ჯი­თი, კარ­გი მოს­წავ­ლეა. სწო­რედ ახლა, სას­კო­ლო სამ­ზა­დის­ში ვართ. ნა­ტა­ლია უკვე მეშ­ვი­დე კლას­ში გა­და­ვი­და.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

როგორ ახსენდებათ ცნობილებს სკოლაში წასვლის პირველი დღე

როგორ ახსენდებათ ცნობილებს სკოლაში წასვლის პირველი დღე

პირველი დღე სკოლაში - ეს ცხოვრების ერთ-ერთი ახალი ეტაპია და შესაბამისად, დასამახსოვრებელიც. მიუხედავად ამისა, ამ დღის გახსენება ბევრ ქართველ ცნობილ ადამიანს გაუჭირდა, რამდენიმე მათგანი კი სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე...

ნოდიკო ტატიშვილი, მომღერალი:

- ეს იყო დაახლოებით, 20 წლის წინ. მახსოვს, დედამ ძალიან ლამაზად "გამომაწყო", მაგრამ მე განსაკუთრებულად ჩანთა მომწონდა; ვამაყობდი და მიხაროდა, მისი ტარების უფლება რომ მომეცა. ჩანთას მანქანები ეხატა... მეტად სასიამოვნო იყო ტანსაცმლისა და ჩანთის შერჩევისა და ყიდვის პროცესი - მაღაზიაში მე, დედა და მამა წავედით, ყველაფერი ერთად ავარჩიეთ. სკოლასთან შეგუება ჩემთვის ადვილი აღმოჩნდა, პროტესტი საერთოდ არ გამომითქვამს. ყველაფერი კარგად აეწყო: მომეწონა საკლასო ოთახი, გვერდით დამისვეს ძალიან ლამაზი გოგონა, აღვფრთოვანდი ჩემი პირველი პედაგოგით, ლამზირა ტუღუშით... მაშინ მეგონა, უკვე ძალიან დიდი ვიყავი და ბევრი რამის უფლებაც მქონდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მთლად ასეც არ იყო საქმე - უფლებები დიდად არ გამზრდია (იცინის). "ხუთოსანი" ვიყავი. ვიცოდი, თუ არ ვისწავლიდი, სიმღერაზე არ წამიყვანდნენ და ყველაფერს, რაც მაინტერესებდა, ჩამომაშორებდნენ. ჰოდა, მეცადინეობა დიდად არ მეხალისებოდა, მაგრამ მაინც ვსწავლობდი. წესად მექცა: როგორც კი შინ მივიდოდი, წიგნებს, რვეულებს გადავშლიდი და მეცადინეობას ვიწყებდი, მერე კი გაკვეთილებს დედას ვაბარებდი (იცინის)... მოკლედ, სკოლა ფრიადებზე დავამთავრე და ამის დამადასტურებელი სიგელიც გადმომცეს. ისე, თუ რამე გასაფუჭებელი იყო, პირველი მე ვაფუჭებდი; კარგი მოსწავლე კი ვიყავი, მაგრამ "შატალოზე" სიარულიც მიყვარდა. სკოლიდან გაპარულები ძირითადად, ხინკლის საჭმელად მივდიოდით...

მაკა შალიკაშვილი, მსახიობი:

- სიმართლე გითხრათ, ჩემი დის პირველი სასწავლო დღე ბევრად უფრო ნათლად მახსოვს, ვიდრე ჩემი. ის ჩემზე ერთი წლით უფროსია და როცა პირველად სკოლაში წაიყვანეს, ძალიან განვიცადე. კარგად სწავლობდა და მეც იმდენად მინდოდა სწავლა, მასთან ერთად სკოლაში სიარული, რომ "ჩუმად" მივდიოდი და იქვე "ვიმალებოდი". მასწავლებელიც ვითომ, ვერ მამჩნევდა...

პირველ კლასებში რაღაცებს ვერ ვიმახსოვრებდი და ამას ძალიან განვიცდიდი; იმდენად "ჟილკიანი" ვიყავი, რომ მაქსიმუმს ვაკეთებდი, თავს არ ვზოგავდი და საბოლოოდ მაინც, ყველაფრის ათვისებას ვახერხებდი. ამ მონდომების წყალობით მეც "ხუთოსანი" ვიყავი და სიგელიც მომცეს.

ეთერ კაკულია, მომღერალი:

- პირველად სკოლაში რომ წამიყვანეს, თავზე 4 "ბანტი" მეკეთა. რატომღაც, ასე მიკეთებდა დედა თმას: - ორი კიკინა უკან, ორიც - ზემოთ (იცინის). მაშინ ყველაფერი მოსკოვიდან ჩამოჰქონდათ. ჰოდა, მეც სპეციალურად ამ დღისთვის, რუსეთიდან ჩამოტანილი ლაკის ფეხსაცმელი და ზოლებიანი გეტრები მეცვა... მაშინ ფალიაშვილის ქუჩაზე, #102-ში ვცხოვრობდი და ამიტომაც მინდა, 102 წელი ვიცოცხლო. ეს რიცხვი ძალიან მიყვარს... სკოლისაკენ მიმავალ გზაზე უამრავი ბავშვი, მშობლებთან ერთად, "დარაზმული" მივდიოდით. თავიდანვე მხიარული ვიყავი. მაშინ მოდაში რუსულ სკოლაში სიარული გახლდათ და მეც ასეთ სასწავლებელში მიმიყვანეს. 3 წელი ვიარე, მაგრამ მაინც, ვერაფრით შევეგუე იქაურობას და 55-ე სკოლაში გადამიყვანეს. არაჩვეულებრივი სასკოლო ფორმები გვქონდა, თეთრი წინსაფარი და ყავისფერი "პლისე" კაბა. ახლა რომ პომადებითა და საყურეებით, გადაპრანჭულ მოსწავლეებს ვხვდებით ქუჩაში, ვფიქრობ, ეს არ არის კარგი. ბავშვს უნდა ეტყობოდეს, რომ მოსწავლეა...

ვფიქრობ, პირველ სექტემბერს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა და მჯერა, რომ ეს თარიღი ისევ დაწესდება სკოლის დაწყების პირველ დღედ. აბა, რა საჭიროა ამდენი დასვენება?!

ნიკა ქავთარაძე, შოუმენი:

- მახსოვს, სასწავლო წლის დაწყებას განსაკუთრებული დღესასწაულივით ველოდი. მინდოდა, ახალი მეგობრები შემეძინა, სხვებივით მეც მესწავლა... პირველ დღეს ისეთი განცდა მქონდა, თითქოს შეფუთული კოლოფი უნდა გამეხსნა, რომელშიც რაღაც ძალიან ძვირფასი საჩუქარი იდო...

- და ეს მოლოდინი გამართლდა?

- ეს მოლოდინი პირველი სექტემბრის შთაბეჭდილებების მიხედვით ნამდვილად გამართლდა, სხვა დღეების მიხედვით კი, აბა, რა გითხრათ...

კრისტი ყიფშიძე, მოდელი:

- ოჯახთან ერთად, სკოლის დაწყებისთვის დიდხანს ვემზადებოდი, განსაკუთრებულად ამაღლებული განწყობა მქონდა. მაშინ მოსწავლეებს ფორმა ეცვათ. თავიდანვე ძალიან ბეჯითი მოსწავლე ვიყავი. თბილისში, რუსული სკოლა დავამთავრე... მიხარია, რომ ჩემი შვილიც ბეჯითი, კარგი მოსწავლეა. სწორედ ახლა, სასკოლო სამზადისში ვართ. ნატალია უკვე მეშვიდე კლასში გადავიდა.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება